Sunday, December 30, 2012

ВВС РФ vs Japan Air Self-Defense Force

2012 წლის 17 და 18 დეკემბერს რუსეთის სამხედრო ავიაციის პირველმა და ჯერ–ჯერობით ერთადერთმა კომპლექსური დაზვერვის თვითმფრინავმა Ту-214Р–მა (სარეგისტრაციო ნომერი RA-64511) ხაბაროვის აეროდრომიდან შეასრულა ფრენები იაპონიის კუნძულების ახლოს – როგორც ჩანს თვითმფრინავის საბორტე–სადაზვერვო კომპლექსის გამოცდების პროგრამის მიზნით. ორივე შემთხვევაში იაპონიის თავდაცვის ძალებმა Ту-214Р–ის გასაცილებლად გამანადგურებლები აწიეს ჰაერში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით რუსულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩნდა სურათები, რომლებზეც გამოსახულია როგორც რუსული თვითმფრინავის გაცილებაზე აფრენილი იაპონიის სამხედრო ავიაციის კუთვნილი F-15J და F-2A ასევე მის დამცავ–თანმხლები რუსული Су-27СМ და Су-30М2.


იაპონიის თავდაცვითი ძალების კუთვნილი გამანადგურებელი Mitsubishi F-2A (საბორტე ნომერი 73-8542 / 542, სერიული ნომერი 1042) იაპონიის კუნძულების მახლობლად აცილებს რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ – Ту-214Р–ს. იაპონური გამანადგურებელი მე–3 ჰიკოტაიას (ესკადრილიის) მე–3 კოკუდანას (ავიაფრთა) შემადგენლობაში შედის, რომელიც მისავას ავიაბაზაზეა დისლოცირებული.


იაპონიის თავდაცვითი ძალების კუთვნილი გამანადგურებელი Boeing/McDonnell Douglas F-15J (საბორტე ნომერი 62-8959 / 959) იაპონიის კუნძულების მახლობლად აცილებს რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ – Ту-214Р–ს. იაპონური გამანადგურებელი 201–ე ჰიკოტაიას (ესკადრილიის) მე–2 კოკუდანას (ავიაფრთა) შემადგენლობაში შედის, რომელიც ჩიტოსეს ავიაბაზაზეა დისლოცირებული

რუსული გამანადგურებელი Су-27СМ (საბორტე ნომერი "წითელი 81", სარეგისტრაციო ნომერი RF-95248) იაპონიის კუნძულების მახლობლად ესკორტირებას უკეთებს Ту-214Р–ს. გამანადგურებლის მოდერნიზაცია Су-27СМ დონემდე 2003–2004 წლებში КнААПО–ში განხორციელდა და დღეს ის 6983–ე ავიაბაზის გამანადგურებელთა მე–5 ავიაბაზის შემადგენლობაში შედის


რუსული გამანადგურებელი Су-30М2 (საბორტე ნომერი "ლურჯი 40") იაპონიის კუნძულების მახლობლად ესკორტირებას უკეთებს Ту-214Р–ს. გამანადგურებლი 2010 წელსაა აწყობილი და დღეს ის 6983–ე ავიაბაზის გამანადგურებელთა მე–4 ავიაბაზის შემადგენლობაში შედის



წყარო:

No comments:

Post a Comment