ბოლო მოხსენებების თანახმად თურქეთის 2012 წლის სამხედრო ბიუჯეტი 14 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ თანხიდან 8 მილიარდი იარაღის საზღვარგარეთ შესყიდვებზეა გათვალისწინებული. ასევე წინასწარი პროგნოზით თურქული მხარე ვარაუდობს რომ იარაღის ექსპორტი 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
მთლიანობაში 2008–2012 წლებში თურქეთმა 70,89 მილიარდი დოლარი დახარჯა ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების მიზნით. ასევე ქვეყანას დაგეგმილი აქვს სამხედრო ხარჯების ეტაპობრივი გაზრდა და გეგმის მიხედვით 2017 წლისათვის ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტი 20,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
თურქეთის სამხედრო ხარჯებმა განიცადა 1,50% საშუალო წლიური მატება 2008–2012 წლების პერიოდში. 2008 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 14,11 მილიარდი იყო, ხოლო 2012 წელს ამ თანხამ 14,99 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2013–17 წლებში ქვეყნის თავდაცვის ხარჯები საშუალოდ 7,67% მოიმატებს ყოველწლიურად და 2017 წლისათვის 20,3 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
100 ერთეული მარავალფუნქციური გამანადგურებელი F-35, U-214 ტიპის გერმანული წყალქვეშა ნავები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და ჯავშანსატანკო წარმოების განვითარება – ეს არის სტრატეგიული მიზნები, რომელთა განვითარებაზეც და შესყიდვაზეც სამხედრო ბიუჯეტის ლომის წილი მოდის.
პირველი Leopard-2A4NG გამოცდებზე
2010 წლისათვის თურქეთის სამხედრო წარმოება უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალების საბრძოლო აღჭურვილობის და ტექნიკის მოთხოვნების 52%-ს. ეს მონაცემი 2004 წლისათვის მხოლოდ 15% შეადგენდა. როგორც ვხედავთ თურქეთის სამხედრო წარმოება საკმაოდ სწრაფად ვითარდება და უახლოეს მომავალში სავარაუდოდ მთლიანად შესძლებს ქვეყნის არმიის უზრუნველყოფას, მაგრამ ამ მომენტისთვის თურქეთი ისევ უცხო ქვეყნებზე ტექნოლოგიურად დამოკიდებული. თავდაცვითი საჭიროებების ძირითადი დაფარვა ისევ და ისევ უცხოეთიდან იმპორტირებული ნაწარმით ხდება. 2008–12 წლებში თურქეთის მთავარ მიმწოდებლად გერმანია გახდა, რომლის წილმაც ამ პერიოდში თურქეთის შეიარაღების იმპორტის 30,54% შეადგინა.
HSBC თანახმად 2050 წლამდე თურქეთი განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და ამ პერიოდისთვის სავარაუდოდ მსოფლიოს მე–11 უდიდესი ეკონომიკური ქვეყანა გახდება.
თურქული ტანკ Altay-ს პირველი პროტოტიპი
No comments:
Post a Comment