Thursday, October 13, 2016

ესტონეთმა ნიდერლანდებიდან ქსმ CV9035NL Mk III-ის პირველი პარტია მიიღო

როგორც ესტონური მასმედია იუწყება, 2016 წლის 7 ოქტომბერს ესტონეთის საზღვაო პორტ პალდისკიში, ფინურმა სატვირთო Finnsun-მა ესტონეთის არმიისთვის ნიდერლანდებში შეძენილი 44 ცალი ქსმ CV9035NL Mk III-იდან პირველი 12 მანქანიანი პარტია ჩაიყვანა. ქსმ-ბთან ერთად ასევე გადაყვანილი იქნა ტანკ Leopard-1-ის ბაზაზე აწყობილი ერთი ცალი სასწავლო მანქანა
ერთ ცალი შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Standard. მთელი ტექნიკა ხომალდიდან გადმოტვირთვის შემდეგ ესტონეთის არმიის ეგერთა 1-ლი ქვეითი ბრიგადის ელიტარულ სკაუტთა ბატალიონის (Scoutspataljon) ბაზაზე, ტაპაში იქნა გადაყვანილი.
როგორც ცნობილია შვედური წარმოების (BAE Systems Land Systems Hägglunds AB) ჰოლანდიის არმიის კუთვნილი 44 ქსმ CV9035NL Mk III-ის  შეძენის 113 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტს ხელი მხარეებმა 2014 წლის 9 დეკემბერს მოაწერეს (ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - ესტონეთმა ნიდერლანდებთან ქსმ CV9035NL Mk III შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა). შეკვეთაში ასევე შედის ჰოლანდიის არმიის კუთვნილი Leopard-1-ის ბაზაზე შექმნილი ექვსი ცალი ჯავშანმანქანა (ორი სასწავლო, ორი საინჟინრო ტანკი Pionirpanzer და ორი შეჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა Standard) და ასევე სხვადასხვა სათადარიგო ნაწილები, საკუთნო და სწავლების პაკეტი. მიწოდება 2016-2018 წლების განმავლობაში განხორციელდება. აღსანიშნავია რომ 1991 წლიდან ესტონეთის არმიისთვის ეს უმსხვილესი სამხედრო შესყიდვაა.

 ესტონეთში ჩასული ქსმ CV9035NL Mk III-ის პირველი პარტიის ჩამოტვირთვა პალდისკში

წყარო:

Tuesday, September 13, 2016

Leopard-2A4-ის პოლონური მოდერნიზაცია, ანუ როგორია Leopard-2PL

Leopard-2PL-ის ფოტოები ახლახანს პოლონეთში განხორციელებული პრეზენტაციდან 
მანქანის შესახებ ბლოგზე რამდენჯერმე ვწერდი - 



Saturday, September 10, 2016

თურქეთის ჯავშანტექნიკა ალეპოს ჩრდილოეთით

სირიაში, ალეპოს პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში შეჭრილი თურქული ჯავშანტექნიკა



Saturday, September 3, 2016

ქვები როგორც ჯავშანი

სირია, რომელიღაცა ჯავშანსატანკო სარემონტო საამქრო. დაზიანებული Т-72 შესაკეთებლად მიიყვანეს, სათადარიგო ნაწილებისა და აღჭურვილობის ყუთებში ქვები ელაგა,

Gazelle vs TOW

სირიაში წვერგაბურძგნულებმა ტსმრ TOW-ით სირიის არმიის ვერტმფრეი ჩამოაგდეს. გავრცელებული ვიდეოს მიხედვით ეს ფრანგული წარმოების Gazelle არის. რაკეტა მიზანს სავარაუდოდ 3400 მეტრიდან ესროლეს.


Friday, September 2, 2016

120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსი" (Флокс)


"სამეცნიერო-საწარმოო კორპორაცია "ურალვაგონზავოდის"" მდივან-მოადგილემ სოციალურ ქსელ www.facebook.com-ში ახალი 120 მილიმეტრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "ფლოკსის" ფოტოები განათავსა. საარტილერიო დანადგარი სააქციონერო საზოგადოება "ბურევეტსნიკის" ცენტრალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის" მიერაა შემუშავებული და შექმნილი. დანადგარის ოფიციალური დემონსტრირება გამოფენა "Армия-2016"-ზე განხორციელდება.

120 მილიმეტრიანი ავტომატიზირებული ქვემეხი "ფლოკსი" შეჯავშნულ, 6x6 სავალი ნაწილის მქონე "Урал-ВВ"-ზეა განთავსებული. მანქანის შეჯავშნული კაბინის სახურავზე 12,7მმ-ნი დისტანციური საბრძოლო მოდულია დამონტაჟებული. მართვადი იარაღისგან დაცვას ლაზერული დასხივების აღმომჩენი და ხარვეზების დამდგმელი აპარატურა უზრუნველყოფს.


წყარო:

Thursday, September 1, 2016

PT-16, ანუ Т-72-ის ღრმა მოდერნიზაცია პოლონურად

მანქანას PT-16 ეწოდება, დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. როგორც ინტერნეტ სივრცეში პოლონელები წერენ მანქანაზე შემდეგი სიახლეებია რეალიზირებული:
  • პოლონური წარმოების (Huta Stalowa Wola) 120 მილიმეტრიანი ქვემეხი
  • 1000 ც/ძ-ნი სერბული ძრავა (სავარაუდოდ V-46TK)
  • გაუმჯობესებული შუბლა ჯავშანი (დამატებითი კომბინირებული ჯავშანი)
  • ბორტების დამატებითი კომბინირებული ჯავშანი
  • ახალი ცეცხლის მართვის სისტემა
  • დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული
  • მანქანა ექსპორტზეა გათვლილი

Saturday, August 27, 2016

რუსული Ми-28А და შვედეთის Strv 121 (იგივე Leopard-2A4)


1995 წელი, შვედეთის Strv 121 (იგივე Leopard-2A4) რუსული Ми-28А, ამ ბოლოს სატენდერო გამოცდების დროს

Thursday, August 25, 2016

საუდელთა "დიდგორის" დანაკარგები

ინტერნეტში გავრცელდა ჰუსიტების ჩასაფრებაში მოყოლილი ქართული წარმოების ჯავშანმედევაკის, "Didgori"-ს, დაზიანებისა და დანაკარგის ვიდეოკადრები.

როგორც ცნობილი გახდა ადგილი ჰქონდა შემდეგ ფაქტს: 
ვიდეოზე ასახული ჩასაფრება დაახლოებით 2 კვირის წინ მოხდა. მანქანის გაჩერება არის მძღოლ მექანიკოსის ბრალი. ელემენტარული ტაქტიკის წესების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას ქონდა ადგილი.
პანიკაში იყო ჩავარდნილი და გრუნტის ცუდ გზაზე დასაშვებზე მეტი სიჩქარით გარბოდა.
გარდა მაგისა ჩავარდნამდე მანქანის სავალი ნაწილი 12,7 მმ იანი ბრაუნინგით იყო დაცხრილული.
გარდა ამისა ორმოში ჩარტყმის მომენტში დაატორმუზა და გააჩერა ბორბლები რამაც გამოიწვია ის რომ მანქანაზე უკნიდან 8 ბორბლიანი Cockerill LCTS 90 კოშკურით აღჭურვილი Piranha II-ის დაჯახების შემდეგ ჯავშანკაფსულა წინ წაიწია და გაჩერებული წინა ბორბლები მთლიანად მოტეხა და მანქანის ქვეშ შევიდა.
აღსანიშნავია რომ მანქანაზე ყუმბარმტყორცნის 2 მოხვედრის შემდეგაც კი მანქანას ცეცხლი არ მოკიდებია რაც იმის ბრალია რომ სპეციალური ცეცხლგამძლე მინაბოჩკოვანი სარჩულით არის აღჭურვილი. ცეცხლი მოეკიდა მას შემდეგ რაც სალონში ხელყუმბარა შეაგდეს. თუმცა რათქმაუნდა იმას არ ვამბობ რომ ყუმბარმტყორცნს უძლებს, არც უნდა გაუძლოს.
P.S მაგათ გარდა ჩასაფრებაში კიდევ 2 მედევაკი მოყვა აქედან ერთი ტყვიამფრქვევებით დაცხრილეს მაგრამ მაინც გამოვიდა. მეორეს კი 4-5 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა მოარტყეს და დაწვეს.
სავალი ნაწილის დაზიანება მხოლოდ ამ მანქანაზე მოხდა.