Wednesday, September 25, 2013

Т-72 TUSK

დღეს რუსეთში, ქალაქ ტაგილთან მდებარე პოლიგონ "სტარატელ"–ზე სახმელეთო ტექნიკის გამოფენა  "Russia Arms Expo-2013" გაიხსნა (მის სამზადისზე უკვე ვწერდი)
გამოფენის სიახლეებს შორის T–72–ის ურბანული ბრძოლებისთვის განკუთვნილი ვარიანტია. მანქანა დინამიკური დაცვა "Реликт"–ითაა აღჭურვილი, რომელიც მანქანას მთელი ბორტის სიგრძეზე გასდევს, ხოლო ძრავა ტრანსმისიის განყოფილებასთან ტანკი ცხაურებითაა აღჭურვილი, ასევე ცხაურებითაა აღჭურვილი ტანკის კოშკურის უკანა ნაწილიც, კოშკურის ბორტებსაც კორპუსის მსგავსად დინამიკური დაცვის ელემენტები იცავს. ამას გარდა მანქანის დამატებით დაცვას წინიდან უზრუნველყოფს ბულდოზერის მძლავრი დანა, რომელიც ქუჩებში ნანგრევების და ბარიკადების გასაწმენდად და დაზიანებული ტექნიკის გზიდან გადასაგდებად გამოიყენება. 
მეთაურისთვის საზენიტო დანადგარიდან ცეცხლის წარმოების უსაფრთქოების უზრუნველსაყოფად მანქანაზე სპეციალური ჯავშან კაბინა იქნა დაყენებული. ეს ზომა ბოლო ქონფლიკტების ანალიზიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია.


აღნიშნული მანქანა დამატებით რადიომართვადი ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩამხშობი კომპლექსითაა აღჭურვილი, რაც ტანკის გადარჩენადობას საკმაოდ ამაღლებს.
ამგვარი მოდერნიზაციის განხორციელება ტექნიკის ექსპულატაციის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება განხორციელდეს, ანუ იდეაში დედამიწის ნებისმიერ წერტილში.



წყარო:

პირველი წინა სერიული თვითმავალი ჰაუბიცა Archer

შვედეთის თავდაცვითი შესყიდვების უწყებამ, Försvarets Мaterielverk–მა (FMV), 2013 წლის 23 სექტემბერს კომპანია BAE Systems Bofors–ისგან კარლსკრუგში მდებარე საწარმოში, 155მმ/52 კალიბრიანი თვითმავალი ჰაუბიცა Archer–ის პირველ წინა სერიული, ოთხმანქანიანი ბატარეა მიიღო.
ეს არის პირველი ოთხი BAE Systems Bofors Archer–ის (FH77BW L52, შვედური სამხედრო დასახელება Artillerisystem 08) სისტემა, რომელიც შვედეთის არმიასთან 2009 წელს გაფორმებული 24 მანქანიანი კნტრაქტის ნაწილია. თავდაპირველად, კონტრაქტის თანახმად ეს სისტემები შვედეთის არმიას 2011–2012 წლებში უნდა მიეღო. მაგრამ მანქანის დამუშავების და დეფექტების აღმოფხვრის გაჭიანურებისა და წარმოებაში არსებული პრობლემების გამო თვითმავალი ჰაუბიცა Archer გრაფიკს საგრძნობლად ჩამორჩა. შედეგად პირველი, ოთხმანქანიანი ბატარეა შემკვეთს ახლა გადაეცა, ხოლო დანარჩენი 20 მანქანის მიწოდება 2014 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ასევე 2009 წლის კონტრაქტის თანახმად, 24 ცალი Archer ნორვეგიის არმიას უნდა მიეწოდოს.

წყარო:

Saturday, September 21, 2013

რუსულ–ფრანგული ჯტრ (?)

ტაგილში დაგეგმილი გამოფენის სამზადისის შესახებ უკვცე ვწერდი. სტატიაში ბრეზენტში შეფუთილი მანქანის შესახებ კითხვის ნიშნები იყო. მანქანის გარეგანი იერი უკვე ცნობილი გახზდა, მაგრამ ამ იერის გახსნით კითხვები კიდევ უფრო გამრავლდა:
სავარაუდოდ მანქანა რუსულ–ფრანგული ერთობლივი პროექტია. კოშკურა მაკეტს წააგავს, სავალი ნაწილი ძალიან ჰგავს ფრანგულ VBCI–ს, კორპუსი რუსული პერსპექტიული ჯტრ Бумеранг–ის (მის შესახებ არა ერთხელ ვწერდი – "Курганец-25"-ის და "Бумеранг"-ის ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკარუსეთის არმიის ახალი ჯავშანტრანსპორტიორირამოდენიმე სიახლე რუსული ჯავშანტექნიკის შესახებრუსული პერსპექტიული ჯტრი "Бумеранг" კვლავ გამოჩნდა"Бумеранг"–ის ახალი ფოტოებიმოდელების მსგავსია, ქვემეხი ახალი რუსული 45მმ–ანი ავტომატური ქვემეხი უნდა იყოს. დაველოდოთ გამოფენსა და ყველაფერს გავიგებთ.

Russia Arms Expo-2013-ის სამზადისი

მომავალ კვირას, 25–იდან 28 სექტემბრამდე რუსეთში, ქალაქ ტაგილთან მდებარე პოლიგონ "სტარატელ"–ზე განხორციელდება სახმელეთო ტექნიკის გამოფენა  "Russia Arms Expo-2013". წარმოგიდგენთ სამზადისის ფოტოებს:


ყველზე საინტერესო მაინც ეს ფოტოსურათია – გაურკვეველია თუ რა მანქანა მიაქვს სატვირთოს. საბურავები ძალიან ჰგავს ფრაბგული ჯტრ–ის, VBCI–ს საბურავებს, კორპუსი ბრეზენტის ქვემოდან რისი გარჩევაც შეიძლება ან Patria უნდა იყოს და ან რუსული პერსპექტიული ჯტრ "Бумеранг"

წყარო:

Friday, September 20, 2013

რუსეთის არმიის მომავლის ჯარისკაცის ეკიპირება "Ратник"

18 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი "Ижмаш"–ის საწარმოოს ეწვია, სადაც მას ახალ იარაღთან ერთად ჯარისკაცის პერსპექტიული აღჭურვილობაც წარუდგინეს (მის შესახებ არაერთხელ ვწერდი – რუსეთში მოდერნიზირებული АК-ას გამოცდები გრძელდებაავტომატი რუსულ არმიაშიდაიწყო სისტემა "Ратник"-ის საბრძოლო გამოცდები).


ჯარისკაცის პერსპექტიული ეკიპირება "Ратник"–ის წარდგენა და მისი აღწერა

"Ратник"–ის გარდა რუსეთის პრეზიდენტს ავტომატები, სნაიპერული შაშხანები, პისტოლეტები და სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიც წარუდგინეს


ახალი ПЯ
АК–12–ის ბაზაზე შექმნილი ავტომატები
კალაშნიკოვის სხვადასხვა ვარიაციები და სნაიპერული შაშხანები
АС-1 და АС-2




Wednesday, September 18, 2013

დღის ფოტო – stealth საზოგადოება

STEALTH საძმო

კონვერტირებული ტანკები

თუ გაქვს სურვილი და საბჭოთა МТ-ЛБ შეგიძლია ააწყო ტანკი Abrams–ი და მანჰეტენს შეუტიო (წყარო – ОТЧЕТ О СТРАЙКБОЛЬНОЙ ИГРЕ «БИТВА ЗА МАНХЕТТЕН», АТИГ)

..........ან თუ გყავს Т-55 და გინდა აიტუ ალ შააბის ბრძოლი მოწყობა Merkava Mk4–ის მონაწილეობით ვერ ვხედავ პრობლემას (რაღაცა ამდაგვარი უკვე გვედო ბლოგზე – ებრაული Merkava–ს ეგვიპტური მაკეტი)

Tuesday, September 17, 2013

წიგნი "B-2 Spirit of Innovation"

კომპანია Northrop Grumman–მა სტრატეგიული ბომბდამშენი B-2 Spirit–ის შესახებ საკმაოდ საინტერესო (და სავარაუდოდ უფასოდ) წიგნი წარადგინა. წიგნის გადმოსაწერი ბმული – "B-2 Spirit of Innovation".

ტაილანდის Оплот-ი გამოცდებზე

უკრაინის სახელმწიფო კორპორაცია "Укрспецэкспорт"–ის გენერალური დირექტორის, სერგეი გრომოვის განცხადების თანახმად 2013 წლის 14 სექტემბერს ხარკოვის ოლქში, ჩუევის დასახლებასთან მდებარე სასროლეთზე განხორციელდა მალიშევის ქარხანაში ტაილანდის არმიისთვის დამზადებული ორი ცალი ტანკის, Оплот–ის, წარმატებული საცეცხლე და სავალი გამოცდები.
მისი თქმით, საბრძოლო მანქანებმა წარმატებით გაიარეს საცეცხლე და სავალი გამოცდების პირველი ეტაპი. ტანკებმა აჩვენეს სხვადასხვა სიჩქარეზე სვლა და მანევრულობის შესაძლებლობები.
საბრძოლო სროლების დროს ორივე მანქანამ განახორციელა სროლები როგორც 125მმ–ნი ქვემეხიდან, ასევე 12,7 და 7,62მმ–ნი ტყვიამფრქვევებიდან. სროლებისას ყველა სამიზნე იქნა განადგურებული. ტანკ "Оплпт"–ის გამოცდებმა დაადასტურეს მანქანის ტექნიკური მახასიათებლები და გათვალისწინებული კონსტრუქციული პარამეტრები.
გრომოვის განცხადებით "ტაილანდისთვის დამზადებული მომდევნო სამი ტანკი სავალ და საცეცხლე გამოცდებს უახლოეს მომავალში გაივლიან".
მან დაადასტურა რომ ტაილანდთან დადებული ხელშეკრულება გეგმის მიხედვით ვითარდება და ტანკების პირველი პარტია შემკვეთს დადგენილ ვადებში გადაეცემა.
Оплот–ი სავალი და საცეცხლე გამოცდები მომენტში

როგორც წესი საცეცხლე გამოცდები პრაქტიკული გასროლების გამოყენებით განხორციელდა

წყარო:


ვიდეო სიუჟეტი: