14 ივნისს, ISAF-ის მისიაში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა. ფოტომასალაზე ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობაა ასახული.
გამოფენას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანდრო ბარნოვი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია და დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ამ ფოტოების მეშვეობით ადამიანებს კარგი შესაძლებლობა ეძლევათ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ავღანეთში ნატო-ს სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ანდრო ბარნოვმა.
გამოფენა საქართველოში ნატო-ს კვირეულის ფარგლებში კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა.
No comments:
Post a Comment