Monday, May 5, 2014

უკრაინის კრიზისი და დასავლეთის გამოღვიძება

დასავლეთმა, კერძოდ კი NATO–მ და ევროკავშირმა, ნელ–ნელა, ჟანგიანი სახსრების ჭრიალით, ღრიჭინითა და რევმატიზმებიან წელზე ხელის მოკიდებით სსრკ–ს დაშლიდან 20 წლიანი ლითარგიული ძილიდან გამოღვიძება და აზრზე მოსლვა დაიწყეს. აშშ–ს მიერ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნების მიმართ სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ გაკეთებული განცხადების შესახებ უკვე ვწერდი – აშშ–მ უკრაინის კრიზისის საპასუხოდ NATO–ს წევრ ქვეყნებს სამხედრო ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდა.
ასევე ვწერდი ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ გადასროლილი გამანადგურებლების შესახებ, მაგალითად – ფრანგული Rafale–ბი პოლონეთში.
ამჯერად ვრცელდება დამატებით კიდევ სხვა საინტერესო ინფორმაცია ევროპის ქვეყნების შესახებ. მაგალითად:
ჰოლანდიური Leopard-2A6 – როგორც ყველასთვის ცნობილია, ჰოლანდიამ ტანკებზე უარი თქვა. თუმცაღა ერთი "მაგრამ!" – უკრაინის კრიზისი. ინტერნეტში გავრცელებული ინფრომაციის თანახმად ნიდერლანდების არმიაში ტანკების დაბრუნების საკითხი დადგა. ჯერ–ჯერობით დაგეგმილია ბუნდესვერიდან სატანკო ოცეულის დაქირავება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სასწავლო პროცესი. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია როგორც მინიმუმ ერთი სატანკო ბატალიონის რეინკარნაცია.

წყარო:

საფრანგეთი და ჰიპერბგერითი ტაქტიკური ბირთვული რაკეტა
როგორც ფრანგული ჟურნალი "Air & Cosmos" იუწყება, საფრანგეთის საჰაერო ძალების შტაბის მეთაურმა, გენერალმა დენის მერსიერმა (Denis Mercier), 2014 წლის 15 აპრილს, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების ეროვნული კომიტეტის ყრილობაზე განხორციელებულ საფრანგეთის ბირთვული შეკავების ძალების პრობლემებთანდ დაკავშირებულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ბირთვული შეკავების საჰაერო კომპონენტის მოდერნიზაციის ფარგლებში განიხილება, ამჟამად შეიარაღებაზე მყოფი ფრანგული ზებგერითი საჰაერო ბირთვული რაკეტა ASMP-A–ს, რომლის მატარებლებიც გამანადგურებლები Rafale და Mirage 2000N არიან, ჩანაცვლების ორი ვარიანტი – "პირველი ეს სტელს–რაკეტაა, მეორე 7 ან 8 МАХ სიჩქარის მქონე ჰიპერბგერითი რაკეტა". "ჩვენ მეორე ვარიანტისკენ ვიხრებით" – დასძინა გენერალმა.
  გამანადგურებელ Dassault Rafale B–ეზე დაკიდებული საფრანგეთის საჰაერო ძალების არსენალში მყოფი ტაქტიკური საჰაერო ზებგერითი ბირთვული რაკეტა ASMP-A

წყარო:

No comments:

Post a Comment