Friday, November 30, 2018

17 რუსული გამანადგურებელი ბრიტანული ხომალდის თავზე


რუსული გამანადგურებლები შავ ზღვაში ცდილობდნენ ბრიტანული, HMS Duncan-ის ტიპის, საესკადრო ნაღმოსნის დაშინებას. როგორც რესურსი Daily Mail იუწყება, ინცინდენტს ამა წლის მაისში ჰქონდა ადგილი, მაგრამ მის შესახებ ცნობილი მას მერე გახდა, რაც ტელეარხმა Channel 5-მა, ამის შესახებ სიუჟეტი გადაიღო.
 

როგორც ვიდეოდან ხდება ცნობილი, ბრიტანული ფლოტის საესკადრო ნაღმოსანი NATO-ს ძალების შემადგენლობაში, ყირიმის სანაპიროდან 50 კილომეტრში გადაადგილდებოდა, როდესაც რუსეთის საჰაერო სივრციდან მისი მიმართულებით სამხედრო თვითმფრინავები იქნა აწეული.

უცნობია რამდენ ხანს ტრიალებდნენ ბრიტანული ხომალდის თავზე რუსული გამანადგურებლები და გამანადგურებელ-ბომბდამშენები. მაგრამ მცირე მანძილის გამო საესკადრო ნაღმოსანის ეკიპაჟი იძულებული იყო რუსი პილოტებისთვის გაფრთხილება გადაეცათ: "საესკადრო ნაღმოსანი ძალიან მძლავრ რადარს იყენებს, რომელმაც შეიძლება თვითმფრინავის ელექტრონიკა დააზიანოს და ის ზღვაში ჩამოვარდება".

სიუჟეტში ასევე ჩანს რომ, რუსმა პილოტმა, ავიაბაზაზე დაბრუნებამდე, ხომალდს შეტყობინება, "წარმატებები ბიჭებო" (სიტყვა სიტყვით  "Good luck, guys"), გაუგზავნა. ამასთან ეკიპაჟის წევრის განცხადების თანახმად, ხომალდზე 48 ცალი საბრძოლველად გამზადებული საზენიტო რაკეტაა და საჭიროების შემთხვევაში გამარჯვება ბრიტანელებს დარჩებოდათ.

როგორც მეთაურმა მაიკლ ატლიმ (Mike Utley) აღნიშნა, HMS Duncan ბოლო 25 წლის განმავლობაში ალბათ ერთადერთი ხომალდია, რომელზეც ასეთი მასირებული თავდასხმა განხორციელდა. ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, გევინ უილიამსონის (Gavin Williamson), განცხადების თანახმად, ეს ინცინდენტი "თავხედურ მტრულ გამოხტომად" დახასიათთდა, მან ასევე უმაღლესად შეაფასა ბრიტანული ხომალდის ეკიპაჟის წევრების მუშაობა.

Thursday, November 29, 2018

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ატაშე რუსეთში ატაშედ დაინიშნა


როგორც ცნობილი გახდა, ერთი თვის წინ, მოსკოვში აშშ-ს ახალი სამხედრო ატაშე ჩავიდა, ეს ბრიგადის გენერალი გარრიკ ჰარმონია (Brig. Gen. Garrick M. Harmon).

გენერალი ქალაქ ჰატჩინსონში, კანზასის შტატში დაიბადა. 1991 წელს, არტილერიის მეორე ლეიტენანტის წოდებით, აშშ-ს სამხედრო აკადემია (ვესტ-პოინტი) დაამთავრა.

2015 წელს დაამთავრა აშშ-ს არმიის ომის კოლეჯის კურსი (Army War College). 2017 წლის აგვისტომდე, პოლკოვნიკის წოდებით, საქართველოში სამხედრო ატაშედ მსახურობდა.

2017 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშეს გამოსამშვიდობებელი ცერემონია გამართა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ გარიკ ჰარმონს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ ყურადღება ერთობლივ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-სა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში, საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე გაამახვილა.

თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. უწყების ხელმძღვანელმა მას მადლობის სიგელი და საჩუქრად სნაიპერული შაშხანაც გადასცა.


ჩვენს ქვეყანაში ატაშის თანამდებობის დატოვების შემდეგ, გენერალს აშშ-ს არმიის გენშტაბის მეთაურის მოასგილის შტაბში სტრატეგიასა, დაგეგმარებასა და პოლიტიკის სფეროში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2018 წლის მარტში ბრიგადის გენერლის წოდება მიიღო.

2018 წლის მაისში, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზში, მისი რუსეთში ატაშედ დანიშვნა დაანონსდა (წყარო - General Officer Assignments).

გარრიკ ჰარმონი დაოჯახებულია და ყავს სამი შვილი.

Monday, November 26, 2018

Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია vol. 2 (ვიდეო)



ტელეარხმ "Звезда"-ს მიერ, რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, Су-57-ის შექმნისა, გამოცდებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ  საკმაოდ საინტერესო ვიდეოსიუჟეტის გაგრძელება (პირველი ნაწილი ბლოგზე ორი კვირის წინ იყო განთავსებული - Су-57-ის შექმნისა და გამოცდების ისტორია (ვიდეო)).


ამჯერად წარმოგიდგენთ მეორე და მესამე ნაწილს და კიდევ ერთდელ გაგაფრთხილებთ - ყურებისას ფრთხილად, სიუჟეტში ბევრი სისულელე და უაზრო პროპაგანდაა, თუმცაღა ყურება ღირს, ბევრი საინტერესო ინფორმაციაა მოწოდებული.


Sunday, November 18, 2018

Delta-ში, Ford F550-ის ბაზაზე, სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს


საქართველოში პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა მიმდინარეობს.

► პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში 2019 წლიდან გამოჩნდება.

► სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

► საქართველოში შექმნილი ტექნიკა საბჭოთა წარმოების სახანძრო მანქანებს ჩაანაცვლებს. შეიქმნება 120-მდე მანქანა და სრულად განახლდება ყველა რეგიონის ავტოპარკი.

► მულტიფუნქციური მანქანა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტით იქმნება.



პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის აწყობა უკვე მიმდინარეობს - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტასა“ და ავსტრიულ კომპანია „როზენბაუერის“ ერთობლივი პროექტი მულტიფუნქციური მანქანის შექმნას ითვალისწინებს.

საქართველოში აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა ტესტირებას ავსტრიაში, „როზენბაუერის“ ბაზაზე გაივლის, რის შემდეგაც „დელტა“ ავტომანქანების სერიულ წარმოებას დაიწყებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოს ქალაქებში მომავალი წლიდან გამოჩნდება.

„ჩვენი სპეციალისტები მაღალ შეფასებას აძლევენ, „DELTA”-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოსა და მანქანის ტექნიკურ მონაცემებს. “ROSENBAUER”-ის მხრიდანაც საკმაოდ კარგი შეფასება გვაქვს. 2019 წელს რეგიონებში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში, გამოჩნდება ეს სახანძრო-სამაშველო მანქანა და დაიწყება საბჭოთა ტექნიკის ჩანაცვლების მასშტაბური და გრძელვადიანი პროექტი“. - განაცხადა შალვა ხუციშვილმა

სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის „დელტას“ გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის თქმით, საქართველოში აწყობილი პირველი სახანძრო-სამაშველო მანქანა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს.

„ფაქტობრივად, ჩვენ მივიღებთ უნიკალურ მანქანას, რომელიც ზუსტად იქნება მორგებული საქართველოს მოთხოვნილებებზე და ამავდროულად შეძლებს უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილებას. „DELTA“ ამ გამოცდილებით შეძლებს მომავალში პოზიციონირებას, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროსთვის განკუთვნილი მანქანების მწარმოებელი კომპანია. ასევე, ჩვენ მოვახდენთ ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების ლოკალიზებას საქართველოში, როგორიცაა სახანძრო-სამაშველო მანქანების შემდგომი ტექნიკური უზრუნველყოფა“.- განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, „დელტასა“ და „როზენბაუერს“ შორის შეთანხმება 2018 წლის აპრილში ავსტრიის დედაქალაქში შედგა.

საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო მანქანა მულტიფუნქციური და მაღალი გამავლობის იქნება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში სახანძრო-სამაშველო ავტოპარკის სრულ განახლებას გეგმავს.


J-20-ის დემო გამოსვლა Zhuhai-ს ავიასალონზე

J-20-ის დემო გამოსვლა Zhuhai-ს ავიასალონზე

ჩჟუჰაის ავიასალონზე გამოტანილი J-20-ის ტრენაჟორი

მე-5 თაობის ჩინური გამანადგურებელი ჩჟუჰაის ავიასალონზე გამოსვლის მომენტში

რამოდენიმე საინტერესო მომენტი ჩინური J-20-ისა და მისი რაკეტების შესახებ


 უკრაინული ტექნოლოგიები ჩინურ გამანადგურებელში:

ჩინური ჰაერი ჰაერი კლასის რაკეტა, PL-10, ძალაიან ჰგავს უკრაინულ ახლო მანძილზე მოქმედ რაკეტა "611"-ს (საკონსტრუქციო ბიურო «Луч»). აღნიშნული საკონსტრუქციო ბიურო თავის დროზე რუსული მე-5 თაობის გამანადგურებლის, ПАК-ФА-სთვის, ახლო მანძლზე მოქმედი რაკეტის, К-МД-ს (К-30 ან изд.300) შექმნის პროექტში ღებულობდა მონაწილეობას.

თვალსაჩინოებისთვის უკრაინული რაკეტის მაკეტი ბოლო ფოტოზეა (თეთრი რაკეტა), შეგიძლიათ შეადაროთ ჩინურ PL-10

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი:
როგორც ჩანს ჩინელებმა ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტების გამოშვების და გაშვების საკმაოდ ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს - რაკეტა შიდა საცავიდან გამოდის გარეთ, ნაკვეთურის სარქველი იკეტება და რაკეტა გარეთ რჩება. ასეთი სქემის მოგონების რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს - ამგვარად მცირდე ჰაერის წინაღობა და არ ზიანდება ძალიან რადარზე შემჩნევადობა. ამას გარდა, ესეთი სქემა სავარაუდოდ პრობლემების გამო იქნა მიღებული, ჩინელებმა ჯერ ვერ შეძლეს LOAL რეჟიმის შეყვანა რაკეტაში და დასამიზნებლად უფრო მეტი დრო ესაჭიროებათ, ვიდრე ამერიკელებს, ან თუნდაც რუსებს.


Friday, November 16, 2018

Striker-II - EF-2000-ის უახლესი ციფრული ჩაფხუტი


EF-2000-ის პილოტებმა ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი უახლესი ჩაფხუტების მიღება დაიწყეს


Striker-II ეს ევროგამანადგურებლის პილოტების უახლესი ჩაფხუტია, წინამორბედ Striker-I-თან შედარებით მან რადიკალური განახლებები განიცადა.


  • ის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია (Striker-I 9 წელია რაც მსახურობს).
  • ის სრულიად ციფრულია (Striker-I ანალოგური ტექნოლოგიების გარშემოა შექმნილი - ანუ კათოდური ლამფის დისპლეი და მაღალვოლტიანი კვების წყარო).
  • Striker-II იმდენივეს იწონის რამდენსაც Striker-I (ორივე ორი კილოს ფარგლებშია), მაგრამ ახალ შლემს უკეთესად დაბალანსირებული სიმძიმის ცენტრი აქვს, რის გამოც პილოტებს ის უფრო მსუბუქი ეჩვენებათ. Striker-I ანალოგური ტექნოლოგიების მიზეზით წინ იყო დამძმებული.
  • ყოველი შლემი ინდივიდუალურად მზადდება, ხორციელდება მფრინავის თავის ქალის კონტაქტური სკანირება, რის შემდეგაც ჩაფხუტის შიდა ფენა პილოტის თავის ფორმის მიხედვით მზადდება, რაც მისი იდეალურად მორგების საშუალებას იძლევა. იდეალური მორგება თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას რომ, პილოტს შეუძია 9G მანევრირების გადატანა.
  • კიდევ ერთი სიახლე - მიდევნების ოპტიკური სისტემა. ის ძაან მაღალი სისწრაფითა და მილირადიანის სიზუსტით ხასიათდება.
  • ციფრული სისტემა, მიდევნების ოპტიკური და ინერციული სისტემებს ავსებს, ამით უმჯობესდება ტრეკინგის შესაძლებლობა.




  • ინერციული მიდევნების სისტემა, სპეციალურად შემუშავებული ალგორითმების წყალობით, იმახსოვრებს მფრინავის თავის მოტრიალების მიმართულებას და შეუძლია მისი შემდეგი მოქმედების განსაზღვრა, შესაბამისად თავის ტრიალის შეჩერების შემთხვევაშიც კი, მას შეუძია საჭირო სიმბოლოების შლემის წინა შუშაზე გამოყვანა.
  • წყაროსგან დამოუკიდებლად, როგორც კი ინფორმაცია გამანადგურებელს გადაეცემა, ჩაფხუტს შეუძია მიიღოს ინფორმაციის ყველა ბიტი და საჭიროებისამებრ გამოსახოს ჩაფხუტის წინა შუშაზე. ამგვარად მცირდება დრო, რომელსაც პილოტი კაბინის დისფლეებზე გამოსახული ინფორმაციის შესასწავლად ხარჯავს.
  • ინფორმაციის წყარო შეიძლება იყოს როგორც გამანადგურებლის საკუთარი სენსორები ასევე გარე წყაროები, მაგალითად უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ვიდეოკამერის გამოსახულება რეალურ დროში შეიძლება ჩაფხუტის წინა შუშაზე გამოისახოს.
  • სისტემას შეუძლია მაღალი აღქმადობის ვიდეოდინების სხვადასხვა წყაროებიდან გატარება, რითაც საბრძოლო სივრცის შევსებას ახორციელებს.
  • ჩაფხუტში ასევე ჩაშენებულია ციფრული ღამის ხედვა, რაც პილოტებს ღამის ხედვის სათვალების გამოყენებისგან ანთავისუფლებს და ამით იზრდება მათი მოქნილობა და მცირდება წონა. ამას გარდა ჩაფხუტს გააჩნია ხმის სრული ჩახშობა და სამგანზომილებიანი ხმოვანი საინფორმაციო ველი.


წყარო: ჟურნალ EUROFIGHTER WORLD-ის ივლისის თვის ნომერი, სტატია STRIKER II – THE GAME CHANGER

Thursday, November 15, 2018

Stiletto System - ზემძლავრი ჯავშანგამტანი ვაზნების კონცეფცია


როგორც კომპანია Stiletto Systems-მა განაცხადა, მას დაწყებული აქვს მძლავრი ჯავშანგამტანი ვაზნების ტექნოლოგიების კონცეფციის რადიკალური შეცვლის საფეხურებრივი პროგრამა.


კომპანიის თანახმად, თანამედროვე ინდივიდუალური ჯავშანდაცვის სისტემებმა და ჯავშანტექნიკამ ვაზნების შესაძლებლობებს გაასწრეს. სწორედ ამიტომაც დადგა დრო გამოვუშათ მაღალმწარმოებული სისტემები, რომლებიც საგრძნობლად გააუმჯობესებენ გამტანობას, ეფექტურ მანძლსა და სიზუსტეს.

მთლიანობაში ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნების ეფექტურობა ჯავშანგამტარ გულარზეა დამოკიდებული, რომელშიც შემდეგი მდგენელები შედის: გულარის მასალის ხარისხი, მისი გეომეტრია და რაც მთავარია, მინიჭებული კინეტიკური ენერგია.

ახალი, გაუმჯობესებული ვაზნის მოქმედების პრინციპი არსებული ვზანების ანალოგიურია, სხვაობა მხოლოდ ვაზნის ახალ კონსტრუქციასა და გამოყენებულ მასალებშია.

Stiletto Systems-ის განცხადების თანახმად, ის მუშაობს ვაზნების ახალ თაობაზე, რომელსაც შეეძლება 20,5 მილიმეტრი სისქის ჯავშანფილის გახვრეტა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ სარეკელამო ანიმაციაში, დემონსტრირებულია მცირეკალიბრული იარაღით ჯავშანჟილეტის გახვრეტა. ანიმაცია ასევე უჩვენებს რომ, შაშხანის ვაზნით შესაძლებელია ჯავშანტექნიკის ჯავშნის გადალახვა და შიგნით მყოფი ეკიპაჟის განადგურება. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე რომ, თანამედროვე ჯარისკაცს შეეძლება მძმე შეიარაღების გამოყენების გარეშე შეაჩეროს მსუბუქი ჯავშანტექნიკა.

ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას რომ, NATO-ს მებრძლებს შეეძლებათ ატარნო ნაკლები მარგი ტვირთი და დარჩნენ ეფექტურობის იმ დონეზე, რაც მანამდე მძმე დატვირთვით გააჩნდათ. ქვეით ჯარისკაცს შეეძლება თავისი შაშხანა აქციოს მძმე იარაღად ეფექტურობის მხრივ, შეაჩეროს ჯავშანტრანსპორტიორი, ხოლო შემდეგ ისევ ჩვეულებრივ ვაზნებს დაუბრუნდეს.

დღეისთვის Stiletto System-სის პროდუქციამ წარმატებით დაასრულა დამოუკიდებელი ორგანოების სერთიფიცირების ფართო პროგრამა და ის სერტიფიცირებულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა ბრიტანეთის თავდაცვის აკადემია (Defence Academy of the UK), ABAL და აშშ-ში ტყვიაწამლის მწარმოებელი ისეთი გენერალური კომპანიები, როგორებიცაა General Dynamics და Orbital ATK.

წყარო:

Wednesday, November 14, 2018

Eurofighter Typhoon - 500 000 საათი ჰაერში

როგორც ინტერნეტ ჟურნალი Eurofighter WORLD იუწყება, Eurofighter-ების ფლოტმა მთლიანობაში 500 000 საფრენოსნო საათს გადააბიჯა. პროექტის წარმომადგენლის თანახმად, 500-ზე მეტი ამ ტიპის გამანადგურებელი იცავს ევროკავშირის საზღვრებს და ის ევროპის თავდაცვის ხერხემალს წარმოადგენს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ესპანეთის, გერმანიის და იტალიის სავიაბაზებზე სამახსოვრო ფოტოები იქნა გადაღებული

Monday, November 12, 2018

მასირებული სარაკეტო იერიში გაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქებზე

ორი საათის წინანდელი აპდეიტი (დილის 8 სთ) - ისრაელის მიმართულებით გაშვებული იქნა 370 რაკეტა, რსთ კომპლექსმა ასზე მეტის მოგერიება მოახერხა:
წყარო:
Israel Defense ForcesVerified account

რამდენიმე საათის წინ გაზას სექტორიდან, ისრაელის დასახლებული პუნქტების მიმართულებით, მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა. როგორც ვიდეოდან ჩანს, რსით კომპლექსმა Iron Dome-მ, მრავლობითი სამიზნეების მიმართულებით წარმატებით იმუშავა.


როგორც ცნობილია მდგომარეობა საკმაოდ გამწვავდა, ცეცხლის საპასუხოდ, ებრაულმა ავიაციამ, სარაკეტო იერიშები მიიტანა გაზას სექტორზე, სადაც 20-მდე სამიზნე გაანადგურა.

ბოლო ვნობებით დასახლებული პუნქტებისკენ ორასამდე რაკეტა იქნა გაშვებული, რამდენიმე დასახლებულ რაიონებში ჩამოვარდა, არიან დაზარალელბულები.

რაკეტა დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა, რსთ-მ მისი განადგურება ვერ მოახერხა

ასევე დღეს საღამოს, გაზას სექტორიდან გამოშვებულმა ტსმრ-მა, ებრაელი ჯარისკაცებით დატვირთული ავტობუსი გაანადგურა, ერთი ჯარისკაცი მძმედ დაშავდა, გავრცელებული ცნობებით გარდაიცვალა.