Tuesday, August 21, 2012

ინდოეთი AH-64D Apache ყიდულობს


Boeing-მა დიდ წარმატებას მიაღწია – შედგა ინდურ მხარესთან 22 ერთეული დამრტყმელი ვერტმფრენი AH-64D Apache–ს შესყიდვის ხელშეკრულება, ხელშეკრულების ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.
ინდური პრაქტიკის და მისი არმიის ზომების გათვალისწინებით ეს შეკვეთა პირველი პარტიაა, რომელსაც შემდეგში უფრო დიდი პარტიებიც მოჰყვება.
როგორც ცნობილია ამერიკულმა ვერტმფრენმა ინდოეთის მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში რუსული Ми-28НЭ Ночной Охотник-ი დაამარცხა. მოცემულ კონტრაქტში ასევე შედის ტანკსაწინააღმდეგო  Hellfire–ბის და ჰაერსაწინააღმდეგო Stinger–ების პარტია და ცეცხლის მართვის რადარი.

Ми-28НЭ Ночной Охотник

AH-64D Apache Block-III

No comments:

Post a Comment