აშშ-ს არმიამ თავისი არსენალი ახალი მინი უპილოტო აპარატი Switchblade-თი შეავსო. შეტაკების დროს უპილოტო აპარატი ნაღმტყორცნის ტიპის გამშვებით გაიტყორცნება, აწარმოებს მოწინააღმდეგის ძებნას და აღმოჩენის შემდეგ ახორციელებს დამიზნებას ან ერთეულ მოწინააღმდეგეზე ან ტექნიკაზე - როგორც მართვადი ბომბა, დაეჯახა-აფეთქდა.
უპილოტოს წონა 2,5 კილოგრამია, რამდენია აქედან ასაფეთქებელი მასალა არ კონკრეტდება.
დრონის გმირული მოქმედების ვიდეო
P.S. საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა - იაფი (დარწმუნებული ვარ ჯაველინზე და სპაიკზე იაფი ეღირება), ეფექტური და საკმაოდ გამოსადეგი ჭკვიანი ჭურვი, რომლის გამოყენებაც თავისუფლად შეიძლება საფარიდან სნაიპერების და ყუმბარმტყორცნელების გასანადგურებლად, ასევე ჩასაფრებაში მოყოლის დროს და სხვა მრავალ საბრძოლო ვითარებაში, როდესაც საჭიროა ზუსტი დასტყმა, დროც ცოტაა და ავიაციის ან არტილერიის გამოყენებაც შეიძლება დაგვიანებული იყოს (საკუთარი გამოცდილებიდან - საარტილერიო ცეცხლს საუკეთესო ვარიანტში 15 წუთში მიიღებ).
No comments:
Post a Comment