ტაგილში დაგეგმილი გამოფენის სამზადისის შესახებ უკვცე ვწერდი. სტატიაში ბრეზენტში შეფუთილი მანქანის შესახებ კითხვის ნიშნები იყო. მანქანის გარეგანი იერი უკვე ცნობილი გახზდა, მაგრამ ამ იერის გახსნით კითხვები კიდევ უფრო გამრავლდა:
მომავალ კვირას, 25–იდან 28 სექტემბრამდე რუსეთში, ქალაქ ტაგილთან მდებარე პოლიგონ "სტარატელ"–ზე განხორციელდება სახმელეთო ტექნიკის გამოფენა "Russia Arms Expo-2013". წარმოგიდგენთ სამზადისის ფოტოებს:
ყველზე საინტერესო მაინც ეს ფოტოსურათია – გაურკვეველია თუ რა მანქანა მიაქვს სატვირთოს. საბურავები ძალიან ჰგავს ფრაბგული ჯტრ–ის, VBCI–ს საბურავებს, კორპუსი ბრეზენტის ქვემოდან რისი გარჩევაც შეიძლება ან Patria უნდა იყოს და ან რუსული პერსპექტიული ჯტრ "Бумеранг"
..........ან თუ გყავს Т-55 და გინდა აიტუ ალ შააბის ბრძოლი მოწყობა Merkava Mk4–ის მონაწილეობით ვერ ვხედავ პრობლემას (რაღაცა ამდაგვარი უკვე გვედო ბლოგზე – ებრაული Merkava–ს ეგვიპტური მაკეტი)
კომპანია Northrop Grumman–მა სტრატეგიული ბომბდამშენი B-2 Spirit–ის შესახებ საკმაოდ საინტერესო (და სავარაუდოდ უფასოდ) წიგნი წარადგინა. წიგნის გადმოსაწერი ბმული – "B-2 Spirit of Innovation".
უკრაინის სახელმწიფო კორპორაცია "Укрспецэкспорт"–ის გენერალური დირექტორის, სერგეი გრომოვის განცხადების თანახმად 2013 წლის 14 სექტემბერს ხარკოვის ოლქში, ჩუევის დასახლებასთან მდებარე სასროლეთზე განხორციელდა მალიშევის ქარხანაში ტაილანდის არმიისთვის დამზადებული ორი ცალი ტანკის, Оплот–ის, წარმატებული საცეცხლე და სავალი გამოცდები.
მისი თქმით, საბრძოლო მანქანებმა წარმატებით გაიარეს საცეცხლე და სავალი გამოცდების პირველი ეტაპი. ტანკებმა აჩვენეს სხვადასხვა სიჩქარეზე სვლა და მანევრულობის შესაძლებლობები.
საბრძოლო სროლების დროს ორივე მანქანამ განახორციელა სროლები როგორც 125მმ–ნი ქვემეხიდან, ასევე 12,7 და 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევებიდან. სროლებისას ყველა სამიზნე იქნა განადგურებული. ტანკ "Оплпт"–ის გამოცდებმა დაადასტურეს მანქანის ტექნიკური მახასიათებლები და გათვალისწინებული კონსტრუქციული პარამეტრები.
გრომოვის განცხადებით "ტაილანდისთვის დამზადებული მომდევნო სამი ტანკი სავალ და საცეცხლე გამოცდებს უახლოეს მომავალში გაივლიან".
მან დაადასტურა რომ ტაილანდთან დადებული ხელშეკრულება გეგმის მიხედვით ვითარდება და ტანკების პირველი პარტია შემკვეთს დადგენილ ვადებში გადაეცემა.
Оплот–ი სავალი და საცეცხლე გამოცდები მომენტში
როგორც წესი საცეცხლე გამოცდები პრაქტიკული გასროლების გამოყენებით განხორციელდა
საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში: NASA–ს კოსმოსური ავტომატური ზონდი Voyager–1 გახდა ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელიც მზის სისტემას გასცდა და აგრძელებს გზას უსასრულობაში.
ამის შესახებ ცნობა NASA–მ 12 სექტემბერს გაავრცელა. სააგენტოს თქმით გაშვებიდან 36 წლის შემდეგ კოსმოსრუი ზონდი Voyager–1 "მზიდან 17,7 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და ის კოსმოში ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე შორი საგანია. ამჟამად Voyager–1 მზესთან მიმართებაში 17კმ/წმ სიჩქარით მოგზაურობს ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლთშორის გაყინულ და ბნელ სივრცეში".
NASA–ს თანამხად, რეალობაში ზონდმა მზის სისტემა ერთი წლის წინ დატოვა, მაგრამ რადგანაც არ არსებობს რაიმე მკაცრად გასაზღვრული რუქა ან ნახაზი, რომელიც გვეტყვის რომ აი ახლა აქ, ამ ადგილას არის მზის სისტემის საზღვარი, ეს სიახლე ახლა გახდა საჯაროდ ცნობილი. ერთი თვის წინ სპეციალური ჯგუფი, რომელიც Voyager–1–ის მოგზაურობას აკვირდება, საბოლოოდ შეთანხმდა იმაზე რომ ზონდმა ჩვენი სისტემის საზღვრები დატოვა. ამ შემთხვევას NASA ზეიმით შეხვდა:
"ეს ის საზღვრია, რომელის შემდეგაც ახალი მოგზაურობა იწყება", განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა, ედ სტონმა (Ed Stone).
Voyager–ი კოსმოსში 1977 წლის 5 სექტემბერს იქნა გაშვებული და ის დღემდე განაგრძობს თავის მოგზაურობას და უცნობის სხეულებისა და პლანეტების შესახებ ინფორმაციის დედამიწაზე გამოგზავნას. ზონდის ბორტზე პლუტონის რეაქტორია, რომელმაც ის ენერგიით 2025 წლამდე უნდა უზრუნველყოს.
P.S. აღსანიშნავია რომ Voyager–1–ის ბორტზე ოქროს ფირფიტაა განთავსებული, რომელზეც დედამიწის შესახებ ისეთი ინფორმაციაა ჩაწერილი, როგორიცაა – მისალმება 55 ენაზე, რამოდენიმე ფოტოსურათი და სხვადასხვა მონაცემები ჩვენი სისტემის შესახებ, 26 სიმღერა თუ მუსიკალური კომპოზიცია და მათ შორის ქართული "ჩაკრულოც".
General Dynamics–მა გამოფენა DSEI 2013–ზე წარადგინა ჯავშანმანქანა FRES SV. მანქანის ერთი გვერდი დაფარულია მულტისპექტრალური კამუფლიაჟით
ფრანგული Nexter Titus 6×6 – მანქანა წარმოადგენს სამხიდიან ჯავშანტრანსპორტიორ–MRAP–ს, რომელშიც კონსტრუქტოირებმა სცადეს MRAP-ის სისუტის, დაბალი გამავლობის გამოსწორება
BAE Systems RG35
Cockeril–ის კოშკურით აღჭურვილი ფრანგული Panhard CRAB
BAE Systems–მა გამოფენაზე მულტისპექტრალური კამუფლიაჟით აღჭურვილი CV–90 წარადგინა