Wednesday, May 7, 2014

ინდოეთმა ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა Astra წარმატებით გამოსცადა

რაკეტა Astra–ს საცდელი გაშვება Су-30МКИ–დან
გასულ კვირას, 4 მაისს, იდოეთმა ქვეყნის დასავლეთით, საზღვაო პოლიგონზე წარმატებით გამოსცადა ეროვნული წარმოების ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა Astra. სროლები რუსული წარმოების, მრავალფუნქციური გამანადგურებელ Су-30МКИ–დან განხორციელდა.
სატესტო სროლებისას რაკეტამ ყველა ფაზაში გამართულად იმუშავა, მის მოქმედებას მაღალი სიჩქარის კამერებით აკვირდებოდნენ.
Astra პირველი ინდური შორიმანძილის ჰარი–ჰაერი კლასის რაკეტაა და ის სრულებით ინდოეთში, DRDO–ს მიერაა შექმნილი. რაკეტის სროლის მანძილი 60+ კილომეტრია და მას გააჩნია მიზნის ერთი გასროლით დაზიანების მაღალი კოოფიციენტი (Single Shot Kill Probability – SSKP), რაც მის საიმედოობაზე მეტყველებს.
Astra წარმოადგენს ტერმინალური მართვის მქონე, აქტიური რადიოლოკაციური თავაკით აღჭურვილ რაკეტას, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ამინდში შეიძლება. მას გააჩნია ელექტრონული ხარვეზების კონტრზომების (ECCM – electronic counter-counter measures) შესანიშნავი შესაძლებლობები, უკვამლო ძრავა და მულტიმიზნობრივ სცენარში მოქმედების გაზრდილი ეფექტურობა, რაც მას მსოფლიოში მეწინავე რაკეტად ხდის.
ეს სროლები პირველი იყო იმ ფართომაშტაბიანი გამოცდებიდან, რაც მომავალში უნდა განხორციელდეს. როგორც პროექტის დირექტორმა, ს. ვენუგოპალმა (S. Venugopal) განაცხადა – "20–30 საცდელი გაშვება უწყვეტ რეჟიმში მოხდება". ეს გაშვებები რაკეტის ისეთ მახასიათებლების შეეხება, როგორებიცაა – სიჩქარე, სიმაღლე და შეტევის კუთხე.
რაკეტის სერიაში ჩაშვების შემთხვევაში მის გამოყენებას შესძლებს ინდოეთის საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფი ყველა გამანადგურებელი – Су-30МКИ, МиГ-29УПГ, Tejas, Mirage-2000 და Sea Harrier.
ასევე ცნობილია, რომ რაკეტა Astra–ას Mk-II ვარიანტის გამოცდები, რომელის სროლის მანძილიც 100 კილომეტრს შეადგენს,  ამ წელს დაიწყება. 

რაკეტა Astra–ს საცდელი გაშვება Су-30МКИ–დან

ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა რაკეტა Astra შეიარაღების გამოფენაზე ინდოეთში
 ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტა რაკეტა Astra–ს მოკლე ტექნიკური აღწერილობა და მახასიათებლები


წყარო:

No comments:

Post a Comment