ევროპაში დაბრუნებული ამერიკული ტანკებისა და ქსმ–ების შესახებ უკვე ვწერდი –გენერალი Abrams ევროპაში ბრუნდება. ამჯერად ევროპაში ბაზირებულმა ამერიკულმა ქვედანაყოფებმა გენერალი Bradley სასროლეთზე გაასეირნეს – კერძოდ კი Grafenwoehr–სა და Hohenfels–ის საწვრთნელ ბაზებზე 1–ლი საკავალერიო დივიზიის, 1–ლი ტაქტიკური დაჯგუფების ბრიგადის, მე–5 საკავალერიო პოლკის, მე–2 ბატალიონის ჯარისკაცებმა ქსმ M2A3 Bradley–ბით საცეცხლე მომზადება განახორციელეს.
No comments:
Post a Comment