Saturday, December 22, 2018

უკრაინის არმიამ საბრძოლო ტექნიკის დიდი პარტია მიიღო


 

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, უკრაინის არმიას საბრძოლო ტექნიკის მორიგი პარტია გადასცა. მთლიანობაში არმიას შემდეგი სახის ტექნიკა გადაეცა"

  • ტანკები Т-64БВ, Т-72 და Т-80БВ
  • გამნაღმავი მანქანები
  • ქსმ БМП-1
  • ზცრს БМ-21 Град
  • თსდ 2С1 Гвоздика
  • შეჯავშნული სადაზვერვო მანქანები БРДМ-2Л1
  • სპეციალური შეჯავშნული მანქანები "Варта"
  • საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300
  • საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-300ПТ
  • სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 МД
  • მოიერიშე Су-25МК
  • გამანაგურებელი МиГ-29МУ-1
  • სადესანტო-სატრანსპორტო ვერტმფრენები Ми-8 МТ
  • უპილოტოები Аист-100
  • უპილოტოები А1СМ "Фурия"
  • უპილოტოები "Подо-1"
  • უპილოტოები "Спарроу"
  • სატვირთო ავტომანქანები КрАЗ 5233
  • სატვირთო ავტომანქანები "Богдан" МАЗ 6317
  • ავტობუსები
  • შეჯავშენული სარემონტო-საევაკუაციო მანქანები
  • რემონტისა და ტექმომსახურების საშუალებები
  • ჯარების მართვის ავტომატიზირებული სისტემა  9С162 1Р "Ореанда"

საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი რომ უკრაინის არმიამ უპილოტოების მთელი ჯოგი მიიღო. ასევე სიახლეს წარმოადგენს Т-64-ის ბაზაზე შექმნილი, მძიმე გამნაღმველი მანქანა, იაფი და ეფექტური გადაწყვეტილება. 














Friday, December 21, 2018

როგორ დახარჯო $ 1 500 000 000 იარაღსა და ეკიპირებაში?

აშშ-ს ანგარიშვალდებულების სამთავრობო ოფისმა (The Government Accountability Office - GAO) ფედერალური და სამართალდამცავი ორგანოების მიერ, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და ტაქტიკური აღჭურვილობის შესყიდვების შესახებ, ანგარიში გამოაქვეყნა. 86 გვერდიანი მოხსენება, დაწყებული გარემოს დაცვის სააგენტოთი და ფგბ (FBI)-თი დამთავრებული, 20 სხვადასხვა ფედერალური სააგენტოს შესყიდვებს ეხება.



ანგარიშიდან ირკვევა რომ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ამ ყველა სააგენტომ, ცეცხლსასროლ იარაღზე დახარჯა 38 800 000 დოლარი, 325 900 000 საბრძოლო მასალებზე და 1 140 000 000 ტაქტიკურ აღჭურვილობაზე. ცეცხლსასროლი იარაღის ყველაზე მსხვილი მყიდველი ATF (ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო - Bureau of Alcohol, Tobacco, Firearms and Explosives) გახდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღის არანაკლებ 8500 ერთეული შეიძინა. რაც შეეხება საბრძოლო მასალას - ყველაზე მეტი, 429 000 000 ვაზნა, აშშ-ს საბაჟო და სასაზღვრო სამსახურმა შეიძინა. 


ტაქტიკურ აღჭურვილობაზე (დიდი კატეგორიაა და მასში შედის ყველაფერი, დაწყებული ჩაფხუტებითა და ჯავშანჟილეტებით და დამთავრებული თვითმფრინავებითა და ხომალდებით), 17 სააგენტომ ბოლო რვა წლის განმავლობაში 1,14 მილიარდი დოლარი დახარჯა. 

მათგან ოთხმა CBP, US Marshals Service, FBI და DEA-მ, თანხის ლომის წილი აითვისეს. აღნიშნული თანხის ორი მესამედი თვითმფრინავების შესაძენად დაიხარჯა, ასევე თანხის დიდი ნაწილი შეჯავშნულ ავტომანქანებზე, კამუფლირებულ ფორმაზე, ასაფეთქებელ მოწყობილობებზე და მსგავს ნივთებზე იქნა დახარჯული. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია რომ, შვიდმა სააგენტომ და მათ შორის - ATF და US Fish & Wildlife-მ, ცეცხლსასროლი იარაღისთვის მაყუჩები შეიძინა. ტაქტიკური აღჭურვილობიდან ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ შენაძენად, სხვადასხვა სახის ოპტიკური სამიზნე გახდა.

წყარო:

Rheinmetall-მა პოლონურ მხარეს წინასერიული Leopardy-2PL-ები წარუდგინა

გერმანულმა კომპანიამ, Rheinmetall Landsysteme GmbH (RLS)-მა, პოლონურ საწარმოო პარტნიორს, Zakłady Mechaniczny Bumar Łabędy S.A. (ZMBŁ)-ს, პირველი მოდერნიზირებული Leopardy-2PL-ები წარუდგინა.



აღნიშნული მანქანის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა:

პორველი მოდერნიზირებული მანქანა გერმანულმა მხარემ პოლონურ საწარმოო პარტნიორს 2018 წლის 13 დეკემბერს გადასცა, ხოლო კიდევ ორი მანქანა მომდევნო კვირას იქნა მიწოდებული. ყველა ტანკმა (ისინი სულ 5 ცალია) - დასრულებული სახე მიიღო და ყველა ქარხნული გამოცდა გაიარა.

2016 წელს, ZMBŁ-სა და Rheinmetall-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Rheinmetall-მა, პოლონურ პარტნიორს, 5 ცალი აწყპობილი და გამოცდილი ტანკის პროტოტიპი უნდა გადასცეს.

Rheinmetall-ის დახმარებით, 2019 წელს, დამატებით 12 მანქანის მოდერნიზაციას პოლონური ZMBŁ განახორციელებს. ხოლო  დარჩენილ Leopard-2A4-ებს, პოლონური მხარე, 2019-21 წლებში დამოუკიდებლად ჩაუტარებს მოდერნიზაციას.

პირველად ხელშეკრულებასთან 2018 წელს გაკეთებული დანამატის თანახმად, სულ 142 ტანკი გაივლის მოდერნიზაციის პროგრამას, რაც პირველად რაოდენობასთან შედარებით, 14 ერთეულით მეტია (თავდაპირველად 128 ტანკის მოდერნიზაცია იყო გათვალისწინებული - პოლონეთი Leopard 2A4-ბის მოდერნიზაციას იწყებს).

Leopard-2PL-ის პროტოტიპი, ამ წლის აგვისტოდან, ვარშავას მახლობლად მდებარე, სილეივიკის ჯავშანსატანკო და საავტომობილო ტექნიკის სამხედრო ინსტიტუტში (Wojskowym Instytucie Techniki Pancernej i Samochodowej (WITPiS)), გადის გამოცდებს. გამოცდები, სხვადასხვა გარემოს პირობებში ყველა აუცილებელი ფუნქციონალურობის შემოწმებას ისახავს მიზნად, მათ შორის სავალ და საცეცხლე გამოცდებს. ამას გარდა, პროექტის რეალიზაციის მომენტში, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი ფუნქცია, რომელთა მიზანშეწონილობაც პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა. ამ მომენტში ეს ფუნქციები რეალიზაციის სტადიაშია და მომავალში მათი გამოცდა ერთ-ერთ საცდელ მანქანაზე მოხდება.

წყარო:

Wednesday, December 19, 2018

ყატარში აღლუმზე გერმანული Rheinmetall-ის ქსმ-ი, KF41 Lynx, წარადგინეს

ყატარში აღლუმზე გერმანული Rheinmetall-ის ქსმ-ი, KF41 Lynx, წარადგინეს. საინტერესოა იყიდეს თუ უბრალოდ გეგმავენ




Tuesday, December 18, 2018

Д-400 – რუსული არმიის პერსპექტიული ბუქსირებადი ჰაუბიცა



ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაციის თანბახმად, რუსეთში, პერსპექტიული ბიქსირებადი, 152 მილიმეტრიანი ჰაუბიცა-ქვემეხის შექმნაზე მიმდინარეობს მუშაობა. ახალ სისტემა თსდ 2С35 «Коалиция–СВ»-ში  გამოყენებული  2А88-ის ბაზაზე იქმნება შექმნილი.

ჰაუბიცის შექმნაზე, ეკატერინბურგში მდებარე, ОКБ-9 АО «Завод №9» მუშაობს. შესაბამისად ახალ ქვემეხს ამ საკონსტრუქციო ბიუროსთვის დამახასიათებელი საფირმო ინდექსი "Д" აქვს მინიჭებული (Д-400).

ადრე რუსულ არმიაში ვარაუდობდნენ რომ, დივიზიონის ქვემეხები, მხოლოდ თვითმავალები იქნებოდა - მუხლუხებიან ან თვლიან ბაზაზე. ამასთან მუხლუხებიან ბაზას პრიორიტეტი ჰქონდა მინიჭებული. თუმცა სრულიად გაუგებარია რაში დასჭირდა რუსეთის არმიას ეს ახალი ბუქსირებადი სისტემა. როგორც ცნობილია "Коалиция–СВ"-სა და "Мста-С" შორის ძირითადი სხვაობა, გარდა კონსტრუქციული თავისებურებებისა და გათანწყობისა, სწრაფსროლასა და გაზრდილ სროლის მანძილში მდგომარეობს. ამის უზრუნველსაყოფად "Коалиция–СВ"-ში გატარებული იქნა მთელი რიგი მეცნიერებატევადი ღონისძიებების კომპლექსი: შემუშავდა ლულის მეტალი, მისი სპირტული დანამვა გაგრილების მიზნით, ახალი დენთი მოდულური მუხტებისთვის, აალების ახალი სისტემა და კიდევ ბევრი სხვა რამე. მაგრამ ეს ყველაფერი ბუქსირებად არტილერიას არაფერში არ ესაჭიროება!

უბრალოდ იმიტომ რომ, ხელის დატენვით შეუძლებელია ბუქსირებად ქვემეხს მისცე ისეთივე სწრაფსროლა, როგორიც თსდ-ს გააჩნია. შესაბამაისად მთელი ამ ძვირადღირებული ღონისძიებების აუცილებლობაც ქრება და აქედან გამომდინარე არ არსებობს არანაირი მოგება ამ ორი სისტემის ქვემეხების უნიფიკაციაში. და ყველაზე მთავარი - ამ სისტემებისთვის არ არსებობს ტაქტიკური ნიშა თანამედროვე არმიაში.

დღეს, დაზვერვისა და მიზანჩვენების განვითარებს სერიოზული დონიდან გამომდინარე, არტილერიის პოზიციის გამოთვლა პირველივე ზალპის შემდეგ ხდება, რის შემდეგაც მას საპასუხო ცეცხლი ატყდება თავზე. ბუქსირებადი არტილერიის გათვლა დღეს უკვე სასიკვდილოდაა განწირული. ამიტომაც არაა შემთხვევითი რომ, მსოფლიოში, მეინსტრიმად იქცა მაღალმობილური არტილერია და პირველ რიგში თვლიან ბაზაზე. ბატარეა ან დივიზიონი ახორციელებს საცეცხლე იერიშს და ეგრევე ტოვებს საბრძოლო პოზიციას. ბუქსირებად არტილერიას ასეთი შესაძლებლობები არ გააჩნია, დღეს მათ მაქსიმუმს ლოკალურ კონფლიქტებში მონაწილეობა წარმოადგენს, სადაც მოწინააღმდეგეს დაზვერვის ძლიერი საშუალებები არ გააჩნია. მაგრამ ამგვარი ომისთვის, ძვირადღირებული სისტემები სულაც არაა საჭირო.


იმავე სირიაში, ერაყსა და იემენში, წარმატებით გამოიყენება ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხები და ჰაუბიცები. რუსეთისა და სხვა მრავალი არმიის რიგებში, თავის დღეებს ითვლიან 70-ნი წლების ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარები. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს ამერიკული 155 მილიმეტრიანი ჰაუბიცა M777. ამ სისტემას BAE System-სი აწარმოებს და ის თავისი ოპონენტებისგან განსაკუთრებული სისმუბუქით გამოირჩევა. თავისი 4,2 ტონიანი მასის ფონზე, მისი ტანსპორტირება საკმაოდ მარტივია ისეთი ტიპის ვერტმფრენებით, როგორებიცაა CH-47 ან MV-22 Osprey. აღნიშნული ჰაუბიცა ძირითადად რთულ და ტექნიკისთვის გაუვალ რელიეფზე გამოიყენება. ამიტომაც არაა გასაკვირი რომ, აშშ-ს არმიისა და საზღვაო ქვეითების გარდა, ის მხოლოდ კანადელებმა, ავსტრალიელებმა და ინდიელებმა რომ შეიძინეს.

შედარებისთვის ქვემოთ მოყვანილია სხვა ბუქსირებადი ჰაუბიცების წონითი მონაცემები:

  • М198 (М777-ის წინამორბედი) – 6,9 ტონა
  • 2А65 «Мста-Б» - 7 ტონა
  • FH-70 – 9,3 ტონა
  • 2А36 «Гиацинт-Б» - 9,8 ტონა
  • TRF1 – 10 ტონა
  • FH-77 – 11,5 ტონა
  • G5 -13,5 ტონა
ყველა ამ სისტემას ნელ-ნელა თვითმავალი ქვემეხები ანაცვლებს. ფოტოების მიხედვით Д-400-ის წონა 2А65-ის შესაბამისი იქნება და ექნება ასევე საკმაოდ დიდი ზომები, რაც გამორიცხავს მისი Ми-8 ტიპის ვერტმფრენით ტრანსპორტირებას.

ასევე უცნობია, იქნება თუ არა გამოყენებული ახალ სისტემაში მოდულური სატყორცნი მუხტები, და თუ კი მაშინ რა ხერხით?

დღეისთვის Д-400-ის მხოლოდ ორი ფოტოა გავრცელებული. ქვემეხი გამწოვით, როგორც ჩანს, პირდაპირ თსდ-დან არის ნასესხები. ლაფეტი ძალიან გავს ჰაუბიცა Д-20-ის ლაფეტს. არაა გამორიცხული რომ ეს უბრალოდ საპოლიგონე დანადგარი იყოს. ამას ისიც ემატება რომ, რო ფოტოზე ორ განსხვავებულ სალულე მუხრუჭს ვხედავთ. ამასთან მსხვილი, ორკამერიანი, მუხრუჭი, ეს ОКБ-9 საფირმო ნაკეთობაა, ხოლო მეორე, პირდაპირ თსდ 2А88 «Коалиция-СВ»-დან არის გადმოტანილი.

როგორი სახით იქნება ქვემეხი შეიარაღებაზე მიღებული, ან თუ იქნება საერთოდ მიღებული - ჯერჯერობით გაურკვეველია. არაა გამორიცხული რომ ამ პროექტმა საერთოდ ვერ ნახოს გაგრძელება.

Sunday, December 16, 2018

Су-25СМ3-ის ოტპიკური სამიზნე СОЛТ-25 - იმპორტოჩანაცვლების სრული ფიასკო

ამბავი რუსული თბოხედვის მატრიცების შესახებ

ავიაციის ბევრმა მოყვარულმა ალბათ უკვე იცის რომ, რუსეთის ავიაციამ, Су-25-ების СМ3 დონემდე მოდერნიზაცია დაიწყო. მოდერნიზაციის შედეგად მოიერიშეებმა დამიზნების ელექტრო-ოპტიკური სისტემა "СОЛТ-25" მიიღო.

Су-25СМ3-ის შესახებ ბლოგზე უკვე არაერთხელ დაიწერა:

აღნიშნულ კომპლექსში არის თბოხედვის არხი, რაც Су-25СМ3-ის შესაძლებლობებს საგრძნობლად ზრდის. და სწორედ აქედან იწყება ყველაზე საინტერესო: რა სახის მატრიცა გამოიყენება ამ თბოხედვის კამერაში? ამ მატრიცის პარამეტრები და რაც მთავარია, ვინ აწარმოებს ამ მატრიცას?

დამიზნების ელექტრო-ოპტიკური სისტემა "СОЛТ-25"

იქედან გამომდინარე რომ, რუსებმა თითქოსდა სატანკო თბოხედვის კამერებში უკვე საკუთარი მატრიცები ჩადგეს, მოიერიშის სამიზნეშიც წესით რუსული მატრიცა უნდა ყოფილიყო. მაგრამ ინერნეტმა სულ სხვა რამე გვიპასუხა, google-მ ხო ყველაფერი იცის, ხო და ქსელში შემდეგი სახის ხელშეკრულებები იქნა მოძებნილი:


ხელშეკრულებებიდან ცნობილი ხდება რომ, СОЛТ-25-ის თოხედვის კამერა, კომპანია  i3system-ის ფოტომიმღებ მოწყობილობას (იგივე მატრიცა) InSb640-15K-D-ს, იყენებს.

თვითონ კომპანია i3system-სი სამხრეთ კორეაში ბაზირდება და ოპტიკური და რადიოლოკაციური სისტემების წარმოებითაა დაკავებულია. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მის მიერ გამოშვებული თბოხედვის სენსორების ნომენკლატურა, შეგიძიათ შემდეგ ბმულზე იხცილიოთ - i3system.    

მაგრამ ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს დოკუმენტი Договор №653. გადავდივართ მე-9 გვერდზე და ვკითხულობთ:


მოკლედ დოკუმენტიდან ვგებულობთ რომ, СОЛТ-25-ის თბოხედვის კამერა, ფრანგული კომპანია "Sofradir"-ის მიერ წარმოებული მატრიცით, კერძოდ SCORPIO MW K508-ითაა, აღჭურვილი. მაგრამ ამ მატრიცების შემოტანა რუსეთში, სანქციების მიზეზით, გართულებულია. რუსულმა მხარემ, წარმოქმნილი სირთულის აღმოსაფხვრელად, ფრანგული მატრიცა სამხრეთ კორეული მატრიცით ჩაანაცვლა. ვერაფერს იტყვი, იმპორტი ისევ იმპორტით ჩაანაცვლეს, ეს ძალიან რუსული გადაწყვეტილებაა, ანუ როცა ძალიან გინდა და ტრაკი კი არ გაქვს.

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, რუსული მხარე საკუთარი მატრიცის შექმნის მცდელობას მაინც არ ეშვება. როგორც ინტერნეტში გავრცელებული სატენდერო დოკუმენტაციიდან (სატენდერო დოკუმენტაცია - ЗАКУПКА №0173100009518000696) ხდება ცნობილი, დაწყებულია თბოხედვის ისეთ მატრიცაზე მუშაობა, რომელიც მონაცემებით, ფრანგული SCORPIO MW-ს ტიპის მატრიცის, შესაბამისი იქნება. ტენდერის მონაწილეებმა მუშა სისტემა 2020 წლისთვის უნდა წარადგინონ, მანამდე როგორც ჩანს რუსული Су-25СМ3-ები ნაწილობრივ ფრანგული და ნაწილობრივ სამხრეთ კორეული მატრიცებით იფრენენ. 

საცდელ-საკონსტრუქციო სამუშაო «Фонон-И29»

ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციიდან