As i walk through the valley of the shadow of death, I have no fear because I am the baddest motherfucker in whole valley.
Friday, March 4, 2016
Wednesday, March 2, 2016
ქართველები გერმანიაში წინა საავღანეთო სწავლებაზე
7 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, გერმანიაში, ჰოჰეფელსის "მრავალეროვნული ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის" სამხედრო ბაზაზე, მოლდაველ სამხედროებთან და ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-5 ბრიგადის 52-ე მსუბუქი ვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთში გადასროლის წინა მოსამზადებელი სწავლება გაიარა. სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი დაესწრო.
წყარო:
ახალი რუსული ყუმბარმტყორცნი (ინდექსი უცნობია)
2016 წლის 28 თებერვალს რუსულ ტელეარხ "ЗВЕЗДА"-ს ეთერში გადაცემა "Служу России"-ს (ვემსახურები რუსეთს) მორიგი სიუჟეტი გავიდა. სიუჟეტში გამოჩნდა ჯერ ისევ უცნობი ახალი რუსული ყუმბარმტყორცნი, ეგრეთ წოდებული "ახლო ბრძოლის საშუალება" (средства ближнего боя - СББ)., გამოჩნდა. ყუმბარმტყორცნის სახელი ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო საშუალების შექმნაზე ნ.ე. ბაუმანის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტი მუშაობს. ამის შესახებ 2013 წელს რუსული მასმედია იუწყებოდა - В России создаются средства ближнего боя нового поколения.
ტელეარხ "ЗВЕЗДА"-ს ვიდეო სიუჟეტი (ყუმბარმტყორცნი 21:19 წუთიდან)
რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში ფოტო გავრცელდა, რომელზეც რუსი ჯარისკაცები უცნობი ყუმბარმტყორცნით პოზირებდნენ:
Tuesday, March 1, 2016
ეკზოსკელეტი Hardiman, 1960 წელი
პროეკტ Hardiman-ის ფარგლებში სამუშაოებს კომპანია General Electric აწარმოებდა, რომელმაც პირველი მზა ნიმუში 60-იანი ლწების ბოლოს წარადგინა. ეკზოსკელეტმა სახელწოდება პროგრამის მიხედვით Hardiman მიიღო. მისი დახმარებით ოპერატორს 1500 ფუნტი ტვირთის აწევა უნდა შესძლებოდა. ამ მოწყობილობაზე სამხედროები დიდ იმედებს ამყარებდნენ - Hardiman-ს ავიამზიდებზე ბომბებისა და რაკეტების დატვირთვისას საკმაო სარგებლობის მოტანა შეეძლო.
მაგრამ General Electric-ის ინჟინრებმა პროგრამის დაწყებიდან ათი წლის მერეც კი ვერ შესძლეს ჩანაფიქრის რეალიზაცია. აწყობილი იქნა რამდენიმე პროტოტიპი, მათ შორის მუშა მექანიკური ხელი. Hardiman-ის უზარმაზარ საცეცს ჰიდრავლიკური ამძრაობა ჰქონდა და შეეძლო 750 ფუნტის აწევა (მიახლოებით 340 კგ). მაგრამ კონსტრუქტორების წინაშე სხვა პრობლემა წარმოიშვა - ეკზოსკელეტის მექანიკური "ფეხები". Hardiman-ის ერთ ხელიანი და ორ საყრდენ-ფეხიანი პროტოტიპი 750 კილოს იწონიდა და ამასთან დაანგარიშებული მაქსიმალური ტვირთამწეობა თვითონ მის საკუთარ წონაზე ნაკლები იყო. სწორედ მისი ასეთი წონისა და განსაკუთრებით ეკზოსკელეტის მიერ ტვირთის აწევისას, როდესაც მთელი კონსტრუქცია ვიბრირებას იწყებდა, რამაც რამდენჯერმე მისი გადაქცევა გამოიწვია, ცენტროვკის თავისებურების გამო პროგრამა დახურული იქნა. მას შემდეგ ამ მიმართულებით ახალი სამუშაოები მეოთხედი საუკუნის განმავლობაში არ გამოჩენილა.
Friday, February 26, 2016
და სახელია მისი B-21
ამერიკის ახალ სტრატეგიულ ბომბდამშენს (პროგრამა LRS-B) B-21 დაერქმევა, რაც 21-ე საუკუნის ბომბდამშენს ნიშნავს. ამის შესახებ ორლანდოს შტატში გამართულ აშშ-ს საჰაერო ძალების საჰაერო-საბრძოლო სიმპოზიუმზე აშშ-ს საჰაერო ძალების მდივანმა, დებორა ლი ჯეიმსმა (Deborah Lee James) 26 თებერვალს განაცხადა.
სიმპოზიუმსე ასევე ნაჩვენები იყო საინტერესო რენდერი, რომელზეც B-21-ის სავარაუდო იერია გამოსახული, მიუხედავად იმისა რომ ბომბდამშენის არც მაკეტი და არც პროტოტიპი ჯერ არაა გასაჯაროებული, ეს ნახატი მიახლოებით მაინც ქმნის წარმოდგენას ახალი თაობის ამერიკულ ბომბდამშენის დიზაინის შესახებ.
სიმპოზიუმზე ასევე ცნობილი გახდა რომ ბომბდამშენის საკუთარი სახელის შესარჩევად სამხედროებს შორის კონკურის გამოცხადდება.
წყარო:
P.S. პროგრამის შესახებ არაერთხელ ვწერდი ბლოგზე. კონკურსში კომპანია Northrop Grumman-მა დაამარცხა Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ტანდემი. ამ ბოლო ორმა საჩივარი შეიტანეს, თუმცა სასამართლომ მათი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
Т-90 vs TOW
დროის ამბავი იყო და აი მოხდა - სირიაში რუსების მიერ მიწოდებული Т-90 და ამერიკული ტსმრ TOW ერთმანეთს თბილად შეხვდნენ:
ვიდეოს მიხედევით რაკეტა ტანკს სწორედ სამიზნე 1Г46-ის რაიონში მოხვდა. აფეთქების წინ რაკეტის ალი სწორედ სამიზნის გამომავალ ოპტიკას ეფარებს. ამ ადგილას ტანკის ჯავშანი საკმაოდ სუსტია და დინამიკური დაცვა არ გააჩნია. მოხვედრის შემდეგ ტანკიდან მემიზნე ოპერატორი ამოდის, ხელები თავზე (ან ყელზე უკავია), სავარაუდოდ დაჭრილია. ეკიპაჟის დანარჩენი ორი წევრის ბედი უცნობია:
Tuesday, February 23, 2016
МТ-ЛБ + დინამიკური დაცვა
დღეს, 23 თებერვალს დონეცკის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში, ეგრეთ წოდებული "მამულის დამცველის" დღისადმი მიძღვნილი სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა. საყვარელმა ხალხმა ტექნიკის ასეთი საინტერესო ნიმუშით დაგვაჯილდოვა
წყარო:
Monday, February 22, 2016
დღის ფოტო - უკანასკნელი სახაზო ხომალდი
1943 წლის 22 თებერვალს მწყობრში ჩადგა სახაზო ხომალდი "Iowa" - იმავე სახელწოდების ოთხ ხომალდიანი სერიის სათაო ხომალდი და მწყობრში მყოფი უკანასკნელი სახაზო ხომალდი. წყალწვა 58 000 ტონა წყალწვის ხომადლი რეზერვში ორჯერჯ იყო გაყვანილი, 1949 და 1958 წლებში. პირველად ის კორეის ომთან დაკავშირებით მწყობრში 1951 წელს დაბრუნდა, ხოლო 1984 წელს რეზერვიდან მისი გამოყვანა პრეზიდენტ რეიგანის პროგრამა "600 ხომალდიანი ფლოტის" რეალიზაციის მიზნით იქნა მოხსნილი.
1990 წელს "Iowa" იკვლავ მოხსნეს ექსპულატაციიდან, მაგრამ დატოვეს ატლანტიკის ოკეანის ფლოტის რეზერვში და სამხეტრო-საზღვაო რეგისტრში. 2012 წელს ხომალდმა უკანასკნელი ცურვა განახორციელა, რომელიც ლოს-ანჟელესში, 7 ივლისს დასრულდა, სადაც ის მუზეუმის სახით იქნა გახსნილი.
Subscribe to:
Posts (Atom)







































