სატანკო პარკის განახლების პროგრამის თანახმად Abrams-ების უახლესი მოდიფიკაცია, M1A2D, მეწინავე სენსორებითა და საბრძოლო სისტემებით უნდა აღიჭურვოს.
როგორც არმიის წარმომადგენელი იუწყება "თანამედროვე Abrams M1A2D-ს (ძველი სახელწოდება M1A2 SEPv4) მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანეს ქვაკუთხედს მე-3 თაობის FLIR-ი (3GEN FLIR) წარმოადგენს. აღნიშნული სისტემა ეკიპაჟის ეფეტურობის რადიკალურ ზრდას უზრუნველყოფს.
3GEN FLIR-ი ტანკის ორივე სამიზნეში იქნება ინტეგრირებული და ასევე მოხდება მისი სხვა პლატფორმებზე გავრცელებაც.
3GEN FLIR ან 3GF თვის თავში გააერთიანებს საერთო კომპონენტებს, რომლებიც დაზვერვის, დაკვირვების და სამიზნის აღმოსაჩენად პლატფორმის სამიზნეში იქნება ინტეგრირებული.
საერთო კომპონენტები მოიცავს მაღალი აღქმადობის და მკაფიოობის ორდიაპაზონიან მატრიცას (საშუალო და გრძელ ტალღოვანი ინფრაწითელი) და სითბური გამოსხივების ვიდეო გამოსახულებად გარდამქმნელ ოპტიკურ-ელექტრონულ მოწყობილობებს. ახალი 3GF ტანკზე წინა თაობის 2GF სამიზნეებს ჩაანაცვლებს.
მე-2 თაობის (ეგრეთ წოდებული 2GF) ინფრაწითელი კამერით აღჭურვილი M1A2 SEP v.2-ის მემიზნის სამიზნე კომპლექსი
განახლებულ სამიზნეში ინტეგრირებული იქნება ფერადი დღის კამერა, თვალებისთვის უსაფრთხო ლაზერული მანძილმზომი და ლაზერული მანიშნებელი.
M1A2D ლეტალურ განახლებებთან ერთად სრულიად ჩაშენებულ სასწავლო ფუნქციასაც მიიღებს - რაც ეკიპაჟის გაწვრთნას საგრძნობლად აამაღლებს. არმიის აზრით განახლებების ეს პროგრამა ისე იქნა წამოწყებჯული, რომ მასში შესაძლებელია მომავლის ბრძოლის ველისთვის აუცილებელი ყველა კრიტიკული განახლების ინტეგრირება, მათ შორის - ხელოვნური ინტელექტი, ავტონომიურობა, აქტიური დაცვის სისტემები და გაუმჯობესებული სენსორები.
როგორც ცნობილია 2017 წელს კომპანია General Dynamics Land Systems-მა აშშ-ს არმიისგან 310,6 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი მიიღო, რომლის თანახმადაც უნდა შეიმუშაოს და გამოსცადოს M1A2D ტანკის შვიდი საცდელი პროტოტიპი. გაუმჯობესებები შეეხება სენსორებს, ლეტალურობას და გადარჩენადობას. გეგმების თანახმად ახალი ტანკების წარმოება 2023 წელს დაიწყება, ხოლო არმიაში მათი ინტეგრირება 2025 წლისთვისაა მოსალოდნელი.
აშშ-ს საზღვაო ძალების კუთვნილი F/A-18C Hornet რუსეთის საზღვაო ძალების ავიაციის ფერებში - Су-30СМ-ის იმიტაციას ახდენს. 2019 წლის 5 თებერვალი, ტეხასის შტატი, ავიაბაზა ფორ-იერტი
Су-34-ის იმიტაცია
Су-35-ის იმიტაცია
Aggresors-ების შესახებ ბლოგზე განთავსებული თემატური სტატიები:
კომპლექსები ქალაქ მასიაფის ახლობლადაა განთავსებული. ფოტოებზე გარკვევით ჩანს სამი გამშვები, თუმცაღა როგორ კომპანიამ აღნიშნა კომენტარში "მეოთხე კომპლექსი შესანიღბი ბადითაა დაფარული". კომპანიამ ასევე აღნიშნა რომ, 2018 წლის ოქტომბრიდან, როდესაც სირიაში ამ კომპლექსების გადასროლა დაიწყო, თანამგზავრმა ეს კომპლექსები პირველად დააფიქსირა.
მომდევნო სამ ფოტოზე გამოსახულია ბრიტანული ექსპერიმენტალური ტანკი FV4030-3 (Shir-2 - ირანულად "ლომი-2"). მანქანა რევოლუციამდელი ირანისთვის იქმნებოდა, თუმცა ისლამურმა რევოლუციამ ხელშეკრულების ანულირება გამოიწვია. ბრიტანელებმა დაგროვილი გამოცდილება თავის სასარგებლოდ გამოიყენეს და ამ ტანკის გადაკეთებით მიიღეს საყოველთაოდ ცნობილი Challenger-1.
ფოტოებზე FV4030-3 კორპუსის წინა ზედა და კოშკურის წინა ჯავშანპაკეტების გარეშეა გამოსახული. გამოყენებული ჯავშანპაკეტი Chobham-ის (იგივე Burlington ან Dorchester) ტიპისა იყო.
ქვიშისფერში სერიული Challenger-1 - შედარებულია Shir-2-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტის ბუდესთან.
ქვიშისფერში სერიული Challenger-1 - შედარებულია Shir-2-ის კოშკურის წინა ჯავშანპაკეტის მიმმართველებთან.
ზედა და ქვედა მარჯვენა სერიული Challenger-1, ქვედა მარცხენა მისი პროტოტიპი FV4030/4
Challenger-1-ის კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტის და ქვედა დეტალის გეომეტრია
სრულად აღჭურვილი საცდელი FV4030/4 (Challenger-1-ის ერთ-ერთი პროტოტიპი)
მეასე Challenger-1 - კოშკურა შიშველია (ჯავშანპაკეტის გარეშე). კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტზე ასევე შეიმჩნევა სამაგრი მოქლონები.
Challenger-1-ის კოშკურა - მოხსნილია კოშკურის გვერდითი და წინა ჯავშანპაკეტის გარეთა დამცავი შრე - კარგად ჩანს კოშკურის საფუძველზე ჯავშანპაკეტის სამაგრი მოქლონები
ისრებით მონიშნულია კოშკურის წინა და კორპუსის წინა ზედა ჯავშანპაკეტის სამაგრი მოქლონები. საინტერესოა თუ როგორ მაგრდება ეს ჯავშანპაკეტი ბაზაზე - თუ მოქლონები გამჭოლად გადის პაკეტებში, მაშინ თვითონ ამ ჯავშან პაკეტის მედეგობა საკმაოდ დიდ ეჭვს ბადებს.
არიზონაში ბაზირებულმა საავიაციო და თავდაცვით სფეროში სპეციალიზირებულმა კომპანიამ, Profense-მ, წლევანდელ Shot Show-ზე M134 Mini-Gun-ის შემცირებული ვერსია - 5,56x45 კალიბრის PF556 წარადგინა.
ტყვიამფრქვევი 38 ფუნტს (17.2 კგ) იწონის. მისი წონა 1500 ვაზნიან კოლოფთან ერთად 110 ფუნტს (49,9 კგ) უტოლდება.
ტყვიამფრქვევის ელექტრო ძრავა 48 ვოლტს მოიხმარას და ის სრულებით ციფრულ მართვაზეა - ღილაკის გადართვით შესაძლებელია წუთში სწრაფსროლის 600-დან 4000 გასროლამდე რეგულირება. შესაძლებელია ტყვიამფრქვევის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო, როგორც პილოტირებად ასევე უპილოტო, პლატფორმებზე ადაპტირება.
კომპანიამ გამოფენაზე ტყვიამფრქვევის ტრადიციულ კალიბრიანი ვარიანტი - PF 7.62x51mm NATO M134 Mini-Gun-იც წარადგინა:
წარსულში ქართული არმიის სამსახურში მყოფი (სავარაუდოდ მცირე ნაწილი ეხლაც გამოიყენება სასწავლო მიზნებში) Т-55АМ2-ის მცირე მიმოხილვა.
Т-55АМ2 მე-11 ბრიგადის ფარეხებში
როგორც ცნობილია, 90-ინების ბოლოს, ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ თავდაცვის უწყებისთვის, რომელსაც მაშინ გენერალი დავით თევზაძე ედგა სათავეში, ჩეხეთის რესპუბლიკისგან 11 ცალი Т-55АМ2 და 1 ცალი სარემონტო-საევაკუაციო გამწე ВТ-55.შეიძინა. მანქანები ქართულ მხარეს 2000 წელს გადაეცა.
Т-55АМ2-ის ვიდეო მიმოხილვა (ჩეხურად)
Т-55АМ2 თავისი დროისთვის არ იყო ცუდი მოდერნიზაცია, მაგრამ 2000 წლისთვის ის კატასტროფულად მოძველებულ ტანკს წარმოადგენდა, თუმცაღა მაშინდელი ქართული არმიის ჯავშანტექნიკის ფონზე, თვის ის მაინც თანამედროვედ გამოიყურებოდა. ქვემოთ შევეცდები ამ ტანკის შესახებ მონაცემებს მოვუყარო თავი:
М2 თბილისი ქუჩებში, 2004 წლის 26 მაისი
Т-55АМ2 მისი წინამორბედის, Т-55А-ს, ღმა მოდერნიზაციას წარმოადგენს. მოდერნიზაცია ტანკის ყველა ძირითად მახასიათებელს შეეხო - დაყენდა ცეცხლის მართვის ახალი სისტემ "Hammer", ლაზერული დასხივების აღმომჩენი სისტემა SDIO და კოშკურისა და კორპუსის დამატებითი დაცვა. ტანკი ასევე აღიჭურვა ქვემეხის ახალი სტაბილიზატორითა და ქვემეხის თბოსაიზოლაციო გარსსაცმით.
ტანკების მცირე პარტია 9К116-ის ტიპი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსით აღიჭურვა, რომლის შემადგენლობაშიც 5 ცალი რაკეტა 9М117 შედის. ტანკზე ასევე დაყენდა გაუმჯობესებული საკვამლე მოწყობილობა TUCA, რადიოსადგურები R-173 და R-173P და ფილტროსავენტილიაციო მოწყობილობა RADCHA 15/24. გაზრდილი წონის გამო მასზე უფრო მძლავრი ძრავისა და სავალ ნაწილში ახალი გაუმჯობესებული გრეხითი ღერძების დაყენება გახდა აუცილებელი.
კორპუსის შუბლაზე დაყენებული დამატებითი ჯავშნის სისქე 150 მილიმეტრია, ამასთან შუბლა ჯავშნის მთლიანი მედეგობა 250 მილიმეტრამდე გაიზარდა. ქიმებზე 10 მილიმეტრიანი რეზინის ეკრანებია განთავსებული. კოშურის შუბლის დამატებითი დაცვა ორი მოხსნადი სექციისგან შესდგება, რომლებიც პოლიურეთანით შევსებულ ფოლადის კოსნტრუქციებს წარმოადგენენ. ყოველი მათგანი 550 კილოს იწონის და კოშურაზე ორ-ორი ჭანჭიკითაა დამაგრებული.
ორიგინალი ძალური დანადგარი ადაპტირდა უფრო მძლავრ IN-55AM2 დონემდე, რომელშიც სიმძლავრე საწვავის შეფრქვევის კუთხის შეცვლითა და შემშვები და გამომშვები მილაკების რეგულირებით იქნა გაზრდილი. ამასთან ძრავა უფრო ეფექტური გაგრილების სისტემით აღიჭურვა - მასში წნევა 180 kPa-მდე გაიზარდა. ძრავაზე ასევე დამონტაჟდა დიაგნოსტიკური აპარატურა "WAS", რომელიც ოპტიკური და ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს ეკიპაჟს გამაგრილებელი სითხის, ზეთის წნევის, ზეთის ნაკლებობის და საწვავის რაოდენობის შესახებ.
ცეცხლის მართვის სისტემა Hammer-ზე მუშაობა 1981-1983 წლებში მიმდინარეობდა. ახალი სტაბილიზატორის წყალობით, წინამორბედთან შედარებით, გაჩერებული მდგომრაეობიდან სროლის სიზუსტე 6,4-ჯერ, ხოლო მოკლე გაჩერებებიდან - 3,6-ჯერ გაიზრდა. თვითონ Т-55АМ2 1983-1986 წლებში შექიმნა.
მოდერნიზირებული ტანკების წარმოება 1985 წელს დაიწყო, ხოლო მწყობრში 1987 წელს ჩადგა. მოდერნიზაციის შედეგად გაუმჯობესდა - საცეცხლე შესაძლებლობები, მანქანისა და ეკიპაჟის დაცულობა, კომფორტი, ამძრაობა და სხვა ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1997 წლამდე ჩეხური არმიის არსენალში 394 ცალი მოდერნიზირებული Т-54 და Т-55 იმყოფებოდა. ათასწლეულების ზღვარზე დაიწყო მწყობრიდან მათი ეტაპობრივი გაყვანა და დაკონსერვება. ნაწილი უტილიზაციას დაექვემდებარა, ნაწილი ექსპორტზე გაიყიდა. სწორედ აქედან მოხვდა საქართველოში 11 ცალი ჩეხური ტანკი. ქართულმა მხარემ შეკვეთა 1998 წელს განახორციელა, კონტრაქტის ღირებულებამ 300 000 დოლარი შეადგინა. ამ ფასში 11 ტანკისა და 1 გამწის გარდა ქართულმა მხარემ სათადარიგო ნაწილებიც მიიღო.