აფრისკის დასავლეთ რეგიონში მდებარე მალიში საბრძოლო მოქმედებები მას შემდე გადაიზარდა ფართომაშტაბურ ომში რაც მასში საფრანგეთმა ამ ქვეყნის მთავრობის მხარდასაჭერად თავისი ავიაცია და საბრძოლო ქვედანაყოფები ჩართო. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით ფრანგული მხარის მოქმედება სრულებით შეთანხმებულია გაეროსთან.
დასავლეთ აფრიკაში მდებარე რეგიონში, რომელის ფართობიც 1.240.192 კვადრატულ კილომეტრზე გადაშლილი, კრიზისი მას შემდეგ დაიწყო რაც 2012 წლის 23 თებერვალს ქვეყნის დედაქალაქში სამხედრო რეჟიმი დამყარდა და რეგიონი Awazad დამოუკიდებელ ქვეყანად გამოცხადდა. ამ უკანასკნელში ტურაგეი პარტიზანები მოქმედებენ – რომელთაც ისლამისტირუი დაჯგუფებები ეხმარებიან. მალიში მიახლოებით 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მის ტერიტორიაზე მოიპოვება ისეთი ბუნებრივი მასალები როგორებიცაა – ოქრო, ურანი, ფოსფატები, კაოლინი, მარილი და კირქვა. აღსანიშნავია რომ გამოყოფილი ტერიტორია ქვეყნის 2/3 შეადგენს. მოვლენების ამგვარი განვითარების შედეგად დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებმა სამხედრო რეჟიმის იზოლაცია განახორციელეს. საფრანგეთმა იმავე დროს განაცხადა რომ მზადაა ლოჯისტიკური და საჰაერო დახმარება გაუწიოს იმ აფრიკულ ქვეყანას რომელი გადაწყვიტავს მალიში შეჭრას. ამგვარად ქვეყანაში ნიგერიისა და სენეგალის შეიარაღებული ძალების გარდა ფრანგული კონტინგენტიც აღმოჩნდა.
პარტიზანთა წარმატებების განვითარება, ქალაქი Conna–ს დაპყრობის საფრთხე და სამთავრობო ძალების პარტიზანებისთვის ამაში ხელის შეშლის უუნარობა პარიზისთვი სამხედრო ძალის გამოყენების მიზეზად იქცა. "მოკავშირეთა" სახმელეთო ძალებმა მოქმედება ქალაქ Conna–დან სამხრეთით, 70 კილომეტრის მოშორებით დაიწყეს, სადაც მალის არმიის მართვის ცენტრი მდებარეობდა.
საბრძოლო ოპერაციას «Serval» ეწოდა. საფრანგეთმა ამ ოპერაციაში სპეციალური დანიშნულების ძალები და უცხოელთა ლეგიონის ნაწილები გაგზავან – საერთო ჯამში 300 კაცი, რომლებიც ჩადში ბაზირებულ საჰაერო ძალებთან ერთად მოქმედებენ. სავარაუდოდ ამ ოპერაციაში აშშ–ცაა ჩართული, რომელიც მონაწილე მხარეებს ლოჯისტიკურად და ინფორმაციულად ეხმარება.
საფრანგეთის მხრიდან ოპერაციაში ჩართულია შემდეგი ტექნიკა და სახმელეთო ქვედანაყოფები:
- 300 სამხედრო მოსამსახურე რომლებიც ეკუთვნის:
- საზღვაო ქვეითების 21–ეე პოლკი.
- უცხოელთა ლეგიონის პირველ პოლკი.
- საზღვაო ქვეითების მე–2 პოლკი.
- 2 ცალი Mirage F-1CR.
- 6 ცალი Mirage 2000D.
- 3 ცალი C–135.
- 1 ცალი C-130.
- 1 ცალი C-160.
ასევე უახლოეს მომავალში ელიან დამრტყმელ ვერტმფრენებს Tiger–ებს, რომლებიც შეავსებენ რეგიონში არსებულ Cougar–ებისა და Gazelle–ბის პარკს, ასევე არაა გამორიცხული რომ ბურკინა ფასომ თავისი ახლად შეძენილი Super Tucano–ები ჩართოს ბრძოლებში.
წყარო:
saghol shota dzalian kargi postia da madloba ro eset postebs gvawvdi. dzalian sainteresoa specialuri dzalebis moqmedeba. vnaxot ra iqneba
ReplyDeletearafers, vcdilob ragaceebs :D
ReplyDelete