Wednesday, August 22, 2012

პრობლემატური კორეული შაშხანა K-11

სამხრეთ–კორეულ შაშხანა  K-11  საბრძოლო ექსპულატაციისას პრობლემები აღმოაჩნდა. არმიას გამოსაცდელად მთლიანობაში 39 ცალი შაშხანა გადაეცა, აქედან 20 გამოცდებს ავღანეთში გადიოდა. საკონსტრუქციო ბიუროს 2011 წლის მარტისთვის გაუმართაობების მიზეზით 15 შაშხანა დაუბრუნდა უკან, აქედან 7 ავღანეთგამოვლილია.






როგორც მწარმოებელი იუწყება ავღანეთში გამოცდილი 20 შაშხანიდან პრობლემა 7 აღმოაჩნდა. სულ 8 სახის დეფექტი იქნა გამოვლენილი – ცეცხლის რეჟიმის გადამრთველის გაუმართაობა, ლაზერული ხელსაწყოების დაორთქლვა, დამრტყმელი მექანიზმის გაუმართაობა და გადახურება.

წყარო:

4 comments:

  1. შენი აზრი მაინტერესებს ასეთი ტიპის კომპლექსებთან დაკავშირებით. როგორც ვიცი აშშ–მ შეაჩერა მსგავსი, უფრო რთული კონსტრუქციის,ნახევრად (?)ავტომატური ანალოგის პროექტი ყუმბარის სისუსტის და წონის გამო.

    ჩემი აზრით ეს კარგი გზაა და რატომ:
    1) როგორც იტყვიან რუსები, "ნეტ ხუდა ბეზ დაბრა" ამ სიმძიმემ ავტომატური იარაღით სროლისას მეტი სიზუსტე შეიძლება მოიტანოს ნაკლები უკუცემის ხარჯზე
    2) სუპერ–პუპერ კომპიუტერი დიდ უპირატესობას მისცემს მებრძოლს, თუ ბატარეები არ დაუჯდა :D
    ისე არ ვიცი და შემდეგ იდეებზე რას იტყვი?
    1)ეს კომპლექსი უეჭველი უნდა იშლებოდეს, იმიტომ, რომ თუნდაც შენობაში ბრძოლის დროს ამხელა მახინით ალბათ ძნელი იქნება და ამოდენა ხრონგთან ერთად კიდე დამატებითი pdw-ს, ფისტოლეტის ან ვინჩოს თრევა საშინელება იქნება.
    2) მსუბუქი მასალები ავტომატში მაინც უნდა იყოს გამოყენებული მრავლად, ნუ მე არ ვიცი ყუმბარმტყორცნის გასროლებს მსუბუქი კონსტრუქცია რამდენად და რამდენხანს გაუძლებს. ისე ერთი იდეა ეგეც არის რომ ლულა გაკეთდეს პლასტმასის პონტში–airtronic rpg-ს მსგავსად და საცვლელი იყოს, თუ შესაძლებელია.
    3) შეიძლება თუ არა, რომ ავტომატის კალიბრი გაიზარდოს 9მმ–მდე ან ცოტა მეტიც და ის 300 მეტრზე მუშაობდეს კარგად? მეტზე ყუმბარები და შენობაში კიდე მეტ შემაჩერებელ ეფექტს მიიღებენ.

    და კიდევ ერთი: ყუმბარის მცირე მომაკვდინებელი ძალა დიდი პრობლემა იქნება, ტეხავს პროსტო კაცს თავზე ყუმბარა აუფეთქო დაკასკამ შეაჩეროს ნამსხვრევი.. მაგიტომ გაზარდეს მგონი ამერიკელებმა კალიბრი და შექმნეს ცალკე ყუმბარმტყორცნი, ისეთი პონტია, რუსები ავღანელებს C-5–ებს რომ ესროდნენ და ნამსხვრევებს ტელეგრეიკა აჩერებდაო..

    ReplyDelete
  2. 1-კი შეაცერა: http://world.guns.ru/assault/usa/xm29-oicw-r.html

    ReplyDelete
  3. 1–ამ სქემას მეტი სიზუსტე არა მგონია ჰქონდეს როგორც ასეთი ბალისტიკური სიზუსტე,უბრალოდ ცეცხლის მართვის კომპლექსი რაც აყენია ამაღლებს საბრძოლო ეფექტურობას–პირველ რიგში მანძილმზომი ლაზერის წყალობით შესაძლებელი ხდება ზუსტად მანძილის გაზომვა და აქედან გამომდინარე ზუსტად დამიზნება. ამას გარდა შესაძლებელი გახდა ყუმბარის დისტანციური აფეტქება მიზნის თავზე.

    ReplyDelete
  4. რაც შეეხება მსუბუქ მასალებს–სწორედ მაგიტომ შეაცერა ამერიკამ ეგ პროგრამა რომ ტექნოლოგია არ აძლევდა მცირე და მსუბუქი კომპლექსის აწყობის საშუალებას.

    ReplyDelete