ბევრი აფრიკული და ევროპული ქვეყანა უწევს ლოჯისტიკურ და საჰაერო–სატრანსპორტო საშუალებებით დახმარებას მალიში მებრძოლ ფრანგულ ძალებს, მათ შორის არიან ისეთეი ქვეყნები, როგორებიცაა – კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნიგერია.
ნიგერიის სამხედრო–საჰაერო ძალების სარდალის, ალექს ბარდეს განცხადებით ნიგერიამ მალისთვის ისლამისტ მეამბოხეებთან ბრძოლაში დასახმარებლად უკვე დაიწყო ამ ქვეყანაში საბრძოლო თვითმფრინავების გაშლა. მალიში გასამგზავრებლად ნიგერიულმა გამანადგურებლებმა, თითო Alpha Jet–მა და F–7–მა და ერთმა სატრანსპორტო G.222–მა მზადება ხუთშაბათს, 17 იანვარს დაიწყეს. ავიაციასთან ერთად ნიგერია მალიში 190 ჯარისკაცსაც აგზავნის.გეგმის თანახმად ნიგერიამ მეზობელ ქვეყანაში 900 ჯარისკაცი უნდა გადაისროლოს, ამას გარდა ECOWAS-ის (Economic Community Of West African States) ასმა ჯარისკაცმა ტოგოდან უკვე ჩაარწია მალიში. ECOWAS–მა გასული წლის დეკემბერში გაეროსგან მოთხოვნა მიიღო, რომლის თანახმადაც მალიში 3300 ჯარისკაცი უნდა გაეგზავან. ასევე ჩადმაც მოახდინა ძალების გადასროლა რეგიონში და მათი სამხედრო ნაწილები ამჟამად მეზობელ ნიგერიაშია განთავსებული.
ნიგერიამ მალის დასახმარებლად გამანადგურებელი Alpha Jet გაგზავნა
კანადური მხარე საფრანგეთს მხოლოდ სატრანსპორტო საშუელებებს ახმარებს. ფრანგების განკარგულებაში კანადამ კერძოდი ერთი ცალი C-17 Globemaster III გადასცა, რომელმაც მალიში უკვე ჩაიყვანა ერთი ფრანგული ჯავშანტრანსპორტიორი. თვითმფრინავი ფრანგებს ერთი კვირის განმავლობაში დაეხმარებათ. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტი, ოლლანდ ფრანსუა მისი გამოყენების ვადის გაგრძელებას ითხოვს.
14 იანვრიდან ასევე ერთი ცალი C-17 Globemaster III მიავლინა მალიში დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ქვეყანაში აღჭურვილობა და 3 ცალი ჯავშანმანქანა VAB ჩაიტანა. მეორე ბრიტანული C-17 უკვე მზადაა საფრანგეთისთვის ლოჯისტიკური დახმარების გასაწევად. თვითმფრინავი ბრიტანეთიდან, ავიაბაზა Brize Norton–იდან გადაფრინდა საფრანგეთში, მაგრამ ჰიდრავლიკის სისტემის გაუმართაობის გამო ორი დღით შეყოვნდა. ბრიტანული თვითმფრინავები, ისევე როგორც კანადური, ერთი კვირითაა მივლენილი ფრანეგბთან, მაგრამ სავარაუდოდ ეს ვადა გაიზრდება.
სამშაბათს, 15 იანვარს ბელგიამ მალიში, აფრანგების დასახმარებლად, ორი ვერტმფრენი A109 Medevac და ორი სატრანსპორტო C-130 გააგზავნა. ბელგია ასევე 75 ჯარისკაცს გააგზავნის მალიში. დანიის მთავრობამ რეგიონში ერთი C-130 მიავლინა. გერმანიამ ოთხშაბათს განაცხადა რომ მალიში ECOWAS ძალების გაშლაში დასახმარებლად ქვეყანაში ორ სატრანსპორტო C-160 Transall გაგზავნა. ევროპული ქვეყნებიდან ჰოლანდიაც თანახმაა ერთი KDC-10 მიავლინოს რეგიონში.
გერმანული C-160 Transall
საერთაშორისო ძალებს აშშ ასევე ეხმარება მატერიალური მომარაგების სახით და ასევე მუშაობენ სატრანსპორტო ავიაციის გაგზავნის წვრილმანებზე. არაა გამორიცხული რომ აშშ–მ რეგიონში ფრანგების დასახმარებლად საჰაერო ტანკერები და უპილოტო თვითმფრინავებიც გაგზავნოს.
ყოველივე ამის გარდა ევროკავშირმა გადაწყვიტა მალიში ინსტრუქტორთა მისია მიავლინოს, რომელიც მალის არმიის გაწვრთნაში დაეხმარება.
ფრანგული კონტინგენტი მალიში
No comments:
Post a Comment