Tuesday, January 1, 2013

Объект-695

ფორუმ Партизанская База–ზე, ფორუმის წევრმა Andrey1976–მა გამოაქვეყნა "Объект 695"–ის საკმაოდ საინტერესო ფოტოსურათები. მანქანა წარმოადგენს პერსპექტიულ ქვეითთა საბრძოლო მანქანის კონცეპტს. პროგრამა ამჟამად დახურილია, მაგრამ მას ახალი რუსული საბრძოლო მანქანის, რომელიც "Курганец"-ის პროგრამის ფარგლებში იქმნება, წინაპრად მოიაზრება.

The photos of experienced investigative photo reference "Object 695" Kurgan development of "Special Design Bureau of Machine Building" (SKBM). This machine was developed in the 1990s as a "unified chassis" (including infantry fighting vehicles), representing the processing of construction BMP-3 with the configuration of the assembly and the introduction of a new engine compartment with a diesel engine UTD-32KF and recent box. Machine a coarse placement of the engine compartment. This mock "Object 695" was built in SKBM based chassis modifications BMP-3 around 1999. Subject ultimately did not develop, as a kind of "lateral branch" in relation to exercising in SKBM works by promising BMPs for OCD "Kurganets."


როგორც სურათებიდან ჩანს ძრავა–ტრანსმისიის განყოფილება კორპუსის უკანა ნაწილში, მარცხენა მხარესაა განთავსებული, რის შედეგადაც მარჯვენა მხარეს დესანტის ჩამოსაქვეითებელი გასასვლელი წარმოიქმნება. მაგრამ ამასთან ისიც აშკარაა რომ ამ გასასვლელიდან სწრაფი ჩამოქვეითება შეუძლებელია.


ეს შასი 2000 წლის კონცეპტს წარმოადგენს. მასზე ახალი ძალური ბლოკი და სხვა სავალი ელემენტების დამუშავება მიმდინარეობდა. მანქანაზე დაყენებული იყო ძრავა УТД-32КФ, ახალი ტრანსმისია (წარუმატებელი), ყველაფერი ეს მარცხენა ბროტთან იყო განთავსებული, ძრავის მარჯვენა მხარეს დესანტის ვიწრო გადმოსასვლელი იყო დატოვებული. მძღოლ–მექანიკოსის და ეკიპაჟის სხვა წევრებისთვის გათვალისწინებული იყო მონიტორები – ამას მანქანის საქარე ჯავშანფილაზე განთავსებული ვიდეოკამერებიც მოწმობს. ახდილი, ჟალუზებიანი სარქველი ძრავა–ტრანსმისიის განყოფილებისაა, მის მარჯვნივ დესანტი სარქველი მოსჩანს.

No comments:

Post a Comment