Wednesday, May 7, 2014

XXI საუკუნის საბრძოლო სატრანსპორტო ავტომოანქანა – რუსები ფუტურისტობენ

2014 წლის მარტში სტარტი აიღო კონკურსმა "XXI საუკუნის საბრძოლო სატრანსპორტო ავტომოანქანა" (Боевой транспортный автомобиль XXI века), რომლის მონაწილეებსაც შესთავაზეს მომავლის მრავალფუნქციური სამხედრო ავტომანქანის გარეგანი იერის შექმნა. კონკურსი ახალი ტექნიკური და სტილისტიკური გადაწყვეტილებების აღმოჩენას ისახავს მიზნად. 6–დან 11 მაისამდე რუსეთის დეკორატიულ–გამოყენებით და ხალხური ხელოვნების მუზაუმში მიმდინარეობს ესკიზების გამოფენა, ხოლო ეზოში გამოფენილია ჯავშანმანქანები "კლოუნი" (Колун) და "ტოროს" (Торос).
"Колун"–ისა და "Торос"–ის პროტოტიპები ურალის საავტომობილო ქარხანაშია დამზადებული. მოხდება თუ არა მათი სერიაში ჩაშვება, ამას პოტენციური მყიდველების რეაქცია განსაზღვრავს.
"Торос" სამ მოდიფიკაციაშია წარმოდგენილი – სამეთაურო, საბრძოლო და სანიტარული. ეს ამფიბია–მანქანებია, რომლებსაც ძალუძთ წყლის წინაღობების ცურვით გადალახვა. მათი შექმნისას გამოყენებული იქნა БТР-60–ის აგრეგატები და მინსკის ძრავმშენებელი ქარხნის ძრავები.
"Колун" ორ ვარიანტშია წარმოდგენილი – 4х4 და 6х6. დაჯავშნული მანქანები ЗиЛ-131 შასიზეა აწყობილი. 

პროტოტიპები კონსორციუმ "ИНТРАЛЛ"–ის პრეზიდენტმა, ანატოლი ლეირიხმა წარადგინა. მის აზრით რუსი ინჟინრების და კონსტრუქტორების მუშაობა მიმზიდველი უნდა გახადონ. კონკურსის მონაწილეთა შორის 100–მდე ახალგაზრდა სპეციალისტია, რომლებიც ტექნიკური დიზაინის სფეროში მუშაობენ.

ავტორი ილია ავაკოვი

ავტორი სერგეი პუგა

 Mikhanizator86

ავტორი sWhale

 ავტორი Yolly

ავტორი რუგერი – აშკარად თურქული კობრის გავლენის ქვეშ იმყოფება

ავტორი rom.tortuga

კონკურსანტების ყველა ნამუშევრების გაცნობა შემდეგ საიტზეა შესაძლებელი – www.cardesign.ru.

წყარო:

1 comment: