Sunday, April 7, 2013

ქართველები ავღანეთში – უბრალო რუტინა

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea

რამოდენიმე ფოტო 2010 წელს 31–ე ბატლიონის ავღანეთში მივლინებიდან

სავარჯიშო კუთხე ბაზა ბაკვაზე

ბაზა დელერამი – ბუნკერები

წყლის და საკვების პარაშუტებით ჩამოყრა დასრულებულია – ხედი ბაკვას საგუშაგოდან 

ნაღმდგრადი კუ.................
საჭიროა ნაღმდგრადობა და რა ქნას :D
ავღანელი და ქართველი ჯარისკაცები, ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ტყვე თალიბანი – არა, ცოცხლად დამარხვას არ უპირებენ, უბრალოდ გვერდით სამეურნეო საქმიანობა მიმდინარეობს 
 სადღაც სოფელში პატრულირების დროს

120 მილიმეტრიანები ცეცხლმოკიდებული სანაგვის ფონზე
 დილამდე სულ ჩაიწვა

MRAP Cuguar-2–ის სალონი

ბაზა ლეზენეკი – ბეტონის დამცავი ბუფერები  

ასე ბრძანა აბანოს მომსახურე პერსონალმა

საარტილერიო ქარხანა №9 - კვლევები, საკონსტრუქციო სამუშაოები და სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობა

Gur Khan–ის (AKA ხლოპოტოვი) ბლოგზე გამოქვეყნდა საარტილერიო ქარხანა №9–ის საკმაოდ საინტერესო სარეკლამო ბუკლეტები. ბუკლეტებზე გამოსახულია ქარხნის მიერ წარმოებული საცდელ–საკონსტრუქციო და მეცნიერულ–კვლევითი სამუშაოები და ასევე  ქარხნის მონაწილეობით განხორციელებული სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამები.
ბროშურის თანახმად ქარხანა შემდეგ საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაოებში მონაწილეობს/მონაწილეობდა:
  • ОКР "Баллистика-1", "Совершенствование-88" – პერსპექტილ ტანკ  Объект 195–ისთვის განკუთვნილი მსხვიკალიბრიანი არტდანადგარების პროგრამა (გლუვლულიანი და კუთხვილულიანი).
  • ОКР "Коалиция-СВ–Хр" - 152მმ–ნი პერსპექტიული თვითმავალი ორლულიანი საარტილერიო დანადგარის ქრომირებულ არხიანი ქვემეხის შემუშავება (ქვემეხის ინდექსი 2А86, დანადგარის ინდექსი 2С35).
  • ОКР "Дилемма-2А33" - 152მმ–ნი თვითმავალი ჰაუბიცა СГ 2С3М "Акация"–ას ჰაუბიცა 2А33-ის მოდერნიზაცია (ჰაუბიცა გამოიყენება 2С3, 2С3М და 2С3М1 და  მოდერნიზაციისას).
  • НИР "Левша-М" - ელექტრო–თერმო–ქიმიური საარტილერიო სისტემა.
ОКР "Коалиция-СВ-ОП" – 152მმ–ნი პერსპექტიული თვითმავალი ერთლულიანი საარტილერიო დანადგარის ქვემეხის შემუშავება (ქვემეხის ინდექსი 2А88, მუხლუხებიან ბაზაზე დანადგარის ინდექსი 2С35, საბურავებიან ბაზაზე დანადგარის ინდექსი 2С35–1).
NATO–ს სტანდარტების, 155მმ–ნი საარტილერიო ქვემეხების შემუშავება და დაყენება საბჭოთა/რუსულ არტსისტემ,ებზე.

წყარო:

Saturday, April 6, 2013

დღის ფოტო – საქართველოსთვის

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea

საქართველოსთვის – For Georgia

პროგრამა KF-X III – სამხრეთ კორეის ახალი გამანადგურებელი


ბოლო დროს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის დაძაბულობის გაზრდის ფონზე სამხრეთ კორეისთვის პრიორიტეტული გახდა თავისი ავიაპარკის გადახალისება და განახლება, ამ მიზნით გამოცხადაა გამანადგურებლების ახალი პროგრამა სახელწოდებით "KF-X III". პროგრამის თანახმად სამხრეთ კორეის ავიაციას 60 ახალი, მრავალფუნქციური გამანადგურებელი ესაჭიროება, რომლებიც მოძველებულ F-4–ებს ჩაანაცვლებს. პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კორეამ აშშ–ს ორი მოთხოვნა გაუგზავნა – პირველი ეხება 60 ცალ F–15SE–ს ხოლო მეორე ასევე 60 ცალ F–35A–ს. ამას გარდა პროგრამაში მონაწილეობის სურვილი ევრომებრძოლმაც (EF-2000) გამოთქვა.

F-15 Silent Eagle

აშშ–ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტომ (The Defense Security Cooperation Agency – DSCA) 29 მარტს კონგრესს მოხსენება გაუკეთა სამხრეთ კორეისთვის 60 ერთეული F-15 Silent Eagle–ს სავარაუდო მიყიდვის შესახებ. გამანადგურებლები პირდაპირი კომერციული გზით (Direct Commercial Sales – DCS) უნდა გაიყიდოს. გამანადგურებლების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების, კადრების მომზადების და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება 2,408 მილიარდი აშშ დოლარია.

სამხორეთ კორეის მიერ გაკეთებული მოთხოვნის თანახმად საკონტრაქტო პაკეტში გამანადგურებლებთან ერთად შედის შემდეგი აღჭურვილობა:

  • 60 ცალი აქტიურ–ფაზირებულ ცხაურიანი რადარი (AESA).
  • 60 ცალი ციფრული ელექტრონული ბრძოლის სისტემა (Digital Electronic Warfare Systems – DEWS)
  • 60 ცალი დამიზნების კონტეინერი AN/AAQ-33 Sniper
  • ძებნისა და დამიზნების ინფრაწითელი სისტემა AN/AAS-42 (Infrared Search and Track – IRST)
  • 132 ცალი UHF/VHF სიხშირის მქონე დაცული კავშირის რადიოსადგური HAVE QUICK II.
  • 69 ცალი Link-16–ის ტერმინალი და სათადარიგო ნაწილები.
  • მეწინავე საბორტე კომპიუტერი (Advanced Display Core Processor II)
  • ამოცანების დაგეგმარების ერთიანი სისტემა და მისი უზრუნველყოფის სხვადასხვა აღჭურვილობა.
  • GPS–ის საბორტე მიმღები GEM-V.
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება/ინტეგრირება.
  • სათადარიგო ნაწილები
  • პირადი შემადგენლობის გაწვრთნა და სასწავლო აღჭურვილობა.
  • ტექნიკური დოკუმენტაცია და ლიტერატურა.
  • ლოჯისტიკური და პროგრამული უზრუნველყოფა.

დოკუმენტის ბმული:

F-35A CTOL 

აშშ–ს თავდაცვისა და უსაფრთხოების სააგენტომ (The Defense Security Cooperation Agency – DSCA) 29 მარტს კონგრესს მოხსენება გაუკეთა სამხრეთ კორეისთვის 60 ერთეული F-35А–ს (Conventional Take Off and Landing – CTOL)  სავარაუდო მიყიდვის შესახებ. გამანადგურებლების, აღჭურვილობის, სათადარიგო ნაწილების, კადრების მომზადების და მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მთლიანი ღირებულება 10,8 მილიარდი აშშ დოლარია.

კორეული მხარის მოთხოვნის თანახმად გამანადგურებელი Pratt & Whitney F-135 ძრავით უნდა იყოს აღჭირვილი, ასევე კონტრაქტში გათვალისწინებული სათადარიგო 9 ცალი Pratt & Whitney F-135 ძრავა. გამანადგურებლის სხვა აღჭურვილობაში ასევე შედის:

  • ელექტრონული ბრძოლის სისტემა.
  • ხელმძრვანელობა, კონტროლი, კომუნიკაცია, კომპიუტერი და დაზვერვა/კომუნიკაცია, ნავიგაცია და იდენტიფიცირება (ეგრეთ წოდებული C4I/CNI – Command, Control, Communication, Computer and Intelligence/Communication,Navigational and Identification).
  • გლობალური უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემა (Autonomic Logistics Global Support System – ALGS).
  • საინფორმაციო უზრუნველყოფის ავტონომიური სისტემა (Autonomic Logistics Information System – ALIS).
  • სრული ამოცანების ტრენაჟორი.


დოკუმენტის ბმული:


რაც შეეხება EF-2000 Typhne–ს – ევროკონსორციუმმა "Tranche–3" მოდიფიკაციის  60 ცალი  EF-2000 Typhne–ს საფასურად 7,3 მილიარდი დოლარი მოითხოვა. ამერიკული გამანადგურებლებისგან განსხვავებით ევროპელები კორეას სთავაზობენ გამანადგურებლების ასაწყობი ხაზის მიყიდვას.12 გამანადგურებელს მწარმოებელი აწყობილს მიაწვდის, ხოლო დანარჩენი 48 კორეაში აეწყობა, რაც ნაწილობრივ ტექნოლოგიების გადაცემასაც ითვალისწინებს. აღსანიშნავია რომ გამანადგურებლების ასაწყობი ხაზის გადაცემა ამერიკული კანონმდებლობით აკრძალულია, ამიტომაც ევროპული გამანადგურებლის პროგრამა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება.

ჩრდილოეთ კორეის ამერიკული უპილოტოები

ჩრდილოეთ კორეის ამერიკული უპილოტოები

27 მარტს ჩრდილოეთ კორეის ავიაციისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლის განცხადების თანახმად – "ქვეყანა მზადაა თავს დაესხას აშშ–სა და სამხრეთ კორეას (ყველაფერს რაც კი მოძრაობს) უპილოტო საფრენი აპარატებით, რომლებიც "ტაქტიკური ბირთვული ქობინებითაა აღჭურვილი. ამ განცხადების შემნდეგ ჩრდილოეთ კორეამ პირველად გამოაქვეყნა უპილოტო თვითმფრინავების ფოტოსურათები - სურათზე გამოსახულია ამერიკული კომპანია Beech Aircraft Corporation–ის (ამჟამად Raytheon Aircraft Company) მიერ შექმნილი და წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატი MQM-107D Streaker (რომელიც ჰაერი–ჰაერი და მიწა–ჰაერი კლასის რაკეტების საჰარეო სამიზნედ გამოიყენება აშშ–ს არმიაში). აღნიშნული უპილოტოები ჩრდილოეთ კორეამ ახლო აღმოსავლეთის რომელიღაცა ქვეყანაში (სავარაუდოდ სირიაში) შეიძინა.

ჩვენი დოსიე:
საჰაერო სამიზნე MQM-107–მა პირველი ფრენა 1974 წელს განახორციელა, მისი სერიული წარმოება კი 1984 წელს დაიწყო. მისი გაუმჯობესებული MQM-107D ვერსია 1987 წელს შეიქმნა. D ვერსიას წინამორბეთებთან ახალი უფრო მძლავრი ძრავა განასხვავებდა. თავდაპირველად უპილოტოზე დაყენებული იქნა Teledyne  J402-CA-702 ძრავა, რომელიც 1989 წელს ფრანგული Microturbo TRI 60-5–ით იქნა შეცვლილი.
MQM-107D–ეს ტექნიკური მახასიათებლები:
  • სიგრძე – 5,5მ. 
  • ფრთების გაქანი – 3მ.
  • სიმაღლე – 1,47მ
  • მაქსიმალური ასაფრენი მასა – 664კგ.
  • მაქსიმალური სიჩქარე – 925კმ/სთ. 
  • პრაკტიკული ჭერი – 12 192მ. 
  •  ძრავა – Teledyne J402-CA-702 ან Microturbo TRI 60-5 
 ძრავა Teledyne J402-CA-702–ის მახასიათებლები: 
  • მშრალი წონა – 46კგ.
  • სიგრძე – 748მმ.
  • დიამეტრი – 318მმ.
ძრავა Microturbo TRI 60-5–ის მახასიათებლები: 
  • მაქსიმალური წევა – 450კგ
  • ჰაერის შეკუმშვის ხარისხი – 4,1
  • სიგრძე – 749მმ.
  • დიამეტრი – 330მმ
  • წონა – 52,6კგ.

წყარო:
КНДР представила фотографии ударных БЛА
Meet North Korea’s Latest Drone
Teledyne CAE J402
MQM-107 Streaker
Microturbo TRI 60

Friday, April 5, 2013

F-35B–ეს ღამის პირველი ვერტიკალური დაშვება


Lockheed Martin F-35B–მ (Joint Strike Fighter – JSF) 2 აპრილს ღამით, მერილენდში, NAS Patuxent River–ში თავისი პირველი ვერტიკალური დაშვება განახორციელა.
F-35–ის პროგრამის Lockheed Martin–ის წარმომადგენელის განცხადების თანახმად აშშ–ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის მფრინავ–გამომცდელმა, მაიორ კლიფტმა (Clift) ეს ფრენა გამანადგურებლის ჩაფხუტისა და ღამის პირობებში სამუშაო განათების შემოწმების მიზნით განახორციელა. ფრენა საზღვაო ქვეითების კორპუსში გამანადგურებლის ინტეგრირების ფარგლებში განხორციელდა.
"ამ გამოცდის დასრულებამ დემონსტრირება გაუკეთა წინ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს, რომელითაც გამანადგურებელი კიდევ უფრო მიაახლოვა კრიტიკულ ნიშნულთან, რომლის შემდეგაც ის როგორც აშშ საზღვაო ქვეიტების კორპუსის ასევე ბირტანეთისა და იტალიის ავიაციის სამსახურში ჩადგება" – განაცხადა გენერალ–ლეიტენანტმა კრის ბოგდანმა (Chris Bogdan).





F-35B completes first night short take-off and vertical landing

A Lockheed Martin F-35B Joint Strike Fighter (JSF) completed its first night short take-off and vertical landing during a test sortie at NAS Patuxent River, Maryland, on 2 April.
According to Lockheed and the F-35 Joint Program Office, USMC test pilot Maj CR Clift conducted the flight to gather data on the aircraft's helmet and lighting conditions for night time operations. The test was flown as part of ongoing efforts to prepare for the jet for the second of three scheduled sea-trials for the F-35. 
"The completion of this test event demonstrates the F-35B is one step closer to delivering a critical capability to the US Marine Corps and F-35B partners in the United Kingdom and Italy" says Lt Gen Chris Bogdan, the F-35 program executive officer. "There is plenty of work to be done and progress to be made, but we're on a solid path forward."


წყარო:

Выстрел-М


Выстрел-М–ის სავარაუდო გამოსახულება

КАМАЗ–ის საკონსტრუქციო ბიურო ჯავშანმანქანა "Выстрел"–ის მოდერნიზაციას ახორციელებს. "Выстрел-М" ავტომანქანა КАМАЗ-43269–ის ღრმა მოდერნიზაცია იქნება, რომელსაც სერიოზული ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა ექნება. მაგალითად ნაღმდგრადობა, რომლის კონკრეტული მაჩვენებელი ჯერ გაურკვეველია, სპეციალისტების აზრით 6კგ–ზე ნაკლები არ იქნება, ხოლო ბალისტიკური დაცვა სულ მცირე 6а კლასისა უნდა იყოს.
"Выстрел"–ის გამოცდები ნაღმდგრადობის შესამოწმებლად ჯერ არ განხორციელებულა, რადგანაც შემკვეთს ტაქტიკუ–ტექნიკურ დავალებაში ასეთი მოთხოვნა არ წაუყენებია. ამ მომენტში მანქანის ნაღმდგრადობის გამოთვლა მათემათიკურ მოდელზე აფეთქების ზეგავლენის სიმულაციისა და გამოთვლითი მეთოდებით დგინდება. თავისი წონით მანქანა 14 ტონიანი მანქანების კლასში უნდა გაერთიანდეს.


"Выстрела-М"–ის და КАМАЗ-43269 «Выстрел"–ის ძირითადი განსხვავებები:
1. ავტომანქანა:
  • ძრავა Cummins 300 л.с.
  • სიჩქარეთა კოლოფი: მექანიკური 9S1310
  • 43118 და 4350 სერიული წამყვანი ხიდები.
  • სერიული გამანაწილებელი კოლოფი 65111
  • საბურავები КАМА-1260 425/85 R21
  • დაცვის ხარისხი – მე–6 ГОСТ 50963-96–ის მიხედვით.
2. ჯავშანკორპუსი:
  • შეჯავშნის ახალი სქემა
  • აფეთქებადაცული კონსტრუქცია
  • V-ებური ფსკერი.
  • ძრავისა და ტრანსმისიის საძირეების დაცვა.

 მანქანის წინა ვარიანტები

Выстрел

მოდერნიზირებული Выстрел

წყარო:


Merkava Mk-4 in action

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea

Merkava Mk-4

დღის ფოტო – მოფრიდა

Come to our site in facebook and "like" - The Dead District&Aviationarea

NLOS-LS გამოცდებზე – БМП–1–ის გასნადგურების მომენტში

Thursday, April 4, 2013

საბურავებიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი "Коалиция-СВ-КШ"



დენის მოკრუშინმა თავის ბლოგზე განათავსა საკმაოდ საინტერესი მასალა საცდელ საკონსტრუქციო სამუშაო (ОКР) "Коалиция-СВ-КШ"–ეს შესახებ:

დღეს–დღეობით საცდელ–საკონსტრუქციო სამუშაო "Коалиция-СВ-КШ"–ეს ფარგლებში საბურავებიან ბაზაზე თვითმავალი საარტილერიო ქვემეხის შექმნაზე მიმდინარეობს მუშოაბ. სავალ ბაზად არჩეულია გაზრდილი ტვირთამწეობის მანქანა КАМАЗ-6560. ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად ბაზა შესაბამისად დამუშავდა რის შემდეგაც გაიგზავანა საწარმოში, სადაც მასზე პერსპექტიული 152მმ–ნი საარტილერიო სისტემა უნდა დამონტაჟდეს.

ფოტოსურათსე გამოსახულია 152მმ–ნი საარტილერიო დანადგარით აღჭურვილი სისტემის 3D გამოსახულება, რალობაში სისტემა ცოტა სხვანაირი იქნება, მისი საბოლოო სახე ჯერ–ჯერობით უცნობია. მანქანის ნიმუში და მასზე დამატებითი ინფორმაცია სავარაუდოდ წლის ბოლოს გამოჩნდება.