Wednesday, June 27, 2012

ვენესუელამ ირანს F-16 გადასცა

ვენესუელამ ერთი ცალი ორ ადგილიანი F-16 Block-15 OCU ირანს გადასცა. გამანადგურებელს ირანის ავიაცია და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მასთან ბრძოლის მეთოდების დასახვეწად გამოიყენებს. 70–იანებში ირანს სურდა აშშ–ი 300 ცალი F-16 ყიდვა. კონგრესმა გაყიდვის უფლება დართო კომპანიას, მაგრამ ცოტა მოგვიანებით, 1979 წელს ირანში ისლამური რევოლუცია მოიხდა და ამერიკამ კონტრაქტი გაყინა.


ესპანური ვებ გვერდი ABC თანახმად, ვენესუელას ავიაციის კუთვნილი სულ ცოტა ერთი ცალი F-16B გადატანილი იქნა Boing 707 საშუელებით ირანში. ფრენა ჯერ ბრაზილიაში და შემდეგ ალჟირში შუალედური დაჯდომებით განხორციელდა. სამხედრო ექსპერტების აზრით ასეთი ნაბიჯი ირანს რაიმე მნიშვნალოვან ტექნიკურ სარგებელს არ მისცემს, რადგანაც ვენესუელას F-16 მიახლოებით 30 წლისებია და საგრძნობლად ჩამორჩება მის თანამედროვე ანალოგებს.

ABC–ს თანახმად კარაკასმა და თეგერანმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ირანისთვის სახმელეთო და საფრენოსნო გამოცდებისთვის რამოდენიმე F-16 უნდა მიეწოდებინათ.
 თვითონ ვენესუელამ 24 ცალი F-16/B Block-16 1982 წელს შეიძინა ამერიკისგან. ამჟამად მისი სამხედრო–საავიაციო პარკი უახლესი Су-30-ეებითაა შევსებული და ვენესუელას მთავრობა მოძველებული ამერიკული გამანადგურებლებისთვის მყიდსველს ეძებდა.






No comments:

Post a Comment