Friday, June 9, 2017

საქართველოს, თურქეთისა დ ააზრებაიჯანის სპეცრაზმების ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი 2017“


ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სასროლეთზე საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფების სამმხრივი საველე სწავლება „კავკასიის არწივი 2017“ მიმდინარეობს.
სწავლების მიზანს სამი ქვეყნის სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე სპეციალური ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობების განვითარება წარმოადგენს.
სცენარის მიხედვით ქვედანაყოფებმა პირდაპირი მოქმედებების განხორციელებით მაღალი ღირებულების სამიზნეები გააუნებელყვეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ტაქტიკური, საცეცხლე, საინჟინრო და სხვა სპეციალური ამოცანები შეასრულეს. მათ სამედიცინო მომზადებისა და დასახლებულ პუნქტში ბრძოლის ელემენტების გავლაც მოუწიათ.
სწავლება 10 დღის განმავლობაში გრძელდება და მასში მონაწილეობას სახმელეთო და საჰაერო კომპონენტები იღებენ.
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის სპეციალურ ოპერაციების დანაყოფების ერთობლივი სწავლება რიგით მესამეა. აღნიშნულ სწავლებას მანამდე ორჯერ თურქეთის რესპუბლიკამ უმასპინძლა.

Thursday, June 8, 2017

Ка-52-მა საკუთარი კორპუსი დაცხრილა

რუსეთის საჰაერო ძალებისა და ჰსთ-ს მე-4 არმიის, 27-ე  შერეული საავიაციო დივიზიის, 39-ე სავერტმფრენო პოლკის კუთვნილმა Ка-52-მა კორპუსის წინა ნაწილი, საკუთარი, 2А42 ტიპის, ავტომატური ქვემეხით დაცხრილა

დიდად თავს არ დავდებ, მაგრამ ამის ყველაზე სავარაუდო მიზეზი ალბათ ასეთი მანევრი იყო:

აშშ-ს საჰაერო ძალების იერიში პროასადურ ძალებზე

ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა აშშ-ს ავიაციის მიერ პროასადური ძალების საბრძოლო კოლონის დაბომბვის შედეგების ფოტოები. ასადის ძალების განადგურება აშშ-ს ავიაციამ მაშინ გაანადგურა როდესაც კიდევ ერთხელ ცდილობდნენ ალ-ტანფის იერიშით აღებას, რომლის დროსაც მათ უსაფრთხოების ზონა გადაკვეთეს. აშშ-ს დარტყმებმა ირაისა და რუსეთის მკაცრი რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც ეს საკითხის გაეროს სხდომაზე გამოიტანეს განსახილველად. ირანი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა რომ, "თუ ამას გარემოებები მოითხოვს" მას აქვს სრული უფლება სირიაში ამერიკულ ძალებს დაარტყას.

შ - ნიშნავს შეუგნებლობას

ავსტრალიაში LAND-400-ის ფინალისტები და M1A1 (ფოტოები)

ანტიპოდები (ავსტრალიელები) LAND-400-ის კონკურსის ფარგლებში ფინალისტ ჯტრ/ქსმ Patria AMV-35-1 და Boxer Lynx და ამერიკული წარმოების ტანკი M1A1 შედარებით ზომებში

და დესერტად კიდევ რამოდენიმე ლამაზი ფოტო

წყარო:
The Defence Image Gallery

Tuesday, June 6, 2017

გერმანული Tiger-ის ინტერიერი

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი Tiger-ის ინტერიერი - ბევრ თანამედროვე ტანკს შეშურდება



თურქული Altay-ს ახალი მოდიფიკაცია

თურქულმა კომპანია Otokar-მა, რომელიც Koç Group-შია გაერთიანებული, გამოფენა IDEF 2017-ზე, თურქული ეროვნული წარმოების ძირითადი საბრძოლო ტანკის, Altay-ს, ახალი ვარიანტი, სახელწოდებით  Altay-AHT, წარმოადგინა. მანქანა ქალაქში ბრძოლის საწარმოებლადაა ადაპტირებული და მისი წინამორბედის ბაზისა და კოშკურის გამოყენებითაა შექმნილი.
როგორც კომპანია Otokar-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, „გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ, როგორც თურქეთში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კლიმატურ და საგზაო პირობებში, ჩვენს კვლევებსა და ნამუშევრებში აისახება. ამგვარად ჩვენ არსებული და პერსპექტიული საფრთხეების მიმართულებით ვმოქმედებთ და ჩვენი კლიენტების მოლოდინებს ვწინასწარმეტყველებთ. ქალაქის ბრძოლებისთვის შექმნილი ტანკი Altay-AHT, რომელიც გამოფენაზე დღეს პირველად წარმოვადგინეთ, ამ მოღვაწეობის შედეგის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს. ჰიბრიდული და ასიმეტრული საფრთხეებისა და იმ პირობების წინააღმდეგ, რომლებშიც არატრადიციული ძალები და მეთოდები გაცილებით ხშირად გამოიყენება, ჩვენი საკუთარი რესურსების გამოყენებით, შევქმენით ურბანული ტანკი Altay-AHT, რომელიც თურქეთის არმიის პერსპექტიულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და ფართო საექსპორტო პოტენციალი ექნება. ეს ურბანული ტანკი, რომელიც Otokar-მა საკუთარი იდეებითა და შესაძლებლობებით შეიმუშავა, წარმოადგენს ტანკ Altay-ს სერიული წარმოების შესაძლებლობის დემონსტრაციას და ამტკიცებს იმას რომ, ჩვენ ასეთი წარმოებისთვის შესაძლებლობები და ადამიანური რესურსები გაგვაჩნია და თუ ჩვენ სერიულ წარმოებას შეგვიკვეთავენ, ჩვენ მზად ვართ ჩვენი ქვეყანა და შეიარაღებული ძალები საუკეთესო ტექნიკით მოვამარაგოთ“.
ურბანული ოპერაციებისთვის განკუთვნილი ტანკი Altay-AHT თავისი წინამორბედი Altay-სგან ჯავშნით, გრეხითი საკიდრითა და სპეციალიზირებული აღჭურვილობით განსხვავდება. მისი ძირითადი თავისებურებანი შემდეგში მდგომარეობს:
ტანკზე დინამიკური დაცვა და ცხაურებიანი ეკრანებია დამონტაჟებული, რაც ამაღლებს მის მდგრადობას მართვადი და არამართვადი ტანკსაწინააღმდეგო საშუელებების წინააღმდეგ. აღნიშნული საფრთხეები, შერეულ და ასიმეტრიულ საბრძოლო გარემოში, ტანკის კიჩოსა და ბორტებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
ტელესკოპურ ანძაზე დაყენებული სისტემა YAMGÖZ-ის სათვალთვალო ელექტროოპტიკური კომპლექსის წყალობით  გაუმჯობესებულია ეკიპაჟის ინფორმაციული გათვითცნობიერებაც. სათვალთვალო კომპლექსი უზრუნველყოფს წრიულ დაკვირვებასა და დისტანციური მოდულის მართვას.
ტანკი აღჭურვილია დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის ხარვეზების დამდგმელი აპარატურით. ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის სისტემას შეუძლია სნაიპერის პოზიციის გამოთვლა, ლაზერული დასხივების გამაფრთხილებელ სისტემას შეუძლია ლაზრეით მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების იდენტიფიცირება და ლაზერული მანძილმზომით დასხივების ფაქტის გასაზღვრა. დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდულიცა და სატანკო კოშკურაც ავტომატურად ტრიალდება აღმოჩენილი საფრთხის მიმართულებით.
ტანკი ბულდოზერის პირითაა აღჭურვილი, რომელსაც მძღოლ-მექანიკოსი მართავს და მისი გამოყენება ისეთი დანიშნულებით გამოიყენება, როგორებიცაა - დაცვის ხაზის მოწყობა, წინაღობების გაწმენდა ბრძოლის ველზე და სანგრების მომზადება.

P.S. იმავე გამოფენაზე მწარმოებელმა ტანკ Altay-ს სხვა მოდელიც გამოიყვანა, რომელიც ინფრაწითელ და ხილულ სპექტრში შესანიღბი ჩიხლოთ იყო აღჭურვილი

ფინეთის Κ9 Thunder

ფინეთმა, ამ ბოლო დროს შეიარაღების შესყიდვების გაძლიერებული მცდელობების ფარგლებში, უკვე შეიძინა სამხრეთ კორეული Κ9 Thunder-ის ტიპის 48 ცალი ჰაუბიცა. აღნიშნული ჰაუბიცის ყიდვა მცირე კონკურსის შემდეგ გადაწყდა, რომელშიც სხვათა შორის თურქული T-155 Firtina-ც მონაწილეობდა. პირველი ჰაუბიცები ფინეთს უკვე გადაეცა, სწორედ ერთ-ერთი ამ პირველი მანქანის ფოტოსურათი გავრცელდა ინტერნეტში, რომელზეც მომავალი ჩვენება-აღლუმისთვის Κ9 Thunder-ის ჰაუბიცის ტრანსპორტირებაა აღბეჭდილი.
ფინეთმა სამხრეთ კორეის მარაგებიდან აღნიშნული მანქანები 146 მილიონ ევროდ შეიძინა. როგორც ადგილობრივი მასმედია აღნიშნავს, ჰაუბიცები ფასი/ეფექტურობის მხრივ საუკეთესო გადაწყვეტილება იყო და ამას გარდა იყო ერთადერთი, რომელის მიწოდებაც დაუყოვნებლივ შეიძლებოდა. ყველაფერთან ერთად აღნიშნული მანქანა ფინეთის არმიის წვევამდელებისთვის ყველაზე შესაბამისად ჩაითვალა.
კორეული წარმოების Κ9 Thunder-ის ტიპის ჰაუბიცები ფინური წარმოების BMS-ებითა და ციფრული რაციებით აღიჭურვება და საბჭოთა წარმოების ჰაუბიცებს ჩაანაცვლებს. რითაც ფინურ არმიაში 152 მილიმეტრიდან NATO-ს სტანდარტების 155 მილიმეტრზე გადასვლა განხორციელდება.
მიუხედავად იმისა რომ, ოფიცერთა და სერჟანტთა სწავლებისთვის რამოდენიმე მანქანა უკვე გადაეცა ფინეთის არმიას, ჰაუბიცების დანარჩენი პარტიის გადაცემა 2019 წლის შემდეგ დაიწყება.