Saturday, May 10, 2014

საბჭოთა ტანკმშენებლობის კიდევ ერთი საიდუმლო

ინტერნეტ სივრცეში გამოჩენილი, საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში, ხარკოვის მნაქანათმშენებელი საკონსტრუქციო ბიუროს მიერ შექმნილი ახალი თაობის ტანკი Объект 477–ის, საცდელ საკონსტრუქციო სამუშაოს შიფრი "Молот", წინა სერიული მანქანის პირველი ფოტოსურათი, მანქანა Объект–219–ის სავალი ნაწილითაა აღჭურვილი:

ტანკი აღჭურვილი იყო 152მმ–ნი ქვემეხით, რომელიც დისტანციურად მართვად კოშკურაში იყო დამონტაჯებული. 34 ცალი 152მმ–ნი ჭურვი ავტომატურ დამტენში იყო განთავსებული.
აღსანიშნავია რომ პროექტს სახელი რამდენჯერმე შეეცვალა – თავდაპირველად იყო Объект–490 "Боксер" (სულ თავიდან მას სავარაუდოდ "Бунтарь" ეწოდებოდა) შემდეგ გახდა Объект 477 "Молот".

შარშან ასევე გამოქვეყნებული იყო 477–ის სავალი მაკეტის ფოტოები, მანქანა სადღაც რუსეთში განისვენებს:


დაწვრილებით მანქანის შესახებ წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე – «Объект 477» - опытный основной боевой танк, ОКР «Боксёр», ОКР «Молот».

No comments:

Post a Comment