საიტ www.army-guide.com–ზე გამოქვეყნდა ახალი უკრაინული ჯავშანტრანსპორტიორის, БТР-4МВ–ეს ფოტოსურათები. ჯავშანტრანსპორტიორი БТР-4МВ – წარმოადგენს БТР-4–ის ოჯახის მანქანას. წინა მოდელებისგან ძირითად განსხვავებას მის საბაზისო ვერსიაში ბალისტიკური დაცვის მესამე ხარისხის არსებობა წარმოადგენს.
БТР-4МВ–ში შეცვლილია კორპუსის ცხვირა ნაწილის კონფიგურაცია. ახალ ვერსიაში ცხვირა ნაწილი ჯავშანშუშებისა და კარებების გარეშეა და სრულებით დაფარულია ჯავშანფოლადით. ასევე მანქანაზე დამატებითი დაცვის დაყენებაა შესაძლებელი (მათ შორის კერამიკული და დინამიკური დაცვისა), რის შედეგადაც მანქანის დაცვის ხარისხი NATO–ს მე–4 და მე–5 ხარისხის შესაბამისი ხდება.
მანქანის ცხვირა ნაწილში შეტანილი ცვლილებების გამო მძღოლ–მექანიკოსის მანქანაში ჩაჯდომა–გადმოსვლა სარქველიდან ხორციელდებ, ასევე სარქველიდან ხორციელდება მეთაურის ჩაჯდომა–გადმოსვლა, მეთაურის სარქველი მძღოლ–მექანიკოსის მარჯვნივ მდებარეობს.
ამას გარდა, ჯავშანტრანსპორტიორის უკანა ნაწილში განთავსებულია აპპარელი, რომელიც არა მარტო დესანტი სწრაფად ჩასმა–გადმოსმის, არამედ მსხვილ გაბარიტიანი ტვირთების დატვირთვის საშუალებასაც იძლევა. აპპარელს ასევე დამატებითი კარებიც გააჩნია – ასე რომ დესანტ გადმოსვლის ხერხის ამორჩევაც შეუძლია.
ამგვარად ადრე გავრცელებული ფოტოსურათების ვინაობაც გაირკვა – აქამდე თუ ვარაუდის დონეზე იყო რომ ეს კორპუსი БТР-4М ან БТР-5 ეკუთვნოდა, ახლა დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ეს ზუსტად БТР-4МВ–ეს კორპუსია.
No comments:
Post a Comment