Monday, September 2, 2013

С-350 "Витязь" ავიაკოსმოსურ სალონ МАКС-2013–ზე

27 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე მოსკოვში ავიაკოსმოსური სალონი МАКС-2013 გაიმართა. სალონზე პირველად იქნა გამოტანილი საშუალო მანძილზე მოქმედი, პერსპექტიული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა С-350 "Витязь".
გთავაზობთ ამ სისტემის ფოტოებს, სარეკლამო ბუკლეტს, სარეკლამო ბანერებსა და ვიდეოებს:

გამშვები დანადგარი 50П6Е

სისტემის სარეკლამო ბანერები

სარეკლამო ბუკლეტი

რადიოლოკაციური სადგური 50Н6Е–ს ვიდეო:


PL-01 CONCEPT-ის ფოტები

პოლონეთში მიმდინარე გამოფენა MSPO-2013-ის და მასზე გამოყვანილი პერსპექტიული პოლონური ტანკის შესახებ გუშინ უკვე ვწერდი (ახალი თაობის ტანკი პოლონეთიდან). დამატებით წარმოგიდგენთ ამ მანქანის კიდევ ორ ფოტოსურათს:


წყარო:




Sunday, September 1, 2013

ახალი თაობის ტანკი პოლონეთიდან

ინტერნეტში გავრცელდა გამოფენა MSPO-2013-ზე (გამოფენის სამზადისის შესახებ უკვე ვწერდი – MSPO-2013-ის სამზადისი)გამოყვანილი ახალი პოლონური ტანკის ფოტოსურათები. გამოფენა ჯერ არ გახსნილა, მაგრამ მასზე გამოტანილი გემრიელობები უკვე ფურორს ახდენს.

რამოდენიმე სიტყვა ტანკის შესახებ (მის შესახებ ადრეც ვწერდი – პერსპექტიული პოლონური ტანკი):
  • პოლონურ პრესაში ტანკი სხვადასხვა კლასიფიკაციით მოიხსენიება (საშუალო ტანკი, ძირითადი საბრძოლო ტანკი, საიერიშო–მხარდამჭერი მანქანა), თვითონ პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო მანქანის შესახებ არ კონკრეტდება. 
  • 120მმ–ნი ქვემეხით აღჭურვილი საბრძოლო მოდული დისტანციურია, ქვემეხი სავარაუდოდ გერმანული Rhinemetall–ისაა.
  • ბაზად შვედური CV-90-ის კორპუსი და სავალი ნაწილია გამოყენებული, რომელიც დამატებითი ჯავშნითაა აღჭურვილი.
  • კოშკურაზე აქტიური დაცვის კომპლექსია განთავსებული.
  • სახელწოდება CONCEPT PL-01 იმაზე მიუთიტებს რომ ეს პირველი კონცეპტუალური მანქანაა (იდეაში ტექნოლოგიების დემონსტრატორი) და მას სხვა საცდელი მანქანებიც მოყვება.

Saturday, August 31, 2013

MSPO-2013-ის სამზადისი

ამა წალის 2–4 სექტემბერს პოლონეთში, ქალაქ კელცში გაიმართება თავდაცვითი შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა MSPO-2013. გთავაზობთ გამოფენის სამზადისის ფოტოსურათებს, რომლებიც ფორუმ otvaga2004–ზე, ერთ–ერთმა პოლონელმა მომხმარებელმა, Damian–მა განათავსა:

სავარაუდოდ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "Spike"-ს გამშვები ჯტრ "Rosomak"–ის ბაზაზე მარცხნივ და დამატებითი ჯავშანფილებით აღჭურვილი "Rosomak–M1M"
 ჯტრ "Rosomak–M1M"–ზე QinetiQ RPGNet–ის მონტაჟი
საარტილერიო დაზვერვის რადარი  "Liwiec"  
"Spike"–ეს მატარებელი  "Rosomak", "Rosomak–M1M" და რადარი "Liwiec" 
 პოლონური "Rosomak"–ას იტალიური კოშკურა Hitfist-30P
 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური პლატფორმა "Anders"
გერმანული "Marder"–ის ბაზაზე განთავსებული ნაღმტყორცნი "Rak"  
გერმანული "Marder"–ის ბაზაზე განთავსებული ნაღმტყორცნი "Rak" და ღმად მოდერნიზირებული МТ-ЛБ/ 2С1
 ჯტრ "Rosomak"–ის ბაზაზე განთავსებული ნაღმტყორცნი "Rak"
 გამოფენის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე, მოდულური პლატფორმის ბაზაზე შექმნილი ახალი პოლონური ტანკი. ტანკი აღჭურვილია 120მმ–ნი დისტანციური საბრძოლო მოდულით და სავარაუდოდ BAE Sistems–ის ჰიბრიდული ძალური დანადგარით

შარშანდელი გამოფენის სურათები:
გამოფენა MSPO-2012–ის სამზადისი
MSPO-2012

Friday, August 30, 2013

A-10C–ემ "საბრძოლო ავზები" შეიძინა

რას ვხედავთ ფოტოზე, რომელზეც შეიარაღებული Thunderbolt II გამოსახული? ფოტოსურათის უკან ამ მოიერიშე თვითმფრინავის 35 წლიანი კარიერა დგას, რომლის განმავლობაშიც "ტახს" საბრძოლო დავალებაზე დასაკიდი საწვავის ავზების ტარება არ შეეძლო და პირველად ამდენი ხნის განმავლობაში მოიერიშე თვითმფრინავმა შესძლო ერთდროულად შეიარაღებისა და დასაკიდი ავზების ერთად დაკიდება.
აქამდე А-10 დასაკიდ ავზებს უბრალოდ დიდი გადაფრენების დროს, შეიარაღების გარეშე იყენებდა. თუ გამოცდებმა წარმატებულად ჩაიარეს და მოხერხდა Sargent Fletcher–ის საწვავის ავზების სრული ადაპტირება, მაშინ თვითმფრინავის ფრენის დრო 60 წუთით გაიზრდება.

ამერიკის საზღვაო ძალები – დაბრუნება წარსულში

ფრეგატი LCS–1 "Freedom" შეღებვამდე.............
ამერიკის საზღვაო ძალების კუთვნილი LCS კლასის პირველი ფრეგატი LCS–1 "Freedom", რომელიც სინგაპურში ბაზირდება, მე–2 მსოფლიო ომის ფერებშია შეღებილი:

..........და შეღებვის შემდეგ
და ახალი კამუფლიაჟი 

ახალი შეფერილობა როგორც ჩანს სხვა ხომალდებზეც იქნება გამოყენებული. ქვემოთ გამოსახულია LCS-3 USS "Fort Worth", რომელიც ძველი კამუფლიაჟის თანამედროვე ვარიაციაშია შეღებილი



დაიწყება თუ არა ომი სირიაში?

ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა სირიის მიმართ ყურადღება, არაა გამორიცხული დასავლეთელმა "დემოკრატებმა" სამხედრო ინტერვენციაც კი განახორციელეონ ამ ქვეყანაში. სწორედ ამ მოვლენებთან დაკავშირებით გადავწყვიტე დამედო ახალი გამოკითხვა ბლოგზე.

P.S. ხმის მიცემა გვერდით გრაფაში შეგიძლიათ.

Wednesday, August 28, 2013

აშშ და ბრიტანეთი კანიბალებისა და ჯალათების გვერდში

საკმაოდ რეალისტური სტატია გაზეთ The Gguardian–ში, სახელწოდებით "აშშ და ბრიტანეთი ბავშვების მკვლელებისა და კაციაჭამიებს უჭერს მხარს" და მის ქვემოთ მეორე სტატია, სახელით "ობამა – ჩვენი საუდელი მეკავშირეები 'დემოკრატიის მიმდევრები" არიან". 


უკომენტაროდ ეს ყველაფერი, უბრალოდ დასავლეთის მასმედია და საზოგადოება ნელ–ნელა ხვდება რომ მათი დემოკრატია რაღაცნაირად არასწორია

რამოდენიმე ფაქტი KTO Rosomak–ას დაცვის შესახებ

RPGNet–ით აღჭურვილი Rosomak-M1M ავღანეთში
პოლოური ჯავშანტრანსპორტიორი Rosomak–ას ავღანეთში გამოყენების რამოდენიმე დეტალს უკვე ვწერდი – აფეთქებული პოლონური KTO Rosomak. ამჯერად წარმოგიდგენთ რამოდენიმე საინტერესო დეტალს ამ მანქანის ჯავშანდაცვის შესახებ.
ჯავშანტრანსპორტიორის საბაზისო ვერსიის კორპუსი და კოშკურა წინიდან 60 გრადუსი კუთხის ფარგლებში STANAG 4569–ის სტანდარტით მე–4 ხარისხის, ხოლო დანარჩენ ადგილებში მე–3 ხარისხის ბალისტიკურ დაცვას უზრუნველყოფს. საარტილერიო ნამსხვრევებისგან დაცვა ასევე მე–3 დონისაა, ხოლო მანქანის ნაღმდგრადობა 3a უტოლდება. 
მანქანის "ავღანური" (Rosomak-M1 "Afgańskiej") ვერსიის (დამატებითი ჯავშანდაცვით) ჯავშანდაცვა ყველა რაკურსიდან მე–4 დონემდე იქნა გაზრდილი, ხოლო შუბლა ჯავშანი, რომელიც საბაზისო ვარიანტში მე–4 დონის დაცვას უდრიდა კიდევ უფრო გაიზარდა. პოლონური მხარის განცხადებით მანქანა წინიდან, საციცოცხლო ზონებში საბჭოთა ПГ-7В–ეს უძლებს.
ჩვენი დოსიე:
  • STANAG 4569–ის მე–3 დონის ბალისტიკური დაცვა 30 მეტრის დისტანციიდან უზრუნველყოფს 7,62x51 ჯავშანგამტანი და 7,62x54R ჯავშანგამტან–ცეცხლგამჩენი ტყვიისგან დაცვას.
  • STANAG 4569–ის მე–4 დონის ბალისტიკური დაცვა 200 მეტრის დისტანციიდან უზრუნველყოფს 14,5×114 ჯავშანგამტანი ტყვია, Б–32–ისგან დაცვას.
  • STANAG 4569–ის მე–3 დონის საარტილერიო ნამსხვრევებისგან დაცვა 90 მეტრის დისტანციიდან უზრუნველყოფს 20მმ ზომის ნამსხვრევისგან დაცვას.
  • STANAG 4569–ის  3a დონის ნაღმდგრადობა უზრუნველყოფს მანქანის დაცვას 8კგ ტროტისლის ნებისმიერი საბურავის ქვეშ აფეთქების შემთხვევაში.

2007 წლის 26 აპრილი, პოლონეთში, პოლიგონ Nowej Dębie–ზე, განხორციელდა დამატებითი ჯავშანდაცვით აღჭურვილი KTO Rosomak საბოლოო ბალისტიკური გამოცდები. ქვემოთ ფოტოებზე მოყვანილია 14,5მმ ტყვიებით მანქანის დაცხრილვის მომენტი და გამოცდის შედეგები


დამატებით ებრაული კომპანია Rafael–ის ჯავშანდაცვით აღჭურვილი Rosomak-M1 "Afgańskiej"–ს ჯავშანფილის ფრაგმენტი ავღანეთიდან, რომელმზეც ПГ-7В–ეს კვალია აღბეჭდილი
აღსანიშნავია რომ პოლონურმა არმიამ 2010 წელს ავღანეთში ჯავშანტრანსპორტიორის ახალი ვერსია გააგზავნა. მანქანას Rosomak-M1M ეწოდება და წინამორბედისგან ამერიკული კომპანია QinetiQ–ს მიერ წარმოებული კუმულაციური ჭურვების საწინააღმდეგო ეკრანი RPGNet–ის (მთლიანი კომპლექტის წონა 500კგ–ს უდრის) არსებობით გამოირჩევა. ამ ეკრანებით აღიჭურვა ყველა ის მანქანა რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა და ასევე დამატებით გაგზავნილი 52 მანქანა.

RPGNet–ით აღჭურვილი Rosomak-M1M


წყარო:
KTO Rosomak

P.S. ბმულზე მანქანის შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის წაკითხვა შეიძლება.

Tuesday, August 27, 2013

ბერძნული ΜΕΤΚΑ ქატარის Leo–2–ების აწყობაში მიიღებს მონაწილეობას

ბერძნული სამრეწვლო კომპანიის ΜΕΤΚΑ–ს პრეს–რელიზის თანახმად – გერმანულმა KMW–მ მას ყატარისთვის განკუთვნილი Leopard-2-ის კორპუსისა და კოშკურის დეტალების წარმოება შეუკვეთა. საუბარია ყატარსა და გერმანულ მხარეს შორის გაფორმებულ კონტრაქტზე, რომლის თანახმადაც შემკვეთმა  62 ცალი Leopard-2 უნდა მიიღოს. მთლიანობაში ბერძნული მხარესთან 56,5 მილიონი ღირებულების კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.
აღსანიშნავია რომ ΜΕΤΚΑ გერმანულ KMW–სთან 2003 წლიდან თანამშრომლობს. მაშინ ბერძნული კომპანია ბერძნული შეკვეთის Leopard–2HEL–ის კორპუსისა და კოშკურის დეტალებს ამზადებდა.

METKA and Krauss-Maffei Wegmann Join Forces for export to Middle East.

METKA S.A. is pleased to announce a significant industrial coproduction agreement with Krauss-Maffei Wegmann GmbH & Co. KG (KMW), Europe’s leading manufacturer of highly protected wheeled and tracked military vehicles. KMW chose METKA to supply defined metal structures of the hull and turret for 62 LEOPARD 2 main battle tanks for the Middle East market. The value of the agreement adds up to 56.5 Million Euro and the relevant Contract is scheduled to be signed shortly.
METKA and KMW have been business partners in producing LEOPARD 2HEL tanks for the Greek Army since 2003 when the two companies set the basis of their co-operation that included extensive know how transfer and substantial investments on highly sophisticated machinery in METKA’s two factories in Volos. This new agreement is the result of the successful execution of the Greek program that qualified METKA as one of the very few companies that can perform such demanding fabrication works worldwide and, certainly, sets a milestone in their long-term cooperation, particularly with regard to preservation of jobs and know-how in Greece’s Defence Industry.

წყარო: