Friday, May 9, 2014

MBDA–მ გამოფენა SOFEX–2014–ზე ჯავშანტექნიკის სტელს აღჭურვილობა წარმოადინა

 MBDA–ს მიერ SOFEX–2014–ზე წარდგენილი MULTISORB–ის ნიმუში
სპეციალური დანიშნულების ძალების მე–10 საერთაშორისო გამოფენაზე (SOFEX-2014), კომპანია MBDA–მ სამხედრო მანქანებისთვის განკუთვნილი სტელს აღჭურვილობა, სახელწოდებით Multisorb–ი წარადინა. ეს მსუბუქი და მკვრივი, 3D სტრუქტურის მქონე სინთეთიკური ქსოვილი, შექმნილია გამტარ ბადეზე დამაგრებული ვენტილირებადი გარე ფენისგან. გამტარი ბადე თავის მხრივ ქაფის საძირეზე ამაგრია.
საფარველის სტრუქტურის 3D ფორმის გარე ფენა უზრუნველყოფს კამუფლიაჟის ტრადიციული ვიზუალურ ფერისა და კონტურს. მაგრამ სამი მასალის ერთად შერწყმული თვისებები, უზრუნველყოფს ტექნიკის მიერ გამოსხივებული სითბოს მნიშვნელოვან შეზღუდვას და ასევე ამცირებს რადიოლოკაციურ შემჩნევადობას.
ძრავის მიერ გამოსხვიებული სითბოს გარეშეც, ტექნიკა მზეზე დგომისას, საკმაოდ თებბა და მისი აღმოჩენა თბოხედვის ხელსაწყოებით ძალიან ადვილია. Multisorb–სის საფარველი ახდენს ტექნიკის მზის სხივებისგან იზოლირებას და საგრძნობლად ამცირებს სითბურ სიგნატურას.

Multisorb საგრძნობლად ზღუდავს მანქანის მიერ გამოყოფილ სითბის და ამცირებს რადიოლოკაციურ შემჩნევადობას
MBDA–მ სტელს კომპლექტი ყველაზე მკაცრ საველე პირობებში გამოსცადა, რითაც დაამტკიცა ამ საფარველის არა მარტო სტელს მახასიათებლები, არამედ ისიც რომ მას შეუძლია გაუძლოს ყველაზე აგრესიულ პირობებსა და მოპყრობას.
Multisorb–ის დაყენება ნებისმიერ მანქანაზე შეიძლება – დაწყებული 4х4 სავალი ფორმულის მქონე მსუბუქი ყველგანმავლებით და დამთავრებული ძირითადი საბრძოლო ტანკებით. მისი გამოყენება ასევე შეიძლება ისეთი ობიექტების შესანიღბავად, როგორებიცაა – თავშესაფრები, სატყვიამფრქვევო ბუდეები, სნაიპერის საფარი, სანაპირო დაცვისა და სპეცდანიშნულების რაზმების სწრაფმავალი კატერები.

წყარო:

3 comments:

  1. magaria ramea. vpiqrob chven chveni bunebrivi pirobebidan gamomdinare ar gvawyenda

    ReplyDelete
  2. დელტამ უნდა იმუშაოს ამაზე

    ReplyDelete