Friday, March 23, 2018

მეტი ავიამზიდი აშშ-ს საზღვაო ძალებს

აშშ-ს საზღვაო ძალები ახალი ავიამზიდების მშენებლობის დაჩქარებას გეგმავენ. 19 მარტს, აშშ-ს საზღვაო ძალების კვლევითი ინსტიტუტის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა ინფირმაცია, იმის შესახებ, რომ სამხედრო მეთაურობამ კომპანია Huntington Ingalls Industries – Newport News Shipbuilding (HII-NNS) "შემოთავაზების მოთხოვნა" (request for proposal (RfP)) გაუგზავნა, რომლის თანახმადაც კომპანიამ ერთდროულად ორი ავიამზიდის აწყობის ღირებულება უნდა დაიანგარიშოს.

Newport News Shipbuilding-ის საამქროში Enterprise (CVN 80)-ის მშენებლობის დაწყების ცერემონიალი. ფოტოზე 35 ტონიანი ფოლადის ფილაა გამოსახული, რომლიდანაც 2018 წლის 15 მარტს ავიამზიდის პირველი  დეტალი მოიჭრა (იხილეთ ცერემონიალის ვიდეო)
აშშ-ს საზღვაო ძალების განცხადების თანახმად, ორი ხომალდის შეკვეთით, 1-დან 2 მილიარდ აშშ დოლარის დაზოგას გეგმავენ, ამას გარდა საგრძნობლად დაჩქარდება ავიამზიდების მშენებლობაც. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ Newport News Shipbuilding-ს, ერთდროულად ორი ავიამზიდის, Enterprise CVN-80-ისა და CVN-81-ის, შეკვეთის შემთხვევაში, მოსალოდნელი ხარჯების დათვლა მოსთხოვა.

თუ პოტენციური დანაზოგი აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს მოლოდინებს დაადასტურებს, მაშინ წლის ბოლომდე ის ბიუჯეტში შესაბამის შესწორებებს შეიტანს და შესძლებს ახალი ხომალდის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. ამგვარად მშენებლობის ტემპი დაჩქარდება, და ფლოტი შესძლებს ავიამზიდები, ამჟამინდელი 5 წლიანი ინტერვალების ნაწვლად, 3-4 წლიანი ინტერვალებით მიიღოს.

80-იან წლებში, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ უკვე განახორციელა ავიამზიდების ამგვარი, წყვილად შეკვეთა. შეკვეთის ფარგლებში წყვილებად ისეთი ავიამზიდები აეწყო, როგორებიცაა Nimitz CVN-72 და CVN-73 და ასევე CVN-74 და CVN-75. მაშინ საზღვაო ძალებმა მთლიანი ღირებულების 10% ეკონომია მოახდინეს და მშენებლობაში დროც დაზოგეს.

წყარო:
Navy Seeks Savings, Releases Two-Carrier RFP


Enterprise (CVN 80)-ის პირველი ფოლადის მოჭრის ცერემონიალი, 2018 წლის 15 მარტი

John F. Kennedy CVN-79 მშენებლობა

Thursday, March 22, 2018

ტანკ M-60-ის თურქული მოდერნიზაცია

ვიზუალური შეფასებით ძაან "გარაჟის" დონეზეა. სახრახნები არასერიოზულად გამოიყურება. სტერეოსკოპული მანძილმზომი ძველ ადგილზეა. კოშკურას მარცხნივ ჩანს თუ რა არის ფილებს შიგნით. სამეთაურო კოშკურა დამატებითი დაცვითაა აღჭურვილი, მის უკან დისტანციურად მართვადი შეიარაღების მოდულია.


როგორც ჩანს ვიდეოკამერების ბლოკი პირდაპირ მძღოლ-მექანიკოსის ხედვის ხელსაწყოების წინ აყენია. კოშკურაზე დამატებითი ჯავშანი რუსული Т-72Б3-ის დინამიკური დაცვისმაგვარადა განთავსებული - ქვედა ნაწილი მოშიშვლებულია, თუმცა შეეცადნენ ამ სუსტი ადგილის დცვას და კორპუსის სახურავზე, კოშკურის ყელის გვერდით დამატებითი მოდულები დააყენეს. სავარაუდოდ ამგვარად დაცვის დაყენება დანარჩენ კორპუსთან შედარებით ძრავა-ტრანსმისიის სახურავის მაღალმა განლაგებამ გამოიწვია. კოშკურაზე ლაზერული დასხივების გადამწოდი აყენია, ზემოდან სავარაუდოდ მინიატურული რადარია.


უკან ასევე აყენია გადამწოდთა ბლოკი, მაგრამ მათთან ერთად კიდევ ერთი გადამწოდია დამატებული, რომელიც გერმანულ MUSS გავს (რომელიც როგორც ამბობენ რაკეტის გაშვებას ულტრაიისფერის გამოსხივებით აფიქსირებს). ამავე ბლოკზე ჩანს სარქველი ანჯამებზე, სავარაუდოდ ამ გადამწოდებების ტექდათვალიერებისთვის. უკან, მძღოლ-მექანიკოსის წინ დაყენებული კამერების ბლოკის ანალოგიური ბლოკი აყენია. სამეთაურო კოშკურა როგორც ჩანს ყველა მხრიდან დამატებითი ჯავშნითაა დაფარული.


მოდერნიზაციის კიდევ ერთი სავარაუდო ვარიანტი

დამატებული ფოტო და ვიდეო


იემენის ჰუსიტებმა საუდელების F-15 დააზიანეს

იემენში განაცხადეს, რომ საუდელთა F-15 ჩამოაგდეს. ვიდეოს მიხედვით, თვითმფრინავს სახმელეთო გამშვებ დანადგარზე დამონტაჟებული "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტა, Р-27, ესროლეს.
საუდელთა განცხადების თანახმად, მათი გამანადგურებელი, იემენის პროვინცია, საადის თავზე დაზიანეს, მაგრამ მათი მტკიცებით, გამანადგურებელმა საკუთარ ავიაბაზამდე მიაღწია (წყარო - A Coalition fighter was intercepted by an hostile air defense missile launched from Saada airport today, but the aircraft managed to return safe to base, report).


Wednesday, March 21, 2018

Business Insider: ამერიკულ არმიას სირიაში ტოლი არ ყავს

ან კი ბევრი ამერიკული ბაქიბუქია, მაგრამ მთლიანობაში "ჩემი ექსპერტი" ეთანხმება ტექსტის შინაარსს.
ამერიკული შენაერთები, სირიაში მყოფ ძალებს შორის, ყველაზე ბრძოლისუნარიანებია. ამგვარი დასკვნა Business Insider-თან ინტერვიუში, სამხედრო ანალიტიკოსმა, ტონი ბედრენმა, გააკეთა. ის დარწმუნებულია რომ დამასკოს მომხრეებმა, მათ შორის რუსებმაც და ირანელებმაც, რომ გადაწყვიტონ ამერიკულ კონტინგენტზე თავდსხმა, მათ გარდუვალი მარცხი ელოდებათ.
აშშ-ს ძალისხმევამ სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" ფაქტიურად სრული განადგურება გამოიწვია. და ამჟამად თითქმის 2000 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, სირიაში მდიდარ ნავთობსაბადოებს აკონტროლებს, წერს Business Insider.
გამომცემლობის განცხადებით, რეგიონში ამერიკული ძალების ყოფნა თეგერანის, დამასკოსი და მოსკოვის პროტესტს იწვევს. მაგრამ რუსების, სამთავრობო ძალებისა და ირანელი მეამბოხეებისთვის სამწუხაროდ, მათ ამის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ ძალუძთ.
მცირერიხოვანი ამერიკული კონტინგენტი ქალაქ დეირ-ეზ-ზორშია განთავსებული და "რკინის მარწუხებით" უპყრია ადგილობრივი ნავთობსაბადოები. ამ ქვედანაყოფმა "ასობით რუსი დაქირავებულისა და სამთავრობო ძალების" მოგერიებაც კი მოახერხა. შედეგად ეს "მაშტაბური ბრძოლა, აშშ-სთვის მსხვილი გამარჯვებით დასრულდა", წერს გამომცემლობა.
სხვათაშორის, სირიაში რუსეთს მაღალტექნოლოგიური სისტემები აქვს განთავსებული, სამთავრობო ძალები ეფექტური რუსული იარაღითაა აღჭურვილი, ხოლო ირანელი მეამბოხეების რიცხვი 70 ათას ადამიანს აღწევს. თეორიულად, მთელს ამ ძალებს, შეუძ₾იათ გაანადგურონ და გამოდევნონ ამერიკეები და მათი მოკავშირეები. მაგრამ ექსპერტთა აზრით, რეალობაში დამასკოს მარცხი ელოდება.

"მათ შეუძ₾იათ ამერიულ ჯარისკაცებს ზიანი მიაყენონ, ამგვარი შესაძლებლობა რეალურად არსებობს" - Business Insider-ს ამის შესახებ "დემოკრატიის დაცვის ფონდის" (Foundation for Defense of Democracies) ექსპერტმა სირიის საკითხებში, ტონი ბედრენმა, განუცხადა. "მაგრამ ისინი თუ ამგვარ რამეს შეეცდებიან, მაშინ მათ სრული განადგურება ელით", - დასძინა ექსპერტმა.
ბედრენის თქმით, თუ რუსეთი სირიაში აშშ-სთან პირდაპირ შეტაკებას ცდილობს - რაშიც თვითონაც და სხვა ექსპერტებსაც ეჭვი ეპარებათ, - მაშინ სამთავრობო ჯარებს ძალიან დაბალი შანსები აქვთ.
"ჩემის აზრით, აპრილში ფრთოსანი რაკეტების იერიში, ასევე ისრაელის შეუჩერებელი საჰაერო ჩარევა, იმას უჩვენებს, რომ რუსული პოზიციები და მისი ჰსთ საკმაოდ მოწყვლადია", - აღნიშნა ანალიტიკოსმა. აშკარაა, რომ მისი სიტყვები სირიის ავიაბაზაზე აშშ-ს მიერ შარშან განხორციელებულ იერიშს გულისხმობდა.

სირიაში მხოლოდ რამდენიმე ათეული რუსული თვითმფრინავია განთავსებული, მათი უმეტესობა სახმელეთო სამიზნეებთან საბრძოლველადაა აგანკუთვნილი. ამავდროულად, აშშ-ს, რეგიონში, რამდენიმე მსხვილი ავიაბაზა გააჩნია, საიდანაც ბევრი თვითმფრინავის აწევა შეუძლია, მათ შორის, როგორც სტატიაშია ხაზგასმული - "ისტორიის უდიდესი" გამანადგურებლის, F22-ისა.

თეგერანი, როგორც სირიაში, ასევე მის გარეთ, დიდი რაოდენობით რაკეტებს ფლობს. მაგრამ მათ გამოყენებას უფრო მაშტაბური, "ამერიკული შურისძიება" მოჰყვება, ასკვნის ბედრენი. მისი აზრით, ირანელებმა ერთი ჭურვიც რომ გაუშვან ამერიკული პოზიციებისკენ, "ამას მათი ბაზების, საწყობების და გათვლების მყისიერი განადგურება მოჰყვება".

ანალიტიკოსმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სირიაში ირანელთა მომარაგების ხაზები საკმაოდ არასაიმედოა. მათ წარმატებით კვეთავდნენ თვით ისლამური სახელმწიფოს მებრძლებიც კი, რომელთა მომზადებაც და აღჭურვაც ამერიკულ არმიასთან ახლოსაც ვერ მივა.

დამასკი წლების განმავლობაში ცდილობს მეამბოხეებს, რომელთა "ნაწილს ვაშინგტონი არც კი უჭერს მხარს", ტერიტორიები წაართვას. და ახლა, როდესაც სამთავრობო ძალები, ქვეყნის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ აღმოსავლეთ ნაწილზე ცდილობს კონტროლის აღდგენას, მათ ნაკლებად გამოუვათ "ამერიკულ გარნიზონს" რაიმე საფრთხე შეუქმნან. ამ მომენტში აშშ-მ განაცხადა, რომ გეგმავს სირიაში დარჩენას და ნავთობსაბადოების კონტროლს, ამ გზით ის მთავრობას ქვეყნის აღდგენის საშუალებას ართმევს. "და ან კი ამერიკამ ვერ მოახერხა ასადის ჩამოგდება და სირიეოი ხალხის ტანჯვის შემცირება, ის მაინც რჩება იმდენად ძლიერი რომ, საკუთარი თავი დაიცვას" - ასკვნის Business Insider.

წყარო:

Saturday, March 17, 2018

ამერიკელი გენერალი კონკოს ინცინდეტნის შესახებ - "კი რუსები" და "კი, 200-300 კაცი დაკარგეს"

NBC-ის ჟურნალისტის, რიჩარდ ენგელსის, რეპორტაჟი სირიიდან, იმის შესახებ, თუ როგორ ყვება ამერიკელი გენერალი, პროასადურ ძალებზე, რომელთა რიგებში რუსი დაქირავბულებიც შედიოდნენ,  კოალიციის ავიადარტყმების შესახებ. ოპერაცია 7 თებერვალს დეი-ეზ-ზორის პროვინციაში განხორციელდა.

აღნიშნული ინცინდეტის შესახებ ბლოგზე არერთხელ ვწერდი:

რუსი დაქირავებულების საარტილერიო დანადგარის განადგურების მომენტი

"ჩვენ სირიის აღმოსავლეთ რაიონს ამერიკულ სპეცდანთან ერთად ვკვეთავთ. ბრიგადის გენერალი, ჯონათან ბრაგა, გვიყვება, რომ ეს სასოფლო ტერიტორია ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების საყრდენს წარმოადგენდა, და რომ ამ ესტრემისტებმა აქედან დაიხიეს. მაგრამ ამჟამად, მისი სიტყვების თანახმად, ამერიკელები შიშობენ, რომ მოუწევთ ახალ მოწინააღმდეგესთან - რუსებთან კონფლიქტში შესვლა.

ჩვენ კონკოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ მივემართებით, აქ ამერიკელი სამხედროების ბაზაა განთავსებული. მას შემდეგ, რაც ამერიკელი ძალები, გასულ თვეს, დარტყმის ქვეშ მოხვდნენ, ამ ბაზაზე ჟურნალისტებმა პირველად მოახერხეს აქ მოხვედრა.
მიახლოებით 500 მებრძოლი, მათ შორის რუსი დაქირავებულები, საერთაშორისო ინცინდეტნში იყვნენ ჩართულები. ამ ინცინდენტის შესახებ ინფორმაცია დღემდე გასაიდუმლოებული იყო.

- იმ ღამეს ჩვენ არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოვყევით. ზუსტად ის ადგილი, სადაც ახლა დგეხართ, ოცდაათჯერ დამუშავდა საცეცხლე საშუალებებით", - ყვება გენერეალი ბრაგა. როგორც ამბობს, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდა რუსებს ცხელი ხაზით.

- ანუ თქვენ დაურეკეთ მათ და უთხარით: "შეწყვიტეთ"?

- კი, ზუსტად მასე.

- და მათ რა გიპასუხეს?

- რომ ეს მათი ძალები არაა.

აერიკელ სამხედროებს ამაში ეჭვი შეეპარათ, როგორც ბრაგა ამბობს, კონტრიერიშის წამოწყების მიზნით, ისინი ამ შენობაში შეიკრიფნენ. ამოქმედდა არტილერია და ავიაცია.
- და განადგურდა 200-300 რუსი სამხედრო ხო?

- მე ვიტყოდი რომ ეს ჩვენს შეფასებებთან საკმაოდ ახლოსაა.

- თქვენ არ შეგეშინდათ რომ ეს, რუსეთთან ნამდვილ ომში შეიძლებოდა გადაზრდილიყო?

- ჩვენ ეს რეალურად გვაღელვებდა.

რუსი დაქირავებულები, როგორც აშშ-ს სარდლობის წარმომადგენელმა უთხრა NBC-ს ჟურნალისტს, "Вагнер"-ის ჯგუფის რიგებში ირიცხებოდნენ - კერძო სამხედრო კომპანიაში, რომელიც ევგენი პრიგოჟინს უკავშირდება. ამ გავლენიან ოლიგარქს "პუტინის შეფ-მზარეულს" უწოდებენ.

ამერიკელებმა დაქირავებულთა საუბრების გადაჭერა მოახერხეს, სადაც ისინი მძიმე დანაკარგებზე ჩივიან:
"მათ ნაკუწებად დაგვხიეს, აქ სრული ჯოჯოხეთია!"
"იანკებმა თავისას მიაღწიეს".
სავარაუდოდ დაქირავებულები ამაზე არ გაჩერდებიან. გენერალ ბრაგამ ჩვენ ბაზის გარეთ წაგვიყვანა და გვანახა მიმართულება, თუ საიდანაა მოსალოდნელი მსგავსი იერიშები:

- იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამე აღარ განმეორდება, - ამბობს ის, - და თუ განმეორდება, მაშინ ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.

რიჩარდ ენგელი:

 - კრემლი ან კი ამტკიცებს რომ რუსი სამხედროები არ იყვნენ ამ შემთხვევაში ჩარეულები, მაგრამ მაინც აღიარებს რამოდენიმე მათგანის სიკვდილის ფაქტს. ამერიკელი სამხედროეისთვის, სირიაში, ეს საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. ისინი აქ სილამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად არიან, მაგრამ ყველაზე ხშირად უწევთ ისეთ სიტუაციებში მომქედება, რომლებშივ "ჯუნგლების კანონი" მოქმედებს.


წყარო:

Thursday, March 15, 2018

რუსეთ 2019 წელს მარსე მისიას აგზავნის

საღამო იუმორით იწყება :P
2019 წელს რუსეთი მარსზე მისიას გაუშვებს, ასევე დაგეგმილია მთვარის გამოკვლევაც, ხოლო რუსი სპეციალისტები თანამგზავრის პოლუსებზე გადმოსხდომას შეეცდებიან. ამის შესახებ ვლადიმირ პუტინმა, ВГТРК-ს ჟურნალისტს, ანდრეი კონდრაშოვს, განუცხადა.

"შორეული კოსმოსის, მთვარის დ მარსის შესასწავლად თავიდანუპილოტო გაშვებებს განვახორციელებთ, ხოლო შემდეგ პილოტირებად მისიებზე გადავალთ" - დასძინა პრეზიდენტმა.

წყარო:

P.S. პირველი აპრილი ჯერ შორსაა და მგონი მაგარ რაღაცას ეწევიან კრემლში. როგორ მოუთმენლად ველი 2019 წელს, რო მწრედ დავცინო ამ წინა საარჩევნო ბაქიბუქს :D

Wednesday, March 14, 2018

ავსტრალიის არმია 211 ცალი ქსმ Boxer-ს 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს



ავსტრალიის ისტორიაში შეიარაღების ყველაზე მსხვილი შესყიდვა. 211 ცალ თვლიან ქსმ Boxer-ს, ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო, 3,3 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს. გერმანულმა მანქანამ კონკურსი BAE Systems Patria AMV-35-1 აჯობა.ამის შესახებ facebook გვერდზე უკვე ვწერდი (იხილეთ ბმულზე - The Dead District).
აი სრულიად დეპრესიული ფასია, ოქროს კორპუსი და ბრილიანტის ხიდები უყენია ალბათ. რა გვეთქმის, მივულოცოთ Rheinmetall-ს. 

წყარო:


შესყიდვის ძირითადი მომენტებია:
  • თავდაცვის სამინისტრო მოელის რომ, მანქანა 30 წელი იმსახურებს
  • შესყიდვის შედეგად ავსტრალიაში 1450 სამუშაო ადგილი გაჩნდება
  • ქსმ-ები მაღალი რისკის სამშვიდობო ოპერაციებისთვის იქნება აღჭურვილი

ავსტრალიის კონკურს Land 400-ის შესახებ, ბლოგზე რამდენჯერმე განთავსებული იყო ფოტო მასალა და ინფორმაცია:

იტალიურმა F-35A ტიპის გამანადგურებლებმა ჰაერი-ჰაერის როლში ოპერატიულ მზადყოფნას მიაღწიეს

იტალიის საჰაერო ძალების F-35A Lightning II-ბმა წარმატებით მიაღწიეს ჰაერი-ჰაერის როლში პირველად (IOC - Initial Operational Capability) ოპერატიულ მზადყოფნას. აღნიშნული ტიპის გამანადგურებლებით იტალიის საჰაერო ძალების, ავიაბაზა Amendola-ზე ბაზირებული, 32-ე ფრთის (Stormo), მე-13 ესკადრილიაა (Gruppo) აღჭურვილი.

2018 წლის 1 მარტიდან, Aeronautica Militare-სთვის განკუთვნილი, ხუთი Stealth გამანადგურებელი, მხარდაჭერას უწევს SSSA-ს (Servizio Sorveglianza Spazio Aereo - აეროკოსმოსური დაკვირვების სამსახური). ამ მისიისთვის სტანდარტული კონვენციური დატვირთვით (Standard Conventional Load (SCL)), AIM-120C5 AMRAAM-ებით, აღჭურვილები დაფრინავენ. ეს იმას ნიშნავს რომ, გამანადგურებლებს, საჭიროების შემთხვევაში, QRA (Quick Reaction Alert) ტიპის რეგულარული ოპერაციების შესრულება შეუძლიათ. 
"ჰაერი-ჰაერის" როლში პირველადი საწყისი მზადყოფნა, სწავლების ხანგრძლივი პერიოდის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომლის დროსაც F-35-ები ახორციელებდნენ სასწავლო აღმასვლას (Training Scrambles), ასევე მნიშვნელოვანი იყო ისეთ თვითმფრინავებთან, როგორებიცაა Typhoons, G550 CAEW (Conformal Airborne Early Warning) და T-346,  შეთანხმებული მოქმედების დახვეწა. გასულ წელს, იტალიურმა Lightning-ებმა, ისე მაშტაბურ ეროვნულ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა, როგორიცაა Vega 2017.

აღსანიშნავია რომ, 2016 წელს როდესაც იტალიის საჰაერო ძალებს პირველი F-35-ები გადასცეს, ის გახდა ამ ტიპის გამანადგურებლის პირველი არაამერიკელი მფლობელი.

წყარო:

Sunday, March 11, 2018

რუსეთი საჰაერო-კოსმოსური ძალები ჰიპერბგერით სარაკეტო კომპლექს "Кинжал"-ს ითვისებენ

როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, 2018 წლის 10 მარტს, საჰაერო-კოსმოსური ძალების ეკიპაჟმა, МиГ-31 ტიპის გამანადგურებლით,  "Кинжал"-ის ტიპის ზეზუსტი ჰიპერბგერითი საავიაციო რაკეტის (რაკეტის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერი - Не имеет аналогов - პუტინი რუსეთის საიდუმლო იარაღის შესახებ) პრაქტიკული სასწავლო-საბრძოლო გაშვება განახორციელა.



საცდელი-საბრძოლო მორიგეობის ფარგლებში გზაგადამჭრელ-გამანადგურებელმა აფრენა სამხრეთ-სამხედრო ოლქში მდებარე აეროდრომიდნ განახორციელა

სროლებმა წარმატებით ჩაიარა, ჰიპერბგერითმა რაკეტამ პოლიგონზე დანიშნული სამიზნე გაანადგურა.

სროლის დროს დადასტურდა ჰიპერბგერითი რაკეტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები და დროის მაჩვენებლები.
"Кинжал"-ის ტიპის ზეზუსტი საჰაერო რაკეტა, სახმელეთო და საზღვაო მიზნების გასანადგურებლადაა განკუთვნილი.

P.S. როგორც ჩანს კომპლექს "Кинжал"-ის აერობალისტიკურია რაკეტა, რუსული, კარგად ცნობილი, ოპერატიულ-ტაქტიკური კომპლექს "Искандер"-ში შემავალი, 9М723-ის ტიპის, რაკეტის კლონია. იმის გათვალისწინებით რომ, რაკეტა 9М723 ტრაექტორიის მონაკვეთზე ფაქტიურად 7 Mach სიჩქარეს ანვითარებს, პუტინის განცხადება, ჰიპერბგერითი რაკეტის შექმნის შესახებ, არარეალურად სულაც არ ჟღერს.


Saturday, March 10, 2018

NATO აღმოსავლეთ ევროპაში ძალების ზრდას აგრძელებს

აშშ და NATO ერთობლივად მუშაობენ, რათა რუსეთის მიერ ძალადობრივი ექსტრემიზმისა და დესტაბილიზაციის მცდელობებს აღუდგნენ წინ, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, ევოპაში აშშ-ს კონტინგენტის სარდალმა, გენერალმა კერტის მ. სკარროტიმ (Curtis M. Scaparrotti) განაცხადა. შეერთებულმა შტატებმა ამ საფრთხეს უპასუხეს და ევროპაში როტაციული ძალების გაშლა მოახდინეს, რომელშიც ჯავშანსატანკო ბრიგადა და საბრძოლო ავიაციის ნაწილებიც ჩართეს.
როგორც სკარროტიმ აღნიშნა, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა, ევროპაში თავისი კონტინგენტი გააძლიერეს, რათა რუსეთის გავლენის და დეზინფორმაციის გავრცელებას და NATO-სადმი ნდობის დკარგვას აღდგომოდნენ წინ. ამგვარად სიტუაცია ისევ ცივ ომს დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში. "ცივი ომი" ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-სა და აშშ-ს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას ეწოდა.

2014 წლიდან NATO-მ, "ცივი ომის" შემდგომ პერიოდში, თავისი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამ მომენტისთვის NATO-ს ესტონეთში, ლატვიასა, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი ყავს გაშლილი. მათ მიზანს კონფლიქტის აღკვეთა წარმოადგენს.

ბოლო ოთხი წელია აშშ და NATO ევროპაში ალიანსის ძალების გადაჯგუფება-გადაკეთებით არიან დაკავებულები, ამასთან პოტენციურად ცხელ წერტილებში უფრო მეტი ძალების გაშლა ხდება (მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში). შეერთებულმა შტატებმა ევროპაში ლოჯისტიკური მარაგები შექმნეს, რომელიც მათი გათვლებით, არსებულ კონტინგენტს, დამატებითი 300 000 კაცის გაშლამდე უნდა ეყოს.

NATO-სთან ერთად აშშ-მ მნიშვნელოვან პროგერსს მიაღწია - განაცხადა გენერალმა - მაგრამ ჩვენ გასაკეთებელიც ბევრი დაგვრჩა, და ახლა ამით ვართ დაკავებულები, ვასრულებთ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის მოთხოვნებს და ვქმნით უფრო სასიკვდილო, მოქნილ და მდგრად ერთობლივ ძალებს, რათა წინ აღვუდგეთ და სტრატეგიული კონკურენცია გავუწიოთ რუსეთსა და მის მიერ გამოწვეულ ძალადობრივ ექსტრემისტულ ორგანიზაციებს". 

სხვა მოქმედებები შავ ზღვაზე საზღვაო შემადგენლის გაორმაგებას მოიცავს, ასევე საუბარია წყალქვეშა ნავების საფრთხეებთან და ბომბდამშენებთან ბრძლაზე და მათი შეკავების მისიაზე. მე-5 თაობის გამანადგურებლები პირველად იქნა გადასროლილი ევროპაში.

რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურმა, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, ყოველწიურ თათბირზე, დეკემპბრის ბოლოს, უცხოელ ატაშეებს განუცხადა რომ, NATO აღმოსავლეთ ევროპაში ძალების გაზრდას აგრძელებს

მისი სიტყვეის თანახმად, სახმეეთო ჯარებისა და საზღვაო ქვეითების როტაციულ საფუძველზე გაშლის წყალობით, აშშ-ს ევროპული დაჯგუფების სტრუქტურა და შესაძლებლობები იზრდება. ასევე იზრდება ევროპული სახემწიფოების ტერიტორიებზე შექნილი სათადარიგო მარაგების რაოდენობაც.

წყარო:

ცივი ომის ახალი ეტაპის, ან მე2 ცივი ომის დაწყების და მის გამოვლენის შესახებ ბლოგზე არაერთხელ ვწერდი, იხილეთ თემატური სტატიები შემდეგ ბმულებზე: