Sunday, September 23, 2018

უპილოტო საფრენმა აპარატმა პირველად განახორციელა საჰაერო სამიზნის განადგურება

აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლის თანახმად, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, სითბურთავაკიანი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის საშუალებით, პირველად მოახდინა საჰაერო სამიზნის განადგურება.


როგორც ცნობილი ხდება, MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონმა, მერილენდის შტატში, საცდელი ფრენის დროს, მცირე საჰაერო სამიზნე გაანადგურა. გასული წლის წარმატებულმა გამოცდამ აშშ-ს საჰაერო ძალებს უჩვენა რომ, MQ-9 Reaper-ს, სხვა პილოტირებადი თვითმფრინავების, F-15 Eagle და F-22 Raptor მსგავსად, საჰაერო ბრძლის წარმოება შეუძლია. ამის შესახებ ნევადას შტატში მდებარე კრიჩის საჰაერო ბაზაზე დისლოცირებული 432-ე ავიაფრთის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯულიან ჩიტერმა, განაცხადა.

ოფიცრის სიტყვების თანახმად, გასული წლის ნოემბერში, MQ-9 Reaper-მა, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტის მეშვეობით, პირდაპირი დარტყმით გაანადგურა საჰაერო სამიზნე. მან ასევე დასძნა რომ, საჰაერო ძალები გეგმავს მრავალმხრივ სწავლებებში, მათ შორის Red Flag-ში,  მონაწილეობას, რომლის განმავლობაშიც შესწავლილი იქნება დრონის, როგორც საჰაერო ბრძლის კომპონენტის შესაძლებლობები და მისი გამოყენების ტაქტიკა, რათა სწორად მოახდინონ მოწინააღმდეგის საჰაერო ძალებთან გამკლავება.

სწავლებების მიზანს ისეთი ახლო საფრთხეებისთვის, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი, მომზადება წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნები აქტიურად ავითარებენ თავის შესაძლებლობებს როგორც უპილოტო ავიაციაში, ასევე ჰიპერბგერით შეიარაღებაში, ელექტრონულ ბრძოლაში და ლაზერულ და სარაკეტო ტექნოლოგიებში. 

"მსოფლიოს დიდ ნაწილში არაპირდაპირი ჰიბრიდული ბრძოლები მიმდინარეობს" - დასძნა ჩიტერმა. ეჭვსგარეშეა რომ, MQ-9 Reaper ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება. და თუ ამ უპილოტოს სხვა თვითმფრინავებთან ერთად შეფუთავთ, ის აუცილებლად მაღალ სიცოცხლისუნარიანობას უჩვენებს".

იმისდა მიხედვით, თუ როგორ გაყავთ 2017 წლიდან პენსიაში MQ-1 Predator-ი, მასზე უფრო დიდმა და უფრო სასიკვდილო MQ-9-მ თავისი ამოცანების ნომენკლატურის გაზრდა დაიწყო, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, როგორც ავღანეთია. როგორც ცნობილია, ავღანეთში "ურყევი თავისუფლების" ოპერაციიდან, "NATO-ს ურყევი მხარდაჭერის" ოპერაციაზე გადასვლით, MQ-9-ის მისიები MQ-1-თთან შედარებით ათჯერ გაიზარდა.

ცნობისთვის MQ-9 Reaper-ის მარგი დატვირთვა 3750 ფუნტს (1701 კგ) უდრის. ამ წონაში მას შეუძლია ატაროს ისეთი რაკეტები და მართვადი ბომბები, როგორებიცაა AGM-114 Hellfire, GBU-12 Paveway II და GBU-38 Joint Direct Attack Munitions . ჩიტერის თანახმად, MQ-9-ის შეიარაღება საკმაოდ მოქნილია.


შეიარაღების ნომენკლატურიდან გამომდინარე, MQ-9 Reaper-ი, სახმელეთო სამიზნეებზეა ორიენტირებული, მაგრამ შარშანდელი გამოცდები მისი ტაქტიკური გამოყენებისა და შეიარაღების მოქნილობის ზრდის საშუალებას იძლევა, როდესაც უპილოტო შესძლებს ერთი კონტინენტიდან მეორეზე საჰაერო მისიების შესრულებას.

წყარო:

Saturday, September 22, 2018

ახალი რუსული სატანკო ქვეკალიბრული ჭურვები ახლა უკვე ჯარებშიც გამოჩნდა

ინტერნეტში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ფოტოსურათი, მასზე 3БМ59 "Свинец-1"–ით აღჭურვილ გასროლა 3ВБМ22-ია ასახული. გასროლა გაღარიბებული ურანის გულარითაა აღჭურვილი, წითელი ქუდი სწორედ ამაზე მოწმობს (გაღარიბებული ურანი ტოიქსიკურია და ეკიპაჟის დასაცავად გამოიყენება).

აღნიშნული ჭურვის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

Monday, September 17, 2018

ბრიტანელები რუსული წარმოების Т-90С ამუღამებენ

როგორც ფოტოს აღწერა იუწყება: "Оfficers of the headquarters of the Royal Guards Grenadier Regiment of Great Britain are studying the T-90S (Iraqi Army) tank of Russian production in the Iraqi Army Engineering College."

ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ "ერაყის საინჟინრო კოლეჯში, დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარდიის გრენადირთა პოლკის შტაბის ოფიცრები, რუსული წარმოების Т-90С სწავლობენ". 

P.S. ისე ჩემის აზრით მაგ ტანკში ტექნიკური კუთხით დასავლეთისთვის უცნობიც არაფერი არ უნდა იყოს.

Jaguar EBRC - სხვაობა შედარებაში შეიგრძნობა

Jaguar EBRC - როდესაც გგონია რომ ბოსელი ეს VBCI-ა და აღმოაჩენ რომ, ბოსლის გარდა თავლაც არსებობს. ძაან დიდი ხო არაა ფისუნია?

თემატური სტატიები:


ჰიდროპნევმატური საკიდარი


წყარო:

Sunday, September 16, 2018

აშშ-ს ჯავშანტექნიკის ადს-ის პროგრამას Iron Curtain გამოეთიშა

ბოლო წლის განმავლობაში ბლოგში არაერთხელ ვწერდი აშშ-ს არმიის ჯავშანტექნიკისთვის აქტიური დაცვის (ადს) კომპლექსების შესყიდვის შესახებ. 

თემატური სტატიები იხილეთ ბმულებზე:

შეგახსენებთ რომ ჯავშანტექნიკის 3 სახეობისთვის 3 სხვადასხვა ტიპის ადს-ის შერჩევა მიმდინარეობდა, ესენია: M1A2SEP v.3 Abrams-ზე ებრაული Rafael-ის წარმოების Trophy,  Bradley-ზე  ებრაული IMI-ს Iron Fist, ხოლო Stryker-ზე ამერიკული Aris Corporation-ის Iron Curtain. პირველმა კომპლექსმა გამოცდები წარმატებით გაიარა და სერიაშიც წავიდა, მალე ამ კომპლექსით აშშ-ს არმიის 4 ჯავშანსატაკო ბრიგადა აღიჭურვება.

Iron Curtain-ით აღჭურვილი ამერიკული არმიის Stryker-ი გამოცდებზე

Iron Fist-ის გამოცდები გრძელდება და ჯერ კიდევ გაურკვეველია მისი ბედი. რაც შეეხება მესამე, ამერიკული წარმოშობის კომპლექსს, 24 აგვისტოს, აშშ-ს არმიამ Iron Curtain-ზე უარი ოფიციალურად განაცხადა. გამოცდება უჩვენეს რომ, სისტემა უმეტეს შემთხვევებში ანადგურებდა საფრთხეებს, მაგრამ ის ჯერ არ იყო საიმედოობის სათანადო დონემდე მიყვანილი. თავისი როლი ამ უარყოფით მაჩვენებლებში რლს-ის შეცვლამაც ითამაშა: თავდაპირველად კომპლექსი ამერიკული Mustang Technology Group-სის მიერ წარმოებული Mustang-ის ტიპის რლს-ით იყო აღჭურვილი. ამ რადიოლოკაციურმა სადგურმა თავი ვერ გამოიჩინა და ის ებრაული Rada-ს RPS-10-ით შეცვალეს. მაგრამ როგორც ჩანს ახალი რლს-ის ინტეგრაციამ ბევრი დრო წაიღო და Aris Corporation-მა ვერ მოახერხა მისი აშშ-ს არმიისთვის დამაკმაყოფილებელ კონდიციამდე მიყვანა.

Iron Curtain-ის პროგრამიდან გამოვარდნა, ქსმ Bradley და ჯტრ Stryker-ზე ებრაული წარმოების ადს-ის დაყენების შანსებს საგრძნობლად ზრდის. ებრაულმა Rafael-მა ამ ფაქტთან დაკავშირებით, IMI-ს Iron Fist-ის გვერდით, გამოცდებზე საკუთარი  Trophy VPS-იც წარადგინა, კომპლექსი განკუთვნილია როგორც Stryker-ისთვის, ასევე Bradley-სთვის. Trophy VPS (Vehicle Protection System) – ეს Trophy-ს შემსუბუქებული ვარიანტია და ის სხვადასხვა სახის ჯტრ-ებისა და ქსმ-ების დასაცავადაა განკუთვნილი.

ებრაული IMI-ს Iron Fist-ით აღჭურვილი Bradley

 Rafael-ის ახალი შეთავაზება - Trophy VPS

ებრაული სისტემების პოტენციურ კონკურენტად, გერმანული Rheinmetal-ის ADS (Active Defense System) განიხილება. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკული არმიის გადაწყუვეტილება  2019 წლის პირველ კავრტალში გახდება ცნობილი.


Abrams M1A2 SEP v.3-სა და M1A2 SEP v.4-ის რენუმერაცია - იცნობდეთ M1A2C-სა და M1A2D-ს


აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სამხედრო კოტროლის კომიტეტმა, შეშფოთება გამოხატა, აშშ-ს არმიის შეიარაღებაზე მყოფი Abrams-ის ტიპის ტანკების ახლართული ინდექსების შესახებ, რის საფუძველზეც ამ ტანკის ბოლო მოდიფიკაციებს, კერძოდ კი M1A2 SEP v.3-სა და M1A2 SEP v.4-ს, სახელები გადაერქვათ და შესაბამისად  M1A2C და M1A2D ეწოდათ.

წყარო:New designations for upgraded M1A2 SEPv3 and SEPv4 Abrams main battle tanks

ჩემი მხრიდან დავამატებდი რომ, M1A2C (ყოფილი M1A2 SEP v.3) 2017 წლიდან უკვე იწარმოება (ხდება ძველი მოდიფიკაციების გადაკეტება) და მიეწოდება ამერიკულ არმიას, ხოლო M1A2D (ყოფილი M1A2 SEP v.4)  შემუშავების სტადიაშია. მასზე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და მწარმოებელი აქტიურად მუშაობს ამ პროგრამაზე. ახალი მოდიფიკაციის წარმოება 2023 წელს დაიწყება, ხოლო ოპერატიულ მზადყოფნას 2025 წლისთვის მიაღწევს.

თემატური სტატიები:

Tuesday, September 11, 2018

Восток-2018 - რუსეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე ფართომაშტაბიანი სწავლება


დღეს, 11 სექტემბერს, 1981 წლის შემდეგ, ყველაზე ფართომაშტაბიანი სწავლება, Восток-2018 დაიწყო. მანევრებში ჩართული იქნება 297 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 1000-ზე მეტი თვითმფრინავი, ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი. 37 ათასი ტანკი, ქსმ, ჯტრ და სხვა მანქანები, 80-მდე საბრძოლო და უზრუნველყოფის ხომალდი.


სწავლებისთვის მობილიზირებული იქნა რამდენიმე ათასი რეზერვისტი, მოქმედებაში მოიყვანეს კონსერვაციაზე მყოფი ტექნიკა (მაგალითად Т-55 ტიპის ტანკები). მანევრებში რუსი სამხედროების გვერდიგვერდ, მონაწილეობას მიიღებენ ჩინელი და მონღოლი სამხედრო მოსამსახურეები. 

რაოდენობის გარდა, ასევე შთამბეჭდავია სწავლების ტერიტორიული მაშტაბებიც, შენაერთები და ქვედანაყოფები, მათთვის მუცნობ პოლიგონებზე, კომბინირებული საშუალებებით, თითქმის 7 ათას კილომეტრზე იქნენ გადასროლილები.



სამხედრო ატაშეებისთვის,  სწავლება Восток-2018-თან დაკავშირებით, გამართული ბრიფინგი

სწავლების დეტალური აღწერა იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

საექსპორტო K2 Black Panther

საექსპორტო K2 Black Panther უდაბნოს ფერებში, როგორც ამბობენ ომანს შესთავაზეს

Monday, September 10, 2018

ის რაც ბრიტანული ტანკმშენებლობისგან დარჩა, ანუ არაფერი

ის, რაც ბრიტანული ტანკმშენებელი ქარხნისგან დარჩა. უახლოეს მომავალში ფართობს გაანთავისუფლებენ და აქ საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. (Jane Jordan-ისა და Margaret Gibbins-ის ფოტოები).


როგორც ცნობილია, 2012 წელს, BAE Systems-მა, ნიუკასლში მდებარე, Vickers/Barnbow tank factory-ს დახურვა გადაწყვიტა, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ბრიტანეთში ტანკმშენებელ ისტორიულ ქარხანას ხურავენ. გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა, ტანკების სამშობლოში ტანკმშენებლობის აჩრდილიც კი მალე გაქრება.



Sunday, September 9, 2018

ერაყის Т-72М და Т-90С გვერდიგვერდ

ერაყელთა Т-90С, Abrams-ის შემდეგ (იხილეთ ფოტოები ბმულზე - ერაყული არმიის Т-90С და M1A1M Abrams გვერდიგვერდ), Т-72М გვერდით პოზირებს

წყარო - Mustafa Ahmad