საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია საკმაოდ საინტერესო დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ეხება. დოკუმენტები საკმაოდ მოცულობითია და ქვეყნის ბიუჯეტს ეხება, მაგრამ ამჯერად ჩვენი ანალიზის ინტერესი ეს არაა – ჩვენ თავდაცვა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული კვლევების და ეროვნული სამხედრო საწარმოო კომპლექსის დაფინანსება გვაინტერესებს.
მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო ვებ–გვერდზე PDF ფორმატში მოყვანილ ოფიციალური დოკუმენტიდან მოვიყვან პირდაპირ ამონაჭრებს:
დოკუმენტი: საქართველოს კანონი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,
თავი III – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია,
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია – გვერდი 13
დოკუმენტი: საქართველოს კანონი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,
თავი V საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები,
მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები,
2 –თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – გვერდი 36
დოკუმენტი: საქართველოს კანონი „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“,
თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები,
მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები – გვერდო 93
ზემოთ მოყვანლი დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის
დოკუმენტი: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის,
მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებისა და რიცხოვნობის ზღვრული მოცულობები 2013-2016 წლებისათვის – გვერდი 36
დოკუმენტი: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2013-2016 წლებისათვის,
მხარჯავი დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროგრამები და მათი დაფინანსება – გვერდი 79
ზემოთ მოყვანილი დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:
ზემოთ მოყვანილი დოკუმენტებიდან ჩანს რომ წელს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი "დელტას" დაფინანსება გაიზარდა 9,7 მილიონი ლარით. ასევე ჩანს რომ 2014 წელს ეს დაფინანსება 3,5 მილიონი ლარით გაიზრდება. 2015 წელს ამ თანხას 5 მილიონი ლარი დაემატება და 50 მილიონს გაუტოლდება, მომდევნო წელს კი სამეცნიერო კვლევებზე 55 მილიონი, ანუ ხუთი მილიონი ლარით მეტი იქნება გამოყოფილი.
როგორც ვხედავთ მომდევნო სამ წელიწადში სამხედრო–კვლევებსა და მრეწველობაში ჩადებული თანხა თითქმის ორჯერ გაიზრდება (31 ილიონი 2012 წელს, 55 მილიონი 2016 წელს).
ასევე თანდათანობით გაიზრდება არმიის დაფინანსებაც – 2013 წელი – 660 მილიონი, 2014 წელი – 700 მილიონი, 2015 წელი – 750 მილიონი, 2016 წელი – 800 მილიონი.
ანუ მომდევნო ოთხ წელიწადში დაფინანსება 140 მილიონით გაიზრდება.
No comments:
Post a Comment