ჩრდილო–დასავლეთის ფედერალური ოლქის სამხედრო ხელმძღვანელების განცხადებით – კარელიის რაიონში, პეტროზავოდსკთან კატასტროფა განიცადა Су-27УБ–მ. წყაროს ცნობით პილოტებმა კატაპულტირება მოასწრეს.
"თვითმფრინავი დასახლებულ პუნკტ ბესეცკთან ახლოს ჩამოვარდა, მიმდინარეობს პილოტების ძებნა" – განაცხადა სამხედრო უწყების წარმომადგენელმა.
წინასწარი ცნობებით მსხვერპლი და შენობების დაზიანებები არ არის.
წყაროს ცნობით – "თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა 09:50 საათზე, სასწავლო ფრენის შესრულებისას, აეროდრომ ბასოვეციდან 5 კილომეტრის მოშორებით".
წყარო:
No comments:
Post a Comment