Thursday, January 2, 2014

პოლონეთი Оса-AK/AKM–ის მოდერნიზაციას გეგმავს


პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების შესყიდვების სამსახურმა გამოაცხადა სამხედრო საწარმოო, Wojskowe Zaklady Uzbrojenia–სთან (WZU) გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმადაც კომპანია ვალდებულია მოდერნიზაცია ჩაუტაროს პოლონეთის შეიარაღებაში არსებულ 9А33БМ2/9А33М3 "Оса-AK/AKM"–ებს Оса-P–ეს დონემდე.
კონტრაქტის ფარგლებში კომპანია 2014–2015 წლებში სულ 17 კომპლექსის მოდერნიზაციას განახორციელებს (10 ერთეული 2014 და 7 ერთეული 2015 წლებში).
სავარაუდოდ ეს ის მანქანებია, რომლებსაც მოდერნიზაციის პირველი ფაზა არ შეეხოთ, მთლიანობაში მოდერნიზაცია შეიარაღებაში მყოფ 64 მანქანას უნდა ჩაუტარდეს.
მოდერნიზაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს Mark XII Mod.4 სატნადრტი "ჩემი–სხვისი" სისტემის დამონტაჟებას. მანქანა ასევე აღიჭურვება ინფრაწითელი სათვალთვალო–სამიზნე კამერით, ლაზერული მანძილმზომით, ელექტროგენერატორითა და ციფრული ინდიკატორით.

Оса-P, რომელიც აღჭურვილია საბჭოთა რაკეტების 9M33–ების სამი და ახალი პოლონური რაკეტების, Blyskawica–ს სამი გამშვებით
პერსპექტივაში მანქანებს შეიძლება მეორე ეტაპის მოდერნიზაციაც ჩაუტარდეს, რომელიც შეიძლება მანქანებზე არსებული, მოძველებული საბჭოთა რაკეტების თანამედროვე, პოლონუირი რაკეტებით (მაგალითად " Blyskawica" – ელვა) აღჭურვასაც მოიცავდეს. მეორე ეტაპში მანქანიდან ასევე დემონტირებული იქნება მთელი მოძველებული აპარატურა, შემცირდება ეკიპაჟი და შესაძლებელი იქნება ცეცხლის დისტანციური წარმოება.
სავარაუდოდ საზენიტო კომპლექსი 9K33 "Оса" პოლონეთის არმიის შეიარაღებაში 2026 წლამდე დარჩება, რის შემდეგაც მას ახალი კომპლექსით ჩაანაცვლებენ.


წყარო:

Wednesday, January 1, 2014

ამერიკული სატანკო ჭურვების რამოდენიმე სიახლე

აშშ შეიარაღებული ძალების მიერ 2013 წელს  გამოცემულ ჭურვების კატალოგში "AMMUNITION SYSTEMS - Portfolio Book 2012-2013" რამოდენიმე საინტერესო სატანკო ჭურვიც არის ნახსენები:

120მმ–ნი, თანამედროვე მრავალფუნქციური სატანკო ჭურვი AMP-T (120mm, Advanced Multi-Purpose – AMP-T)
ჭურვი აერთიანებს М830, М830А1, М908 და М1028–ის შესაძლებლობებს ერთ გასროლაში. ეს გასროლა უზრუნველყოფს ტანკ Abrams–ის ახალი შესაძლებლობების რეალიზაციას – ტანკსაწინააღმდეგო გათვლების და რკინაბეტონის წინაღობების განადგურებას ერთი სახეობის ჭურვით. ჭურვის ამფეთქს ექნება მუშაობის სამი რეჟიმი – მყისიერი მოქმედების (PD – Point Detonation/ Super Quick), კონტაქტური შეყოვნებით (PDD  – Point Detonation Delayed) და საჰაერო უკონტაქტო მოქმედების (Air Burst).

ჭურვი შესაძლებელი იქნება შემდეგი სახეობის სამიზნეების განადგურება:

  • ბეტონის კედლები, ბუნკერები, შენობები.
  • ქვეითები, სატანკო გათვლები
  • სატვირთოები, ავტომანქანები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და ქსმ–ბი.


მახასიათებლები:

  • გაფართოებული შესაძლებლობების სატანკო ჭურვი
  • მრავალფუნქციური ამფეთქი
  • საჰაერო აფეთქების ტექნოლოგია
  • საბრძოლო თავის გაუმჯობესებული ფრაგემნტაცია
  • აფეთქებისადმი მაღალი მედეგობა

ჭურვის გამოყენებით ტანკს შეეძლება 7500 მეტრის მანძილზე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების გათვლებისა და ბეტონის კონსტრუქციების განადგურება. გეგმის მიხედვით ახალი გასროლების შესყიდვა 2017 ფინანსური წლისთვისაა გათვალისწინებული.

120მმ–ნი ჯავშანგამტან–ქვეკალიბრულ–ფრთასხმული ჭურვი M–829E4 (M–829E4 APFSDS-T) 
ჭურვმა M–829E4–მა თანამედროვე დინამიკური დაცვით (ЕRА) აღჭურვილ მოწინააღმდეგის  ტანკებზე უპირატესობა უნდა უზრუვნელყოს. პროგრამაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. 2010 ფინანსურ წელს დაიწყო 4 წლიანი პროგრამა EMD და 2 მწარმოებელს (Alliant Techsystems და General Dynamics OTS) მიეცა სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების ჩატარების შეკვეთა.
თავის მხრივ EMD პროგრამა ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი დასრულდა როდესაც მწარმოებლებმა თავისი ნაწარმი წარადგინეს გამოცდებზე, რის შედეგადაც ერთი იქნა არჩეული (ATK). ხოლო მეორე ნაწილი ჯერ ისევ გრძელდება.

შესაძლებლობები/გაუმჯობესებები:
  • საუკეთესო კინეტიკური ენერგიის ჭურვი


სისტემის მახასიათებლები:
  • 120მმ
  • მე–5 თაობის კინეტიკური ენერგიის ჭურვი
  • გაღარიბებული ურანის გულარი
  • გაუმჯობესებული სატყორცნი მუხტი
  • შეუძლია დინამიკური დაცვითა და აქტიური დაცვით აღჭურვილი ტანკების განადგურება

მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ნატოს სტანდარტების 120მმ–ნი ქვემეხიდან და ასევე გაზრდილია ჭურვის სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი.
გაგმის მიხედევით ახალი ჭურვების შესყიდვის დაწყება 2015 ფინანუსრ წელშია გათვალისწინებული

P.S. საინტერესოა წითლად გამოყოფილი ფრაზა – რომელი დინამიკური და აქტიური დაცვის წინააღმდეგაა ალეზილი ახალი ამერიკული ჭურვი. დინამიკური დაცვის ეტალონად სავარაუდოდ უკრაინის მიერ აშშ–სთვის მიყიდულ T-84–ებზე არსებული ДЗ Нож იქნა აღებული (ამ T-84–ების შესახებ არა–ერთხელ ვწერდი – უკრაინული Т-84–ები ამერიკაშიТ-80УД აშშ-ში), რომელიც კუმულაციური ჭურვების გარდა კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგაც მუშაობს. აი აქტიური დაცვა იწვევს დიდი ეჭვს – სერიული სისტემებიდან მხოლოდ ებრაული და საბჭოთა მოდელებია ცნობილი, მათ შორის საბჭოთა КАЗ Дрозд ისევ და ისევ უკრაინიდან მოხვდა ამერიკაში, მაგრამ ეს კომპლექსი კინეტიკის წინააღმდეგ არ მუშაობს.

Tuesday, December 31, 2013

2013 წელს რუსეთის ვერტმფრენმშენებლებმა 303 ვერტმფრენი ააწყვეს


გაერთიანებული სააქციონერო საზოგადოება "რუსეთის ვერტმფრენების" (ОАО «Вертолеты России») 2013 წლის 30 დეკემბრის პრეს–რელიზის თანახმად 2013 წლის განმავლობაში სულ გამოშვებული იქნა 303 ცალი ვერტმფრენი.

წინა წლებში შემდეგი რაოდენობის ვერტმფრენები იქნა აწყობილი:
  • 2008 წელი – 169
  • 2009 წელი – 183
  • 2010 წელი – 214
  • 2011 წელი – 262
  • 2012 წელი – 290
წყარო:

Tuesday, December 24, 2013

მოდულური ჯავშანი და დინამიკური დაცვა

ფაქტიურად ერთადერთი მოდულურჯავშნიანი სერიული ტანკი, ებრაული Merkava Mk-4. ამ თაობის დანარჩენი სხვა ტანკები ნახევრადმოდულურჯავშნიანებად შეიძლება ჩაითვალოს (თუმცა რაღაც–რაღაცა მცირე პრეტენზიებზე თვალის დახუჭვით რუსული ტანკებიც Merkava Mk-4  გვერდზე დგანან მოდულურობის მხრივ).


This pics confirms that the glacis plate and the turret modules of Merkava 4 has explosive contents. 
Inscription on the glacis "נפיץ סידרה.01.11"- Series Explosive.01.11
On turret module "01.05.נפיץ סידרה"- Series Explosive.01.05
So, its must be SLERA and not NERA



Removable modular special armor packages (NERA/SLERA) of hull side of Merkava Mk4 MBT.






Saturday, December 21, 2013

DARPA–ს რობოტების შეჯიბრი

გუშინ და დღეს განხორციელდა ტექნოგენური კატასტროფების და საერთოდ რთულ პირობებში ავტონომიურად მოქმედი რობოტების პირველი შეჯიბრება. DARPA–ს ამ პროექტს DARPA Robotics Challenge ეწოდება. პროექტის საიტზე განთავსებულია შეჯიბრების ფარგლებში შესრულებული სავარჯიშოების პირდაპირი ტრანსლიაციის ვიდეო (უნდა აღინიშნოს სანახაობა არც თუ ისე მომხიბვლელია, თუმცაღა ეს პირველი მცდელობაა). 
რობოტები შემდეგ სავარჯიშოებს ახორციელებენ – სხვადასხვა წინაღობების გადალახვა (კიბეები, კარებები, ნანგრევები და სხვები) და ასევე სატრანსპორტო საშუალების მართვა (ბაგგის ტიპის მცირე ავტომობილი).

დაველოდოთ შედეგებს.

Sunday, December 15, 2013

დღის ფოტო – ანგელოზები


საბრძოლო მოდული Эпоха

2013 წლის 15 დეკემბერს გადაცემაში "Служу России!" ნაჩვენები იქნა ახალი რუსული საბრძოლო მოდულის, "Эпоха"–ს (მის შესახებ უკვე ვწერდი – საბრძოლო მოდული "ეპოქა" (эпоха)აწყობის პროცესი. მოდული აქტიური დაცვის კომპლექსითაა აღჭურვილი და წარმოადგენს დისტანციურად მართვად, სრულებით გარეთ გატანილ კოშკურას, რომელიც მეთაურისა და მემიზნე ოპერატორის ტერმინალებითაა აღჭურვილი.

საბრძოლო მოდულის გვერდითი ხედი – მწვანე ტმსკ, წითელი ად

მოდულის ხედი წინიდან – მწვანე ტმსკ, წითელი ად, თეთრი მემიზნე ოპერატორის მრავალარხიანი სამიზნე კომპლექსი, ყვითელი – მეთაურისა და მემიზნეს ოპერატორის სამუშაო ადგილები

ყვითელი მეთაურის ან მემიზნე ოპერატორის სამუშაო ადგილი, ლურჯი მოდულის სამართავი ჯოისტიკი


ვიდეოსიუჟეტის ბმული:
Служу России 15 12 2013

Friday, December 13, 2013

ბერძნული С–300 ПМУ1–ის პირველი საცეცხლე გამოცდები

დღეს, საბერძნეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა პირველად განახორციელეს 97 წელს, კვიპროსის მიერ შესყიდული და შემდეგ საბერძნეთზე გადაცემული რუსული ჰსთ კომპლექსი, С–300 ПМУ1–ის საცეცხლე გამოცდები. კომპლექსი საბერძნეთის შეიარაღებაზე 14 წელია რაც დგას, მაგრამ მიუხედავად ამისა მისი ოპერატიული მზადყოფნა მიღწეული არ იყო – ბერძნულმა მხარემ პირველად განახორციელა მისი საცეცხლე გამოცდები.
სროლებს რუსული დელეგაცია დაესწრო. კომპლექსმა 30 კილომეტრის მოშორებით და 2კმ სიმაღლეზე მფრენი, მანევრირებადი, საკმაოდ მცირე ზომის საჰაერო სამიზნე ჩამოაგდო. აღსანიშნავია რომ საზენიტო რაკეტები 15 წლის განმავლობაში ინახებოდა კონტეინერებში.

რუსულ–იტალიური ქართულად

ჯავშანმანქანა "მღებროვ–იზოტტა–ფრასკინი"

1916 წელს, იჟორსკის ქარხანაში, უკანაამძრავიანი, 4x2 სავალი ფორმულის მქონე იტალიური სატვირთოს, "იზოტტა–ფრასკინის" ბაზაზე   შექმნილი ჯავშანმანქანა.
1914 წელს, პოლკოვნიკი სეკრეტევის თაოსნობით სამხედრო კომისიის მიერ უცხოეთში შესყიდულ მანქანებს შორის იყო ერთი 4 ტონიანი იტალიური სატვირთო "იზოტტა–ფრასკინი". 1915 წლის გაზაფხულზე მანქანა დასაჯავშნად იჟორსკის ქარხანაში გააგზავნეს. დაჯავშნის პროექტი შტაბს–კაპიტანმა აბესალომ მღებროვმა შეიმუშავა. თუმცა სამუშაოები გაიწელა და მანქანის დამსრულება მხოლოდ 1916 წლის 10 მაისს მოხერხდა.
მანქანის კორპუსი იჟორსკის ქარხანაში წარმოებული, 4–5მმ სისქის, დამოქლონებული, ნაგლინი ქრომ–ნიკელის ფილებისგან შესდგებოდა. მანქანას ძრავა თავისი დაუტოვეს – კარბურატორიანი, ერთრიგიანი, 4 ცილინდრიანი, სითხით გაგრილებადი, 120ც.ძალიანი.
კორპუსის თავზე განთავსებული იყო მღებროვის საფირმო ცილინდრული ფორმის კოშკურა, რომელშიც წრიული ხედვის ღრიჭოები იყო გამოჭრილი.

მანქანის ძალიან დიდი დადებით მხარეს, იმ დროისთვის უპრეცენდენტოდ მძლავრი ძრავა წარმოადგენდა, რაც მას მეწინავე მანევრულობას და დინამიკურ მახასიათებლებს სძენდა. გამომცდელებმა ჯავშანმანქანას 65კმ/სთ განავითარებინეს. მღებროვის მიერ შექმნილ მანქანებს შორის ყველაზე წარმატებულად "იზოტტა–ფრასკინი"–ს ბაზაზე აწყობილი ჯავშანმანქანა შეიძლება ჩაითვალოს.

მღებროვის მიერ შექმნილი ჯავშან მანქანები:
  • მღებროვ–რენი – მსუბუქი ჯავშანმანქანა, აწყობილი იქნა 11 ცალი.
  • მღებროვ–უაიტი – 1 ცალი
  • მღებროვ–იზოტტა–ფრასკინი – 1 ცალი
  • მღებროვ–პირს–არროუ – 1 ცალი
  • მღებროვ–ბენც – 1 ცალი 



P.S. მღებროვის ყველა მანქანა ნოვატორულობით გამოირჩეოდა. დამსახურებულად შეგვიძლია მღებროვი მსოფლიოში რაციონალური დაჯავშნის (კონსტრუქციის წონის შემცირების მიზნით ჯავშანფილების დახრილი კუთხით განლაგება) მამად ჩავთვალოთ.

წყარო:

Thursday, December 12, 2013

დღის ფოტო – ილუზია

თავიდან მეგონა რომ ორი გამანადგურებელი ქალაქის თავზე მიფრინავდა და პილოტები ვიღაცამ ფოტოშოპით მიახატა  რო დავაკვირდი მივხვდი რო ეს ბეტონის ფილებია და არა ქალაქი