Saturday, August 25, 2012

T-72 სერიის ტანკების მოდერნიზაცია - სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის პერსპექტივები


ალჟირისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული T-72M1

T-72-ის რუსმა მწარმოებლებმა მისი სერიული წაროების და გაუმჯობესების პროცესში დააგროვა უზარმაზარი ტექნიკური გამოცდილება, რომელთა გამოყენებამაც საშუალება მისცა მწარმოებელს ხარისხობრივად აემაღლებინა ტანკების ძირითადი მახასიათებლები და ამით T-72 მიეახლოვებინა მე-3 თაობის ტანკებისთვის.
მოდერნიზაციის ყველა ზომამ გაიარა რუსეთის სტანდარტების მიხედვით დამუშავების მთელი ციკლი და მიღებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, ხოლო მათი საერთაშორისო ტენდერებზე გამარჯვებები ამ ზომების ეფექტურობაზე მეტყველებს.
ურალის საკონსტრუქციო ბიურო ტანკების მოდერნიზაციისთვის მოქნილ მიდგომას იყენებს, მათ შორის კომპლექსურს, როცა მოდერნიზაციას ექვემდებარება ტანკის ყველა სისტემა, ან ლოკალური, როცა შემკვეთის მოთხოვნით ხდება მხოლოდ კონკრეტული სისტემების მოდერნიზაცია. 

სავარაუდოდ ლივიისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული T-72M1

ალჟირისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული T-72M1

რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი მოდერნიზირებული Т-72Б (2011 წლის ნიმუში)


T-72 მოდერნიზაციის დროს გამოყენებული ღონისძიებებია:
  • ახალი, გაზრდილი სიზუსტის მქონე ქვემეხი, რომლის ლულის შეცვლაც შესაძლებელია ქვემეხის კოშკურიდან დემონტაჯის გარეშე.
  • ტანკის მართვადი შეიარაღებით აღჭურვა, რომელიც ზეზუსტ იარაღს მიეკუთვნება და რომელიც ტანკს საშუალებას აძლევს გაანადგუროს მტრის ტექნიკა 5000 მეტრ მანძილზე.
  • ცეცხლის მართვის ახალი სისტემის დაყენება, რომელიც ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითაა შექმნილი და მოიცავს მემიზნეს მრავალარხიან სამიზნეს და მიზნის ავტომატურ მიმყოლს. სისტემა საშუალებას იძლევა იწარმოოს ცეცხლის დიდ მანძილებზე ნებისმიერ პირობებში და დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მემიზნეს სამიზნეში ინტეგრირებული თანამედროვე სითბოვიზორი, რომელსაც შეუძლია მიზნების 4000 მეტრზე ამოცნობა და უზრუნველყოფს იარაღის ერთნაირად ეფექტურად გამოყენებას როგორც დღე ასევე ღამე. ცეცხლის წარმოებისათვის მოსამზადებელი პროცესის მაღალი ავტომატიზაცია საშუალებას აძლევს მემიზნის კვალიფიკაციისდა მიუხედავად მოხდეს მზინის დაზიანება მაღალი ალბათობით. ამასთან გასროლისათვის საჭირო დრო მცირდება 1,5-ჯერ დღისით და 2-ჯერ ღამით.
  • ციფრული რადიოკავშირის საშუალებების დაყენება უზრუნველყოფს დაცულ და საიმედო კავშირს.
  • უნივერსალური მე-3 თაობის დინამიკური დაცვის დაყენება უზრუნველყოფს ჯავშნის მდგრადობას ყველაზე თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების წინააღმდეგ.
  • ძრავა-ტრანსმისიის განყოფილების შეცვლის გარეშე 1000 ც/ძ-ნი ძრავის დაყენება, საგრძნობლად ამაღლებს ტანკის დინამიკურ მაჩვენებლებს. ძრავა ადაპტირებულია მსოფლიოს ნებისმიერ რეგიონში სამუშაოდ. ძრავის შეცვლაზე საჭირო დრო 3-ჯერ შემცირდა.
მეთაურის ადგილი მოდერნიზირებულ T-72–ში


მემიზნის ადგილი მოდერნიზირებულ T-72–ში

რუსი სპეციალისტების მიერ შეთავაზებული მოდერნიზაციის ღონისძიებები ოპტიმიზირებულია "ფასი-ეფექტურობის" კრიტერიუმის მიხედვით და ოპტიმალური ფინანსური დანახარჯებით ტანკის ეფექტურობის მნიშვნელოვნად ამაღლების საშუალებას იძლევა.

მოდერნიზაციის პროგრამაში შემკვეთის სურვილის მიხედვით ასევე შეიძლება შევიდეს შემდეგი ღონისძიებები:
  • დოკუმენტაციის შექმნა, შემკვეთის სურვილის მიხედვით შექმნილი ნიმუშის ერთობლივი გამოცდები.
  • ლიცენზიურ საფუძველზე მოდერნიზაციის ტექნოლოგიების გადაცემა.
  • წარმოების ორგანიზაცია ან მოდერნიზაციისთვის მანქანამაკომპლექტებლების მიწოდება.
  • სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების მიწოდება და მოდერნიზირებული ტანკების საბრძოლო გამოყენებისთვის, ტექნიკური მომსახურებისთვის და რემონტისთვის კვალიფიცირებული პერსონალის მომზადება.
მოდერნიზირებული -72-ის საბრძოლო განყოფილების სასწავლო სტენდი


ოდერნიზირებული T-72-ის ეკიპაჟის საცეცხლე მომზადების კომპიუტერიზირებული ტრენაჟორი

მოდერნიზირებული T-72–დან ნასროლი მართვადი რაკეტის კუმულაციური ქობინის კვალი 5 კილომეტრის მოშორებით მდებარე ჯავშანსამიზნეზე


დღეს შეიარაღების ბაზარზე T-72 მოდერნიზაციის უამრავი ვარიანტი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა ფირმებისგან გამომდინარეობს, მაგრამ მხოლოდ ტანკის შემქმნელებს (რუსეთის კომპანიებს) ძალუძთ უმოკლეს დროში და ოპტიმალურ ფასებში განახორციელონ ტანკის მაქსიმალურად ეფექტური მოდერნიზაცია.

ავტორი – Андрей Терликов

წყარო:

No comments:

Post a Comment