Wednesday, May 21, 2014

Mercedes Benz AMG 6x6 - ნამდვილი მამაკაცის ოცნება

საკმაოდ მძლავრი, 6x6 სავალი ფორმულის მქონე ნადირი, რომელსაც კაპოტის ქვეშ 544 ცხენის ძალა უცემს და ალბათ ყველა მამაკაცის ოცნებას წარმოადგენს. მოკლედ უყურეთ ვიდეოს და დატკბით:



ასეთი სამხიდიანი Mercedes–ები ავსტრალიის არმიასა ყავს შეიარაღებაში. მათი რაოდენობა მთლიანობაში ამ წლის ბოლოს 200–ს მიაღწევს:

ПАК ФА–ს პროგრამა იარაღის გამოცდის ფაზაში გადავიდა

ცოტა ხნის წინათ გამოჩნდა 4 საკიდრით აღჭურვილი Т-50-4–ის ფოტოები. ხოლო 20 მაისს უკვე ორი ბორტი – Т-50-3 და Т-50-4 შეუდგნენ იარაღის გამოცდის მორიგ ეტაპს. აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად Т-50-3 არ იყო იარაღის გამოცდებისთვის განკუთვნილი.



P.S. როგორც ფოტოებზე ჩანს შეიარაღება გარე საკიდრებზეა დაყენებული, ერთი ბორტი სუფთა ჰაერის კონფიგურაციითა აღჭურვილი, ხოლო მეორე ჰაერი–ჰაერი კლასის რაკეტების გარდა 2 ცალი Х-31–ითაც არის შეიარარებული. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მასოგაბარიტული მაკეტების გარდა სასწავლო და საბრძოლო რაკეტები ჰკიდიათ. მაგალითად Т-50-4–ზე РВВ-АЕ სავარაუდოდ საბრძოლოა, ხოლო Т-50-3–ზე შავზოლებიანი რაკეტა სასწავლოა.

წყარო:

Tuesday, May 20, 2014

ახალი და მოდერნიზირებული БТР-ები უკრაინის არმიას და შინაგან ჯარებს

ნიკოლაევის თბომავალმშენებელმა ქარხანამ უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის საკუთარი სახსრებით ჩაუტარა კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ორ ჯავშანტრანსპორტიორს, ერთ БТР-70–ს და ერთ БТР-80–ს. როგორც საწარმოოს დირექტორი, ვიაჩესლავ სიმჩენკო იუწყება, БТР-70 და БТР-80–ისთვის შემუშავდა და დამონტაჟდა სავალი ნაწილის მობილური დაცვა, მანქანებზე ასევე დაყენდა ვიდეოკონტროლის სისტემა, რომლის წრიული გამოსახულებაც კაბინაში ეკრანზე გამოდის. სისტემას გააჩნია ჩაწერისა და სიგნალის სამეთაურო ცენტრზე გადაცემის ფუნქციები. ეს მეთაურებს საშუალებას აძლევს ნებისმიერი მანძილიდან აკონტროლოს სიტუაცია მანქანის გარშემო.

წყარო:

ასევე ცნობილი გახდა რომ უკრაინის ძალოვნებმა მოროზოვის სახელობის ხარკოვის მანქანათმშენებლობის საკონსტრუქციო ბიუროს ორასამდე ჯავშანტრანსპორტიორი БТР–4 შეუკვეთეს. აქედან თავდაცვის სამინისტრომ 154, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 40. ეს შეკვეთა ხარკოვის ოლქის 10–მდე საწარმოოს დაასაქმებს.

წყარო:

დღის ფოტო – დედა გვშია

1956 წელი – ავიაციის ისტორიაში პირველი, ერთდროულად 4 თვითმფრინავის ჰაერში საწვავით გამართვა. ძუძუებზე ოთხი ცალი გამანადგურებელი F9F Cougars–ია მიმჯდარი, თვითონ ძუკნა კი, მცრიე სერიით გამოშვებული, უზარმაზარი მფრინავი ნავი R3Y-2–ია.

ბრიტანელებისა და პოლონელების მიერ ბალტიკის საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირება

NATO Baltic Air Policing-ის მისიის ფარგლებში ბრიტანელებისა და პოლონელების მიერ ბალტიკის საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირების ფოტოები


ასევე აღსანიშნავია 18 მაისს მომხდარი ინცინდენტი, როდესაც ლატვიის საზღვარს უცნობი ვერტმფრენი მიუახლოვდა, მის გადასაჭერად  NATO Baltic Air Policing–ის ფარგლებში, რეგიონში ბაზირებული ორი ბრიტანული Typhon აფრინდა. ვერტმფრენი, რუსეთის ბალტიის ფლოტის "Стерегущий"–ს ტიპის კორვეტზე ბაზირებული Ка-27 აღმოჩნდა. გამანადგურებლების მისვლისთვის ვერტმფრენი უკვე ხომალდზე იჯდა და ინგლისელებმა მის თავზე გადაიფრინეს. 


უკრაინულ ვერტმფრენებს გადასატანი საზენიტო რაკეტებისგან Адрос КТ-01АВЕ დაიცავს

16–ე ცალკეული ავიაბრიგადის კუთვნილი Ми-24, საბორტე ნომერი "15", თავდაპირველად დესნას პოლიგონზე კუდა ძელზე თეთრი ზოლების დემონსტრაციის დროს გამოჩნდა. ასევე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს გავრცელდა მისი რამდენიმე ფოტო სადგომზე – ფოტოებზე კარგად ჩანს რომ ვერტმფრენი გსსკ–სგან (გადასატანის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი) დაცვის მოძველებული სისტემა Л166В1А Липа–თია აღჭურვილი.

Ми-24, საბორტე ნომერი "15", დესნას პოლიგონზე კუდა ძელზე თეთრი ზოლების დემონსტრაციის დროს

გსსკ–სგან დაცვის მოძველებული სისტემა Л166В1А Липа–თი (წითელი ისრით) აღჭურვილი Ми-24П, საბორტე ნომერი "15", ანტიტერორისტული ოპერაციის დროს

ფაქტიურად რამდენიმე დღის წინათ მოხდა რუსული საინფორმაციო სააგენტოს, Lifenews–ის, ორი ჟურნალისტისა და გსსკ–თი შეიარაღებული ერთი პრორუსული მეამბოხის სკანდალური დაკავება. დაკავებისას ამოღებული იქნა ჰიბრიდული გსსკ – საზენიტო რაკეტა პოლონური Grom E-2–ისა იყო, ხოლო გამშვები რუსული Игла–სი. დაკავების ვიდეოსიუჟეტში ასევე გამოჩნდა უკრაინული ვერტმფრენები, რომლებიც გგსკ–სგან დამცავი სისტემა Адрос КТ-01АВЕ–თი არიან აღჭურვილები – Ми-24П საბორტე ნომრით "ყვითელი 15" და Ми-8 საბორტე ნომრით "თეთრი 40".

ვიდეოსიუჟეტი

ვიდეოსიუჟეტის დასაწყისში ჩანს ზუსტად "ყვითლი 15"–იანი, რომელსაც Л166В1А Липа–ს ადგილას ახალი Адрос КТ-01АВЕ უყენია, სიუჟეტში  ასევე ხალი საბორტე თავდაცვის სისტემით აღჭურვილი Ми-8-აც გამოჩნდა, საბორტე ნომრით "თეთრი 40" :

Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი "ყვითელი 15"

Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი "თეთრი 40"

მანამდე, 15 მაისს, ყირიმის საზღვრებთან Адрос КТ-01АВЕ–თი აღჭურვილი კიდევ ორი Ми-24П გამოჩნდა – "შავი UNO-472" და "წითელი 17" (ორივე მე–11 ავიაბრიგადიდან). 

სხვადასხვა შეფერილობის ვერტმფრენები იმას მოწმობს რომ საბორტე თავდაცვის სისტემები კაპიტალური რემონტის გარეშე, პირდაპირ საველე პირობებში ყენდება. ეს დაჩქარებული საველე მოდერნიზაცია ტერორისტების ხელში არსებულმა გსსკ–ებმა განაპირობა, რომელთა დახმარებითაც ორი უკრაინული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ეს ახალი კომპლექსი დიდი ეფექტურობით არ გამოირჩევა, ამას თვითონ მწარმოებელი ამბობს და მისი ეფექტური მოქმედებისთვის, ვერტმფრენებზე გამონაბოლქვის ეკრანირების მოწყობილობების (ЭВУ – экранно-выхлопными устройства) გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. რაც ვერტმფრენის სითბურ კვალს ამცირებს და Адрос–ის ეფექტურობას ზრდის. თუმცა რატო არა აყენია უკრაინულ ვერტმფრენებზე გამონაფოლქვის ეკრანირების მოწყობილობები ჯერ–ჯერობით გაურკვეველია.




სტატიის დაწერისას გამოყენებული იქნა შემდეგი მასალა – Украинские Ми-24 в ходе боев оснащаются новым комплексом противодействия ПЗРК Адрос КТ-01АВЕ

ახლა უკვე F-35А უბრალო "მოკვდავის" კონფიგურაციაში

Lockheed Martin F-35 Lightning II Joint Strike Fighter–ის მოდიფიკაციამ, რომელიც  F-35А–ს სახელით არის ცნობილი, კალიფორნიაში მდებარე ავიაბაზა Edwards–დან, სრული გარე დატვირთვით განახორციელა ფრენა. როგორც ფოტოებიდან ჩანს გამანადგურებელზე ორი ცალი AIM-120C, ორი AIM-9X და ექვსი ცალი ლაზერით მართვადი ავიაბომბა GBU-12 Paveway II იყო დაკიდებული.
როგროც ცნობილია, მანამდე, 13 იანვარს სრული დატვირთვით F-35C–ემ იფრინა, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი – F-35 Lightning II უბრალო "მოკვდავის" კონფიგურაციაში.


Sunday, May 18, 2014

დღის ფოტო – უკრაინელი ლამაზმანი

როგორც ერთხელ უკვე ვთქვი (აგერ აქ – დღის ფოტო – დილა მშვიდობისა ხალხ) – უკრაინა საიმედო ხელებშია

პოლონეთმა პირველი Leopard-2A5–ები მიიღო


2014 წლის 16 მაისს ჟაგანაში დისლოცირებულმა, პოლონეთის არმიის ლიუბსკაიას მე–11 ჯავშანსაკავალერიო დივიზიის (11 Lubuska Dywizja Kawalerii Pancernej) დიდი ჰეტმანის ჟან ზამოისკის სახელობის 34–ე ჯავშანსაკავალერიო ბრიგადამ (34. Brygady Kawalerii Pancernej im. Hetmana Wielkiego Koronnego Jana Zamoyskiego) ბუნდესვერის ნაქონი პირველი 11 ცალი Leopard–2A5 მიიღო, რომლებიც პოლონეთმა 2013 წელს ხელშეკრულებით შეისყიდა.

2013 წლის 22 ნოემბერს პოლონეთმა ხელი მოაწერა გერმანიასთან მთავრობათშორის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც პოლონეთის არმიამ ბუნდესვერის შეიარაღებაზე მყოფი 105 ცალი Leopard–2A5 და 14 ცალი Leopard 2A4 შეიძინა. ხელშეკრულების ფარგლებში გერმანიამ პოლონეთს ასევე უნდა გადასცეს 18 ცალი შეჯავშნული სარემონტო საევაკუაციო მანქანა BpZ–2, 200–მდე ერთეული ავტოტრანსპორტი, სხვადასხვა მოწყობილობები და ლაზერული სწავლების სატრენაჯორო კომპლექტი AGDUS. კონტრაქტის მთლიანი ღირებულება 181,3 მილიონ ევროს შეადგენს.

ჟაგანში პირველი 11 ცალი ტანკი გერმანიიდან რკინიგზის საშუალებით იქნა მიწოდებული. გეგმის თანახმად 2014 წლის პირველ ნახევარში პოლონეთს პირველ 49 ხოლო მეორე ნახევარში კიდევ 28 ცალ Leopard–2A5–ს და 14 ცალ Leopard–2A4–ს მიაწოდებენ, ხოლო დანარჩენი ტექნიკა (და მათ შორის 28 ცალი Leopard–2A5) კონტრაქტის თანახმად 2015 წელს იქნება გადაცემული. მთლიანობაში 34–ე ჯავშანსაკავალერიო ბრიგადის შემადგენლობაში ორი სატანკო ბატალიონი იქნება (შტატის მიხედვით თვითოეულში 58 ცალი Leopard 2A4/А5). ამჟამად ეს ბრიგადა პოლონური წარმოების РТ-91–ითაა აღჭურვილი.

 


მანამდე, 2002–2003 წლებში, პოლონეთმა გერმანიისგან ფაქტიურად უფასოდ (პოლონეთმა მხოლოდ ტრანსპორტირების ფული გადაიხადა) 128 ცალი Leopard–2A4 და 10 ცალი შეჯავშნული სარემონტო–საევაკუაციო მანქანა BpZ–2 მიიღო. ეს ტანკები იმავე 11–ე ჯავშანსაკავალერიო დივიზიის მე–10 ჯავშანსაკავალერიო ბრიგადის (10. Brygady Kawalerii Pancernej im. gen. broni Stanisława Maczka) ორი ჯავშანსატანკო ბატალიონის შერიაღებაზე დგას, რომელიც გერმანიის საზღვართან, სვეტოშევაში ბაზირდება და ამჯერათ მათი მოდერნიზაცია იგეგმება.


წყარო:

აშშ–ს საზღვაო ძალების წყალსზედა და წყალქვეშა ხომალდები 2014 წლის მდგომარეობით

ინფოგრაფიკული გამოსახულება კომპანია Raytheon–ისგან, რომ ელზეც გამოსახულია აშშ–ს საზღვაო ძალების წყალსზედა და წყალქვეშა ხომალდები 2014 წლის მდგომარეობით (მაღალ ხარისხში – Raytheon)