თუ ღია ინფორმაციას დავუჯერებთ ახალი ამერიკული F-35 ტექნოლოგიური საოცრებაა და ყველა მოწინააღმდეგეზე მაღლა დგას. ეს ერთადგილიანი გამანადგურებელი იქნება აშშ-ს საზღვაო ქვეითების, საჰაერო და საზღვაო ძალების ძირითადი დამრტყმელი თვითმფრინავი უახლოესი 50 წლის მანძილზე. პენტაგონს დაგეგმილი აქვს შეისყიდოს 2443 ერთეული ასეთი გამანადგურებელი.
აშშ–ს შეიარაღებული ძალები მთლიანობაში 2443 ცალ F-35 მიიღებს შეიარაღებაში
თვითმფრინავმა უკვე მოხსნა მსოფლიო რეკორდი - პენტაგონმა დაიანგარიშა და 50 წლიანი ექსპულატაციის განმავლობაში ამერიკელ გადამხდელს მოუწევს 1,51 ტრილიონი (1,510 000 000 000) დოლარის გადახდა - ეს არის გამანადგურებლის შექმნის, წარმოების და ექსპულატაციის ფასი. პენტაგონში უკვე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც თვალსყურს ადევნებს პროგრამას და იკვლევს მის ღირებულებას - CAPE (Cost Assessment and Program Evaluation Office).
თვითმფრინავის შექმნის და გამოშვების ღირებულება 332 მილიარდი დოლარია, ძრავის ხარჯები 63,8 მილიარდია. ხოლო მისი ღირებულების ლომის წილს საექსპულატაციო ხარჯები შეადგენს და უტოლდება 1,11 მილიარდ დოლარს, რაც საჭიროა მისი 50 წლიანი შენახვის და მომსახურებისთვის. ეს ფასები დაანგარიშებულია მოსალოდნელი ინფლაციის პროგნოზის გათვლით.
F-35-ს საწარმოო ხაზი
ბოლო დაანგარიშებით გამანადგურებლის შექმნის და ათვისების ღირებულება 396 მილიარდი დოლარია, რაც თავისთავად უკვე წარმოადგენს მსოფლიო რეკორდს და გაცილებით მეტია ვიდრე ამერიკული პროგრამა Apollo, რომლის შედეგადაც 1969 წელს პირველად იქნა გაგზავნილი მთვარეზე ადამიანი. პროგრამა Apollo-მ 1972 წლამდე უსაფრთხოდ მიიყვანა მთვარემდე და უკან დააბრუნა 12 ადამიანი და მისი ღირებულება 25 მილიარდი დოლარის ტოლი იყო. თვით ინფლაციის დაანგარიშებითაც კი, დღესდღეობით პროგრამა Apollo 250 მილიარდზე მეტი არ გამოდის. კიდე ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პროგრამა მანხეტენი, რომლის შედეგადაც აშშ-, ატომური ბომბა შექმნა და მისი ფასი 2 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.
ახალმა გამანადგურებელმა სახელი გაითქვა არა ფასის, არამედ მასში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიების წყალობით. ამ 15 მეტრის სიგრძის და 30 ტონა წონის (მოდიფიკაციისდა მიხედვით), ზებგერით და stealth გამანადგურებელს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სახის ბომბები, მართვადი იარაღი და 25 მილიმეტრიანი ავტომატური ქვემეხი (F-35A)
F-35B წარმოადგენს მოკლე აფრენის და ვერტიკალური დაჯდომის თვითმფრინავს და იწოდება STOVL (Short Take off and Vertical Landing) და მისი დანიშნულებაა ჩაანაცვლოს მოძველებული ბრიტანული Harrier-ები, რომლებიც ქვებგერითებია და ჯერ-ჯერობით მათი შემცვლელი არ არსებობს.
მეორეს მხრივ F-35B-ს სიჩქარე 1,6 Mach უდრის - და ამგვარად უფრო ნელია ვიდრე პირველი ზებგერითი თვითმფრინავი Concorde, რომლის სიჩქარეც 2 Mach აღწევდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით F-35C არის სპეციალური მოდიფიკაცია ავიამზიდებისთვის. F-35-ის ყველა ეს სამი მოდიფიკაცია უნიფიცირებული 80% და წარმოადგენენ stealth თვითმფრინავებს.
ახალი სუპერ გამანადგურებელი წარმოადგენს საერთო თვითმფრინავს, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა მოდიფიკაციის გამანადგურებლების შესაცვლელად, ისეთების როგორებიცაა - გამანადგურებლები F-16 და F-18, ტანკსაწინააღმდეგო და ახლო საჰაერო მხარდაჭერის A-10, AV-8 Harrier და ბომბდამშენი F-111.
F-35C-ს პირველი დაჯდომა ავიამზიდის გემბანზე
ამ გზით პენტაგონი გეგმავს განახორციელოს თვითმფრინავთა პარკის უნიფიკაცია და ამგვარად შეამციროს მათი წარმოების და შენახვის ღირებულება.
საჰაერო ბრძოლებში F-35 ოთხჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე მისი მოწინააღმდეგე მე-4 თაობის გამანადგურებლები - ამბობს Lockheed Martin-ის ვიცე პრეზიდენტი გამანადგურებლის ოპერატიული კვლევების საკითხში George Standridge. მისივე თქმით გამანადგურებელი რვაჯერ ეფექტურია სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ და სულ ცოტა სამჯერ ეფექტური მტრის საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ.
ტექნიკურ საკითხებში Lockheed Martin საკმაოდ ბევრს ხარჯავს, რის შედეგადაც გამანადგურებელი აღჭურვილია ყველაზე ძლიერი ძრავით, რაც კი ოდესმე დაყენებულა გამანადგურებელზე - Pratt & Whitney F-135 (191 kN წევა ფორსაჟით, რაც მიახლოებით 20 ტონას უდრის). ძრავა თავისი წინამორბედებისგან 40% ნაკლებ დეტალებს შეიცავს და ასევე გაცილებით მარტივი, საიმედო და ადვილი სარემონტოა. STOVL თვითმფრინავებში ბრიტანული Rolls-Royce-ს ტექნოლოგიების საფუძველზე ამერიკელებმა F-35C-თვის შექმნეს ძრავა F-135-600
ძრავა F-135 სტატისტიკური გამოცდები
ახალი თვითმფრინავის ელექტრონული მოწყობილობები ასევე მეწინავე კატეოგირას მიეკუთვნება - ასე აცხადებს F-35-ის პროგრამის მმართველი და აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი Dan Crowley: "ყველაზე მძლავრი და სრულყოფილი ელექტორნული მოწყობილობები რომლებიც კი დღემდე დაყენებულა გამანადგურებელზე."
მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა გამანადგურებლის პროტოტიპები უკვე კარგა ხანია აშშ-ს არმიის წარმომადგენლების მეგობრული ცხცხლის ქვეშ იმყოფება. რეალობაში პროგრამა დღეს-დღეობით, 2001 წლის მერე, რაც გადაწყდა მისი შესყიდვა, ყველაზე მძიმე პერიოდს გადის.
2001 წელს ეს გამანადგურებელი მოიხსენიებოდა როგორც ყველაზე იაფი და ყველაზე ეფექტური გამანადგურებელი რაც კი ოდესმე შეუქმნია აშშ-ს. დღეს - უამრავი პრობლემის, შეყოვნებების და ფასის მომატების შემდეგ ამაზე საუბარიც კი აღარ მიდის.
"პროგრამა ორ რამეს წარმოადგენს - სკანდალს და ტრაგედიას", ასე დაიწუწუნა გასულ დეკემბერს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა არიზონადან, ჯონ მაკკეინმა. ამერიკელები ბოლო ათი წელია ზიდავენ პროგრამის სიმძიმეს, რომელიც უკვე დაჯდა 56 მილიარდი დოლარი და შედეგად მხოლოდ 20 ერთეული საცდელი თვითმფრინავია შექმნილი.
F-35–ების წინა სერიული პარტია
პენტაგონმა, გასული წლის ბოლოს, მწარმოებელს გადასცა გამანადგურებლის ხარვეზების საკმაოდ მოზრდილი და სერიოზული სია. ფორსაჟი იწვევს გამანადგურებლის კორპუსის დაზიანებას. საწვავის დაქცევის შეთავაზებული სისტემა ხანძრის საშიშროებას უქმნის თვითონ გამანადგურებელს. ასევე დადგინდა რომ გამანადგურებლის კორპუსის მოსალოდნელ რესურსს ვერ პასუხობს.
ასევე არ მომხდარა გამანადგურებლის გამოცდა ელვის წინააღმდეგ, კონდიციონერი ვერ აგრილებს კოკპიტს, პილოტის ჩაფხუტი ვერ ფუნქციონირებს გამართულად, თვითმფრინავს არ შეუძლია ატაროს ერთდროულად საკმარისი საწვავი და შიდა შეიარაღება და ამას გარდა დღეს ის ნაკლებად ადაპტირებულია სახმელეთო მიზნების გასანადგურებლად.
საფრენოსნო გამოცდები საკმაოდ ჩამორჩება გრაფიკს და ბოლო თუმცა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი - პროგრამის ფასი ტრაგიკულადაა გაზრდილი.
და ყველაფერთან ერთად პენტაგონმა უნდა გადაყლაპოს F-35A მოქმედების რადიუსის შემცირება, F-35B ასაფრენი მანძილის გაზრდა და სხვა ტექნიკური ცვლილებები. და ის თუ რატომ არ გაიყინა F-35-ის პროგრამა მწარმოებელი ფირმის ჭკვიანური საერთაშორისო პოლიტიკის დამსახურებაა.
პროგრამის თანამონაწილე რვა ქვეყანა (ავსტრალია, დანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, კანადა, ნორვეგია და თურქეთი) თავის წილ თანხებს იხდის გამანადგურებლის შექმნაში, ხოლო პენტაგონი უცვლელად იტოვებს გამანადგურებლების რაოდენობას : "მომავლისთვის გვესაჭიროება" - განაცხადა მათმა ხელმძღვანელმა.
პროგრამაში მონაწილე ქვეყნების დროშებით მოხატული F-35
No comments:
Post a Comment