Tuesday, June 26, 2012

ნორვეგიის არმიამ BAE Systems 500 მილიონი ფუნტის ქსმ-ები შეუკვეთა

BAE Systems 500 მილიონი ფუნტ სტერლინგად (750 მილიონი დოლარი) ნორვეგიის არმიისთვის ააწყობს ახალ CV-90-ებს და მოდერნიზაციას ჩაუტარებს ძველ მოდელებს.

კომპანია მოდერნიზაციას ჩაუტარებს ნორვეგიის არმიის შეიარარებაში მყოფ 103 ქსმ CV-90-30, რომლებიც ნორვეგიის არმიამ 90-იანების შუაში შეიძინა და ასევე დაამზადებს  CV-90-ის 144 ახალ, სხვადასხვა კოფიგურაციის სავალ ნაწილს. ეს მანქანები მხედველობის ხარისხის ამაღლების მიზნით აღჭურვილი იქნება სენსორების გაუმჯობესებული სისტემით.

     სადაზვერვო CV-90
პროექტის ფარგლებში აწყობილი იქნება 74 ცალი ქსმ-ი, 21 სადაზვერვო, 15 სამეთაურო , 16 საინჟინრო, 16 მრავალმიზნობრივი და 2 სასწავლო მანქანა. მრავალმიზნობრივ მანქანებს შეეძლებათ შეასრულონ სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის - მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების მანქანის ან თვითმავალი ნაღმტყორცნის შასი.

"დღევანდელი შეკვეთა ადასტურებს ნორვეგიის ნდობას CV-90 მანქანების ოჯახისადმი" - განაცხადა BAE Systems Hagglunds-ის პრეზიდენტმა ტომმი გუსტაფსსონ-რასკმა (Tommy Gustafsson-Rask). "ჩვენ ვაგრძელებთ ამ მაქანის განვითარებას და მის ინვესტირებას, რათა შევინარჩუნთ ის ტექნოლოგიების წინა ხაზზე, კერძოდ დავამატეთ გაუმჯობესებული დაცვა და ციფრული შესაძლებლობები ისე, რომ ის მსოფლიოში დარჩეს ერთერთ მეწინავე მანქანად თავის კატეგორიაში".


ნორვეგიის არმიის მიერ ავღანეთში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მანქანას ექნება გაუმჯობესებული დაცვა, გადარჩენადობა, სიტუაციური გათვითცნობიერება, დაზვერვისა და ოპერატიული შეთავსებადობის შესაძლებლობები.


ნორვეგიული CV-90 ავღანეთში



კონტრაქტის შესრულებაში ნორვეგიის წარმოება მნიშვნელოვან როლ შეასრულებს. Kongsberg Defence & Aerospace სათავეში ჩაუდგება Thales Norway და Vingho-სგან შემდგარ ჯგუფს. Kongsberg პასუხისმგებელია საინფორმაციო სისტემის და მონზაცემთა გადაცემის სისტემების კომპლექსზე, მათ შორის შეიარაღების სისტემის ინტეგრაციაზე, კავშირგაბმულობისა და უსაფრთხოების სისტემებზე. მანქანის ყველა ვარიანტზე დაყენდება დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდული  Kongsberg Protector.




შვედური CV-90 ყველა სკანდინავიური ქვეყნის შეიარაღებაში იმყოფება (ნორვეგია, შვედეთი, დანია და ფინეთი), და ასევე შვეიცარიის და ჰოლანდიის არმიებშიც. პირველი ქსმ CV-90 მიწოდებული იქნა 1993 წელს. ნორვეგიის მიმდინარე შეკვეთა ამ მანქანების საერთო რიცხვს 1200-მდე გაზრდის.

წყარო:
True Norsk: CV90 Armored Modernization

No comments:

Post a Comment