Tuesday, January 15, 2013

რუსეთში აწყობილი პირველი იტალიური ვერტმფრენი AW139

გაერთიანებულმა სააქციონერო საზოგადოებამ "რუსეთის ვერტმფრენებმა" (ОАО «Вертолёты России») გაავრცელა პრეს რელიზი, რომელიც იუწყება, რომ 2012 წლის 19 დეკემბერს რუსეთში აწყობილმა პირველმა AgustaWestland AW–139–მა (ქარხნული ნომერი 60001) პირველი ფრენა განახორციელა. ვერტმფრეწნი აწყობილია იტალიური AgustaWestland–ისა და რუსული «Вертолётами России»–ს ერთობლივ საწარმოო "ХелиВерт"–ში, რომელიც მოსკოვთან მდებარე ტომილინოშია განთავსებული. ვერტმფრენის გამოგორება 18 დეკემბერს განხორციელდა. ვერტმფრენმა 37 წუთი იფრინა და შეასრულა ყველა დასმული ნორმატივი. კომპანიის ცნობით AW–139–ის მეორე პროტოტიპი (ქარხნული ნომერი 60002) 2013 წლის თებერვალში დაიწყებს ფრენას.


კომპანია AgustaWestland-სა და  ჰოლდინგ «Вертолёты России»–ს შორის წინასწარ ხელშეკრულებას, ერთობლივი საწარმოო «ХелиВерт»–ის შექმნის შესახებ, ხელი ფრანბობორში, 2008 წლის თებერვალში მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად საწარმოო სამოქალაქო ვერტმფრენის, AW–139–ის გამოშვებით უნდა დაკავდეს. ამის შემდეგ 2008 წლის 6 ნოემბერს, ხელშეკრულებას ერთობლივი საწარმოოს შექმნის შესახებ, ხელი რუსეთისა და იტალიის პრემიერ მინისტრებმა, მედვედევმა და ბერლუსკონიმ მოაწერეს. 2011 წლის ზაფხულში, საფრანგეთში ხელი მოეწერა ძირითად ნორმატიულ–სამართლებლივ დოკუმენტებს, რომლებიც ერთობლივი საწარმოოს მოღვაწეობას არეგულირებდნენ. ხოლო 2012 წლის იანვარ–მარტში, «ХелиВерт»–ისსპეციალისტებმა იტალიაში,  AgustaWestland–ის სასწავლო ცენტრში სპეციალური მომზადება გაიარეს.

წყარო:


No comments:

Post a Comment