Monday, March 24, 2014

დღის ფოტო – გაიზარდა იხვის ჭუკი

კიდევ ერთი მახინჯი იხვის ჭუკი, ამჯერად ბრიტანული ვერტიკალური აფრენ დაფრენის გამანადგურებელი Harrier.

შორეული 60–იანები – Harrier–ის პროტოტიპი XV-6A Kestrel აშშ–ში გამოცდებზე

აშშ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის AV-8B Harrier II+ დღეს


P.S. აღარ ვიცი რა დავაწერო – ნახე ათი განსხვავება თუ ნახე ათი მსგავსება :D

უკრაინის გვარდიის ახალი БТР-4–ები

როგორც უკრაინის დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის, ა.ავაკოვის ფეისბუკის გვერდიდან ხდება ცნობილი – მალიშევის სახელობის ქარხანაში დარჩენილი БТР-4Е–ბი, უკრაინის ახლად შექმნილ ეროვნულ გვარდიას გადასცეს.
ჯტრ–ებს შორისაა, ამ ცოტა ხნის წინათ წარმოდგენილი დამატებით დასაკიდ ჯავშნიანი ვარიანტიც (ცენტრში) (ამ ვარიანტის შესახებ უკვე ვწერდი – ხარკოვის მანქანათმშენებელ ბიუროში БТР-4–ის დამატებით ჯავშნიანი ვარიანტი შექმნეს).
როგორც ჩანს ჯეტ–რები საესპორტოდ განკუთვნილი პარტიებიდანაა ("უდაბნოს" შეფერილობა), ნაწილი საერთოდ არაა შეღებილი და დაკომპლექტებული (მარჯვნიდან მე–2 სამიზნის გარეშეა).

(ფოტოები გადიდებადია)

Sunday, March 23, 2014

ესტონეთი CV90–35NL–ებსა და PzH–2000–ებს ყიდულობს – და ჩვენ?

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა ჰოლანდიის არმიის შეიარაღებიდან მოხსნილი და გასაყიდად გამოტანილი 44 ცალი СV9035NL–ები და უცნობი რაოდენობის PzH–2000–ები შეისყიდოს.
ამას გარდა ჰოლანდიის არმიამ გასაყიდად გამოიტანა საბურავებიანი ჯავშანტრანსპორტიორი "Boxer"–ების და სადაზვერვო ჯავშანმანქანა "Fennek"–ის შასიზე დადგმული ტსსკ SPIKE–ს რამდენიმე ერთეული, თუმცა ამ მანქანების შესყიდვის შესახებ ცნობილი არაფერია.
წლის დასაწყისში ესტონეთის თავ.სამინისტრო მოლაპარაკებას აწარმოებდა ამერიკულ მხარესთან ქსმ "Bradley"–ს შესყიდვის შესახებ, თუმცა შემდეგ უარი ითქვა მისი სიძველის გამო. ასევე უარის ერთერთი სავარაუდო მიზეზი ისიცაა რომ, ამ მანქანასთან ერთად ესტონელებს ტსსკ TOW–ებიც უნდა შეესყიდათ.

წყარო:


P.S. დაველოდოთ როგორ გადაწყვიტავენ ამ შესყიდვის საქმეს ესტონელები. ამ ცოტა ხნის წინათ მანთ Leo-2A4–ების შესყიდვის შანსი გაუშვეს ხელიდანთ საკუთარი შეცდომების გამო.
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენი მთავრობა როგორც ჩანს სირაქლემას პოზაშია, მაგრამ ეს იმედია მხოლოდ ჩანს და დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცას მაინც აკეთებენ, რომ სადღაც რაიმე ანდერგრაუნდი გადაადგილებები მაინც ხდება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ეფექტური ნაბიჯები იდგმება. თუმცა დაველოდოთ, ყველაფერი გამოჩნდება თავის დროზე.

Saturday, March 22, 2014

Cold Response 2014 – NATO–ს ჩრდილონორვეგიული სწავლება

ჩრდილოეთ ნორვეგიაში, 2012 წლიდან მოყოლებული, უკვე მეექვსედ გაიმართა ევროპაში უმსხვილესი გაერთიანებული წვრთნები, სახელოწდებით "Cold Response". წელს ამ სწავლებაში მონაწილეობას ღებულობს 16 ქვეყნის 16 000 სამხედრო მოსამსახურე. ნორვეგიელების გარდა სწავლებაში ჩართულები არიან ბელგიის, გერმანიის, დანიის, საფრანგეთის, აშშ–ს, დიდი ბრიტანეთის, ლიტვის, ესტონეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ირლანდიის, ესპანეთისა და კანადის სამხედრო მოსამსახურეები.
სწავლებაში ყველა სახეობის სამხედრო ქვედანაყოფი მონაწილეობს – საზღვაო ფლოტი, ავიაცია, ჯავშანტექნიკა, საზღვაო ქვეითები, საჰაერო სადესანტო და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები. წვრთნების განმავლობაში ხდება ურთიერთქმედების დამუშავება, ნორვეგიელი სამხედროები უცხოელ კოლეგებს  ასევე ასწავლიან პოლარულ პირობებში ბრძოლისა და გადარჩენის წესებს.



და ბოლოს საკმაოდ სახალისო ვიდეო სწავლებიდან – მონაწილეები ცდილობენ ახსნან თუ რა არის სწავლება "Cold Response"

ყველაზე მაგარი კანადელია (01:02 წუთზე) – "Cold Response - I am from Canada, not so cold here" :D

და ნუ 0:44 წუთზე ვალკირიამ ძალიან გაასწორა

დღის ფოტო – მახინჯი იხვის ჭუკი

მახინჯი იხვის ჭუკი, ანუ F-6 Block 52+ (ფოტოზე გამოსახულია ერაყის Lockheed Martin F-16IQ)

БТР-3Е1 და БМ Оплот მოქმედებაში (ფოტოები)

2014 წლის 20 მარტი, სწავლებები ტაილადნის მე–2 საკავალერიო დივიზიის ბაზაზე (Field training exercises of 2nd Year Cadets (Class 65) at King's Guard, 2nd Cavalry Division Base).
ფაგეგმილია რომ ტანკ Оплот–ებით ჩაანაცვლებენ 100–ზე მეტ მოძველებულ М48А5–ს, რომლებიც ამჟამად ქვეყნის არმიის შეიარარებაზე დგას.
 


წყარო:
Zomkitt Crma Photo Gallery

Wednesday, March 19, 2014

პატარა ექსკურსი საქართველოს უახლეს ისტორიაში vol.2

მარადიული ხსოვნა 1921 წელს, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპილ გმირებს

1921 წელს, თბილისის დასაცავად გამართულ ბრძოლებში დაღუპილი ქართველი ჯარისკაცები და სახალხო გვარდიის მებრძოლები დღევანდელი 9 აპრილის ბაღში

ფრონტზე დაღუპილი ჯარისკაცებისა და იუნკერების ჩამოსვენება რუსთაველის გამზირზე, 1921 წლის თებერვალი

Tuesday, March 18, 2014

პატარა ექსკურსი საქართველოს უახლეს ისტორიაში

1918 წელს რუსეთში ქაოსის გამო, კავკასიის ფრონტის მოშლისა და თურქეთის წინსვლის ფონზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას მხარს აქტიურადს უჭერდა გერმანიის იმპერია. 1918 წელს საქართველოს ტერიოტრიაზე სამი ათასი გერმანელი ჯარისკაცი იყო განლაგებული. გერმანულ კორპუსს, რომელშიც ძირითადად ბავარიელი ჯარისკაცები შედიოდნენ, მეთაურობდა ცნობილი ბავარიელი გენერალი კრეს ფონ კრესენშტაინი.

 გერმანელი ჯარისკაცები რუსთაველის გამზიზრზე. 1918წ. ივნისი

გენერალი კრეს ფონ კრესენშტაინი

დღის ფოტო – Type-99A2

ჩინური ძირიადი საბრძოლო ტანკი Type-99A2

Monday, March 17, 2014

დღის ფოტო – ძალიან თბილი ფოტო

A-10 Thunderbolt II...1 x 30 mm GAU-8/A Gatling!


გინდა იყოს კოჭლი გინდა მეჭეჭიანი – მაინც მეყვარება ჩემი ეშვებიანი 


P.S. მოუფიქრეთ სახელი!!!