Friday, January 5, 2018

დმატებითი ინფორმაცია სირიაში რუსული ავიაბაზის დაბომბვის შესახებ

მოკლედ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა,მროელიც მიახლოებით სე გამოიყურება - 31 დეკემბერს ავიაბაზა დაიბომბა, დაღუილია ორი სამხედრო მოსამსახურე. ავიატექნიკა არ დაზარალებულაო.

დაწვრილებით იხილეთ ბმულზე - МО РФ: двое военнослужащих погибли при обстреле авиабазы Хмеймим 31 декабря

ეს განცახდება დღეს შუადღისით გავრცელდა. მაგრამ მას ეგრევე მოყვა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტოსურათები. ფოტოებზე წვიმიანი ამინდია, იმ დღეს ამ ავიაბაზაზე წვიმდა, ამინდის პროგნოზი შეგიძლიათ ნახოთ. ასევე29 საბორტე ნომრის Су-24 რუსებს ნამდვილად ყავთ ხმეიმის ავიაბაზაზე.
და რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ მატყუარას როლში გამოვიდა, თუმცაღა ეს მათთვის ნორმალური. ბევრი ვერსია ვრცელდება რუსულ თემატურ გვერდებზე - არ გამორიცხავენ რომ მთვრალმა რუსებმა საახლაწლო ბუინი მოაწყვეს და ამ უმისამართო სროლას ტექნიკაც შეეწირა, ამაზე კიდევ ისაც მიუთითებს რომ, მეამბოხეებმა არანაირი ვიდეო არ გაავრცელეს ინტერნეტში, არა და ეს ამხელა გამარჯვება მათთვის პროპაგანდისტული მისწრება იქნებოდა.
მოკლედ დაველოდოთ და ალბათ მალე უფრო მეტი ინფორმაცია გაჟონავს.

ასევე რომან საპონკოვი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
ჰმეიმის ავიაბაზაზე ავიატექნიკა რეალურად დაზარალდა. წინასწარი ინფორმაციით ცნობილია რომ დაზარალდა 6 Су-24, 1 Су-35С, 1 Ан-72, 1 Ан-30 მზვერავი, 1 Ми-8. აქედან 2 Су-24 და Су-35С მწყობრში დააბრუნეს.



Thursday, January 4, 2018

ისლამისტებმა ჰმეიმის ავიაბაზაზე ნაღმტყორცნებით 7 რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს

რუსული გამომცემლობა "კომერსანტი" (Коммерсант), ორ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, იუწყება რომ, სირიაში, რუსულიავიაბაზა ჰმეიმი, ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვა, რის შედეგადაც განადგურდა შვიდი თვითმფრინავი და საბრძოლო მასალების საწყობი.
ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა, რომელიც სირიაში რუსეთის ყოფნის განმავლობაში ყველაზე სერიოზულად შეიძლება ჩაითვალოს, 2017 წლის 31 დეემბერს მოხდა.
წინასწარი შეფასებით, ისლამისტების ნაღმტყორცნების იერიშის შედეგად, განადგურებული იქნა 4 ცალი Су-24 ტიპის ბომბდამშენი, ორი ცალი Су-35С ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი და ერთი ცალი სამხედრო სატრანსპორტო Ан-72, ასეე აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი. სავარაუდოდ ათამდე სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ.

P.S. 2017 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის გენერალური შტაბის განცხადების თანახმად, სირიის ერიტორია სრულებით განთავისუფლებულია ისლამისტი ტერორისტებისგან.


ბოლო მონაცემებით რუსულმა მხარემ სირიის ორ წლიანი კომპანიის შედეგად შემდეგი სახის საჰაერო აპარატები დანაკარგა:

  • 2015 წლის 24 ნოემბერს თურქეთის საჰაერო ძალების F-16-მა, სირია-თურქეთის საზღვართან რუსეთის ტაქტიკური ბომბდამშენი Су-24М ჩამოაგდო.
  • 2016 წლის 13 ნოემბერს ავიამზიდ კრეისერ "ადმირალ კუზნეცოვიდან" (Адмирал Кузнецов) ხმეთაშუაზღვაში სასწავლო ფრენის დროს კატასტროფა განიცადა  МиГ-29К ტიპის გამანადგურებელმა.
  • 2016 წლის 5 დეკემბერს "ადმირალ კუზნეცოვის" გემბანზე დაჯდომისას, დასაჯდომი ზოლს გასცდა და ზღვაჩი ჩავარდა Су-33 ტიპის გამანადგურებელი.
  • 2017 წლის 10 ოქტომბერს ავიაბაზა ჰმეიმიდან აფრენის მოეტში კატასტროფა განიცადა Су-24 ტიპის ბომბდამშენმა.
  • პლიუს ზემოთ ჩამოთვლილი 7 თვითმფრინავი (თუ ინფრმაცია დდასტურდა).


სირიის კამპანიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ასევე დაკარგეს 5 ვერტმფრენი:

  • 2015 წლის 24 ნოემბერში ჩამოგდებული Су-24М ეკიპაჟის ევაკუაციის ოპერაცის დროს, დაზიანდა და იძულებითი დაშვება განახორციელა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, რომელილ შემდეგში ისლამისტებმა ხმელეთზე ტსმრ-ით გაანადგურეს.
  • 2016 წლის 12 აპრილში, ქალაქ ჰომსის ახლობლად, Ми-28Н ტიპის ვერტმფრენმა განიცადა კატასტროფა, დაიღუპა ეკიპაჟის ორივე წევრი.
  • 2016 წლის 8 ივლისში, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა, პალმირას რაიონში საბრძოლო ამოცანის შესრულების დროს Ми-35М-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ეკიპაჟის ორი წევრი წევრი დაიღუპა.
  • 2016 წლის 1 აგვისტოში, საზენიტო ცეცხლის ზემოქმედებით, ჩამოგდებული იქნა Ми-8 ტიპის ვერტმფრენი. ვერტმფრენი ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის შემდეგ ჰმეიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა.
  • 2018 წლის 3 იანვარს, ჰამას აეროდრომიდან 15 კილომეტრის მოშორებით, კატასტროფა განიცადა რუსეთის საჰაერო-კოსმოსრუსი ძალების Ми-24 ტიპის ვერტმფრენმა. დაიღუპა ორი პილოტი, საბორტე ტექნიკოსი გადარჩა. რუსული მხარის თანახმად, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

Wednesday, January 3, 2018

სირიაში Т-90-ების დანაკარგების მოკლე მიმოხილვა

სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სირიის არმიას 40 ერთეულამდე Т-90А გადასცა (ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - More Russian-made T-90A main battle tanks for Syrian army). უცნობია ამ რაოდენობაში შესულია თუ არა პირველი გამოშვების Т-90-ები. მთლიანობაში ამ არაბულ ქვეყანაში ალბათ ყველა მოდიფიკაციის 50-მდე Т-90 უნდა ვივარაუდოდ.

ბლოგზე არაერთხელ დავდე სირიაში განადგურებული რუსული Т-90-ების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ეს ინფორმაცია ცალ-ცალკეა გაფანტული და ამიტომ მათი ერთად თავმოყრა და დაარქივება გადავწყვიტე.

მაშ ასე, ჩამოვყაროთ ის ინფორმაცია რაც ბლოგზე დაგროვდა:

5 დადასტურებულად განადგურებული Т-90А

№1

№2

№3
(ნაალაფარი და შემდეგ ასადისტების მიერ განადგურებული Т-90А)

№4

№5

№6
ამბობენ ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვა და შიგნიდან გამოიწვაო, თუმცა საეჭვოდ ჰგავს №5 მანქანას



ასევე ცნობილი იყო რომ სირიაში ოპოზიციურმა ძალებმა 3 Т-90 ჩაიგდო ხელში. შემდეგში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთი ასადისტებმა გაანადგურეს (მანქანა №3), კიდევ ერთი უკან დაუბრუნდათ ბრძოლების შედეგად ალაფის სახით (მანქანა №5), თუმცაღა ეს ბოლო რამდენად მუშა მდგომარეობაშია ეს ცალკე საკითხია.


ასევე ინტერნეტში გავრცელებული იყო რამოდენიმე დაზიენბული და კიდევ ერთი განადგურებული Т-90А-ს ვიდეო და ფოტო მასალა:

ორი ფოტოს შესახებ ინფორმაცია წინა ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ

ერთი საკმაოდ ცნობილი მანქანა რომელის ტსმრ TOW-იდან დააზიანეს, მაგრამ ვერ გაანადგურეს. ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


და ბოლოს არსებობს კიდევ ერთი განადგურებული ტანკი (იხილეთ ბმულზე - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А), რომელის კოშკურის ფოტოს რუსეთში, პოლიგონზე გადაღებული. როგორც ჭორები ამბობენ კოშკურა სირიიდანაა ჩამოტანილიო. ლოგიკურ კითხვაზე "რა აზრი ჰქონდა სირიიდან ამ უსარგებლო ჯართის ჩამოთრევსო" ლოგიკური პასუხიც გაეცა "მტერს (აშშ-ს) რო არ ცავარდნოდა ხელში". თუმცა შეიძლება ეს მანქანა სულაც არაა სირიაში ნამყოფია და უბრალოდ რუსეთშივე დაიწვა

Tuesday, January 2, 2018

Т-50 (Су-57 ПАК ФА) - წლის შედეგები

2017 წელი რუსული მეხუთე თაობის გამანადგურებლისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით გამოირჩეოდა. ქვემოთ მყვანილია ძირითადი პუნქტები:
  • იანვარში "ძრავამთმშენებლობის გაერთიანებული კორპორაციის" ხელმძღვანელმა, ალექსანდრე არტიუხოვმა, განაცხადა რომ, Т-50-ის ახალი ეტაპის ძრავების გამოცდა 2017 წლის მე-4 კვარტალში დაიწყებოდა, ხოლო ახალი ძრავის საკონსტრუქციო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვისაა დაგეგმილი.
  • 24.04.2017 განწორციელდა Т-50-ის მერვე საფეენოსნო პროტოტიპის, Т-50-9-ის, პირველი ფრენა. თვითმფრინავი 12.05.2017-ში ჟუკოვის საცდელ ცენტრში გადაფრინდა.
  • 06.08.2017 გნხორციელდა Т-50-11-ის პირველი ფრენა. ჩავთვალოთ რომ ეს მეათე საფრენოსნო პროტოტიპია. ჟუკოვსკის ცენტრში გამანადგურებელი 2017 წლის 10 სექტემბერს ჩაფრინდა. მეცხრე საფრენოსნო პროტოტიპი, იგივე Т-50-10, მწარმოებლთან რამოდენიმე დეტალის დასასრულებლად დატოვეს. მისი პირველი ფრენა გასული წლის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი.
  • МАКС-2017-ის მსვლელობისას დასავლურ რესაში გაჟონა ინფორმაციამ რომ, გამანადგურებელ Т-50-ს მიენიჭა სერიული ინდექსი Су-57. ცოტა მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, იური ბორისოვმაც დაადასტურა.
  • МАКС-2017-ის მსვლელობისას იური ბორისოვმა განაცხადა რომ ხელი მოეწერა გამანადგურებლის ერთობლივი სახელმწიფო გამოცდების პირველი ეტაპის (ГСИ-1) და პირველადი სერიული პარტიის დამზადების სარეკომენდაციო ხელშეკრულებას.
  • 2017 წლის ნოემბერში ძრავა  "изд. 30"-ი გამანადგურებელ Т-50ЛЛ-ის შემადგენლობაში აამუშავეს (ЛЛ ეს პროტოტიპი Т-50-2-ია, რომელმაც საწყისი პროგრამა უკვე დაასრულა). 2017 წლის 5 დეკემბერს ახალი ძრავით აღჭურვილი მფრინავი ლაბორატორია ჰაერში აიწია.
  • 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელდა მეცხრე საფრენოსნო პროტოტიპის, Т-50-10-ის, პირველი ფრენა. ამით Т-50-ის საცდელი ნიმუშების წარმოება დასრულებულია.
  • Т-50-2-ის გარდა, თავისი საწყისი პროგრამები დაასრულეს ასევე Т-50-1-მა და Т-50-3-მა. სავარაუდოდ მომავალში ისინი ახალ პროექტებში ჩაერთვებიან.
  • ძირითადი ინფორმაციებიდან აღსანიშნავია რომ კიდევ ერთხელ გახმაურდა გამანადგურებლის ჯარებში მიწოდების თარიღი - 2018 წელი. სავარაუდოდ ეს Т-50-10 და Т-50-11 ბორტები იქნება, რადგანაც ეს ბოლო ორი მანქანა ყვეაზე ახლოს დგას სერიულ მანქანების კონფიგურაციასთან.

წყარო:

Sunday, December 31, 2017

ამერიკული 105 მილიმეტრიანი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვები

M735-ს არასტანდარტული, წვეთის ფორმის, ვოლფრამის მძიმე შენადნობის გულარი ჰქონდა (კონკრეტული დასახელება არ შემხვედრია). გულარი 2,21კგ-ს იწონიდა და მისი სიგრძე 309 მილიმეტრი იყო (საწყისი, გაუჩარხავი ფორმის წონა 7,7 კგ იყო, შემდეგ ის 4,5კგ-მდე შეამცირეს).

M774 და M833 აღჭურვილი იყო ურანის U-3/4Ti (staballoy) ტიპის შენადნობისგან დამზადებული გულარით, რომლის სიმკვრივეც 18.6 გრ/სმ3 უდრიდა.

M774-ის გულარის სიგრძე 347მმ იყო, დიამეტრი 26მმ (ნაჭდევებით 29მმ) და იწონიდა 3,45კგ-ს

M833-ის გულარის სიგრძე 427მმ-ს უდრიდა და იწონიდა 3,674კგ-ს (გაუჩარხავი სამზადისის წონა 6,236კგ-ს უდრიდა).

ფოტოზე ქვვიდან ზევით შემდეგი ჭურვების გულარებია გამოსახული (სულ ქვედა არ გაითვალისწინოთ) M774, M829, M829A2, M829A1, M833

რუსეთის არმიის 2017 წლის რაოდენეობრივ-ტექნიკური მონაცემები

რუსეთის თავდაცვის სამნისტროს მიე რგავრცელებული საკმაოდ საინტერესო ინფოგრაფიკა, რომელზეც 2017 წლის განმავლობაში რუსეთის არმიის აღჭურვასა და მომზადებაში მიღწეული შედეგებია ასახული (გამოსახულება გადიდებადია):

P.S. რუსეთის არმიის ძირითად მიღწევებზე ბლოგზე უკვე ვწერდი, სტატია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენება და 2017 წლის შედეგების შეჯამება

Saturday, December 30, 2017

უკრაინაში მოდერნიზირებული Т-72 საარმიო გამოცდებისთვის მზადაა

ამა წლის აგვისტოში კიევში მოდერნიზირებული Т-72 გამოაგორეს. დღეს როგორც მწარმოებელი იუწყება, ტანკი საარმიო გამოცდებისთვის უკვე მზადაა.

ვიდეოს მიხედვით და ასევე ვიზუალური დაკვირვებით ტანკმა შემდეგი გაუმჯობესება განიცადა:
  • განახლდა ცეცხლის მართვის სისტემა.
  • საბრძოლო მარაგის ნომენკლატურაში შეყვანილია ტსმრ "კომბატი" (Комбат)
  • მანქანა აღიჭურვა "ნიჟის" ტიპის დინამიკური დაცვით (ДЗ "Нож"), ვიდეოს მიდზედვით კოშკურა და კორპუსის ბორტები.
  • მანქანაზე დამონტაჟდა ცხაურები (კოშკურის ბორტებზე და კიჩოზე და კორპუსის კიჩოზე).
  • მსხვიკალიბრიანი საზენიტო ტყვიამფრქვევის მსროლელის დაცვის მიზნით დანადგარი ჯავშან პანელებით აღიჭურვა.
  • გაუმჯობესდა სავალი ნაწილი - ვიდეოში ტანკი პარალელურ სახსრიანი მუხლუხებითაა აღჭურვილი.

მთლიანობაში მანქანა ცუდად არ გამოიყურება, ბიუჯეტიანი მოდერნიზაციაა.

Friday, December 29, 2017

რუსეთში საკონტინენტთაშორისო რაკეტა "Сармат"-ის პირველი სატყორნცი გამოცდა განხორციელდა



როგორც გაზეთი "Московский Комсомолец" იუწყება, 2017 წლის 27 დეკემბერს, არხანგელის ოქლში, პლესეცკის კოსმოდრომიდან რაკეტა "Сармат"-ის პროტოტიპის პირველი ტყორნცითი გამოცდები განხორციელდა. წყაროს თანახმად, ბალისტიკური რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

"გამვშვებმა ჭამ და რაკეტამ გამართულად იმუშავეს. რაკეტამ რამდენიმე ათეული კილომეტრი იფრინა და პოლიგონის საზღვრებში ჩამოვარდა. გამოცდების პროგრამა სრულებით იქნა შესრულებული" - განაცხადა წყარომ.

სატყორცნ გამოცდებში იგულისხმება რაკეტის წონითი მაკეტის გამშვები ჭიდან ამოგდება დენთის აკუმლიატორის წნევით 30 მეტრის სიმაღლეზე. ამ სიმაღლეზე საშტატო სიტუაციაში სამარშო ძრავა ჩაირთება და რაკეტას სამიზნეზე გაიყვანს.


შეგახსენებთ რომ პერსპექტიული თხევადსაწვავიანი, ორსაფეხურიანი, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა 15А28 (Р-28), რომელიც საცდელ-საკონსტრუქციო თემა "Сармат"-ის ფარგლებში იქმნება, სააქციონერო საზოგადოება "აკადემიკოს ვ. პ. მაკეევის სახელობის სახელმწიფო სარაკეტო ცენტრი" (Государственный ракетный центр имени академика В. П. Макеева) სახელმწიფო კონტრაქტის შესაბამისად, 2011 წლის 21 ივლისიდან მუშაობს.

პირველი სატყორცნი გამოცდები გრაფიკიდან ორი წლის ჩამორჩენით განხორციელდა. კიდევ ორი სატყორცნი გაოცდა 2018 წლის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. რაკეტების საცდელი ნიმუშების შექმნას "კრასნოიარსკის მანქანათმშენებლობის ქარხანა" (Красноярский машиностроительный завод) ახორციელებს.

Gray Wolf - აშშ-ს იაფი ფრთოსანი რაკეტის პროგრამა

2017 წლის 18 და 20 დეკემბერს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ, საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორიის სახელით (US Air Force Research Laboratory - AFRL) Lockheed Martin-სა და Northrop Grumman-ს, ორი, თითო 110 მილიონი დოლარის ღირებულების, კონტრაქტი გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად კორპორაციებმა  საჰაერო ბაზირების იაფი ფრთოსანი რაკეტა, კოდური სახელწოდებით Gray Wolf, უნდა შექმნან.

Lockheed Martin-ს მიერ შემოთავაზებული რაკეტა Gray Wolf-ის კონცეპტუალური გამოსახულება

ხელშეკრულება 2017 წლის მარტში AFRL-ს მიერ გაკეთებული მოთხოვნის შესაბამისად გაიცა, რომლის თანახმადაც უნდა განხორციელდეს იაფი, ქვებგერითი საავიაციო ბაზირების ფრთოსანი რაკეტის პროტოტიბების "დაპროექტება, შემქნა, დამზადება და გამოცდა", რომლებმაც "ძლიერი წინააღმდეგობის პირობებში მოწინააღმდეგის ინტეგრირებული ჰსთ საფრთხეთა" წინააღმდეგ საბრძოლველად განვითარებულ ქსელურცენტურლი მოქმედების ტექნოლოგიები უნდა გამოიყენოს. ამგვარად ამ რაკეტების ძირითად დანიშნულებად მტრის ჰსთ სისტემის განადგურება სახელდება. რაკეტებმა ერთობლივი, მასირებული გამოყენებისთვის შეიარაღების სხვა სახეობებთან ურთიერთმიზანჩვენების მიზნით ქსელურად უნდა განახორციელონ ურთიერთქმედება
Gray Wolf-ის პროგრამამ "სპირალური განვითარების" ოთხი საფეხური უნდა მოიცვას და უნდა მისცეს საშუალება შეაფასონ ღია არქიტექტურის და მოდულური გათანწყობის გადაწყვეტილება, რომელიც საშუალებას იძლევა სწრაფად შეიქმნას საცდელი ნიმუშები და მოხდეს მათი გაუმჯობესება "სპირალურ განვითარებაში". რაკეტებმა მიზნის განადგურების გარდა უნდა განახორციელონ დაკვირვება და დაზვერვა, რადიოტექნიკური დაზვერვა და რადიოელეტრონული ბრძოლა.
AFRL-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე თავისი შემოთავაზება შვიდმა ამერიკულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომლებიდანაც ამოირჩა ორი ზემოთხსენებული კომპანიის პროექტი. პირველი ეტაპის ხელშეკრულების თანახმად, Lockheed Martin-მა და Northrop Grumman-მა, 2022 და 2024 წლებში შესაბამისად, უნდა განახორციელონ აღნიშნული თემის ფარგლებში შექმნილი რაკეტების პროტოტიპების შექმნა და გამოცდა. მანამდე, 2017 წლის ბიუჯეტიდან, ორივე კომპანიამ ამ თემაში "სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების" შესასრულებლად სამ-სამი მილიონი დოლარი მიიღო.
რაკეტებ Gray Wolf-ების პირველი ეტაის გამოცდებიLockheed Martin F-16-იდან განხორციელდება. შემდეგში რაკეტის გამოყენება შესაძლებელი იქნება აშშ-ს საბრძოლო ავიაციის ყველა ტიპის თვითმფრინავიდან (F-35, F-15, F-18, B-1, B-2 и B-52).

წყარო:

Tuesday, December 26, 2017

რუს სამხედროებს პირველად ანახეს ამერიკული F-35


5 დეკემბერს, რუსეთის არმიის სამმა ოფიცერმა, ნორვეგიაში მდებარე ავიაბაზა ერლანში, დათვალიერება განახორციელა. ინსპექტირება ასევე შეეხო სამ უახლეს თვითმფრინავს "ბომბდამშენ-გამანადგურებელს" F-35А-ს, რომლებიც ნორვეგიას აშშ-მ ერთი თვის წინ გადასცა.
როგორც ცნობილი, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსმა სამხედროებმა ამ სამხედრო ტექნიკის ახლოდან დათვალიერების შესაძლებლობა მიიღეს.
ინსპექტირება 2011 წელს ვენის დოკუმენტის შესაბამისად მოხდა, რომლის ფარგლებში 57 ქვეყანამ ერთმანეთის შეიარაღებული ძალების ინსპექტირების უფლება მიიღო.