Sunday, September 8, 2019

ზცრს-ისა და საზენიტო კომპლექსის ჰიბრიდი

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

მორიგი თვითშემოქმედება ლიბიიდან - გაუგებარია რისი მიღწევა უნდოდათ, მაგრამ აშკარაა რომ ზცრს RM-70-ის შასიზე დაყენებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექს ОСА-ს 9М33 ტიპის რაკეტები. რადარის გარეშე რაკეტების დანიშნულებისამებრ გამოყენება ვერ გამოვა, როგორც ჩანს მათ სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ - უბრალოდ მტრის მხარეს ისვრიან.




სწრაფი ფაქტები F-35-ის შესახებ (პლიუს გაჭედილი თურქული ბორტები)

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

დღევანდელი მდგომარეობით:

  • წარმოებულია 425-ზე მეტი F-35-ი (სულ წლის ბოლომდე 500-ზე უნდა ავიდეს ეს ციფრი)
  • გამანადგურებლები მსოფლიოს მაშტაბით 18 ბაზაზეა განთავსებული
  • მომზადებულია 890-ზე მეტი პილოტი და 8230-ზე მეტი სახმელეთო პერსონალი
  • მთლიანი პარკის ფრენის ხანგრძლივობამ 215 000 საათს გადააჭარბა
  • პროგრამაში ჩართული 13 კლიენტიდან რვამ უკვე მიიღო გამანადგურებლის საწყისი პარტიები
  • მსოფლიო მაშტაბით 7 სხვადასხვა სამსახურმა (აშშ-ს ფლოტი, აშშ-ს საჰაერო ძალები, აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი, ისრაელი, იაპონია, იტალია, დიდი ბრიტანეთი) გამოაცხადა აღნიშნული გამანადგურებლის საწყისი ოპერატიული მზადყოფნა
  • 2022 წლისთვის 860-ზე მეტი F-35 იქნება მსოფლიოს 30 ბაზაზე სამსახურში


P.S. რაც შეეხება თურქულ F-35-ებს, სულ აწყობილია 4 ცალი, კიდევ ორი ცალი აწყობის ბოლო სტადიაზეა. მწარმოებელმა გამანადგურებლები გადაწყვეტილების მიღებამდე დაასაწყობა. თუ საბოლოოდ გაყიდვა გადაწყდა, თურქული ბორტები შეიძლება ფინეთს, პოლონეთს, ან შვეიცარიას მიყიდონ (წყარო - MSPO 2019: Turkish F-35 production aircraft left without a home).

F-22-ის დაბადების დღე

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

გუშინ, ასე ვთქვათ F-22-ის დაბადების დღე იყო - 1997 წლის 7 სექტემბერს Pratt & Whitney F119-PW-100 ტიპის ძრავებით აღჭურვილმა პირველმა F-22-მა პირველი ფრენა განახორციელა. თავისი პირველი ფრენიდან დღემდე ამ ძრავმა მთლიანობაში 500 000 საათი იფრინა და დაამტკიცა თავისი შესანიშნავი შესაძლებლობები.

F-22-ის წარმოება 2011 წელს დასრულდა, სულ აგებული იქნა 195 გამანადგურებელი, აქედან აშშ-ს საჰაერო ძალებს გადაეცა 187. 

Saturday, September 7, 2019

არ გინახავთ ჰიპერბგერითი სიჩქარით მოძრავი ობიექტი? - მაშინ შეგიძლიათ დატკბეთ

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................


ინტერნეტში ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება. მაგრამ ის რაც ალბათ არასოდეს გინახავთ - ეს არის ობიექტი, რომელიც 6599 მილ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, რაც მიახლოებით 8,6 MAX უდრის. არა, თქვენ ეს არ მოგეჩვენათ, ქვემოთ მოყვანილ ვიდეოზე ასახულია ობიექტი, რომელიც ჰიპერბგერითი ზღვრის (MAX 5) მიღმაა გასული. ობიექტი ნიუ-მექსიკოში, უდაბნოში მდებარე ჰოლომანის ავიაბაზის ტერიტორიაზე უდაბნოს ზედაპირიდან სულ რამდენიმე ფუნტით აწეული ავითარებს წარმოუდგენელ სიჩქარეს.

ვიდეოს ჩართვის წინ დარწმუნით რომ ხმა ჩართული გაქვთ - ამისი მოსმენა ღირს:


ვიდეოს წყარო - Edwards Air Force Base

მაშ ასე, რს ცდიან რაკეტის მიმმართველების ტრასაზე? ნებისმიერ კომპონენტს, რომელმაც ჰიპერბგერითი სიჩქარე უნდა განავითაროს. და დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პენტაგონი ცდილობს შექმნას ჰიპერბგერითი იარაღი.

აშშ-ს ჰიპერბგერითი ოცნებების ასასრულებლად მართვისა და კონტროლის მგრძნობიარე სისტემებმა უნდა გაუძლონ აჩქარების გადატვირთვებსა დ გადახურებას. საფარველი და კორპუსში გამოყენებული მასალებიც უნდა გამოიცადოს მანამდე, სანამ მოხდება საფრენოსნო ეგზემპლიარების შექმნა და მათზე ფინანსების დახარჯვა. და ეს ყველაფერი არის მხოლოდ დანამატი იმ კოლოსალური სამეცნიერო კვლევებისა, რომლებსაც სხვადასხვა ინსტიტუები ახორციელებენ. სწორედ ამიტომ შეიძინა ამ ათმილიანმა სარაკეტო ტრასამ განსაკუთრებული მნიშვნელობა.

მაღალჩქაროსნული სარაკეტო მიმმართველის კონცეფციას დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, მასზე ათწლეულების განმავლობაში იცდებოდა ყველაფერი - რაკეტების ქობინებით დაწყებული, საკატაპულტო სავარძლებით დამთავრებული. მაგრამ 2000-იანების დასაწყისში ჰოლომანის (Holloman) მაღალჩქაროსნული საცდელი ტრასა ჰიპერბგრეითი ერის შესაბამისად გადაკეთდა და ის ახლა უკვე ამ ფუნქციებით იწყებს მოქმედებას.

ჰოლომანის 10 მილიანი სარაკეტო მიმმართველი


ქვემოთ მოყვანილი ვიდეორგოლები კარგ წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ რა არის ეს უნიკალური ობიექტი

P.S. კი, ამ კლიპში ასახული ობიექტი ყველაზე სწრაფია რაც კი რამე გინახავთ. თავის მხრივ ამ ობიექტთან შედარებით Bugatti-ს სპორტკარიცა და F-15-იც კუებივით გამოიყურებიან. წარმოიდგინეთ რომ მსგავსი რამისგან აპირებთ თავის დაცვას?

დღის ფოტო - უბრალოდ B-2

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

ბომბდამშენთა 509-ე ფრთის კუითვნილი B-2 Spirit, ბრიტანეთის თავზე, საჰაერო ტანკერების 351-ე ესკადრილიის კუთვნილი KC-135 Stratotanker-იდან საწვავით გამართვას ახორციელებს. 2019 წლის 29 აგვისტო.

A 509th Bomb Wing B-2 Spirit refuels from a 351st Aerial Refueling Squadron KC-135 Stratotanker during the Bomber Task Force training exercise over the United Kingdom, Aug. 29, 2019. Training with partners, allied nations and other U.S. Air Force units contributes to global readiness and strengthens enduring and strategic relationships throughout the theater. (U.S. Air Force photo by Staff Sgt. Jordan Castelan)

აშშ-ს არმა მომავლის შაშხანისთვის ვაზნას ირჩევს

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

აშშ-ს არმიის მომავლის შაშხანის პროგრამა NGSW-ში მონაწილე Dynamics Ordnance და Tactical Systems-ის კონსორციუმმა (მათთან ასევე თანამშრომლობს კომპანია Beretta Defense Technologies), თავისი შაშხანისთვის კომპანია True Velocity-ს 6.8 მილიმეტრიანი კომპოზიტური ვაზნა აირჩია.


NGSW-ს პროგრამის შესახებ სტატიები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

True Velocity-ს მიერ დაპატენტებული კომპოზიტური 6,8 მილიმეტრიანი ვაზნა, ტრადიციულ თითბერის ვანზებთან შედარებით მომხმარებელს უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი მატერიალურ-ტექნიკური და საექსპულატაციო უპირატესობებით. ახალი კონსტრუქცია უზრუნველყოფს ლულიდან გამომავალი ენერგიის ზრდა, ვაზნის წონის შემცირებას და სიზუსტის ზრდას.

True Velocity-ს ვაზნისა და General Dynamics OTS-ის იარაღის სისტემის კომბინაცია წარმოადგენს თანამედროვე იარაღის სისტემას, რომელსაც შეუძლია დიდ მანძილზე, უკუცემის მცირე იმპულსით, საგრძნობლად გაუმჯობესებული ბალისტიკით გააუმჯობესოს ჯარისკაცის მუშაობის ეფექტურობა.

РКГ-3 vs HMMWV

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

მახსოვს ამ 10-12 წლის წინ, როდესაც ერაყში კომპანია ჯერ კიდე სრული სვლით მიდიოდა, ხშირი იყო РКГ-3-ის გამოყენების ფაქტები (ხშირად ვრცელდებოდა ვიდეომასალა). ეს ფოტოც სწორედ მაგ დროინდელია - ამერიკელების ჯავშანმანქანას "ხელის კუმულციური ყუმბარა" ესროლეს, მძროლი დაიღუპა. საინტერესოა თუ როგორ დაშალა მარტივ მამრავლებად მინაპაკეტი აფეთქებამ.

Friday, September 6, 2019

რუსეთში სწავლებისას ერთმანეთს ორი Су-34 შეეჯახა

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

დღეს ლიპეცკის ოლქში, სასწავლო ფრენის დროს, ერთმანეთს ორი Су-34-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენი შეეჯახა.



გავრცელებული ცნობების თანახმად, შეჯახება ვიზუალური კონტაკტის დაკარგვამ გამოიწვია. ერთ-ერთი გამანადგურებლის ძრავში ნარჩენები მოხვდა. ორივე საფრენმა აპარატმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მაგრამ პილოტებმა ორივეს დაჯდომა მოახერხეს. ერთ-ერთ Су-34-ს დაუზიანდა კაბინა, ძრავა და ფიუზელაჟი. მეორეს რადიოელექტრონული ბრძოლის აპარატურით აღჭურვილი ფრთის დაბოლოება აქვს მოგლეჯილი. პილოტები უვნელბად გადარჩნენ.

წყარო - Су-34 столкнулись в воздухе

ფრანგული Rafale-ს მიერ განადგურებული ამერიკული უპილოტო MQ-9 Reaper

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

საფრანგეთის საჰაერო ძალების Rafale-ს ბორტზე გაკეთებულ "Kill Marks"-ებს შორის, ამერიკული უპილოტო MQ-9 Reaper-ის სიმბოლო აქვს დატანილი. 




გამოსახულება საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ 1 აგვისტოს გამოაქვეყნა და მასზე სახმელეთო სამიზნეების განადგურების აღმნიშვნელი ავიაბომბების გამოსახულების გარდა ამერიკული უიპილოტოცაა ასახული. როგორც ინტერნეტრესურსებიდან ხდება ცნობილი, ფოტო "იორდანიის პრინც ჰასანის ავიაბაზაზე" (Jordan's Prince Hassan Air Base) იქნა გადაღებული, საიდანაც ფრანგული გამანადგურებლები კოალიციის მიერ ISIS-ის წინააღმდეგ, სირიასა და ერაყში,  წარმოებულ ოპერაცია IOR-ის მხარდაჭერას ახორციელებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ფოტოზე ასახულია ესკადრილია "გასკონის" კუთვნილი Rafale B 322 და მანდ ეს მარკირება, ახლო აღმოსავლეთში ხმელკეთზე ჩამოვარდნილი უპილოტოს განადგურებისთვის მიიღო.

მთლიანობაში გამანადგურებლის ბორტზე შემდეგი მარკირებაა ასახული:
  • 8 ცალი ლაზერით მართვადი 500 ფუნტიანი (227კ) ბომბი GBU-12 Paveway II
  • ხუთი ცალი AASM (Armement Air-Sol Modulaire)
  • უპილოტო  MQ-9 Reaper

აღსანიშავია, რომ კოალიციის უპილოტოს განადგურება მისი ნარჩენების მოწინააღმდეგის ხელში ჩავარდნის თავიდან ასაცილებლად განხორციელდა.


წყარო - ‘Drone-killer’ Rafale

ჩასაფრებაში მოყოლილი ებრაული Centurion-ები

სანამ სტატიას წაიკითხავთ, გთხოვთ გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე (ყავისფრად მონიშნული ტექსტი) და მოიწონოთ ჩვენი სამხედრო თემატიკის გევრდი - No Man's Land

.................................................................................................................................................................................

ებრაული Centurion-ები 100 მილიმეტრიან ჭურვებთან შეხვედრის შემდეგ. ტანკების განლაგებით თუ ვიმსჯელებთ (სამი ცალი Centurion გზაზე დგას, ხოლო გზის პერპენდიკულარულა ორი Т-55-ია განთავსებული) ებრაელები ჩასაფრებაში მოყვნენ