Friday, September 14, 2012

გერმანული STEALTH თვითმფრინავი (Lampyridae)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

................................................................................................................................................................................

1987 წელს, ერთი წლით ადრე, სანამ აშშ-ს პრეზიდენტი რეიგანი საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული stealth თვითმფრინავის F-117A ჩვენების ნებას დართავდა, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ერთ-ერთმა კვლევითმა დელეგაციამ ვიზიტი განახორციელა გერმანული Messerschmitt-Bolkow-Blohm - MBB (ცნობილი Messerschmitt შთამომავალი ფირმის) დახურილი საწარმოო-საგამოცდო შენობებში, რომლებიც დასავლეთ გერმანიაში, ბავარიაში, Ottobrunn-ის რაიონში მდებარეობდა. ვიზიტის დროს ამერიკულმა დელეგაციამ აეროდინამიკურ მილში გამოსაცდელი 1/4 ზომების მქონდე თვითმფრინავის მოდელი აღმოაჩინა, რომელზეც MBB საიდუმლოდ 1981 წლიდან მუშაობდა.

"ციცინათელას" 3D გამოსახულება  


Luftwaffe-ს მაღალრანგიანი ჩინოსნების თანახმად, ამერიკელები შეშინდნენ ნანახისგან - მათ თვალწინ იდგა stealth თვითმფრინავი, რომელსაც გერმანელებმა Lampyridae (ციცინათელა) უწოდეს.
თვითმფრინავი შექმნილი იყო რადარის ამრეკლავი აეროდინამიკური სქემის ძირითადი პრინციპების გამოყენების საფუძველზე - ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნა ზესაიდუმლო ამერიკულ თვითმფრინავ F-117A-ში. გერმანული პროგრამა წარმოადგენდა მეორე მსოფლიო ომის დროს განხორციელებული პროგრამა Lippish DM-1 გამოძახილს. "ციცინათელას" ძრავებით აღჭურვილი მოდელი შემდეგში Emmeloord-ის აეროდინამიკურ მილში (9,5x9,5m2) იქნა გამოცდილი, რომელიც გერმანიის და ჰოლანდიის ერთობლივ საკუთრებას წარმოაგენს.

Lippish DM-1

აეროდინამიკურ მილში გამოცდამდე თვითმფრინავმა განახორციელა საცდელი ფრენა, რომლის დროსაც მისმა სიჩქარემ 225 კილომეტრ საათში მიაღწია, რომლის შემდეგაც მან წარმატებული დაშვება გაახორციელა. პირველ ფრენამდე მფრინავ-გამომცდელმა არა ერთი საათი გაატარა თვითმფრინავის სიმულატორში. მთლიანობაში პროგრამის არსებობის განმავლობაში 15 საცდელი ფრენა განხორციელდა, რომელთაგან სულ ცოტა ორი სამხრეთ აფრიკის საცდელ პოლიგონ Overberg Test Range იქნა ჩატარებული.

Lampyridae საფრენი პროტოტიპი

გამოცდების პროგრამების განმავლობაში შექმნილი იქნა მოდელების მთელი რიგი - ერთი ყოველმხრივი კორპუსის მქონე სრული ზომის მაკეტი, ერთი აეროდინამიკურ მილში გამოსაცდელი 3/4 ზომის მოდელი, ერთი დაბალ სიჩქარეზე გამოსაცდელი 1/3,5 ზომის მოდელი და ერთი ქვებგერითი სიჩქარის 1/20 ზომის მოდელი.
RCS გასაზომი მოდელი 1987 წელს იქნა აწყობილი, მოდელი ორიგინალი ზომებისა იყო (16 მეტრა სიგრძე, ფრთების გაქანი 8 მეტრი). მოდელმა დაადასტურა ამრეკლავი ზედაპირის ის მონაცემები რომლებიც თეორიული გათვლებით იქნა დაანგარიშებული. დასახული ამოცანის თანახმად ამრეკლავი ზედაპირი 20-30dB უნდა ყოფილიყო, რეალურმა ტესტებმა კი ეს მონაცემები უფრო დაბალი აჩვენა, თვითთ ამერიკულ F-117A-ს მონაცემებზე დაბალიც კი. თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ არ გახმოვანებულა. თვითმფრინავი პატარა და მსუბუქი უნდა ყოფილიყო, მისი კორპუსი ამერიკული F-117A-ს გვერდების რაოდენობის ნახევარს გამოიყენებდა. Lampyridae ფაქტიურად მე-2 თაობის F-117 იყო.

Lampyridae სხვადასხვა დანიშნულებისა და ზომის მოდელები


ამერიკული დელეგაციის ვიზიტიდან ცოტა ხანში, ზემოდან მოსული მითითების თანახმად, რომელის გამოცემის მიზეზიც ბოლომდე არავის არ აუხსნია, გერმანულმა მთავრობამ პროგრამის მიხურვა ბრძანა - თუმცაღა საცდელი მოდელის გამოცდებმა პროგრამის პერსპექტიულობა აჩვენეს.
გამოცდები იმდენად წარმატებული იყო რომ MBB-ს ხელმძღვანელობა დარწმუნებული იყო რომ შეკვეთას მიიღებდა ბონიდან და მსოფლიოში პირველი "უჩინმაჩინი" გამანადგურებლის სერიაში ჩაშვების საშუალება მიეცემოდა.
როდესაც 1995 წელს Lampyridae არსებობა ოფიციალურად გამოაშკარავდა, პროგრამაში მონაწილე ინჟინრების ნაწილი ამტკიცებდა რომ მისი დახურვის მიზეზი აშშ-ს მთავრობის გერმანიის მთავრობაზე განხორციელებული დიდი ზეწოლა გახდა. დასკნა შემდეგია - აშშ-ს სურდა ამ სფეროში პირველობა შეენარჩუნებინა და ასევე ეშინოდა ამ ტექნოლოგიების სსრკ-ს ხელში მოხვედრისა.

Lampyridae სქემატური გამოსახულება ამერიკულ ჟურნალში

70-ნი წლების შუა და ბოლო პერიოდში ჩატარებულმა ოპერატიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვარშავის ბლოკის ქვეყნების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები საკმაოდ ხშირ ქსელს ქმნიდნენ გერმანიის საზღვრების გასწვრი და ამის გამო  Luftwaffe-ს მათთან ბრძოლის შედეგად მიუღებლად დიდი მსხვერპლი ექნებოდა. ზემოთხსენებული პრობლემის გადასაჭრელად, გერმანელი ინჟინრები იძულებულები გახდნენ საბჭოთა რადარებისგან დასაცავ ტექნოლოგიებზე ემუშავათ - რამაც ისინი stealth გამანადგურებლამდე მიიყვანა. ეს გზა ანალოგიური იყო იმისა რაც ამერიკელებმა განვლეს F-117A  შესაქმნელად - ამიტომ შემთხვევითი არაა რომ ორივე ქვეყანა ერთნაირ ტექნიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდა.
Lampyridae სმოდელი

გერმანიაში მუშაობა პროგრამა Lampyridae დახურვის შემდეგაც გაგრძელდა. 90-ნი წლების შუა პერიოდში, MBB-ს მემკვიდრემ, კომპანია DaimlerChrysler Aerospace (DASA) დაიწყო მუშაობა პროგრამა Technology Demonstrator for Enhancement and Future Systems-ზე (TDEFS). პროგრამა TDEFS წარმოადგენდა Stealth ტექნოლოგიების საჩვენებელ ევროპულ სისტემას, რომელსაც გააჩნდა როგორც პილოტირებადი ასევე უპილოტო ვერსია, მაგრამ პროგრამამ განვითარება ვერ ჰპოვა კლიენტებში დაინტერესების არ ქონის გამო.
აღსანიშნავია რომ "ციცინათელას" შექმნისას შეძენილი გამოცდილება და ტექნოლოგიები უკვალოდ არ დაიკარგა, დაგროვილი ცოდნა გამოყენებული იქნა ისეთ პროგრამებში როგორებიცაა - Eurofighter Typhoon და EADS ΜΑΚO. ასევე ბავარიაში და ბრემენში, DASA-ს კვლევით ბიუროებში გაგრძელდა რადარის მშთანთქავ საფარველზე (RAM)  მუშაობა.

Technology Demonstrator for Enhancement and Future Systems-ზე (TDEFS)

EADS ΜΑΚO


წყარო:

ПАК-ФА Т-50-1 კვლავ ჰაერშია


2012 წლის 11 სექტემბერს, ჟუკოვსკის აეროდრომ ОАО "Летно-исследовательский институт имени М.М. Громова" ერთწლიანი პაუზის შემდეგ ჰაერში საცდელი ფრენები განაახლა ПАК-ФА-ს პირველმა პროტოტიპმა - Т-50-1 (საბორტე ნომერი "51"/"051")

Т-50-1 საცდელი ფრენისას, ჟუკოვსკი, 11.09.2012წ.

წყარო:

Т-50-1 снова в воздухе

ჩინეთის "პტეროდაქტილი"


ინტერნეტში გამოჩნდა ახალი ჩინური უპილოტო საფრენი აპარატის სურათი, რომელიც გარეგნულად ამერიკული Predator/Reaper კლონია. ჩინურ უპილოტო კომპანია Chengdu მიერაა შექმნილია და «Air Sniper» ეწოდება, რომელიც ამ უპლიოტოს პროგრამაზე, სახელწოდებით "პტეროდაქტილი", ბოლო რამდენიმე წელია მუშაობდა.
კონკრეტული უპლოტო თვითმფრინავი პირველად 2008 წელს გამოჩნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პეკინმა მისი ექსპორტზე გატანის ნებართვა გასცა. ჩინელების ცნობით თვითმფრინავის მაქსიმალური ასაფრენი წონა 1100 კგ-ა, მარგი დატვირთვა 200კგ, მაქსიმალური სიცქარე 280კმ/სთ, ხოლო ფრენის მანძილი 4000კმ.



წყარო:

Thursday, September 13, 2012

მდინარის გადალახვა რუსეთის არმიაში - სწავლება

11 სექტემბერს ვოლგის რაიონში რუსეთის მოტომსროლელებმა და საინჟინრო ნაწილებმა განახორციელეს წყლის წინაღობის დაძლევა პონტონური ხიდის მეშვეობით - გთავაზობთ რამოდენიმე სურათს, რომელზეც საკმაოდ საინტერესო დეტალებია ასახული:

პონტონური კობინირებული (საავტომობილო და სარკინიგზო) ხიდი გაშლამდე და გაშლის მერე


ხიდის გაშლის უსაფრთხოებას ჰაერიდან ვერტმფრენები უზრუნველყოფდნენ


ხიდის გვერდით დაყენებული კუთხური ამრეკლები - მათი წყალობით ბომბდამშენის რადარები ცრუ ხიდს ხედავენ და მის დაბობმვას ახროციელებენ

ხიდის გამართვის შემდეგ ჯერ მასზე საბრძოლო ტექნიკით დატვირთულმა მატარებელმა გაიარა ხოლ  მერე თვითონ მოტოქვეითმა ნაწილებმა


P.S. საინტერესოა რომ საინჟინრო ნაწილებს კომბინირებული ხიდები გააჩნიათ - რაც უმოკლეს ვადებში სარკინიგზო ხაზების გაყვანის და საბრძოლო ტექნიკის გადასროლის საშუალებას იძლევა. ასევე დიდ ინტერესს იწვევ სხიდის დაცვის ხერხები და კომპლექსური ზომები.

წყარო:
Учение МТО Южного округа. Второй день.

БМД-1 მოდერნიზაცია

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო შესყიდვები ვებ გვერდზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტენდერი მედესანტეთა საბრძოლო მანქანის მოდერნიზაციის შესახებ. ბოლო ინფრომაციით ტენდერი ვოლგოგრადის ტრაქტორმშენმა ქარხანამ მოიგო. ტენდერის თანახმად მოდერნიზაცია უნდა ჩაუტარდეს 135 საბრძოლო მანქანას, მანქანები БМД-1-დან გადაკეთდება  БМД-2К  და БМД-2 მოდელებად.
БМД-2К და БМД-2К უნდა უზრუნველყონ რესურსი, რომელიც დადგენილია საგარანტიო გამომუშავების მიხედვით (3000 კილომეტრი გარბენი და 500 საათი ძრავის მუშაობა), გარანტირებული ექსპულატაციის ვადები (5 წელი) ან გარანტირებული გამომუშავების ვადებში 5 დესანტირება.
БМД-2 ძველ ვერსიებთან შედარებით მოდერნიზირებული მანქანები განსხვავდება ახალი რადიოსადგური Р-168-25У-2 და შეიარაღების სტაბილიზატორი 2Э36-6 არსებობით


БМД-1-ის გადაკეთების ეტაპები - დაშლიდან საბოლოო პროდუქტამდე









წყარო:


Wednesday, September 12, 2012

ჯავშან მანქანა "Рысь" - ექსპულატაციის დეტალები

Денис Мокрушин ბლოგზე ( Записки русского солдата )დაიდო იტალიური წარმოების და რუსული აწყობის ჯავშან მანქანა  "Рысь"-ის ფოტოდეტალიზაცია და ექსპულატაციის დეტალები, რომელიც უშუალო მომხმარებლების აზრის მიხედვითაა შედგენილი.
















სრული ფოტო რეპორტაჟი და ექსპულატაციის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

"Рысь". Подробности эксплуатации

უკანასკნელი "Super Sherman"




იუგოსლავია, 1961 წელი, ამერიკული ტანკ Sherman-ის იუგოსლავური მოდერნიზაცია. ტანკზე აყენია - 122მმ-ნი ქვემეხი А-19 მოდერნიზირებული ვერტიკალური ამძრავით, 520 ცხენისძალიანი ძრავა B-2P და რადიოსადგური SCR-528. 
მანქანის წონა 33,5 ტონამდე გაიზარდა, სიჩქარე 42კმ/სთ-დან 50კმ/სთ-მდე, საწვავის ხარჯი 100 კილომეტრზე 400 ლიტრიდან 211 ლიტრამდე შემცირდა. უგზობაზე მანქანის მანევრულობა გაუარსედა, მანქანაში ქვემეხისთვის 27-30 ჭურვი თავსდებოდა, ქცემეხთან შეწყვილებული იყო M1919A5 ტყვიამფრქვევი 2250 ტყვიანი მარაგით (ტყვიამფრქვევს ქვემეხისგან დამოუკიდებლად მართვის რეჟიმში შესაძლებელი იყო მისი +20 გრადუსით ზემოთ და -10 გრადუსით ქვემოთ მოძრაობა), ტყვიამფრქვევის კოშკურა მოცილებული იქნა და გამოიყენებოდა ჭურვების შესანახად.
ასევე შეიცვალა ტანკის სამიზნე მოწყობილობები - დაყენდა СУ-100-ს სამიზნე ТШ-15. მანქანის ჯავშნის სისქე წინიდან 100მმ უდრიდა, გვერდებიდან 45-50 მილიმეტრს.



წყარო:

Ultimate "super Sherman"

Volvo-ს საწვავმზიდები რუსეთის არმიაში

რუსული გაზეთი "Ведомости", რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს შეისყიდოს  Volvo FMX ბაზაზე განთავსებული უნივერსალური საავტომობილო საწვავგასამართი კომპლექსები (Автомобильный Топливо Заправщик  - АТЗ) 12-10FMX40 (მანქანები სავარაუდოდ სავალი ნაწილის 6x6 ფორმულით იქნება)

მოცემული საწვავგასამართი მანქანების მიწოდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში წლის ბოლოს დაიწყება. "დიახ, მიწოდება წლის ბოლოს დაიწყება. ამჟამად მანქანები საჯარისო გამოცდებს გადის. ამ ეტაპის შემდეგ მანქანები სახელმწიფო გამოცდებს დაიწყებს - რაც თავის მხრივ 45 დღე-ღამე გაგრძელდება" - განაცხადა ბულგაკოვმა. 

ახალი მანქანა, АТЗ 12-10FMX40, საშუალებას იძლევა ერთდროულად 10 მანქანის საწვავით გამართვა მოხდეს (ამჟამად არსებული საწვავგამმართველი მანქანებს ერთდროულად მხოლოდ 2 მანქანის მომსახურება შეუძლიათ).

ახალი საწვავგასამართი კომპლექსები Volvo FMX ბაზაზე განთავსდება. მანქანის მოტორესურსი 2 მილიონი კილომეტრია, სამსახურის ვადა - არანაკლებ 30 წელი. ამას გარდა, ცისტერნას, რომელიც მანქანაზე მონტაჟდება, რემონტი პრაქტიკულად არ ესაჭიროება, რადგანაც იგი უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული - აცხადებს ბულგაკოვი.

ახალი კომპლექსი 10 წუთის განმავლობაში ავტომატურად წმინდავს და ამზადებს ცისტერნას. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მინიმალურ ვადებში მოხდეს ცისტერნის მომზადება სხვადასხვა ტიპის საწვავის გადასაზიდად. ახალი კომპლექსის შესყიდვა და არმიისთვის მიწოდება 2020 წლამდე გათვლილ სამხედრო შესყიდვეის პროგრამაშია შეყვანილი.

Volvo ბაზაზე განთავსებული, რუსეთის არმიის გამოცდებში მონაწილე, საწვავგამმართველი კომპლექსი 12-10FMX40

სავარაუდოდ საწვავგასამართი კომპლექსების აწყობა ЗАО «Вольво Восток»-ის ასაწყობ ქარხანაში განხორციელდება. ეს ქარხანა 2009 წელს ამოქმედდა, კალუგაში მდებარეობს და Volvo ტიპის სატვირთო მანქანების აწყობითაა დაკავებული. ცნობილია რომ რუსეთის "წარმოებისა და ვაჭრობის სამინისტროს" №380 ბრძანების თანახმად, კალუგის ქარხანაში წარმოებული Volvo, აღიარებულია როგორც რუსული ნაწარმი და დამტკიცებულია რუსეთის ფედერაციის სუბიექტებისთვის შესასყიდად ნებადართულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და კომუნალური ტექნიკის ჩამონათვალში.




წყარო:
Закупка топливозаправщиков Volvo

Минобороны закупит топливозаправочные комплексы на базе Volvo

Tuesday, September 11, 2012

ჩინელები ჩეჩნეთში

ჩინელმა სტრაიკბოლისტებმა, ჰონკონგიდან, განახორციელეს რუსეთის ფედერაციის ქვეითი ჯარისკაცების გროზნოში ყოფნის დროს გადაღებული სურათების რეკონსტრუქცია.













წყარო: