Tuesday, May 1, 2018

ასადის ობიექტებზე ახალი საჰაერო იერიშები ისრაელიმა მიიტანა

ასადის ობიექტებზე ახალი საჰაერო იერიშები ისრაელიმა მიიტანა. ამის შესახებ გამომძიებელთა საერთაშორისო ჯგუფი, Conflict Intelligence Team, იუწყება.

გამომძიებელთა მონაცემების თანახმად, სარაკეტო იერიში, რომელიც 29-დან 30 აპრილის ღამეს განხორციელდა, ჰამას და ალეპოს პროვინციებში მდებარე ობიექტებზე განხორციელდა. ერთი სამიზნე რაკეტების მიწისქვეშა საწარმოოს წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე ჩრდილოეთ კორეის სპეციალისტების მიერ ჰამას პროვინციაში, მთა ჯებელ-ტაქსის შიგნიტ იქნა გამოთხრილი და აშენებული.

როგორც CIT იუწყება, ჰამას ობიექტზე აფეთქების სიმძლავრე და ხანგრძლივობა იქ დასაწყობებული ასაფეთქებელი მასალებით აიხსნება.

განადგურებული ობიექტები


განადგურებული ობიექტები იერიშამდე და შემდეგ

წყარო:
imagesatintl

ირანის ბირთვული პროგრამის 110 ათასი ფაილი ისრაელის დაზვერვის ხელში

გუშინ, 30 აპრილს, ისრაელის პრემიერ-მნისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ (პროგრამის სახელწოდებაა "Project Amad"), პრესკონფერენცია გამართა.
კონფერენციის მსვლელობისას, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ფართო მასებს, ისრაელის დაზვერვის სამსახურის, მოსადის, მიერ მოპოვებული, ასი ათასამდე ფაილი წარუდგინა.

გამოსვლის განმავლობაში მან არაერთხელ აღნიშნა, რომ "ირანი წლების განმავლობაში ტყუოდა", როდესაც მისი ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ ისლამური რესუბლიკა არ მუშაობს ბირთვული იარაღის შექმნაზე.

"2015 წელს, ბირთვული ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ირანმა თავისი საიდუმლო ბირთვული ფაილების დასამალად ძალისხმევა გაზარდა" - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს თანახმად "2017 წელს, ირანმა, თავისი ბირთვული იარაღის შესახებ ფაილები, თეგერანში მდებარე, განსაკუთრებულად დაცულ, საცავში გადაიტანა". მისივე თქმით ეს ადგილი - თეგერანთან, შორუბადის რაიონში მდებარეობს.

"გვერდიდან ეს უბრალო შენობაა. მაგრამ შიგნით ირანის ბირთვული არქივი ინახება, რომელიც მასიურ სეიფებშია ჩარაზული. რამდენიმე კვირის წინ, დიდი შრომის შედეგად, ისრაელმა ამ საცავიდან ნახევარი ტონა მასალა მოიპოვა. აქ შედის 55 000 გვერდი და კიდევ 55 000 ფაილი, რომელიც 183 კომპაქტ-დისკზეა განთავსებული" - განუცხადა ჟურნალისტებს ისრაელის პრემიერ მინისტრმა.
პრემიერ მინისტრის განცხადების თანახმად, ამ არქივში ინახება დოკუმენტები, დიაგრამები, ნახაზები, ფოტოსურათები, ვიდეორგოლები და მრავალი სხვა.

"ეს მასალები ჩვენ შეერთებულ შტატებს გავუზიარეთ, და აშშ-ს შეუძლია ამ არქივების ავთენტურობის თავდებში ჩადგეს. ჩვენ ამ ინფორმაციას სხვა ქვეყნებს და ასევე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გავუზიარებთ" - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ჩვენ უკვრ მრავალი წელია რაც ვიცით რომ, ირანს აქვს საიდუმლო ბირთვული პროგრამა, სახელწოდებით "Project Amad". ჩვენ ახლა უკვე შეგვიძლია დავამტკიცოთ რომ "Project Amad" წარმოადგენს ბირთვული იარაღის შემუშავების, შექმნის და გამოცდის კომპლექსურ პროგრამას".

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ "Project Amad"-ის ფარგლებში, ირანი გეგმავს შეიმუშაოს, დაამზადოს და გაამოსცადოს 5, თითო 10 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის, ბირთვული ქობინი. ირანი ამ ქობინების ბალისტიკურ რაკეტებში ინტეგრირებას გეგმავს.

ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა რომ, ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ "Project Amad" მოიცავს ბირთვული იარაღის წარმოების ხუთ ელემენტს: ბირთვული იარაღის შემუშავება, ბირთვების შემუშავება, ბირთვული იმპლოსიური სისტემების შექმნა, ბირთვული გამოცდების მომზადება და ბირთვული იარაღი რაკეტებში ინტერაცია.


ნეთანიაჰუმ ირანი, ატომური ენერგეტიკის საერთაშორის სააგენტოს მოტყუებაში დაადანაშაულა - "ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება ტყუილზეა დაფუძნებული. ის ირანულ ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული. ეს ხელშეკრულება ირანს ბირთვული არსენალისკენ უხსნის გზას".

პრემიერ მინისტრის განცხადების თანახმად, ისრაელი ელოდება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილებას. მისი აზრით აშშ გამოვა ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან.

Monday, April 30, 2018

ალეპოზე ისრაელის ავიაციის იერიში SDB-I-ის გამოყენებით

სირიის ქალაქ ალეპოსთან მდებაერ ერთ-ერთ განადგურებულ ობიექტთან საავიაციო ბომბის ქვემოთ მოყვანილი ნარჩენები იპოვეს


ნარჩენები ძალაიან გავს ამერიკულ მართვად საავიაციო ბომბს, SDB-I-ს (GBU-39)

ქართული არმიის Javelin-ები და სახანძრო МТ-ЛБ

ყველა პატრიოტს ვულოცავ ქართული არმიის 27 წლისთავს!!!


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გვერდზე ქართული არიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საინტერესო სიახლე დაფიქსრიდა (ბმული - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia) 

შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიაახლეებით შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალები 27 წლის იუბილეს სიახლეებით ხვდება. IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენა მოეწყო. 
მოწვეულ სტუმრებს პირველად ჰქონდათ საშუალება ეხილათ საქართველოს შეიარაღებული ძლების რესურსებით აწყობილი ცეცხლმაქრი, მსუბუქად შეჯავშნული მანქანა. 
2017 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრებიდან მიღებულმა გამოცდილებამ, დღის წესრიგში მუხლუხიანი მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკის შექმნა დააყენა, რომელიც რთულ რელიეფში ხანძრის კერებთან მიახლოებას და მის ლოკალიზებას შეძლებდა.
ნუ როგორც ვივარაუდე სწორედ მასე ყოფილა საქმე ;)  
მსუბუქად შეჯავშნული სახანძრო ტექნიკა 3 ტონიანი წყლის ავზით, წყლის გამტყორცნ-გამფრქვევი მოწყობილობით, საბულდოზერო მოწყობილობით და შემავსებელი გადასატანი მოტო-ტუმბოთია აღჭურვილი. ტექნიკა დამატებით აღიჭურვა კავშირგაბმულობის სისტემით. 
მოწვეულ სტუმრებს ასევე, საშუალება ჰქონდათ ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი ჯაველინი დაეთვალიერებინათ. ჯაველინი არის უახლესი ჭკვიანი მართვადი ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემა, რომლის შეძენის სურვილი საქართველოს 10 წელზე მეტია გააჩნდა, თუმცა მისი შესყიდვა მხოლოდ გასული წლის ბოლოს გახდა შესაძლებელი. პარტნიორმა ქვეყანამ ამ ნაბიჯით აღიარა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე და განხორციელებული წარმატებული რეფორმები, რაც მთლიანობაში აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ არსებული მაღალი ნდობის ხარისხით არის განპირობებული.
თვითონ Javelin-ის CLU (სამეთაურო გამშვები მოწყობილობა)

სახანძრო მანქანა




Sunday, April 29, 2018

უკრაინული ზცრს "ოლხა" ("Вільха") უცხოელი წარმომადგენლების თანდასრეწბით გამოსცადეს

უკრაინის მთავრობამ ყაზახეთის, ჩინეთის,  აზერბაიჯანის, ვიეტნამის, პოლონეთის და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყნის სამხედრო ატაშეს პერსპექტიული უკრაინული ზცრს "ოლხა" ("Вільха") წარუდგინეს



აღსანიშნავია რომ რაკეტები აირდინამიკური საჭეებითაა აღჭურვილი, ეს მიკროძრავებია, რომლებიც ფრენის მომენტში რაკეტის ტრაექტორიის კორექტირებას ახდენენ

Saturday, April 28, 2018

უკრაინის პრეზიდენტმა დაღუპილი ქართველი მებრძოლი "მხედრული მამაცობის" მე-3 ხარისხის ორდენით დააჯლოდვა

27 აპრილს, თბილისში, კინოთეატრ ამირანში, ფესტივალ «Ukraine in Focus»-ის ფარგლებში, უკრაინული კინოფილმის, "კიბორგების" (Кіборги) ჩვენება გაიმართა. პრეზენტაციის დაწყებამდე მაყურებლის წინაშე სიტყვით, საქართველოში უკრაინის ელჩის მრჩეველი, გეორგი ნაზაროვი (Назаров Георгій Павлович) გამოვიდა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობაზე და პარტნიორობაზე საუბრის დასასრულს, ნაზაროვმა, უკრაინული ბატალიონის, "აიდარის" (Айдар), ქართველი მებრძოლი, დავით სიხარულიძე, სიკვდილის შემდგომ (დაიღუპა 2017 წლის 11 მაისს, ლუგანსკის ოლქში, სოფელ ნოვოლუგანსკთან (Новолуганськ)), პოროშენკოს ბრძანებით ორდენი "მხედრული მამაცობისთვის" («За мужність» ІІІ ступеню) დააჯილდოვა. ორდენი დაღუპილი მებრძოლის ოჯახს, კერძოდ კი მის შვილებსა და მეუღლეს გადეცა.


ჩემი მხრიდან დავძენ რომ, როდესაც ელჩის მოადგილე დაჯილდოვების ცერემონიალზე გადავიდა, ცრემლები ვერ შეიკავა. სიტყვა ყელში გაეჩხირა და ხმა გეგუდა, მასთან ერთად ტიროდა უკრაინელი თარჯიმანი ქალბატონი და ალბათ დარბაზში მსხდომი მაყურებლების (80% უკრაინელები იყვნენ) დიდი ნაწილი. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა ქართველი გმირის საპატივცემულოდ. განსაკუთრებით საამყაო იყო დავითის მეუღლის სიტყვები "დიდება გმირებს ვინც სამშობლოს შესწირა თავი და არა აქვს მნიშვნელობა თუ სად იბრძოდნენ, მთავარია რომ სამართლიანობის მხარეს იდგნენ!!!!"

P.S. რაც შეეხება ფილმს - ყველას გირჩევთ მის ყურებას. უყურეთ არა როგორც სააომარ, არამედ როგორც ღრმა აზრობრივ ფილმს, მოუსმინეთ დიალოგებს.

P.P.S. სამწუხაროდ მე ფოტოები ვერ გადავიღე, ამისი არც დრო და არც საშუალება არ იყო.

Wednesday, April 25, 2018

ქართული არმიის ახალი სარემონტო ბაზები და ჯავშან სახანძროები

თავდაცვის სამინისტროს გვერდზე საინტერესო ნიუსი გავრცელდა - თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს. საავტომობილო ტექნიკის სარემონტო ბაზაზე დღეს საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც ახალი ცეცხლმაქრი ყველგანმავლის პრეზენტაცია გაიმართა. ლოგისტიკის სარდლობამ ახალი მუხლუხოებიანი ტექნიკა შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრში დაამზადა. ქართველ ლოგისტიკოს სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი „ლოგისტიკის წლად“ გამოაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმების მიზანია ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაზოგვის პარალელურად ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გულისხმობს ქვედანაყოფების შტატისა და აღჭურვილობის სიების საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურობის გაზრდას. ლოგისტიკის რეფორმის ფარგლებში მართვის ავტომატიზებული პროგრამის დანერგვაც იგეგმება, რომელიც არსებული საკუთრებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების მართვას გააადვილებს. პარალელურად მიმდინარეობს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე მარაგების განსაზღვრა და დაგეგმვა. მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის გეგმის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებასა და თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობის განვითარებაზე.

სიახლეს შემდეგი ვიდეო და ფოტოები ახლდა, რომლებზეც ასახულია ორი ქართული წარმოების მანქანა. პირველი МТ-ЛБ-ს ბაზაზე შექნილი სახანძრო მანქანა, ხოლო მეორე БМП-1-ის ბაზაზეა შექმნილი და კონსტრუქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (ცხაურები შუშებზე, ციმციმა სახურავზე, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკვეთური) ისიც სახანძროს მიზნებს ემსახურება და სავარაუდოდ მეხანძრეების გათვლის გადასაყვანადაა შექმნილი. როგორც ჩანს ხელისუფლებამ შარშანდელი ტყის ხანძრების შემდეგ იაფი და ეფექტური საშუალების გამონახვა სცადა. თავის მხრივ МТ-ЛБ-ს ბაზაზე სახანძრო მანქანა საკმაოდ საინტერესო რამეა, მაღალი გამავლობით და სიიაფით გამოირჩევა, ცოტა წყალმტყორცნის ავტომატიზირებასაც თუ მოახდენენ, მთლად უკეთესი ქინება. 

აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცა - პრობლემები, ეფექტურობა, მომავლის გეგმები


გასულ მარტს, აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მიერ, "სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის" წარმოდგენიდან, 35 წელი შესრულდა. მაშინ სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გააზიარა თავისი წარმოდგენა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შესახებ, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, "დაუძლურდა და მოძველდა". მან ასევე აღნიშნა რომ, ამ გზაზე "იქნებოდა როგორც წარუმატებლობები და პრობლემები, ასევე წარმატებები და გარღვევები". რეიგანის გაფრთხილება ყველაზე კარგად ასახავს ქვეყნის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალების, GMD-ს (Ground-based Midcourse Defense System), რეალურ მდგომარეობას.

თვით ყველაზე გულმხურვალე მომხრეებიც კი აღიარებენ რომ, GMD ბევრ წარუმატებლობას განიცდის. მისი გამოცდების დროს ბევრ შეფერხებას ჰქონდა ადგილი, ბოლო სერიოზულ პრობლემას სისტემა 2013 წლის ივლისში წააწყდა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში GMD-მ წარმატებით გაიარა გამოცდები და გზად ბევრი განახლებაც მიიღო, რომელთა წყალობითაც სისტემა უფრო საიმედო და ეფექტური გახდა. ასევე გაიზარდა კომპლექსის ბიუჯეტიც, რაც ბალისტიკური რაკეტებისთვის მას კიდევ უფრო დიდ გამოწვევად აქცევს.


GMD-ს გარდატეხვის წერტილი


GMD-ს ყველაზე კრიტიკულ კომპონენტს, ანტირაკეტის მარგი ტვირთი, "ატმოსფეროს გარეთ გამანადგურებელი მოწყობილობა" (Exoatmospheric Kill Vehicle - EKV) წარმოადგენდა, რომელმაც ატმოსფეროში შემომავალი რაკეტები უნდა გაანადგუროს. EKV ორი თაობითაა წარმოდგენილი, ეგრეთ წოდებული "გაუმჯობესებული შესაძლებლობების" (Capability Enhancement) მქონე I და II მოწყობილობები, ან შემოკლებით CE-I და CE-II. CE-I-მა გამოცდებზე თავი წარმატებით უჩვენა, მისგან განსხვავებით CE-II-ის ტესტები წარუმატებელი გამოდგა, მან მხოლოდ 2014 წლის 22 ივნისს მოახერხა წარმატებით სამიზნის განადგურება. ამას მოყვა 2016 წლის 28 იანვარს განხორციელებული წარმატებული (სამიზნისთვის გზის გადაჭრის გარეშე) საფრენოსნო გამოცდა. CE-II-ის წარმატებულმა გამოცდებმა დაადასტურეს რომ, სააგენტოს შეუძლია აღმოაჩინოს პრობლემები და მოახდინოს მათი დროული ლიკვიდაცია.

2017 წელი GMD-ს წელი გახდა. 30 მაისს, "სარაკეტო თავდაცვის სააგენტომ" (Missile Defence Agency - MDA), რეალური სამიზნის იმიტატორის გამოყენებით, პირველად განახორციელა კომპლექსის გამოცდა. სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ვიცე ადმირალ ჯიმ შაირინის (Jim Syring) სიტყვების თანახმად: "მან ფაქტიურად მოახდინა იმ ოპერატიული სცენარის მოდელირება, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა".

ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი, იხილეთ სტატია შემდეგ ბმულზე:

ამ გამოცდებმა სხვა ორი კრიტიკული შენიშვნის გაქარწყლებაც მოახდინა - რომ GMD-ს გამოცდები რეალობისგან შორსაა და რომ ის არასოდეს არ შეხვედრია საკონტინეტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას. GMD-სთვის გასული წელი სხვა რამითაც იყო ღირსშესანიშნავი, 44 ცალი გზაგადმჭრელი რაკეტაა წარმატებით იქნა დამონტაშებული, ალიასკაში მდებარე, ფორტ გრილის გამშვებ ჭებში.

ანტირაკეტის მარგი ტვირთი, Raytheon-ის წარმოებული, შემომავალი რაკეტების, "ატმოსფეროს გარეთ გამანადგურებელი მოწყობილობა"   

დიდი ფინანსური სტიმული GMD-სთვის


2017 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ კორეის მიერ, საკონტინენტთაშორისო რაკეტის, Hwasong-15-ის, გამოცდების შემდეგ, - რომელსაც შეუძლია აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს მისწვდეს - დონალდ ტრამპმა და კონგრესმა სასწრაფო ნაბიჯები გადაგეს და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დაფინანსება საგრძნობლად გაზარდეს. 2017 წლის სექტებერში, კონგრესმა, თეთრის სახლის მიერ ბიუჯეტის შესწორებას თანხმობა მისცა, რის შედეგადაც რსთ თავდაცვისთვის დამატებით 249 მილიონი დოლარი იქნა გამოყოფილი. თანხის ძირითადი ნაწილი დამატებით 20 ცალი გზაგადამჭრელი რაკეტის შესაძენად იქნება გამოყენებული. ამ წლის მარტში MDA-ს 11,5 მილიარდი დოლარის დაფინანსება დაუმტკიცდა. ეს სერიოზული ფინანსური ლოკომოტივია და ყველაზე მსხვილ ფინანსურ ასიგნაციას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოს აქამდე მიუღია.

აშშ-ს რსთ დაფინანსების გაზრდის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, იხილეთ სტატიები შემდეგ ბმულებზე:


ახლო მომავლში მოსალოდნელი გაუმჯობესება


უახლოეს წლებში ახალი პროგრამები GMD-ს ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის. 2020 წლისთვის მზად იქნება შორეული მოქმედების რადარი (Long Range Discrimination Radar - LRDR), ის იმსახურებს როგორც საფრთხეების შორ მანძილზე აღმომჩენი გადამწოდი. LRDR-ის მიზანია აღმოაჩინოს შემომავალი რაკეტა ხარვეზებისა და სატყუარებისგან შემდგარ საფრთხეების ღრუბელში.

MDA, სავარაუდოდ 2022 წლისთვის, ახალი, გაუმჯობესებული "გამანადგურებელი მოწყობილობის" (Redesigned Kill Vehicle - RKV) მიღებას დაიწყებს. RKV-ს უფრო გამარტივებული დიზაინითა და წინა თაობისგან განსხვავებით უფრო საიმედო და გამოცდილი კომპონენტებით იქნება აღჭურვილი.


შორეული გეგმები


"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხანგრძლივი განვითარების მიმოხილვა" მომავალში სააგენტოს გზამკვლევი უნდა გახდეს. რსთ კომპლექსები მიიღებენ ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა მაგალითად "მრავალ ობიექტიანი გამანადგურებელი მოწყობილობა" (Multi-Object Kill Vehicle - MOKV), რომელიც ერთ ანტირაკეტას კოსმოსში რამდენიმე სამიზნის განადგურების შესაძლებლობას მისცემს. MDA-ს გეგმების თანახმად, MOKV პროგრამის შესაძლებლობების დემონსტრირება, 2025 წელს უნდა განახორციელედეს.

მომავალში MDA განსაზღვრავს ანტისარაკეტო თავდაცვისთვის აღმოსავლეთ სანააპიროს მონაკვეთს, ამ მიზნისთვის ბაზა სამი ლოკაციიდან შეირჩევა, ესენია: ფორტ კასტერი (მიჩიგანი), კემპ რავენნა (ოჰაიო) და ფორტ დრამი (ნიუ ორკი). პოტენციური ახალი ბაზა საგრძნობლად გაზრდის GMD-ს მოქმედების არეალს და მის გამტარ შესაძლებლობებს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ასევე განხილული იქნება კოსმოსის გამოყენებაც. ბალისტიკური რაკეტების შუალედური ტრაექტორიის კონტროლისთვის, კოსმოსში, სენსორების დაჯგუფების შექმნას, მხარი დაუჭირა როგორც MDA-ს ხელმძღვანელმა, გენერალ ლეიტენანტმა სემ გრივსმა (Sam Greaves), ასევე აშშ-ს სტრატეგიული მეთაურობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯონ ჰაიტენმა (John Hyten).


წყარო:

Monday, April 23, 2018

F-22 Raptor-ის ავარია

12 აპრილს, ალიასკაში მდებარე ელმენდორფის ავიაბაზაზე ბაზირებული, აშშ-ს საჰაერო ძალების მე-3 ავიაფრთის კუთვნილმა F-22-მა, ნევადას დასავლეთით მდებარე "საზღვაო ძალების საჰაერო სადგურ ფალონის" (Naval Air Station Fallon) ასაფრენ ბილიკზე ავარია განიცადა. არაოფიციალური წყაროების თანახმად, აფრენისას ერთი ძრავა არ ამუშავდა, პილოტმა ამის შესაებ ზუსტად აფრენის მომენტში შეიტყო და რეაგირება ვერ მოასწრო. შედეგად გამანადგურებელი ჰაერში აიწია და შეკეცილი შასით დაენარცხა ხმელეთს.

წყარო:

Sunday, April 22, 2018

დღის ფოტო - საერთაშორისო სწავლება Iniohos 2018

ამა წლის 12 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით, საბერძნეთში, საერთაშორისო საჰაერო სწავლება Iniohos 2018 (ΗΝΙΟΧΟΣ-2018) მიმდინარეობდა. სწავლებაში ჩართული იყო 70 გამანადგურებელი, 1000-ზე მეტი პირადი შემადგენლობა და 6 ქვეყანა. წარმოდგენილი იყვნენ შემდეგი ქვეყნები და საავიაციო ტექნიკა:

  • აშშ - F-15
  • იტალია - Panavia Tornado IDS
  • გაერთიანებული სამეფო - Eurofighter Typhoon FGR4
  • გაერთიანებული საემიროები - Mirage-2000-9
  • საბერძნეთი - F-16 BLOCK 30/50/52+/M, F-4, Mirage-2000-5Mk2, EMB-145H AEW&C
  • კვიპროსი - AW-139