Saturday, October 5, 2013

JMR–ის პროგრამაში მონაწილე 4 კომპანია

Bell Helicopter–სის კონცეპტი
ამერიკის არმიამ, როგორც პროგრამა JMR–ის (Joint Multi-Role) ხელმძრვანელმა, საწყისი ხელშეკრულება ოთხ კომოპანიასთან გააფორმა, ესენია – AVX Aircraft Company, Bell Helicopter, Karem Aircraft და Sikorsky Aircraft.

Karem–ის კონცეპტი
JMR–ის პროგრამა ამერიკის არმიის პერსპექტიულ ხრახნიან საფრენ აპარატს ეხება და მას უნდა ჰქონდეს როგორც თვითმფრინავის ასევე ვერტმფრენის მახასიათებლები (პროგრამის შესახებ უკვე ვწერდი – საერთო მრავალფუნქციური ვერტმფრენი აშშ–ს ავიაციისთვის).
პროგრამის მომდევნო ფაზაში მონაწილეებმა უკვე პროტოტიპები უნდა ააწყიონ, რომელთა მეშვეობითაც იმ ტექნოლოგიის დემონსტრირებას მოახდენენ, რომლებითაც ძირითად პროგრამაში, FVL–ში (Future Vertical Lift) მიიღებენ მონაწილეობას.

AVX–ის კონცეპტი
  Sikorsky–ის კონცეპტი



"Black Hawk Down" - ბრძოლის რალური ვიდეო კადრები

კინო ფილმი "Black Hawk Down"–ის წყალობით ბევრმა იცის თუ რა მოხდა სომალიში, როდესაც ამერიკის შეიარაღებული ძალები ალ ქაიდასთან პირველ ბრძოლაში ჩაება. ამჟამად ჟურნალისტმა Lara Logan–მა ამ ბრძოლის აქამდე უცნობი ვიდეო მასალა გაავრცელა. 

Thursday, October 3, 2013

დღის ფოტო – ირანული "ტომი"

ირანული F-14 Tomcat-ი რუსული ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა Р-27Р–ით

Monday, September 30, 2013

ტელეპროგრამა "ქართული ჯარი"


ხუთშაბათს, პირველ არხზე, 19:00 საათზე ეთერში გავა სამხედრო თემატიკის გადაცემა სახელწოდებით "ქართული ჯარი". გადაცემის ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

წარმატებას ახალ პროექტს და სასიამოვნო ყურება თქვენ სამხედრო საქმის მოყვარულებო!!!

Sunday, September 29, 2013

დღის ფოტო – საბრძოლო მარაგი

აბა რისი საბრძოლო მარაგია და სადაა გადაღებული?

7,8 მილიარდ დოლარად 71ცალი F-35

გასულ პარასკევს პენტაგონმა Lockheed Martin–თან 71 ცალი F-35–ის ყიდვის ორი ხელშეკრულების შესახებ განაცხადა, რომლებიც შესაბამისად LRIP 6 და 7 პარტიებს განეკუთვნებიან.
კონკრეტულად 4,4 მილიარდი დოლარის საფასურად პენტაგონი 36 ცალ LRIP 6 პარტიის F-35–ს შეიძენს, რაც LRIP 5 პარტიასთან შედარებით 2,5% იაფია, ხოლო 3,4 მილიარდ დოლარად კი LRIP 7 პარტიის 35 გამანადგურებელს, რაც შესაბამისად მე–5 პარტიასთან შედარებით 6% იაფია.

ლიბიამ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს "Хризантема-С"–ის მორიგი პარტია მიიღო

რუსულმა მხარემ ლიბიას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს "Хризантема-С"–ის მორიგი პარტია გადასცა. შემკვეთს ადრე გადაცემულ 4 მანქანასთან დამატებით კიდევ 10 მანქანა გადაეცა. პირველი მანქანები ლიბიაში ჯერ კიდევ მუამარ კადაფის რეჟიმის დროს, 2010 წელს იქნა გაგზავნილი (სხვათა შორის სამოქალაქო ომის დროს ამ მანქანებს ამბოხებულები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ იყენებდნენ – თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსი «Хризантема-С–ის ლიბიაში გამოყენების ვიდეო).
გადაცემის ცერემონიალი 24 სექტემბერს, ბაზა Mitiga Air–ზე გაიმართა. ცერემონიალს შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი ააბდელ–სალამ ჯადალლა ობეიდი და ლიბიის სახმელეთო ჯარების შტაბის მეთაური, გერეალ უსეფ აბუ–ჰაჯარი ესწრებოდნენ, ცერემონიალს ასევე დაესწრნენ რუსეთის ელჩი ლიბიაში, ივან მოლოტკოვი და რუსული დელეგაციის წარმომადგენლები.


წყარო:

Saturday, September 28, 2013

ახალი ჯავშანმანქანა "Урал"–ისგან

ნიჟნი ტაგილში მიმდინარე გამოფენა "Russia Arms EXPO-2013"–ზე საავტომობილო ქარხანა "Урал"–მა პირველად წარადგინა პრინციპიალურად ახალი დაცული ავტომანქანა "Урал-4320ВВ".
მანქანა რუსეთის ფედერაციის შსს მთავარი სამმართველოს ტექნიკური დავალების მიხედვითაა შექმნილი. მანქანის დანიშნულებაა დაიცვას გადასაყვანი პირადი შემადგენლობა როგორც ცეცხლსასროლი იარაღისგან ასევე აფეთქებისგან გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორებისგან.
"Урал-4320"–ის შასიზე შექმნილ სრული ამძრაობის მქონე მანქანას ერთმოცულობიანი ძარა გააჩნია, რომელშიც 17 მებრძოლი ეტევა და უზრუნველყოფს ნაღმსაწინააღმდეგო დაცვას, რომელსაც შეუძლია 2კგ ტროტილის ექვივალენტი ასაფეთქებელი მასალის აფეთქების გაძლება. მანქანაზე მე–4 ეკოლოგიური კლასის ЯМЗ–ის დიზელის ძრავა აყენია, რომელის სიმძლავრეც 270ც/ძ აღწევს.
მანქანის გათანწყობა საშუალებას იძლევა დავალებიდან გამომდინარე მასზე სხვადასხვა მოწყობილობები და საბრძოლო მოდულები განთავსდეს. ამგვარად არაა გამორიცხული რომ მანქანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ტაქტიკური დაცული მანქანების მთელი ოჯახობის საფუძველი გახდეს.

წყარო:

Friday, September 27, 2013

თურქეთმა ჩინური სრკ HQ-9 აირჩია

T-LORAMIDS (Turkish Long Range Air And Missile Defence System) პროგრამის მიხედვით თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ საშუალო და დიდი მანძილის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსის შესყიდაზე გამოცხადებული ტენდერი 2013 წლის 26 სექტემბერს სენსაციური შედეგით დასრულდა – თურქეთის პრემიერ მინისტრის, ტეიპ ეროღანის თავმჯდომარეობით ჩატარებული თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი წარმოების დეპარტამენტის (Savunma Sanayii Müsteşarlığı - SSM) ყრილობის შემდეგ გამოცხადდა რომ ამორჩეული იქნა ჩინური სრკ HQ-9, რომელიც ტენდერზე ჩინეთის გარესავაჭრო გაერთიანება China Precision Machinery Export-Import Corporation–მა (CPMIEC) წარადგინა. სულ დაგეგმილია 12 სისტემის (დივიზიონის) შესყიდვა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამგვარად თურქული მხარე სრკ HQ-9–ის პირველი უცხოელი მყიდველი გახდება. კომპლექსი ჩინეთის სახელმწიო კორპორაცია China Aerospace Science and Industry Corporation–ში (CASIC) შემავალი Academy of Defense Technology–ს მიერაა შემუშავებული და შექმნილი და მის შექმნაში სავარაუდოდ რუსული საწარმოებიც ღებულობდნენ მონაწილეობას. თვითონ SSM ამ გადაწყვეტილებას ჩინური წინადადების სიიაფით ხსნის.
T-LORAMIDS ტენდერის საბოლოო ეტაპებში მონაწილეობას შემდეგი კომპლექსები ღებულობდნენ – Raytheon და Lockheed Martin მიერ წარდგენილი სრკ Patriot (РАС-2 GMT–ეს და РАС-3–ის კომბინაცია), ევროკონსორციუმის Eurosam სრკ SAMP/T (საზენიტო რაკეტა Aster 30 Block 1) და რუსული "Рособоронэкспорт"–ის სრკ С-300ВМ "Антей-2500". მანამდე "Рособоронэкспорт"–მა უარი თქვა მიეწოდებინა თურქეთისთვის სრკ С-400, რომელსაც ტენდერის ადრეულ ეტაპებზე სთავაზობდა. NATO–ს წარმომადგენლებმა არაერთხელ ღიად გააფრთხილეს თურქეთი გაფრთხილებოდა რუსული ან ჩინური კომპლექსის არჩევას და ამას "არადასავლური" კომპლექსების NATO–ს გაერთიანებულ ჰსთ სისტემაში ინტეგრაციის სირთულით ხსნიდნენ.


Thursday, September 26, 2013

БМПТ "Терминатор-2"

ნიჟნი ტაგილში მიმდინარე გამოფენა RAE-2013–ზე, რუსეთის პრემიერ მინისტრს, დიმიტრი მედვედევს БМПТ-ეს ახალი ვერსია, Т-72–ის ბაზაზე შექმნილი "Терминатор-2" წარუდგინეს:
მანქანის შექმნისას ინჟინრებმა БМПТ "Терминатор"–ის შექმნისას მიღებული გამოცდილება გამოიყენეს და მასში არსებული ხარვეზები და სუსტი წერტილები აღმოფხვრეს.
  • პირველ რიგში საბრძოლო მოდული დაჯავშნეს, როგორც ფოტოებიდან ჩანს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები დაჯავშნული გარსაცმითაა დაფარული, ასევე დაჯავშნულია ავტომატური ქვემეხების ლულები ნახევრამდე და მათი დაყენების ადგილი.
  • ავტომატური ყუმბარმტყორცნები მოშორებულია.
  • ეკიპაჟის რაოდენობა სავარაუდოდ 3 კაცია.
  • მთელი ეკიპაჟი, მძღოლ–მექანიკოსის გარდა საბრძოლო მოდულის ქვეშაა.
  • კორპუსის წინა ზედა ფილა ხელუხლებელია და შესუსტებული ადგილები არ გააჩნია.
  • გაუმჯობესებულია დაცვის ხარისხი.
  • მანქანის ბაზად Т-72-ია გამოყენებული, რაც მის ღირებულებას საგრძნობლად ამცირებს.
  • კორპუსის ბორტებზე შეცვლილია დინამიკური დაცის ელემენტები და განთავსების სქემა.