Wednesday, August 22, 2012

ეგვიპტემ ისრაელთან, 1976 წელს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება დაარღვია

"არაბულმა გაზაფხულმა" ახალი კონფლიქტური ფრონტი გახსნა – ეგვიპტემ, პირველად 1976 წლის შემდეგ, სინას ნახევარკუნძულზე სატანკო შენაერთები შეიყვანა, რითაც ისრაელის შეშფოთება გამოიწვია. ისრაელს ეგვიპტეს საზღვართან მხოლოდ მსუბუქი ქვედანაყოფები ყავს. ამ ძალებს ებრაული მხარე მოსახლეობის ბედუინებისგან დასაცავად იყენებს, რომლებიც მუდმივად თარეშობენ და მოსახლეობას აწუხებენ. 
ებრაულმა მხარემ პირდაპირ აშშ–ს მიმართა და გაასაჩივრა ეგვიპტის მიერ, 1976 წელს, კამპ დეივიდსში მიღწეული სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევა. ასევე ებრაულმა მხარემ ეგვიპტეს გაუგზავნა ნახევარკუნძულიდან სატანკო ქვედანაყოფების გაყვანის მოთხოვნა.
ამ მომენტამდე ეგვიპტე უარს აცხადებს შეასრულოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება (თელ–ავივისგან წაყენებული მოთხოვნიდან უკვე სამი დღე გავიდა). როგორც ჩანს ეგვიპტის მთავრობა, მორსის მეთაურობით ყველანაირად შეეცდება ისრაელის ნერვების მოსინჯვას. ისრაელს ირანთან ღია ფრონტი აქვს (თუ მორსი დამოუკიდებელი ქვეყნების შეხვედრაზე წავა თეგერანში – მაშინ ეს ბევრი რამის მანიშნებელი იქნება), ასევე ღიაა ფრონტი სირიასთან და ლიბანიც თავისას ითხოვს – ამ ყველაფრის ფონზე ისრაელი კარგად დაფიქრდება სანამ ეგვიპტესთან ღია დაპირისპირებაში გადავა.
როგორც ცნობილია ისრაელმა ბარაკ ობამას ჩარევა მოითხოვა, მაგრამ საკითხავი ისაა თუ რამდენად ფლობს ობამა სიტუაციას ეგვიპტეში.


3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. ეს ვისი დაწერილია? ბოდიშს ვიხდი მაგრამ ეს არის მკითხველის შეცდომაში შეჰყვანა და საკითხის ზედაპირულად და არაკომპეტენტურად გაშუქება. სინაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას თავის ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მანამდე მოხდა ეგვიპტე-პლესტინის საზღვარზე კერძოდ რაფაჰის საგუშაგოზე იარაღის კონტაბანდისტების მიერ ორგანიზებული თავდასხმა რასაც რამდენიმე ატეული პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა სხვადასხვა მონაცემებით. საპასუხოდ ჩატარდა მსხვილ მასშტაბიანი ოპერაცია უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებებისგან ნახევარკუნძულის გასაწმენდად, რაც მეტ-ნაკლები წარმატებით სრულდებოდა კიდეც. სხვათაშორის ისრაელის პროტესტის გამოთქმიდან მოკლე ხანში მოხდა ტექნიკის გამოყვანა, ხოლო ჯიჰადისტებისგან და სხვადასხვა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებებისგან აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდა როგორც ისრაელის, ისევე რეგიონის ინტერესებში შედიოდა რომ აღარაფერი ვთქვათ თვითონ ეგვიპტეზე.
    P.S. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ფლობდა იმ დროს ობამა ეგვიპტეში სიტუაციას კარგად გამოჩნდა 2012 წლის ჰამასი-ისრაელის დაპირისპირების დროს, როდესაც მურსიმ აშშ-ს თხოვნით წარმატებულად შეასრულა შუამავლის როლი და ბოლო მოუღო მაშინდელ სისხლისღვრას.

    ReplyDelete
  3. სა რა არის შეცდომა ეგეც გვითხარით, იგივე წერია რაც თქვენდაწერეთ.

    ReplyDelete