Saturday, January 21, 2017

განადგურებული თურქული ტექნიკა სირიაში

ქალაქ ალ ბაბთან განადგურებული თურქული ჯავშანტექნიკა

დოკუმენტის თანახმად  (დოკუმენტი იხილე სტატიაში - აი ძალიან გაძუყნული თურქული Leopard-2A4-ები) ტსმრ-ით დაზიანებული ტანკი M60T (Sabra Mk.II) (იგივე ტანკი ზედა ფოტოებზე). ფოტოებიდან ჩანს რომ თურქები ებრაული კუმულაციური ჭურვების პარალელურად გერმანულ ქვეკალიბრულ ჭურვებს, DM-63-ებსაც იყენებენ.

აი ძალიან გაძუყნული თურქული Leopard-2A4-ები

განადგურებული თურქული Leopard-2A4-ების მორიგი ფოტომასალა სირიიდან. ბრძოლები ისლამურ სახელმწიფოსა და თურქულ არმიას შორის 2016 წლის დეკემბერში , ქალაქ ელ-ბაბთან მოხდა (ამის შესახებ უკვე ვწერდი ბლოგზე - ახლა უკვე ხუფაგლეჯილი Leopard-2A4). როგორც ინტერნეტში გავრცელებული თურქული წყაროებიდან გახდა ცნობილი ამ ბრძოლებში თურქულმა მხარემ მე-2 ჯავშანსატანკო ბრიგადის 1-ლი სატანკო ბატალიონის კუთვნილი როგორც მინიმუმ 10 ტანკი Leopard-2A4 დაკარგა. ამას თურქულ ენაზე გავრცელებული დოკუმენტი ადასტურებდა (დოკუმენტი ქვემოთაა მოყვანილი) - როგორც ჩანს დოკუმენტში მოყვანილი ციფრები რეალობას შეესაბამება.

ორი Leopard-2A4 - პირველი, კორპუსში განთავსებული საბრძოლო მარაგის დეტონაციის შედეგად ნაჭრებად გაიფანტა შემოგარენში, კორპუსის წინა მარცხენა დეტალი სასტიკად განადგურებულია, სწორედ მანდ არის განთავსებული კორპუსის 22 გასროლა. მის უკან მდგომ მეორე Leopard-2A4-საც კოშკურა აქვს მოგლეჯილი.



ორი Leopard-2A4 - ორივეს კოშკურა აქვს დაზიანებული, მარცხენაში ხანძრის შედეგად საბრძოლო მარაგის დეტონაცია მოხდა, ან ეგრევე დეტონაცია მოხდა და მერე ხანძარი გაჩნდა

სავარაუდოდ ნაღმზე განადგურებული Leopard-2A4 

კოშკურა დაზიანებული Leopard-2A4

თვითონ დოკუმენტი (ორიგინალი და ინგლისურად ნათარგმნი). დოკუმენტიდან ჩანს რომ ათიდან 5 ტანკი ტსმრ-ით იქნა განადგურებული, ორი ნაღმზე აფეთქდა, ერთი ნაღმტყორცნიც ცეცხლით იქნა განადგურებული, ერთის მდგომარეობა უცნობია და ერთს ტექნიკური პრობლემები აღმოაჩნდა.




გამანადგურებელ F-35-ის უცხოეთში პირველი ოპერატიული გაშლა დაიწყო

2017 წლის 18 იანვარს, იაპონიაში მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზა ივაკუნიზე, მუდმივიად განთავსებისთვის, მე-5 თაობის გამანადგურებლე lockheed Martin F-35B Lightining-II აღჭურვილი, აშშ-ს საზღვაო ქვეითების კორპუსის მე-3 ავიაფრთის ესკადრილია VMFA-121 ჩაფრინდა. ესკადრილია არიზონას შტატში მდებარე იუმას ავიაბაზიდან თავისი სვლით გადაფრინდა იაპონიაში. გამანადგურებლები იუმადა 9 იანვარს გამოფრინდნენ და ალიასკის გავლით ჩააღწიეს მუდმივი დისლოკაციის ადგილას.
F-35-სთვის აშშ-ს ფარგლებს გარეთ ეს პირველი ოპერატიული გაშლაა. ესკადრილია VMFA-121 გამანადგურებელ F-35B-თი აღჭურვილი (საშტატო შემადგენლობა 12 თვითმფრინავი) აშშ-ს საზღვაო ქვეითების პირველი სამწყობრო ესკადრილია იყო, რომელმაც 2015 წლის 31 ივლისს პირველად ოპერატიულ მზადყოფნას (IOC) მიაღწია.


P.S. აღსანიშნავია რომ, იაპონიაში გადაფრენილი F-35A, სერიული ნომრით AX-2 ამ პროგრამით წამოებული უკვე მე-200 გამანადგურებელია, მთლიანობაში ამ მომენტში დაფინანსებული LRIP-9 ფარგლებში უკვე 214 მანქანაა აწყობილი.


წყარო:

ოფიციალური დოკუმენტი M1 Abrams-ის კომპოზიტური ჯავშნის შესახებ


ინტერნეტში გავრცელდა ადრე გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირველი სერიული M1 Abrams-ის კოშკურისა და კორპუსის სხვადასხვა ადგილებში განთავსებული კომპოზიტური ჯავშნის, ეგრეთ წოდებული ბერლიგნტონის (Burlington), სქემატური ნახაზები.

Burlington-ის სპეციალური ჯავშანი, ასევე ცნობილია როგორც Chobham-ის ჯავშანი, წარმოადგენს 60-იანი წლების ბოლოს დიდ ბრიტანეთში შემუშავებული კომპოზიტური ჯავშნის სახეობას. ის სამშრიანი ფილებისგან შესდგება - რომლებსაც სხვანაირად სენდვიჩებსაც უწოდებენ, ეს ფილები გაშორიშორებული კონფიგურაციითა განლაგებული. გასაგებია რომ, ეს სენდვიჩ-ფილები,  ორ ფოლადის ან ალუმინის ფირფიტას შორის მოთავსებული ელასტიკური/რბილი შრე, არაფეთქებადი რეაქტიული ჯავშნის (ეგრეთ წოდებული NERA) პრინციპით მუშაობენ. დარტყმის შედეგად ელასტიკური შრე (მაგალითად რეზინა) შეკუმშვის მაქსიმალურ ზღვარს მიაღწევს და მერე ნახტომისებურად გაფართოვდება. ეს გახვრეტის გზაზე მეტ მასალის მიტანას გამოიწვევს და დააზიანებს თხელ და მსხვრევად პენტრატორებს, ისეთებს როგორებიცაა ფუგასური ტანკსაწინააღმდეგო (HEAT) ჭურვების, ტსმრ-ების რაკეტებისა და ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნების კუმულაციური ჭავლი. NERA ფაქტიურად ფეთქებადი რეაქტიული (იგივე დინამიკური დაცვა) ჯავშნის პრინციპით მოქმედებს, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მოძრავი ფილებით, რადგანაც ის ფილების გადასაადგილებელ ენერგიის წყაროდ თვითონ გამხვრეტი ჭურვის ენერგიას იყენებს და არა ფეთქებად მასალებს, როგორც დინამიკურ დაცვაში.

სპეციალური ჯავშანი ტანკის ფრონტალური რაიონის გარდა (კოშკუირის წინა და კორპუსის წინა ქვედა დეტალი) ასევე განთავსებულია კოშკურის ბორტებზე და კორპუსის საბორტე ეკრანების ნაწილზე (მარჯვენა მხარის ოთხ და მარცხენა მხარის ორ სექციაზე).

ტანკის კორპუსის წინა ქვედა ნაწილი სამშრინი NERA-ს ფილების მასივისგან შესდგება, რომლებიც მთლიანი მასივის მხოლოდ ნახევარს იკავებენ. მეორე ნახევარი NERA-ს სამონტაჟე სამაგრებსა და მის უკან ჩვეულებრივი ფოლადის სქელ ფილას უკავია. კორპუსში პირდაპირი მოხვედრის შემთხვევაში, ჭურვმა უნდა გაიაროს გარე ფოლადის შრე, შემდეგ NERA-ს ოთხი სენდვიჩ ფილა და ამის შემდეგ უკანა ფოლადის სქელი ფილა.
Abrams-ის ქვემეხის ფარის ჯავშანიც კორპუსის წინა ჯავშნის ანალოგიურია, იმ სხვაობით რომ აქ სამონტაჟო სამაგრი არ აყენია. ფარს, როგორც ასეთი, ფოლადის თხელი უკანა ფილა აქვს, მაგრამ ფარის უკან არსებობს ფოლადის სქელი ჯავშანფილა, რომელიც სავარაუდოდ ქვემეხის პოჭოჭიკთანაა დაკავშირებული. აქაც, ისევე როგორც კორპუსში, ჭურვმა პირდაპირი, ყოველგვარი გადახრის გარეშე, მოხვედრის შემთხვევაში NERA-ს ოთხი შრე უნდა გაიაროს.

კოშკურის ბორტების უკანა ნაწილი ტანკის ჯავშნის ყველაზე საინტერესო ადგილია, რადგანაც მას NERA-ს სენდვიჩფილების გარდა ასევე გააჩნია სამონტაჟო სამაგრები და როგორც ნახაზიდან ჩანს, ამ სამაგრების უკან განთავსებულია დამატებითი სქელი ჯავშანი, რომელიც ორ ფოლადის ფირფიტას შორის მესამე, კომპოზიტური მატერიალითაა აღჭურვილი. ამ მატერიალის ზუსტი ბუნება უცნობია, მაგრამ არაა გამორიცხული რომ ეს ჯავშანკერამიკა იყოს. კერამიკის უკანა მხარეს გამოყენება, NERA-ს სენდვიჩების გახვრეტის შემდეგ, ჭურვის ნარჩენი ენერგიის შთანთქვის მიზნით, პირველად სენტ-ლუისში მდებარე ფრანგულ-გერმანულმა ინსტიტუტმა დააპატენტა. ითვლება რომ ჯავშნის ანალოგიური კონცეფცია Leopard-2-ზე და Leclerc-ზეა გამოყენებული.

მაგრამ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მატერიალი კერამიკაა. სხვა ვარიანტებად შუშა და silicia განიხილება, რომლებიც 50-იან 60-იან წლებში გამოცდილი იქნა როგორც საშუალო ტანკ  T95-ისა და ძირითადი საბრძოლო ტანკის, XM60-ის, ჯავშანპაკეტის კაჟიანი მატერიალი. გამოცდები აშშ-ს არმიის ბალისტიკურ კვლევით ლაბორატორიაში განხორციელდა. თეორიულად არაა გამორიცხული რომ მატერიალი, საბჭოთა ტანკებზე, Т-64-ზე და Т-72-ზე, გამოყენებული არმირებული მინაბოჭკოვანი პლასმასის ან ალუმინის სახეობასაც წარმოადგენდეს.

M1 Abrams-ის კორპუსის საბორტე ეკრანები ოთხ ან ხუთ შრიანი სენდვიჩს წარმოადგენენ, რომლებიც კორპუსის ჰომოგენური ფოლადის ჯავშნისგან საკმაოდ მანძილზე არიან დაშორებულები. გარეთა შრე ფოლადის ფირფიტაა, მას სავარაუდოდ ელასტიური ფენებისა და ფოლადის ფირფიტების  მორიგეობით შრეები მოსდევს. კორპუსის მარცხენა მხარეს მხოლოდ წინა ორი სექციაა აღჭურვილი კომბინირებული სპეციალური ჯავშნით, ეს სექციები ეკიპაჟსა და საწვავის ავზებს უსაფრთხო მანევრირების კუთხეებში (30 გრადუსი მარჯვნივ და მარცხნივ) იცავს. კორპუსის მარჯვენა მხარეს ანალოგიური ჯავშნით უკვე ოთხი სექციაა აღჭურვილი, ეს დამატებითი სექციები კორპუსში, კოშკურის ყელის უკან განთავსებულ, ჭურვების დასაფარავად გამოიყენება.


Abrams-ის დაზიანებული საბორტე ეკრანი

სამწუხაროდ არ არსებობს კოშკურის შუბლა ჯავშნის მაჩვენებელი გამოსახულება, მაგრამ იმის გათვალისწინებით თუ როგორ გამოიყურება კორპუსის წინა, ქვემეხის ფარის და კოშკურის ბორტების ჯავშანპაკეტები, დიდად საეჭვო არ იქნება თუ ვიტყვით რომ კოშკურის შუბლშიც ანალოგიური სქემის პაკეტია განთავსებული.

საერთო ჯამში M1 Abrams-ზე გამოყენებული Burlington-ის ჯავშანი წარმოადგენს 60-70-იანი წლების ბრიტანული კონსტრუქციის ევოლუციას. ამ დოკუმენტზე გრიფის მოხსნით დადასტურდა რომ, ბრიტანეთმა ცივი ომის დროს ეს ტექნოლოგია გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას და ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუზიარა. ამგვარად შეგვიძლია ვივარაუდოდთ რომ Leopard-2-ისა და Challenger-1-ის ჯავშნის ადრეული ვარიანტები ანალოგიურად გამოიყურებოდა.

დოკუმენტის გადმოსაწერი ბმული:
SPECIFIC LOCATIONS OS SPECIAL ARMOR ON THE ABRAMS TANK


კორპუსის ფოლადის ჯავშანფილების სისქე

М1 ნაგლინი ჯავშანფილებითაა დამზადებული. კორპუსის წინა ცენტრალურ დეტალში, კოშკურის წინა და გვერდით სექციებში არსებობს სიცარიელეები, რომლებშიც სპეცჯავშანის პაკეტებია განთავსებული - რომელეიც Chobham-ის ვარიანტს წარმოადგენს და NERA-ს პრინციპით მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ NERA-ს პაკეტები კარგად მუშაობს კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ და მოიკოჭლებს კინტეიკურის წინაშე. М1-ის დაცვას კინეტიკური ჭურვებისგან უზრუნველყოფს სპეცპაკეტის წინა და უკანა გაშორიშორებული ჯავშანფილები, რომელთა შორისაც საკმაოდ მოზრდილი მანძილია და ტექნიკური დავალების თანახმად ამ ჯავშანს 800 მეტრის მანძილზე 115 მილიმეტრიანი 3БМ4-ისგან უნდა დაეცვა ტანკი.

M1 Abrams-ის კორპუსის ფოლადის ჯავშანფილების სისქე, მოცემულია დიუმებში (1 დიუმი უდრის 2.54 სანტიმეტრს). საინტერესოა რომ კორპუსის წინა ზედა ჯავშანფილის სისქე 1.5 დიუმია, რაც 3,81 სანტიმეტრს უდრის. 

NERA-ას ტიპის ჯავშნის მცირე მიმოხილვა 


სპარსეთის ყურეში და ერაყის ომის დროს დაზიანებული ამერიკული M1 Abrams-ების ფოტოსურათები უჩვენებს რომ, მთლიანობაში ჯავშანპაკეტის სტრუქტურა რადიკალურად არ შეცვლილა. სავარაუდოდ გაუმჯობესება სენდვიჩებში გამოყენებული მატერიალებს შეეხო, მაგალითად ცნობილია რომ 80-იანი წლების ბოლოდან M1 Abrams-ების წინა ჯავშანპაკეტები გაღარიბებული ურანით იქნა აღჭურვილი. დღეს ტანკ Abrams-ის შუბლში უკვე მე-3 თაობის გაღარიბებული ურანის სენდვიჩებს იყენებენ (თაობა ათვლა პირობითია, სავარაუდოდ ასე აღნიშნავენ ყოველ ახალ გაუმჯობესებულ ურანის სენდვიჩის დაყენებას). ასევე არაა გამორიცხული რომ უკანა სქელი ფოლადის ფილები კომპოზიტური ან კერამიკული ფენებით შეიცვალა.

ფოტოზე კარგად ჩანს ერაყში დაზიანებული Abrams-ის კოშკურის საბორტე ჯავშნის სპეცპაკეტის ფილები. ქვედა ფოტოზე აფეთქების შედეგად გადახსნილი M1A2 Abrams-ის კოშკურაა, სპეცპაკეტი ადგილზე არაა, სამაგიეროდ პაკეტის სამონტაჟო სამაგრი არის ადგილზე.

საბჭოთა Т-72Б-ს კოშკურის შუბლა ჯავშნის სპეცპაკეტები, რომელიც ამერიკელებმა შესწავლის მიზნით გახსნეს, კარგად ჩანს ჯავშანპაკეტის სტრუქტურა, ფილებიც აქაც სამშრიანია და Abrams-ის ჯავშნის ანალოგიური პრინციპით მოქმედებს, ანუ ესეც კლასიკური NERA-ა.


ამგვარი პაკეტები Т-72Б-დან ფაქტიურად უცვლელად გადავიდა Т-90-ზე.

ასევე NERA-ას ტიპის ჯავშნითაა აღჭურვილი ებრაული ტანკი Merkava Mk-4, თუმცაღა ზემოთ მოყვანილი ტანკებისგან განსხვავებით, მასზე ეს ჯავშანი ფოლადის სტრუქტურის შიგნით კი არაა ჩამონტაჟებული, არამედ გარედანაა დამაგრებული. ქვედა ფოტოებზე კარგად ჩანს დაზიანებული Merkava Mk-4-ის ჯავშანპაკეტი.

Tuesday, January 17, 2017

გარდაიცვალა Gene Cernan-ი, კაცი რომელიც ყველაზე ბოლოს იყო მთვარეზე

გუშინ, 16 იანვარს, 82 წლის ასაკში, გარდაიცვალა ასტრონავტი Gene Cernan. ეს იყო ბოლო ადამიანი რომელმაც მთვარეზე დადგა ფეხი. ასტრონავტი მთვარეზე Apollo 17 მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. მისი სიკვდილის შედეგად მთვარეზე ფეხდადგმულ ასტრონავტთა საწყისი 12 კაციანი რაოდენობიდან ექვსიღა დარჩა. მთლიანობაში მთვარეზე 14 ადამიანი არის ნამყოფი, ქედან 12-მა უშუალოდ ფეხით გაიარა დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე.

Saturday, January 14, 2017

Т-90 Прорыв-3 - რუსეთის არმიის Т-90А-ს ახალი ვარიანტი

Т-90 Прорыв-3 - ეს რუსეთის არმიის Т-90А-ს მოდერნიზაციის ახალი ვარიანტია, ძირითადი გაუმჯობესებები Т-90МС-ის პროგრამიდანაა გადმოტანილი, თუმცა სხვაობებიც ბევრია. მაგალითად პანოარამა და დისტანციური მოდული მეთაურის სარქველის წინაა, დამატებულია საკვამლე მორტირები მემიზნის სამიზნის მარცხენა გვერდზე, წინა ფრთაზე რაღაცა დინამიკური დაცვის მაგვარი ბლოკი აყენია, კოშკურის დინამიკური დაცვის ბლოკებზე ცხაურებია ჯაჭვებზე ჩამოკიდებული (კოშკურის ყელის დასაცავად). 


Friday, January 13, 2017

Perdix - მინი დრონების ჯგრო გამანადგურებლიდან

Perdix - ასე ეწოდება ახალ ამერიკულ უპილოტო საფრენ კომპლექსს. კომპლექსში შედის გამანადგურებელი F/A-18 და  micro-drone-ბით აღჭურვილი კონტეინერები. აღნიშნული სისტემის გამოცდა გასულ ოქტომბერს კალიფორნიაში მდებარე საგამოცდო პოლიგონ Chine Lake-ს ტერიტორიაზე განხორციელდა. გამოცდების დროს სამმა F/A-18-მა 103 ცალი მინი უპილოტო Perdix გაუშვა, რომლებმაც შემდეგში პენტაგონის ტერმინოლოგიის თანახმად "ჯგუფური გადაწყვეტილების მიღების" (collective decision-making) საჩვენებელი ოპერაცია განახორციელეს, რომლის დროსაც ადაპტირებული საფრენოსნო წყობა (adaptive formation flying) გამოიყენეს და ასევე პლანირების შესაძლებლობებიც აჩვენეს (self-healing).


Perdix-ის მოკლე აღწერილობა - PERDIX FACT SHEET 








გერმანული დირიჟაბლები პირველ მსოფლიო ომში

პირველი მსოფლიო ომის სმვლელობისას დირიჟაბლები შეიარაღებაზე იდგა როგორც გერმანული არმიის, ასევე გერმანული ფლოტის შეიარაღებაზე. თავდაპირველად გერმანიის საზღვაო ძალების სარდლობა ვერ ბედავდა მსხვილი ქალაქების დაბომბვას და განსაკუთრებით ისე მჭიდროდ დასახლებულის, როგორიც მაგალითად ლონდონია. ამ საკითხს სრულიად სხვანაირად მიუდგა სახმელეთო ჯარების სარდლობა. 1915 წლის 31 მაისს, საარმიო დირიჟაბლმა LZ-38-მა, ერიხ ლინარდის მეთაურობით, ღამით იერიში უზრუნველად მძინარე და თავის უსაფრთხოებაში დარწმუნებული ლონდონი დაბომბა. ამ ფრენის შესახებ ლინარდი იხსენებდა: „ჩვენ არავინ არ გველოდა და სწორედ ამიტომაც ლონდონი საახლწალო ნაძვისხესავით იყო გაბრდღვიალებული. პროჟექტორის არცერთი სხივი არ განათებულა ჩვენს მოსაძებნად, არც ერთი გასროლა არ გაკეთებულა, მანამ, სანამ ქალაქზე დაბო,ბვას დავიწყებდით“. ინგლისის დედაქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე 1360 კგ ბომბები იქნა ჩამოგდებული. დაიღუპა 42 ადამიანი. ინგლისელებმა თვითმფრინავების ჰაერში აწევა დააგვიანეს, მაგრამ დირიჟაბლი თითქოსა და გაქარა.

დირიჟაბლი Zeppelin LZ-38
პირველი გაფრენებიდან გერმანული დირიჟაბლები ხელუხლებლები ბრუნდებოდნენ, მაგრამ 1915 წლის შუა რიცხვებიდან საჰაერო ხომალდებმა საზენიტო ცეცხლისგან დანაკარგები განიცადეს. 1915 წლის განმავლობაში 37-მა დირიჟაბლმა ლონდონზე 20 საჰაერო იერიში განახორციელა და ქალაქზე 30 ტონა ბომბი ჩამოაგდო. ბრიტანეთის დედაქალაქზე ბოლო იერიში 1918 წლის 5 აგვისტოს განხორციელდა.
1916 წლის განმავლობაში პარიჟზე მხოლოდ ერთი იერიში განხორციელდა. იერიში 29-იდან 30 იანვრის ღამეს მოხდა. იერიში ორმა მძლავრმა Zeppelin-მა, LZ-77-მა და LZ-79-მა განახორციელეს. ფრანგებისთვის ეს თავდასხმა სრულიად მოულოდნელი გამოდგა. განგაში პირველი ბომბის ჩამოგდებამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე გამოცხადდა. მეორე თავდასხმაც მალევე განხორციელდა და შედეგებიც უფრო სერიოზული მოიტანა. პარიჟზე 2300კგ ბომბები ჩამოცვივდა. მოლული იქნა 23 ადამიანი, დაიჭრა 31, დაზიანდა უამრავი შენობა.

დირიჟაბლი Zeppelin LZ-77
პარიჟელები მალე მიხვდნენ საჰაერო თავდასხმების საშიშროებას და მოქმედებაში მოიყვანეს მძლავრი ჰსთ სისტემა, რის შედეგადაც გერმანელებმა ახალი იერიშების განხორციელებას ვეღარ გაბედეს.
მთელი 1915 წლის განმავლობაში გერმანული დირიჟაბლების თავდასხმები სხვა ობიექტებზე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. 1916 წელს მათი აქტივობა უფრო გაიზარდა: Zeppelin-ების ჯგუფებმა 22 იერიში განახორციელეს. ჩამოგდებული იქნა 125 ტონა ბომბები, რაც წინა წლის რაოდენობას 3,5-ჯერ აღემატებოდა.
პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანული დირიჟაბლები იბრძოდნენ როგორც სახმელეთო ასევე საზღვაო ძალების რიგებში. საზღვაო დირიჟაბლები საჰაერო ხომალდების დივიზიონებში იყო გაერთიანებული. მთლიანად ომის განმავლობაში დივიზიონების შემადგენლობაში 78 დირიჟაბლი ირიცხებოდა. აქედან 63 ცალი Zeppelin-ის ტიპისა იყო, ხოლო 9 „შიუტტე-ლანცის“ ტიპს განეკუთვნებოდა. დაკარგული იქნა 53 ხომალდი, აქედან 26 მტრის ცეცხლის ზემოქმედებისგან და 13 მეტეოპირობებისგან, ხოლო დანარჩენები ტექნიკური მიზეზების გამო იქნა ჩამოწერილი. საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების დანაკარგმა 536 კაცი შეადგინა, აქედან 389 მოკლული იქნა (აქედან 40 ოფიცერი), 147 ადამიანი (აქედან 18 ოფიცერი) ტყვედ ჩავარდა. განხორციელდა 1181 სადაზვერვო გაფრენა და 100 საჰაერო რეიდი ობიექტების დასაბომბად.
სახმელეთო Zeppelin-ებმა სულ 317 გასვლა განახორციელეს, აქედან 85 სადაზვერვო, დანარჩენი დაბომბვის მიზნით. სამხედრო ობიექტებისა და საწარმოო რაიონების დასაბომბად განხორციელებული ფრენების დროს საარმიო საჰაერო ხომალდებმა 164 203 კგ ბომბები ჩამოყარეს:  აქედან რუსეთში 80 322 კგ, ბელგიასა და საფრანგეთში 44 686 კგ, ინგლისში 36 589 (მათ შორის ლონდონზე 16 208 კგ). არმიის შეიარაღებაზე მყოფი 50 დირიჟაბლიდან დაკარგული იქნა 25 ხომალდი, აქედან 17 მტრის ცეცხლით იქნა განადგურებული.


ამონარიდი წიგნიდან - Все об авиации. От воздушных шаров до современных боевых аппаратов