Monday, January 14, 2013

ოპერაცია “Serval” – საფრანგეთი მალიში იბრძვის vol.2

გუშინ უკვე ვწერდი მალიში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ, რომლებშიც საფრანგეთის ავიაცია და სახმელეთო ძლაებიც ღებულობენ მონაწილეობას. დღეს ცნობილი გახდა რომ ოთხმა Rafale–მ მალიში საჰაერო დარტყმა განახორციელა. გამანადგურებლები თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან, ბაზა Saint Dizier–იდან, შაბთს, 12 იანვარს საღამოს აფრინდნენ და იმავე ღამეს განახორციელეს საჰაერო დარტყმა ტუარეგების მიერ კონტროლირებად ქალაქებზე – Gao–ზე და Kidal–ზე. საჰაერო რეიდის დროს ყოველი გამანადგურებელი აღჭურვილი იყო – 6 ცალი AASM–ით ან 6 ცალი GBU-49–ით, 2000 ლიტრიანი სამი დასაკიდი საწვავის ავზით და თითო კონტეინერი Damocles–ით.
საინტერესოა რომ რეიდიდან დაბრუნების შემდეგ, როდესაც გამანადგურებლები ჩადში, N' Djamena–ში დაეშვნენ, ფრანგი ჟურნალისტების დაკვირვების შედეგად გაირკვა რომ მხოლოდ ერთი თვითმფრინავი იყო აღჭურვილი სამი ცალი AASM–ით, რაც იმას ნიშნავს რომ ოთხმა გამანადგურებელმა საერთო ჯამში 21 ცალი ბომბი ჩამოაგდეს მიზანზე. კიდევ უფრო საინტერესო ისაა რომ ოთხი გამანადგურებლიდან სამი ორ ადგილიანი Rafale B იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი პილოტით.

January 13, 4 Rafale ready to take off to bomb their targets near Gao on the tarmac of the air base 113 Saint Dizier

რაც შეეხება მთლიანობაში საჰაერო ოპერაციებს – მასში მონაწილეობენ Mirage–2000D და Rafale–B. გამანადგურებლების დისლოკაციის ადგილს ჩადში მდებარე საჰაერო ბაზა N' Djamena წარმოადგენს. ამავე ბაზაზეა განთავსებული სადაზვერვო Mirage–F1CR. მაგრამ ორ ქვეყანას შორის მანძილები საკმაოდ დიდია, მიახლოებით 2800 კილომეტრი. ამგვარად საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ხუთი ცალი საჰაერო ტანკერი KC-135 (ორი მათგანი Rafale–ბთან ერთად ჩამოფრინდა). საერთო ჯამში ჩადში ექვსი Mirage–2000D, ოთხი Rafale–B, ორი Mirage F1CR, ხუთი KC-135, ერთი C-130 და ერთი ცალი ფრანგული C-160 ბაზირდება.


მეორე საჰაერო ბაზა, რომელსაც საფრანგეთის ავიაცია იყენებს ეს Abidjan–ია, რომელიც სპილოს ძვლის სანაპიროზე მდებარეობს. Abidjan–იდან საზღვაო პატრულირების თვითმფრინავი, Atlantique–II ახორციელებს ფრენებს, რომელიც ISR ამოცანებს ასრულებს. ამას გარდა ოპერაციაში მონაწილეობს ორი ცალი უპილოტო საფრენი აპარატი Harfang. უპილოტოები ნიგერიის ავიაბაზა Niammey–დან ოპერირებენ. ასევე საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ სადაზვერვო თანამგზავრებიც, საკმაოდ დიდი გაოცება გამოიწვია კომერციული დანიშნულების ორმა თანამგზავრმა Pleiades–ის მაღალმა სადაზვერვო მაჩვენებლებმა.  
რაც შეეხება ვერტმფრენებს – ფრანგები Gazelle–ბის რაოდენობას Tigre HAP–ებით აძლიერებენ. აღსანიშნავია რომ პარაკსევს, მალიში, ქალაქ Conna–ში განხორციელებული ოპერაციის დროს Gazelle–ს ერთი პილოტი მძიმედ დაიჭრა ტუარეგების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად (ჭრილობა მსუბუქი ცეცხლასროლი იარაღით იქნა მიყენებული), რის შედეგადაც პილოტი ჰოსპიტალში გარდაიცვალა. Gazelle–ბი აღჭურვილია 20მმ–ნი ქვემეხით და რაკეტა HOT–ებით, ხოლო Tigre HAP–ის შეიარარებას 30მმ–ნი ქვემეხი და უმართავი რაკეტები წარმოადგენენ. Tigre–ბი აფრიკაში ბრიტანული C-17–ის დახმარებით იქნა ტრანსპორტირებული.


როგორც ვხედავთ მიტროპოლიიდან ასე მოშორებულ რეგიონში ოპერაციის დამოუკიდებლად  წარმოებამ ფრანგებს უამრავი პრობლემა შეუქმნა. სატრანსპორტო თვითმფრინავი  A–400M–ის სერიაში ჩაშვების დაგვიანების ფონზე ფრანგებმა დასახმარებლად ბრიტანელებს მიმართეს და მათი C-17–ები გამოიყენეს. ასევე საფრანგეთი ამერიკისგან ფურო აქტიურ მოქმედებას ითხოვს. მეორე სუსტი მხარე  ISR და UAV სისტემების უკმარისობაა. საფრანგეთი იმედოვნებს რო ამ სფეროში მათ აშშ დაეხმარება.


წყარო:


No comments:

Post a Comment