Friday, June 8, 2018

Strong Europe Tank Challenge 2018 - დღე მეოთხე (შედეგები)

მესამე დღის შედეგების მიხედვით ადგილები შემდეგნაირად განაწილდა - უკრაინა ბოლო ადგილზეა (520 ქულით), მას მოსდევენ პოლონეთი (631), საფრანგეთი (696), აშშ (720), ავსტრია (741), გერმანია (763), შვედეთი (810). რაც შეეხება ბრიტანელებს, მათ არ აქვთ შეფასება "თავდაცვის" პუნქტში, მაგრამ პუნქტ "იერიშის" მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სადღაც უკრაინასა და აშშ-ს შორის უნდა მოხვდნენ.

რამოდენჯიმე ვიდეო გასული დღეების ქტივობიდან, საკმაოდ საინტერესოა უკრაინული ტანკების აქტიური მანევრირებისა და დაჭრილის ევაკუაციის მომენტები:


და ერთი მცირე, მაგრამ საინტერესო ფაქტი - როგორც ჩანს აშშ-ს არმიამ ტანკებზე 60-იანი წლების დროინდელი თეთრი ვარსკვლავი დააბრუნა, ცივი ომის ყველა ნიშანი სახეზეა.

Wednesday, June 6, 2018

Abrams-ების აქტიური დაცვით აღჭურვა დაიწყო

როგორც გენერალმა მარკ მილლეიმ (Mark Milley), ამა წლის 15 მაისს, განაცხადა, აშშ-ს არმიის ყველა ჯავშანსატანკო ბრიგადა აქტიური დაცვის სისტემებით უნდა აღიჭურვოს. საუბარია ტანკებზე, ქსმ-ებსა და ჯტრ-ებზე.

აშშ-ს არმიის ადს-ბის პროგრამაის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - აშშ-ს ჯავშანტექნიკის აქტიური დაცვის სისტემების პროგრამის შესახებ

გენერლის განცხადების თანახმად, როგორც კი კომპანიები შესძლებენ სერიული წარმოების დაწყებას, ეგრევე დაიწყება არმიის ყველა M1 Abrams და M2 Bradley აქტიური დაცვის სისტემით აღჭურვა.

აშშ-ს არმიას, ოთხი ჯავშანსატანკო ბრიგადის ყველა ტანკისთვის, უკვე დაწყებული აქვს Trophy-ს ტიპის აქტიური დაცვის სისტემების შესყიდვა (ერთი ბრიგადა 2018 წელს აღიჭურვება, ხოლო დანარჩენი სამი 2019-ში).

სენატში გაკეთებული მოხსენების დროს, გენერალმა ასევე დასძნა რომ, ქსმ Bradley-ის აქტიური დაცვით აღჭურვა მომდევნო 24 თვის განმავლობაში განხორციელდება.

არსებული გეგმების თანახმად, პირველ რიგში ოთხი აქტიური ჯავშანსატანკო ბრიგადა უნდა აღიჭურვოს აქტიური დაცვით, დანარჩენი ბრიგადები, რომლებიც აშშ-ს ეროვნულ გვარდიაში ირიცხებიან, ჯერ-ჯერობით გეგმაში არაა შეყევანილი (არმიას სულ 9 აქტიური ბრიგადა ყავს, რაოდენობა მომავალში ათამდე გაიზრდება, პლიუს 5 ბრიგადა გვარდიაში). თუმცაღა როგორც გენერალმა განმარტა, აქტიური ბრიგადების, რომლებიც მეწინავე შენაერთებს წარმოადგენენ, აქტიური დაცვით აღჭურვის შემდეგ, რიგში სხვა ბრიგადებიც ჩადგებიან და გრძელვადიანი გეგმების მიხედვით არმიის ყველა ჯავშანერთეული ამგვარი სისტემებით იქნება აღიჭურვილი.

სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე - All Armored Brigades To Get Active Protection Systems: Gen. Milley


არ გასულა 3 კვირა გენერლის განცხადებიდან და აი უკვე გამოჩნდა ამერიკის არმიაში ადს-ებით აღჭურვილი ტექნიკა. თუმცა ჩემის აზრით ძაან ხროგნი და უშნო რამე გამოვიდა. ფოტოზე ებრაული ადს Rafael Trophy-თ აღჭურვილი ამერიკული არმიის 1-ლი საკავალერიო დივიზიის 1-ლი ჯავშანსატანკო ბრიგადის M1A2 SEPv2 Abrams-ები პოლონეთში, პოლიგონ CSWL Drawsko-ზე, NATO-ს საერთაშორისო სწავლება Saber Strike 2018-ზე, ამა წლის ივნისი.

Tuesday, June 5, 2018

Rheinmetall-მა გერმანულ არმიას მე-200 ქსმ PUMA გადასცა

დღეს, ქვემო საქსონში, ქალაქ უნტერლიუსში მდებარე Rheinmetall-ის საამქროდან, ბუნდესვერისთვის განკუთვნილი, მე-200 ქსმ PUMA გამოაგოირეს.

Strong Europe Tank Challenge 2018 -ის აქტიური ფაზა

Strong Europe Tank Challenge 2018 -ის აქტიური ფაზა. გუშინ უკრაინის საყტანკო ოცეული შეტევას, უკან დახევს და შემდეგჰ ისევ შეტევას ახორციელებდა. კონკურსის ფარგლებში ასევე ხდება სხვადასხვა სცენარის გათამაშება - დაჭრილის ევაკუაცია, დაზიანებული ტექნიკის შეკეთება. მოქმედება ქიმიურად დაბინძურებულ გარემოშ და ა. შ.












Monday, June 4, 2018

Strong Europe Tank Challenge 2018 დაიწყო

გუშინ, 3 ივნისს, გრაფენვერში (გერმანია) NATO-ს საერთაშორისო ტურნირის, Strong Europe Tank Challenge 2018-ის, ოფიციაური გახსნა გაიმართა. შეგახსენებთ რომ ტურნირში შემდეგი ტანკები მონაწილეობენ - Leo-2A4 (ავსტრია), Leo-2A5 (პოლონეთი), Leo-2A6 (გერმანია), Challenger-2 (დიდი ბრიტანეთი), Abrams M1A2 SEP v2 (აშშ), Т-84 (უკრაინა), AMX–56 Leclerc (საფრანგეთი), Strv.122 (შვედეთი), შეჯიბრება საკმაოდ საინტერესო იქნება.







Thursday, May 31, 2018

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღეზე GM-200-ის ტიპის რადარი წარადგინეს

სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
საჰაერო თავდაცვის დღესთან დაკავშირებით მოედანზე წარმოდგენილი იყო, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, მათ შორის საფრანგეთში შეძენილი ახალი ტექნიკა.

მინისტრმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებული ძალებისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით 2018 წლის ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის პარკის მოდერნიზებას მოხმარდება.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მოედანზე წარმოდგენილი საჰაერო თავდაცვის საშუალებები დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში უმწიკვლო სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეებს საშტატო იარაღი და მედლები გადაეცათ. ასევე წარმატებული სამსახურისთვის გამოეცხადათ მადლობა.

ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე ახალი ტაძრის მშნებლობასაც ჩაეყარა საფუძველი. ტაძრის საძირკველი შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო კაპელანმა მამა დავით ლონდარიძემ აკურთხა. 

1995 წლის 31 მაისს საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური ქვედანაყოფები პირველად დადგნენ საბრძოლო პოზიციებზე და საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის მიზნით საბრძოლო მორიგეობა დაიწყეს.მას შემდეგ სწორედ ეს დღე აღინიშნება თავდაცვის დღედ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო GM-403 და GM-200-ის ტიპის რადიოლოკაციური სადგურები, მათი სამეთაურო-მართვის მანქანა და საზენიტო კომპლექსი SPYDER 

წყარო:
სამხედრო საჰაერო თავდაცვის დღე ალექსეევკას სამხედრო ბაზაზე აღინიშნა

Wednesday, May 30, 2018

უკრაინის Т-84-ები გერმანიაში ჩავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის თანახმად, უკრაინული Т-84 ტიპის ტანკები გერმანიაში, საერთაშორისო სწავლება Tank Challenge-ში, მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ.


გრაფენვერში (გერმანია) უკრაინული Т-84 ტიპის ტანკები გერმანიაში, საერთაშორისო სწავლება Strong Europe Tank Challenge 2018-ში, მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. 3 ივნისს შეჯიბრების ოფიციალური გახსნა შესდგება. საუკეთესო სატანკო ოცეულის წოდებისთვის ერთმანეთს 8 ქვეყნის წარმომადგენლები შეეჯიბრებიან.


იმის გათვალისწინებით რომ მონაწილეობენ ისეთი ტანკები როგორებიცაა - Leo-2A4 (ავსტრია), Leo-2A5 (პოლონეთი), Leo-2A6 (გერმანია), Challenger-2 (დიდი ბრიტანეთი), Abrams M1A2 SEP v2 (აშშ), Т-84 (უკრაინა), AMX–56 Leclerc (საფრანგეთი), Strv.122 (შვედეთი), შეჯიბრება საკმაოდ საინტერესო იქნება.

წყარო:

Rafale-ს შემქმნელი, სერჟ დასსო გარდაიცვალა

2018 წლის 28 მაისს, პარიზში, 94 წლის ასაკში, ჯგუფ Groupe Industriel Marcel Dassault-ის მეპატრონე და ცნობილი ფრანგული ავიამშენებელი კომპანიის, Dassault Aviation-ის, საკონტროლო პაკეტის (50,21%) მფლობელი, სერჟ დასსო გარდაიცალა.


სერჟ დასსო, 1925 წლის 4 აპრილს, ცნობილი ფრანგი ავიაკონსტრუქტორისა და მეწარმის, მარსელ ბლოკის (1892-1986, 1946 წელს მარსელ ბლოკმა გვარი დასსოდ გადაიკეთა) ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პარიზის პოლიტექნიკური სკოლა და შემდეგ აერონავტიკის ეროვნული ინსტიტუტი (SUPAERO), 1951 წელს მამამისის კუთვნილი ავიაკომპანიის, Génération aéronautique Marcel Dassault-ის, საკონსტრუქციო ბიუროში ინჟინრად ჩაირიცხა. 1955 წელს კომპანია Dassault-ის საფრენოსნო გამოცდების დირექტორი გახდა, ხოლო 1961 წელს ამავე კომპანიის ექსპორტის დირექტორად დაინიშნა. 1962 წლიდან კურირებდა Dassault-ის ბიზნეს-ავიაციის მიმართულებას. 1986 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობად მიიღო ჯგუფი Dassault Industries (ამჟამად Groupe Industriel Marcel Dassault) და მაშინდელი საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სათავეში ჩაუდგა Dassault Aviation-ს. 2000 წლიდან Dassault Aviation-ის საპატიო თავმჯდომარედ იყო არჩეული.

სერჟ დასსო გამანადგურებელ Dassault Rafale-ს შემქნის აქტიური მხარდამჭერი იყო, მან მისი შექმნის წარმატებით დასრულება და საფრანგეთის საზღვაო და საჰაერო ძალების ძირითად გამანადგურებლად გაყვანა მოახერხა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით დაიცვა Dassault Aviation-ის დამოუკიდებლობა და არ დაუშვა მისი მრავაალრიცხოვანი ეროვნული და საერთაშორისო შერწყმის პროექტებში ჩართვა, რომლებსაც საფრანგეთის მთავრობა, 1990-იანებსა და 2000-იანებში, აქტიურად კურირებდა. სერჟ დასსომ ასევე წარმატებით განახორციელა Dassault Aviation-ის დივერსიფიცირება და მისი შემოსავლების სამოქალაქო სექტორზე (ბიზნეს-ავიაცია) გადაორიენტირება. ამ ყველაფერმა, ბოლო ოცდაათი წლის მანძლზე, კომპანია გადაარჩინა და სერჟ დასსოს მამამისზე არანაკლები რეპუტაცია შეუქმნა.

სერჟ დასსო აქტიურად აფართოვებდა Groupe Industriel Marcel Dassault-ის ბიზნეს იმპერიას, გახდა კომპანია Dassault Systèmes-ის, ბელგიური ავიაკომპანია SABCA-ს, მედიაკონცერნების Figaro Group (გამოსცემს გაზეთ Le Figaro) და L'Express Group-ის, ასევე სააქციონერო სახლ Artcurial-ის, ღვინოს მწარმოებელი Chateau Dassault-ის და უძრავი ქონების სფეროში და ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების საკონტროლო პაკეტების მფლობელი.

სერჟ დასსო მემარჯვენე კონსერვატორულ შეხედულებებს ემხრობოდა და "ძველი სკოლის კაპიტალისტის" რეპუტაცია ჰქონდა, 2004 წლიდან 2007 წლამდე ეკავა სენატორის თანამდებობა, ხოლო 1995 წლიდან 2009 წლამდე იყო პარიზის შემოგარენში მდებარე ქალაქ კორბეი-ესსონის მერი. არაერთხელ გამოსულა სახალხოდ კონსერვატორული შეხედულებების და ფასეულობების მხარდასაჭერად, მათ შორის ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ.

Forbes-ის მონაცემების თანახმად, 2018 წლისთვის სერჟ დასსოს ქონება 19 მილიარდ ევროს უდრიდა და მას საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეოთხე ადგილი ეკავა.