ბოლო დღეებში თურქულმა არმიამ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა ქურთული პოზიციების წინააღმდეგ თურქულ–ერაყის საზღვართან. თურქული მასმედიის ცნობით ოპერაციაში 2000 კაცზე მეტი ღებულობს მონაწილეობას. ΡΚΚ–ას ცნობით თურქები ძირითადად ჰაერიდან ახორციელებენ შეტევებს, ხმელეთზე მათი ძალები წარმატებას ვერ აღწვენ.
არაა გამორიცხული PKK–ას თვით აშშ ამარაგებდეს
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი Idris Naim Sahin–ის განცხადებით სულ ცოტა 115 ქურთი მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული ბრძოლების შედეგად და უარყო ქურთების განცხადება 49 თურქი ჯარისკაცის მოკვლის შესახებ. ამის საწინააღმდეგოდ თურქეთის ოპოზიცია ასობით დაღუპილ თურქ ჯარისკაცზე საუბრობს. ბრძოლები 24 ივლისიდან მას შემდეგ გამძაფრდა როდესაც თურქულმა მხარემ უპასუხა ΡΚΚ–ას მცდელობას გაეკონტროლებინა ქალაქებ Şemdinli და Gerdiya დამაკავშირებელი გზა. ოპერაციის დაწყების შემდეგ მთავრობამ რეგიონის ბლოკირება მოახდინა, რის გამოც შეუძლებელია მოხდეს სიტუაციის ზუსტი ანალიზი და სწორი ინფორმაციის მოპოვება. ქურთების ცნობით 25 ივლისიდან დღემდე მათ გაანადგურეს ათობით სამხედრო ავტომანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი. იმავე წყაროს ცნობით წლის დასაწყისიდან თურქეთმა რეგიონში 9 საფრენი აპარატი დაკარგა. თურქი უსაფრთხოების სპეციალისტების აზრით საქმე გვაქვს ყველაზე მძიმე ბრძოლებთან რომლებიც კი გამართულა თურქეთსა და PKK–ას შორის.
PKK–ას ერთერთი წევრის განცხადებით Şemdinli–ს რაიონი აღწერილია როგორც "საომარი ტერიტორია", სადაც იბრძვიან "ათასობით მტრის ჯარისკაცი და რამოდენიმე ასეული პარტიზანი", სადაც თურქეთი იყენებს "ტანკებს,ვერტმფრენებს, ავიაციას და სხვა სამხედრო საშუალებებს".
No comments:
Post a Comment