Monday, May 12, 2014

ირანმა ამერიკული RQ-170–ის კლონების წარმოება დაიწყო

გუშინ, 11 მაისს, ირანში ქვეყნის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას ამერიკული სტელს უპილოტო სადაზვერვო აპარატის, RQ-170 Sentinel–ის ირანული კლონი წარუდგინეს. როგორც ცნობილია ამერიკული უპილოტო, ირანელებმა 2011 წლის დეკემბერში, ქალაქ ქაშმირთან ახლოს ჩამოაგდეს და ფაქტიურად უვნებლად ჩაიგდეს ხელში.
როგორც ირანელი სამხედრო წრეები იტყობინებიან, მათ მოახერხეს უპილოტოს კომპიუტერული უზრუნველყოფის გაშიფრვა და წაკითხვა და ყველაფერი ამის შედეგად მოხერხდა უპილოტოს მუშა ეგზემპლიარის აწყობა.
თუმცა ირანელების წინა გამოცდილებიდან ამ ინფორმაციას ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ – გაურკვეველია მათ პრეზენტაციაზე მუშა საფრენი აპარატი წარმოადგინეს თუ ეს უბრალოდ მაკეტია.



წყარო:
Iran says it has copied US drone

Sunday, May 11, 2014

how low can you go (6)?


სავარაუდოდ წინა დღეებში გამოჩენილი ვიდეოში (ბლოგზე ვწერდი მის შესახებ – how low can you go (5)?l) ასახული მოვლენებია, უბრალოდ სხვა რაკურსიდან – გზის ტავზე, დაბალ სიმაღლეზე მფრენი რუსეთის ავიაციის Су-24М:

დილა მშვიდობისა ხალხ

Sabrina Salerno და ყაზახი მედესანტეები

Saturday, May 10, 2014

საბჭოთა ტანკმშენებლობის კიდევ ერთი საიდუმლო

ინტერნეტ სივრცეში გამოჩენილი, საბჭოთა კავშირის დროს, უკრაინაში, ხარკოვის მნაქანათმშენებელი საკონსტრუქციო ბიუროს მიერ შექმნილი ახალი თაობის ტანკი Объект 477–ის, საცდელ საკონსტრუქციო სამუშაოს შიფრი "Молот", წინა სერიული მანქანის პირველი ფოტოსურათი, მანქანა Объект–219–ის სავალი ნაწილითაა აღჭურვილი:

ტანკი აღჭურვილი იყო 152მმ–ნი ქვემეხით, რომელიც დისტანციურად მართვად კოშკურაში იყო დამონტაჯებული. 34 ცალი 152მმ–ნი ჭურვი ავტომატურ დამტენში იყო განთავსებული.
აღსანიშნავია რომ პროექტს სახელი რამდენჯერმე შეეცვალა – თავდაპირველად იყო Объект–490 "Боксер" (სულ თავიდან მას სავარაუდოდ "Бунтарь" ეწოდებოდა) შემდეგ გახდა Объект 477 "Молот".

შარშან ასევე გამოქვეყნებული იყო 477–ის სავალი მაკეტის ფოტოები, მანქანა სადღაც რუსეთში განისვენებს:


დაწვრილებით მანქანის შესახებ წაიკითხეთ შემდეგ ბმულზე – «Объект 477» - опытный основной боевой танк, ОКР «Боксёр», ОКР «Молот».

Friday, May 9, 2014

იძებნება რარიტეტები

მივდივარ დღეს ჩემთვის დიღმის ტრასაზე ბიძაშვილის მანქანით და ბრახ და მეჩითება ასეთი რაღაცა

გასაგებია რომ ეს ყველაფერი 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მე უცბად რამდენიმე შეკითხვა გამიჩნდა:
  • ვინ არიან, რაიმე კლუბია თუ უბრალოდ ენთუზიაზისტები არიან?
  • რა ღონისძიება იყო და სად იყო?
  • სად შეიძლება რომ ამის შესახებ გავიგოთ ხოლმე და ჩვენც დავესწროთ?


რა უნდა ვიცოდეთ კამუფლიაჟის შესახებ (ცოტა იუმორი)

აბა ვინ როგორ იხატებით ხოლმე 

MBDA–მ გამოფენა SOFEX–2014–ზე ჯავშანტექნიკის სტელს აღჭურვილობა წარმოადინა

 MBDA–ს მიერ SOFEX–2014–ზე წარდგენილი MULTISORB–ის ნიმუში
სპეციალური დანიშნულების ძალების მე–10 საერთაშორისო გამოფენაზე (SOFEX-2014), კომპანია MBDA–მ სამხედრო მანქანებისთვის განკუთვნილი სტელს აღჭურვილობა, სახელწოდებით Multisorb–ი წარადინა. ეს მსუბუქი და მკვრივი, 3D სტრუქტურის მქონე სინთეთიკური ქსოვილი, შექმნილია გამტარ ბადეზე დამაგრებული ვენტილირებადი გარე ფენისგან. გამტარი ბადე თავის მხრივ ქაფის საძირეზე ამაგრია.
საფარველის სტრუქტურის 3D ფორმის გარე ფენა უზრუნველყოფს კამუფლიაჟის ტრადიციული ვიზუალურ ფერისა და კონტურს. მაგრამ სამი მასალის ერთად შერწყმული თვისებები, უზრუნველყოფს ტექნიკის მიერ გამოსხივებული სითბოს მნიშვნელოვან შეზღუდვას და ასევე ამცირებს რადიოლოკაციურ შემჩნევადობას.
ძრავის მიერ გამოსხვიებული სითბოს გარეშეც, ტექნიკა მზეზე დგომისას, საკმაოდ თებბა და მისი აღმოჩენა თბოხედვის ხელსაწყოებით ძალიან ადვილია. Multisorb–სის საფარველი ახდენს ტექნიკის მზის სხივებისგან იზოლირებას და საგრძნობლად ამცირებს სითბურ სიგნატურას.

Multisorb საგრძნობლად ზღუდავს მანქანის მიერ გამოყოფილ სითბის და ამცირებს რადიოლოკაციურ შემჩნევადობას
MBDA–მ სტელს კომპლექტი ყველაზე მკაცრ საველე პირობებში გამოსცადა, რითაც დაამტკიცა ამ საფარველის არა მარტო სტელს მახასიათებლები, არამედ ისიც რომ მას შეუძლია გაუძლოს ყველაზე აგრესიულ პირობებსა და მოპყრობას.
Multisorb–ის დაყენება ნებისმიერ მანქანაზე შეიძლება – დაწყებული 4х4 სავალი ფორმულის მქონე მსუბუქი ყველგანმავლებით და დამთავრებული ძირითადი საბრძოლო ტანკებით. მისი გამოყენება ასევე შეიძლება ისეთი ობიექტების შესანიღბავად, როგორებიცაა – თავშესაფრები, სატყვიამფრქვევო ბუდეები, სნაიპერის საფარი, სანაპირო დაცვისა და სპეცდანიშნულების რაზმების სწრაფმავალი კატერები.

წყარო:

გილოცავთ 9 მაისს

ვულოცავ ყველა ვეტერანსა და მეომარს, ყველას ვისაც ეამაყება ეს დღეს და მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს – გილოცავთ 9 მაისს

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1-ელ სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით.
ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80%). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. შეიარაღებულ ძალებში მობილიზებულ იქნა 110 მლნ. კაცი. დაიღუპა 62 მლნ. კაცი (სსრკ - 27 მლნ., გერმანია - 5,25 მლნ., პოლონეთი - 4,5-6 მლნ., იუგოსლავია - 1,7 მლნ., იაპონია- 1,8 მლნ., აშშ - 318.000, დიდი ბრიტანეთი - 386.000, საფრანგეთი - 810.000, იტალია - 330.000, რუმინეთი - 378.000, უნგრეთი - 420 000, ფინეთი - 84 000), სამხედრო ხარჯები და ზარალი 4 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.


P.S. ვისაც კიდევ "ეს არაა ჩვენი დღესასწაული, ეს არ იყო ჩვენი ომი, ეს სსრკ–ს ომი და გამარჯვება იყო და ჩვენ არ უნდა გვეომა" აზრები გაწუხებთ – მოდით %$}#&@? აღარ დავწერ, მანდილოსნებისა მერიდება.

Thursday, May 8, 2014

ერაყისთვის განკუთვნილმა პირველმა F-16–მა პირველი ფრენა შეასრულა

8 ცალი ორადგილიანი (+28 ერთადგილიანი) F-16D–დან პირველმა, საბორტე ნომრით IAF1601, 7 მაისს, ფორტ–უორტში მდებარე LM–ის ქარხნული ასაფრენი ბილიკიდან ორი ფრენა განახორციელა.
როგორც მწარმოებელი იუწყება – მყიდველისთვის დღემდე სულ გადაცემული აქვთ 4540–ზე მეტი F-16. 4500–ე გამანადგურებელი კომპანიამ 2012 წელს მაროკოს გადასცა, რომელიც F–16–ის 25–ე მყიდველი იყო.



წყარო:
First Iraqi F-16 Completes First Flight

დღის ფოტო – მალელი პარტიზანები vs VBCI

ვიღაცას დაერხა