Friday, April 22, 2016

დესანტირება თუ ხალიჩისებური დაბომბვა - ამერიკელმა მედესანტეებმა დესანტირებისას სამი მანქანა დაკარგეს

გერმანიაში, ბავარიის ოლქში, ამერიკულ სამხედრო ბაზა "ჰოჰენფელსზე", აშშ-ს არმიის 173-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადამ წარუმატებელი დესანტირების დროს სამი ავტომანქანა HMMWV დაკარგა



Tuesday, April 19, 2016

ამჯერად M-60T

თურქებმა ჩვენ ვისზე ნაკლებები ვართო და თავიანთი დაზიანებული M-60T  გამოაჩინეს, ვიდეოს მიხედვით ამბოხებულებმა ტანკის წინააღმდეგ ტსმრ "Корнет" გამოიყენეს. მაგრამ შელოცვამ არ უშველა, ტანკი გადარჩა.





სირიის არმიამ მორიგი Т-90 დაკარგა

სირია, სირიის არაბული არმიისთვის გადაცემული რუსული Т-90А. ტანკს ეტყობა საბრძოლო დაზიანებები (კერძოდ ჩამტვრეულის "Штора"-ს პროჟექტორი და კოშკურის შუბლის მარცხენა დეტალის დინამიკური დაცვის ელემენტებია მოცელილი). როგორც ამბობენ ტანკი ოპოზიციურ ძალებს ჩაუვარდათ ხელში.



Monday, April 18, 2016

უკრაინის კონფლიქტში რუსების მონაწილეობის კიდევ ერთი მტკიცებულება


გერმანული ტელეარხ ARD-ის რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ როგორ მოიპოვა Bellingcat-ში მაცხოვრებელმა ელიოტ ჰიგინსმა იმის მტკიცებულება რომ, უკრაინული არმიის პოზიციებს რუსეთის ტერიტორიიდან ბომბავდნენ.

Sunday, April 17, 2016

ორმა რუსულმა Су-24М-მა ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს შემოუფრინა

ამა წლის 12 აპრილს, ბალტიის ზღვაში რუსეთის ავიაციის ორმა Су-24М და და ერთმა ვერტმფრენმა Ка-27-მა, აშშ-ს საზღვაო ძალების საესკადრო ნაღმოსანს, USS Donald Cook (DDG 75) შემოუფრინეს. აღნიშნული პროვოკაცია ამერიკის მხრიდან აგრესიად შეფასდა და მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად ამერიკა ბალტიის ზღვაში ძალების გაზრდას გეგმავს.




Monday, April 11, 2016

აშშ-სა და რუსეთის ბირთვული პოტენციალის შედარება


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით აშშ–სა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული არსენალის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. მონაცემები “სტრატეგიული შეკავების იარაღის” ხელშეკრულების თანახმად ქვეყნდება. 

წყარო:


წინა წლების დინამიკა შემდეგნაირად გამოიყურება:


წყარო:

Sunday, April 10, 2016

აზერბაიჯანის არმიის ნაალაფარი

მთიან ყარაბახში აზერბაიჯანლების მიერ ხელში ჩაგდებული სომხური არმიის შეიარაღება

აზერბაიჯანელი სამხედროები დაკავებულ სიმაღლეებზე

Saturday, April 9, 2016

რუსული ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52 სირიაში, ავიაბაზა შაირათზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზა "შაირათი" (მდებარეობს ქალაქ ჰოლმსიდან სამხრეთ აღმოსავლეთით 38 კილომეტრში). ვიდეოში ჩანს რუსეთის საარმიო ავიაციის კუთვნილი მოიერიშე ვერტმფრენები Ми-35М, Ми-28Н და Ка-52.

ასევე ჟურნალ "Jane's Defence Weekly"-ში ჯერემი ბინნიეს (Jeremy Binnie) სტატიაში, სახელწოდებით "Russia forward deploys new attack helicopters in Syria", გამოქვეყნებულია შაირათის აეროდრომის სპუტნიკური ფოტოსურათი, რომლის თანახმადაც ავიაბაზაზე ოთხი ცალი Ка-52, სამი Ми-28Н, ოთხი Ми-24/35 და ერთი Ми-8 არის განთავსებული.

წყარო:

სამხედრო აეროპორტი Миллерово - 20 მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су30СМ უკრაინის საზღვართან

კომპანია Airbus Defence and Space გაავრცელა რუსეთის სჰაერო-კომოსური ძალების სამხედრო აეროდრომ მილლეროვოს (Миллерово) კოსმოსური ფოტოსურათი. აეროდრომი ქალაქ მილლეროვოდან ჩრდილო აღმოსავლეთით 5 კილომეტრში მდებარეობს. ფოტოსურათზე 20 ცალი მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30СМ არის დაფიქსირებული. 

აღსანიშნავია რომ აეროდრომიდან უკრაინის საზღვრამდე სულ რაღაცა 18 კილომეტრია. ქალაქ დონეცკამდე 205. ამგვარად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები საჭიროების შემთხვევაში მთლიანად უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში შეძლებს საჰაერო მხარდაჭერისა და მოძრაობის კონტროლის განხორციელებას.

რუსმა გამნაღმველებმა ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდა დაიწყეს

რუსი გამნაღმველები სირიაში, ქალაქ პალმირას ისტორიული ნაწილის გაწმენდის მომენტში